1. თურქული კეხის ბორცვის წინ მოთავსებულია:
A. processus clinoideus posterior
B. sulcus chiasmatis
C. sulcus caroticus
D. conchae sphenoidales
2. თავის ქალას ღრუ ხერხემლის ერთვის შემდეგი ხვრელის მეშვეობით:
A. foramen rotundum
B. foramen magnum
C. foramen ovale
D. foramen spinosum
3. კეფის ძვლის გვერდითი ნაწილების როკსა და საუღლე მორჩს შორის არის შემდეგი არხი:
A. canalis caroticus
B. canalis hypoglossialis
C. canalis condylaris
D. canalis jugularis
4. სასის ძვალი შედგება ორი ფირფიტისაგან:
A. lamina horizontalis et lamina perpendicularis
B. lamina horizontalis et lamina cribrosa
C. lamina perpendicularis et lamina cribrosa
D. lamina verticalis et lamina horizontalis
5. სასის ძვლის პერპენდიკულარულ ფირფიტაზე არ გვხვდება:
A. processus orbitalis
B. processus maxilaris
C. processus sphenoidalis
D. incisura sphenopalatina
6. lamina cribrosa მოთავსებულია:
A. სოლისებრი ძვლის მცირე ფრთებს შორის
B. შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილებს შორის
C. სოლისებრი ძვლის დიდ ფრთებს შორის
D. შუბლის ძვლის წარბზედა რკალებს შორის
7. მხედველობის არხში გაივლის:
A. თვალბუდის არტერია და თვალბუდის ვენა
B. თვალბუდის არტერია და თვალბუდის ნერვი
C. თვალბუდის არტერია და მხედველობის ნერვი
D. თვალბუდის არტერია და თვალის მამოძრავებელი ნერვი
8. დიდი ტვინის ნამგალი უმაგრდება:
A. შუბლის ქედსა და მამლის ბიბილოს
B. მამლის ბიბილოსა და კეხის ბორცვს
C. შუბლის ქედსა და კეხის ბორცვს
D. კეხის ბორცვს, მამლის ბიბილოსა და შუბლის ქედს
9. რომელ ანატომიურ წარმონაქმნში გაივლის ყნოსვის ნერვები:
A. foramen cecum
B. crista galli
C. foramen lacerum
D. lamina cribrosa
10. წვეტიანი ხვრელით ქალას ღრუში შედის:
A. ქვედა ყბის ნერვის მენინგური ტოტი და შუა მენინგური არტერია
B. ზედა ყბის ნერვის მენინგური ტოტი და დაფის წინა არტერია
C. ზედა ყბის ნერვის მენინგური ტოტი და შუა მენინგური არტერია
D. ქვედა ყბის ნერვის მენინგური ტოტი და დაფის წინა არტერია
11. თვალბუდის ზედა ნაპრალში გაივლის:
A. თვალბუდის ვენა, თვალის მამოძრავებელი ნერვი
B. ჭაღისებრი ნერვი, განმზიდველი ნერვი
C. სიმპათიკური ნერვი, თვალბუდის ნერვი
D. ყველა პასუხი სწორია
12. ზედა ყბის ნერვი გაივლის:
A. ოვალურ ხვრელში
B. დაფლეთილ ხვრელში
C. მრგვალ ხვრელში
D. საუღლე ხვრელში
13. კეფის დიდ ხვრელში გაივლის:
A. მოგრძო ტვინი
B. ხერხემლის არტერიები
C. დამატებითი ნერვები
D. ყველა პასუხი სწორია
14. საუღლე ხვრელში გაივლის:
A. გარეთა საუღლე ვენა, ცთომილი ნერვი, დამატებითი ნერვი
B. შიგნითა საუღლე ვენა, ენა-ხახის ნერვი, კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი
C. გარეთა საუღლე ვენა, ცთომილი და დამატებითი ნერვები
D. შიგნითა საუღლე ვენა, ენა-ხახის, ცთომილი და დამატებითი ნერვები
15. ქვედა ყბის ნერვი გაივლის:
A. წვეტიან ხვრელში
B. ოვალურ ხვრელში
C. მრგვალ ხვრელში
D. დაფლეთილ ხვრელში
16. palatinum durum იქმნება:
A. ზედა ყბის სასის მორჩებით
B. სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტებით
