სეუ 1 ვარიანტი ტესტები
ქვეყანაში ჰიპოთეტური დარგის დანახარჯებსა და გამოშვებას შორის კავშირის მოცემული ცხრილის მიხედვით, მასშტაბის ეკონომია ჩანს შემდეგი ფაქტიდან:

|
გამოშვება |
შრომის მთლიანი დანახარჯი |
შრომის საშუალო დანახარჯი |
|
5 |
10 |
2 |
|
10 |
15 |
1.5 |
|
15 |
20 |
1.3333333 |
|
20 |
25 |
1.25 |
|
25 |
30 |
1.2 |
|
30 |
35 |
1.6666667 |
წარმოების დანახარჯების გაზრდამ 10-იდან 30-მდე გამოიწვია შრომის საშუალო დანახარჯის შემცირება 2-დან 1.2-მდე;
წარმოები დანახარჯების გაზრდამ 15-დან 30-მდე გამოიწვია დარგის გამოშვების არა ორმაგად, არამედ უფრო მეტად ზრდა;
შრომის მთლიანი დანახარჯის ზრდამ გამოიწვია შრომის საშუალო დანახარჯის სულ უფრო მეტად შემცირება;
სწორი პასუხი მოცემული არ არის
გამაღარიბებელი ზრდა შესაძლებელია ქვეყანაში, სადაც
მიმდინარეობს საიმპორტო დარგის მიმართ ტენდენციური ზრდა
ზრდა ტენდენციურია კაპიტალტევადი დარგების მიმართ;
მიმდინარეობს საექსპორტო დარგის მიმართ ტენდენციური ზრდა;
ზრდა ტენდენციურია იმ დარგების მიმართ, სადაც ინტენსიურად გამოიყენება ქვეყნისთვის დეფიციტური ფაქტორი.
პირდაპირი უცხოური ინვესტირება განსხვავდება კაპიტალის ტრანსფერის სხვა ტიპებისგან იმით, რომ:
აქცენტირებულია მოგების მაქსიმიზაციაზე;
იძლევა საზღვარგარეთის ბაზრებზე შეღწევის საშუალებას;
გულისხმობს კომპანიაზე კონტროლის მოპოვებას;
განპირობებულია „ჭარბი კაპიტალის“ არსებობით.
რომელი დებულებაა მართებული:
რამდენადაც ექსპორტის სუბსიდია ვაჭრობის პირობებს აუარესებს და ეროვნულ კეთილდღეობას აშკარად ამცირებს, ოპტიმალური პოლიტიკა ექსპორტის სექტორებში უარყოფითი სუბსიდია უნდა იყოს;
ოპტიმალური ტარიფის მსგავსად, ოპტიმალური ექსპორტის გადასახადი ყოველთვის დადებითია;
თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ ვაჭრობის პირობების არგუმენტი თეორიულად უზადოა, მაგრამ საეჭვოდ რჩება მისი სარგებლიანობა;
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სწორი პასუხია.
ვაჭრობის პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტების შედეგები. ტარიფის ზემოქმედება:
მეწარმის ნამატი - იზრდება;
მომხმარებლის ნამატი - მცირდება;
სახელმწიფოს შემოსავალი - იზრდება;
ყველა პასუხი სწორია.
ჰექშერ-ოლინის თეორიის შემოწმება განახორციელა:
ა.სმითმა;
დ.რიკარდომ;
ჯ.კეინსიმ;
ვ.ლევონტიევმა;
არც ერთი პასუხი არაა სწორი.
ჰექშერ-ოლინის მოდელის მიხედვით შედარებითი უპირატესობა განპირობებულია:
წარმოების სამივე ფაქტორის შეფარდებითი სიჭარბით;
წარმოების ტექნოლოგიის შეფარდებითი ინტენსივობით, რითაც წარმოების სხვადასხვა ფაქტორები გამოიყენება სხვადასხვდა საქონლის წარმოებაში;
იმ საქონლის ექსპორტის განხორციელებით, რომლის წარმოებაშიც ინტენსიურად გამოიყენება ამ ქვეყნის ჭარბი რესურსი;
სწორი პასუხი მოცემული არ არის.
8. რომელი დებულებაა სწორი:
სხვა თანაბარ პირობებში, ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ღირებულება ამ ორი ქვეყნის მშპ-ის უკუპროპორციული და ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის პროპორციულია
სხვა თანაბარ პირობებში, ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ღირებულება, როგორც ამ ორი ქვეყნის მშპ-ის პროპორციული და ასევე, ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის პროპორციულია;
სხვათანაბარ პირობებში, ნებისმიერი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ღირებულება ამ ორი ქვეყნის მშპ-ის პროპორციული და ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის უკუპროპორციულია;
არც ერთი პასუხი არაა სწორი.
რიკარდოს მოდელის მიხედვით რა იწვევს არსებული შეზღუდული მოცულობის რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას?
ქვეყნები აუცილებლად ივაჭრებენ მხოლოდ იმ საქონლით, რომელთა წარმოებაშიც გააჩნიათ აბსოლუტური უპირატესობა;
მხოლოდ მასშტაბის ეკონომია;
ქვეყნები აწარმოებენ მხოლოდ იმ საქონელს, რომელშიც გააჩნიათ ყველაზე დაბალი ალტერნატიული ღირებულება;
ყოველი ქვეყანა შეეცდება აწარმოოს საქონლისა და მომსახურების ყველა ის სახეობა, რომლის დეფიციტსაც განიცდის.
სამამულო ქვეყანასა და უცხო ქვეყანაში საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯები მოცემულია ცხრილში, თუ სამამულო ქვეყანაში ხელფასის განაკვეთი 6-ჯერ მეტი, ქვეყნები აწარმოებენ:
|
საქონელი |
საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი სამამულო ქვეყანაში |
საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი უცხო ქვეყანაში |
|
ვაშლი |
1 |
12 |
|
მსხალი |
2 |
20 |
|
ბანანი |
3 |
30 |
|
მანგო |
4 |
6 |
|
ზეთისხილი |
5 |
18 |
სამამულო ქვეყანა - ზეთისხილს და მანგოს; უცხო ქვეყანა - ვაშლს, მსხალს და ბანანს;
სამამულო ქვეყანა - ვაშლს მსხალს და ბანანს; უცხო ქვეყანა - მანგოს და ზეთისხილს;
სამამულო ქვეყანა - მსხალს ბანანს და მანგოს; უცხო ქვეყანა - ვაშლს და ზეთისხილს;
სამამულო ქვეყანა - ბანანს, მანგოს და ზეთისხილს; უცხო ქვეყანას - ვაშლს და მსხალს.
{"name":"სეუ 1 ვარიანტი ტესტები", "url":"https://www.quiz-maker.com/Q3KDD40G9","txt":"ქვეყანაში ჰიპოთეტური დარგის დანახარჯებსა და გამოშვებას შორის კავშირის მოცემული ცხრილის მიხედვით, მასშტაბის ეკონომია ჩანს შემდეგი ფაქტიდან: გამოშვება შრომის მთლიანი დანახარჯი შრომის საშუალო დანახარჯი 5 10 2 10 15 1.5 15 20 1.3333333 20 25 1.25 25 30 1.2 30 35 1.6666667, გამაღარიბებელი ზრდა შესაძლებელია ქვეყანაში, სადაც, პირდაპირი უცხოური ინვესტირება განსხვავდება კაპიტალის ტრანსფერის სხვა ტიპებისგან იმით, რომ:","img":"https://www.poll-maker.com/3012/images/ogquiz.png?sz=1200-00000000001000005300"}