More Quizzes
Artel - Stufe a Pellet
210
Quiz 6
630
Ramat HaGolan
100
210
Who Are You?
420
Live from New York
10525
What Season are You?
210
320
ITELECTV2 REVIEWER
2814107
Rok K
14712
How much do u know about Wei Yen?
840
ქუიზი გაკეთებულია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ ტრანზიტული საგნმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
ავტორი: ტრენერი - ელზა ხუხუნაიშვილი
„თვითშეფასება“
თვითშეფასება არის ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, წარმოდგენა საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. თვითშეფასება მოიცავს რწმენა-შეხედულებებს საკუთარ თავზე (მაგალითად, ”მე ჭკვიანი ვარ”, ”მე კარგი ვარ” ”მე უღირსი ვარ”) და ემოციებს როგორიცაა, სიამაყე, უიმედობა, იმედგაცრუება, სირცხვილი. თვითშეფასება ძირითადად დამოკიდებულია ინდივიდის თავდაჯერებულობაზე, ასევე საკუთარი უნარებითა და შესაძლებლობებით კმაყოფილებაზე, რაც, ჩვეულებრივ, პიროვნული წარმატებებების განცდის შედეგად მიიღწევა. თვითშეფასება რწმენას მატებს და მიმართულებას აძლევს პიროვნებას რთული გამოწვევების დაძლევის პროცესში.
მაღალი თვითშეფასება:
მტკიცე შინაგანი დარწმუნებულობა საკუთარ თავში.
საკუთარი თავისა და სოციალური გარემოს რწმენა.
საქმე კარგად გამოდის .
დაბალი თვითშეფასება:
პიროვნული ტრაგედია
არ აძლევს ადამიანს საკუთარი პატივისცემის საშუალებას
თუ ვერ გრძნობ საკუთარი თავის მნიშვნელობას, ვერ დააფასებ
სასოწარკვეთილება
ადამიანს შეუძლია თვითშეფასების გაუმჯობესება საკუთარი თავის კვლევით - თვითდაკვირვებით, ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენით და საკუთარი თავის გაძლიერებით. ასევე, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანების ჩართვაც საკუთარ თავზე მუშაობის პროცესში, კერძოდ, მხარდაჭერის და კონსულტაციის ძიება და სხვების გამოცდილების გაზიარება. თვითშეფასება შესაძლოა შეიცვალოს სიტუაციის ან გარშემომყოფი ადამიანების ცვლილებასთან ერთად.
520