C. სასის ძვლის პირამიდული მორჩებით
D. ზედა ყბის სასის მორჩებით და სასის ძვლის ჰორიზონტალური ფირფიტებით
17. შიგნითა სასმენ ხვრელში გაივლის:
A. კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი და შუამდებარე ნერვი
B. სახის ნერვი და განმზიდველი ნერვი
C. შუამდებარე ნერვი, სახის ნერვი, კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი
D. კარიბჭე-ლოკოკინას ნერვი და სახის ნერვი
18. სასის ძვალს აქვს:
A. კავიანი მორჩი, პირამიდული მორჩი და სასის მორჩი
B. პირამიდული მორჩი, თვალბუდის მორჩი და სოლისებრი მორჩი
C. ფრთისებრი მორჩი, სოლისებრი მორჩი და პირამიდული მორჩი
D. სასის მორჩი, პირამიდული მორჩი და თვალბუდის მორჩი
19. ჰაეროვანი ძვლებია:
A. os frontale, os parietale, os ethmoidale, maxilla
B. os frontale, os occipitale, os temporale, os ethmoidale
C. os frontale, os zygomaticum, os sphenoidale
D. os frontale, os ethmoidale, maxilla, os sphenoidale, os temporale
20. canalis hypoglossi მოთავსებულია:
A. კეფის როკსა და საუღლე მორჩს შორის
B. კეფის როკსა და ხახის ბორცვს შორის
C. კეფის როკსა და საუღლე ფოსოს შორის
D. კეფის როკსა და დვრილისებრ მორჩს შორის
21. n. facialis ქალას ღრუს ტოვებს
A. foramen mastoideus;
B. canalis musculotubarius
C. foramen stylomastoideus
D. canalis caroticus
22. დაფლეთილ ხვრელთან ძალიან ახლოსაა:
A. წვეტიანი ხვრელი
B. გარეთა საძილე ხვრელი
C. შიგნითა საძილე ხვრელი
D. ოვალური ხვრელი
23. ჰემისფერო იყოფა:
A. შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად
B. შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კუნძულის წილებად
C. შუბლის, თხემის, საფეთქლის, კუნძულისა და კეფის წილებად
D. შუბლის, თხემისა და კუნძულის წილებად
24. ნათხემის ლათინური სახელწოდებაა:
A. cerebrum
B. cerebellum
C. myelencephalon
D. mesencephalon
25. მეოთხე პარკუჭი მოთავსებულია:
A. შუამდებარე ტვინში
B. შუა ტვინში
C. ჰემისფეროში
D. არცერთი პასუხი არაა სწორი
26. მეოთხე პარკუჭი მოთავსებულია:
A. მოგრძო ტვინსა, ხიდსა და ნათხემს შორის
B. შუა, შუამდებარე ტვინსა და ნათხემს შორის
C. ხიდსა და ნათხემს შორის
D. მოგრძო ტვინსა და ნათხემს შორის
27. მეოთხე პარკუჭი დაკავშირებულია:
A. მესამე პარკუჭთან
B. ქსელქვეშა სივრცესთან
C. ორივე პასუხი სწორია
D. არცერთი პასუხი არ არის სწორი
28. aquaeductus cerebri ერთმანეთთან აკავშირებს:
A. თავის ტვინის პირველ და მეორე პარკუჭებს
B. თავის ტვინის მეოთხე პარკუჭს ზურგის ტვინის ცენტრალურ არხთან
C. თავის ტვინის მესამე პარკუჭს პირველ და მეორე პარკუჭთან
D. თავის ტვინის მესამე და მეოთხე პარკუჭებს
29. corpus pineale მდებარეობს:
A. ზემო გორაკებს შორის
B. ზემო და ქვემო გორაკს შორის
C. ქვემო გორაკებს შორის
D. ტვინის ფეხებს შორის
30. მესამე პარკუჭი დაკავშირებულია:
A. პირველ და მეორე პარკუჭთან
B. მეოთხე პარკუჭთან
C. ორივე პასუხი სწორია
D. არც ერთი პასუხი არაა სწორი
31. მედიალური დამუხვლილი სხეული არის:
A. ყნოსვის პირველადი ცენტრი
B. მხედველობის პირველადი ცენტრი
C. სმენის პირველადი ცენტრი
D. სტერეოგნოზიის ცენტრი
32. ლატერალური დამუხვლილი სხეული არის:
A. მხედველობის პირველადი ცენტრი
B. სმენის პირველადი ცენტრი
C. წონასწორრობის ცენტრი
D. ყნოსვის პირველადი ცენტრი
33. რომელ გარსს უწოდებენ სისხლძარღვოვან გარსს:
A. რბილ გარსს
B. ქსელისებრ გარსს
C. მაგარ გარსს
D. რბილ და ქსელისებრ გარსებს
34. თავ-ზურგის ტვინის სითხე მოძრაობს:
A. ეპიდურულ სივრცეში
B. სუბდურულ სივრცეში
C. სუბდურულ და სუბარაქნოიდულ სივრცეში
D. სუბარაქნოიდულ სივრცეში
35. ვენური სინუსის კედლებს ქმნის:
A. მაგარი გარსი
B. ქსელისებრი გარსი
C. რბილი გარსი
D. მაგარი და რბილი გარსი
36. თავის ტვინს კვებავს:
A. შიგნითა საძილე არტერია
B. გარეთა საძილე არტერია
C. ხერხემლის არტერია
D. შიგნითა საძილე და ხერხემლის არტერია
37. შიგნითა საძილე არტერიის ტოტებია ყველა, გარდა ერთისა:
A. a. cerebri anterior
B. a. cerebri posterior
C. a. cerebri media
D. a. choroidea anterior
38. a. basilaris მიიღება:
A. ხერხემლისა და დიდი ტვინის უკანა არტერიების შეერთებით
B. დიდი ტვინის წინა და უკანა არტერიის შეერთებით
C. ხერხემლის არტერიების შეერთებით
D. დიდი ტვინის წინა არტერიების შეერთებით
39. ძირითადი არტერიის ტოტებია ყველა, გარდა ერთისა:
A. a. cerebelli inferior anterior
B. a. cerebelli superior
C. a. cerebri posterior
D. a. cerebelli inferior posterior
40. ტვინის ფუძეზე შექმნილ არტერიულ წრეს უწოდებენ:
A. ვილიამსის წრეს
გალენის წრეს
C. ვილიზიის წრეს
D. დეიტერსის წრეს
41. ენისქვეშა ნერვისა და ცთომილი ნერვის სამკუთხედი მდებარეობს:
A. ხიდში
B. რომბისებრი ფოსოს ზედა სამკუთხედში
C. შუა ტვინში
D. რომბისებრი ფოსოს ქვედა სამკუთხედში
42. რომელი კრანიალური ნერვებია შერეული:
A. nn. olfactorii, n. opticus
B. n. accessories, n. abducens
C. n. trigeminus, n. vagus
D. n. trochlearis, n. vestibulocochlearis
43. რომელი კრანიალური ნერვებია მამოძრავებელი:
A. n. vestibulocochlearis, n. trigeminus
B. n. opticus, n. vagus
C. n. glossopharyngeus, nn. olfactorii
D. n. hypoglossus, n. accessories
44. რომელი კრანიალური ნერვებია სპეციალური მგრძნობელობის:
A. nn. olfactorii, n. opticus, n. vestibulocochlearis
B. nn. olfactorii, n. oculomotorius, n. trigeminus
C. nn. olfactorii, n. vagus, n. facialis
D. nn. olfactorii, n. trochlearis, n. abducens
45. n. trochlearis ანერვებს:
A. ზემო სწორ კუნთს
B. ზემო ირიბ კუნთს
C. ქვემო სწორ კუნთს
D. ქვემო ირიბ კუნთს
46. თვალის ლატერალურ სწორ კუნთს ანერვებს:
A. n. oculomotorius
B. n. facialis
C. n. abducens
D. n. opticus
47. რომელ კრანიალურ ნერვებს აქვს თავის ტვინში პარასიმპათიკური ბირთვები:
A. n. trigeminus, n. facialis, n. accessorius, n. trochlearis;
B. n. oculomotorius, n. hypoglossus, n. vagus, n. vestibulocochlearis
C. n. glossopharyngeus, n. opticus, n. abducens, n. trigeminus
D. n. oculomotorius, n. facialis, n. glossopharyngeus, n. vagus
48. სამწვერა ნერვს თავის ტვინში აქვს:
A. ორი მგრძნობიარე და ორი მამოძრავებელი ბირთვი
B. სამი მგრძნობიარე და ერთი მამოძრავებელი ბირთვი
C. ორი მგრძნობიარე და ერთი მამოძრავებელი ბირთვი
D. ოთხი მგრძნობიარე და ერთი მამოძრავებელი ბირთვი
49. თვალბუდის ნერვის ტოტებია:
A. n. frontalis, n. nasociliaris, n. lacrimalis
B. n. frontalis, n. nasalis, n. infraorbitalis
C. n. lacrimalis, n. nasalis, n. trochlearis
D. n. lacrimalis, n. infraorbitalis, n. frontalis
50. n. accessorius ანერვებს:
A. ზურგის უგანიერეს და ტრაპეციულ კუნთს
B. მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ და ტრაპეციულ კუნთს
C. ორმუცელა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრ კუნთს
D. სადგის-ინის და ტრაპეციულ კუნთს
51. საყნოსავ ბოლქვში თავსდებიან:
A. ყნოსვის გამტარებელი გზის I ნეირონის სხეულები
B. ყნოსვის გამტარებელი გზის III ნეირონის სხეულები
C. ყნოსვის გამტარებელი გზის II ნეირონის სხეულები
D. ყნოსვის გამტარებელი გზის IV ნეირონის სხეულები
52. ყნოსვის ქერქული ანალიზატორი არის:
A. თხემის წილის ზედა ხვეული
B. კაუჭი და პარაჰიპოკამპური ხვეული
C. პრეცენტრალური ხვეული
D. ენისა და სოლის ხვეული
53. n. opticus შეიქმნება:
A. კოლბებისა და ჩხირების ნეირიტებით
B. განგლიოზური უჯრედების ნეირიტებით
C. კოლბების ნეირიტებით
D. ბიპოლარული უჯრედების ნეირიტებით
54. მხედველობის ქერქული ანალიზატორია:
A. სოლის ხვეული
B. პოსტცენტრალური ხვეული
C. ენის ხვეული
D. ენისა და სოლის ხვეული
55. n. oculomotorius ანერვებს:
A. ზემო და ქვემო სწორ კუნთს, ზემო და ქვემო ქუთუთოს კუნთს
B. მედიალურ და ლატერალურ სწორ კუნთს, ზემო ირიბ კუნთს
C. ზემო და ქვემო სწორ კუნთს, მედიალურ სწორ კუნთს, ქვემო ირიბ კუნთს, ზემო ქუთუთოს ამწევ კუნთს
D. ზემო და ქვემო სწორ კუნთს, მედიალურ სწორ კუნთს, ზემო და ქვემო ირიბ კუნთს, ზემო ქუთუთოს ამწევ კუნთს
56. რომელ პარასიმპათიკურ კვანძებს უკავშირდება სამწვერა ნერვი:
A. წამწამოვან და ყურის კვანძს
B. ფრთა-სასის და ყბისქვეშა კვანძს
C. ყურის, ყბისქვეშა და ფრთა-სასის კვანძს
D. ფრთა-სასის, წამწამოვან, ყურისა და ყბისქვეშა კვანძს
57. რომელი ნერვის ტოტია n. zygomaticus:
A. n. infraorbitalis
B. n. ophthalmicus
C. n. maxillaris
D. n. pterygopalatine
58. n. facialis ანერვებს:
A. მიმიკურ კუნთებს, ორმუცელა კუნთის წინა მუცელს
B. მიმიკურ კუნთებს, უზანგის კუნთს
C. მიმიკურ კუნთებს, უზანგის კუნთს, ორმუცელა კუნთის წინა მუცელს
D. მიმიკურ კუნთებს, უზანგის კუნთს, ორმუცელა კუნთის უკანა მუცელს
59. სმენის ქერქული ანალიზატორი მოთავსებულია:
A. საფეთქლის შუა ხვეულის წინა ნაწილის ქერქში
B. საფეთქლის ზედა ხვეულის შუა ნაწილის ქერქში
C. საფეთქლის ქვედა ხვეულის უკანა ნაწილის ქერქში
D. საფეთქლის ზედა ხვეულის წინა ნაწილის ქერქში
60. სმენის ქერქქვეშა ბირთვებია:
A. სახურავი ფირფიტის ზემო ბირთვები, მედიალური დამუხვლილი სხეული
B. სახურავი ფირფიტის ქვემო ბირთვები, ლატერალური დამუხვლილი სხეული
C. სახურავი ფირფიტის ქვემო ბირთვები, მედიალური დამუხვლილი სხეული
D. სახურავი ფირფიტის ზემო ბირთვები, ლატერალური დამუხვლილი სხეული
61. ლატერალური დამუხვლილი სხეული არის:
A. სმენის ქერქქვეშა ბირთვი
B. გემოვნების ქერქქვეშა ბირთვი
C. ყნოსვის ქერქქვეშა ბირთვი
D. მხედველობის ქერქქვეშა ბირთვი
62. ენა-ხახის ნერვი შეიცავს:
A. მგრძნობიარე, მამოძრავებელ, სიმპათიკურ ბოჭკოებს
B. მგრძნობიარე, პარასიმპათიკურ ბოჭკოებს
C. მგრძნობიარე, მამოძრავებელ, სიმპათიკურ ბოჭკოებს
D. მგრძნობიარე, მამოძრავებელ, პარასიმპათიკურ ბოჭკოებს
63. n. glossopharyngeus ქალას ღრუს ტოვებს:
A. ენისქვეშა და დამატებით ნერვთან ერთად
B. ცთომილ და ენისქვეშა ნერვთან ერთად
C. დამატებით და ცთომილ ნერვთან ერთად
D. ცთომილ, ენისქვეშა და დამატებით ნერვთან ერთად
64. n. petrosus minor არის:
A. დაფის სიმის ტოტი
B. ენის ნერვის ტოტი
C. დაფის ნერვის ტოტი
D. დიდი კლდოვანი ნერვის ტოტი
65. ცთომილი ნერვი იყოფა:
A. თავისა და კისრის ნაწილებად
B. თავის კისრის, გულმკერდის ნაწილებად
C. თავის, კისრის, გულმკერდის, მუცლის ნაწილებად
D. თავის კისრის, გულმკერდის, წელის ნაწილებად
66. ramus sinus caroticus არის:
A. შუამდებარე ნერვის ტოტი
B. სმენა-წონასწორობის ნერვის ტოტი
C. საწვერა ნერვის ტოტი
D. ენა-ხახის ნერვის ტოტი
67. ენა-ხახის ნერვის სეკრეტორულ-პარასიმპათიკური ბოჭკოები ანერვებს:
A. ყბისქვეშა ჯირკვალს
B. ყბა-ყურა ჯირკვალს
C. ენისქვეშა ჯირკვალს
D. ყბაყურა და ყბისქვეშა ჯირკვალს
68. ზურგის ტვინი მდებარეობს ხერხემლის არხში, რომელიც იქმნება:
A. მალების რკალების შეერთებით;
B. მალების ხვრელების შეერთებით;
C. მალთაშუა ხვრელების შეერთებით;
D. მალების ხვრელებითა და მალთაშუა ხვრელებით.
69. მოზრდილი ადამიანის ზურგის ტვინი ხერხემლის არხს ავსებს:
A. წელის მეხუთე მალამდე;
B. წელის მეოთხე მალამდე;
C. წელის მეორე მალამდე;
D. წელის მესამე მალამდე.
70. ზურგის ტვინის კრანიალურ ბოლოს ანუ ზურგის ტვინსა და თავის ტვინს შორის საზღვარს შეესაბამება:
A. ატლას-კეფის სახსარი;
B. ზურგის ტვინის პირველი წყვილი ნერვის გამოსვლის დონე;
C. პირამიდული გზის ჯვარედინი;
D. ყველა პასუხი სწორია.
71. ზურგის ტვინის დაბოლოება თანდათან ვიწროვდება და მთავრდება:
A. ზურის ტვინის მწვერვალით;
B. ტვინოვანი კონუსით;
C. დასასრული ძაფით;
D. ყველა ფასუხი სწორია.
72. რაშის კუდს ქმნის:
A. ლუმბალურ ფესვთა ერთობლიობა;
B. საკრალურ ფესვთა ერთობლიობა;
C. ლუმბო-საკრალურ ფესვთა ერთობლიობა დასასრულ ძაფთან ერთად;
D. დასასრული ძაფი და საკრალური ფესვები.
73. ზურგის ტვინი შედგება:
A. 24 სეგმენტისაგან;
B. 21 სეგმენტისაგან;
C. 31 სეგმენტისაგან;
D. 33 სეგმენტისაგან.
74. ზურგის ტვინის მასა წარმოდგენილია:
A. თეთრი ნივთიერებით;
B. რუხი ნივთიერებით;
C. ცენტრალურად მდებარე რუხი ნივთიერებით და პერიფერიულად მდებარე თეთრი ნივთიერებით;
D. არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
75. ზურგის ტვინიდან გამოდის:
A. 33 წყვილი ნერვი;
B. 28 წყვილი ნერვი;
C. 31 წყვილი ნერვი;
D. 30 წყვილი ნერვი.
0
{"name":"1. თურქული კეხის ბორცვის წინ მოთავსებულია:", "url":"https://www.quiz-maker.com/Q09RPJ7RO","txt":"1. თურქული კეხის ბორცვის წინ მოთავსებულია:, 2. თავის ქალას ღრუ ხერხემლის ერთვის შემდეგი ხვრელის მეშვეობით:, 3. კეფის ძვლის გვერდითი ნაწილების როკსა და საუღლე მორჩს შორის არის შემდეგი არხი:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker