ტესტები მეოთხე და მეხუთე თავებზე

ჩამოთვლილთაგან რომელია არასწორი:
მიმდინარე ანგარიშები უკავშირდება წარმოებას, შემოსავლების წარმოქმნას, განაწილებას და გამოყენებას.
დაგროვების ანგარიშებში აისახება ცვლილებები აქტივებსა და ვალდებულებებში და კაპიტალის წმინდა ღირებულების ცვლილება.
მიმდინარე ანგარიშების ბოლო დამაბალანსებელი მუხლია დანაზოგი.
დაგროვების ანგარიშებში არ აისახება ყველა ცვლილება, რასაც ადგილი ჰქონდა ორ ბალანსს შორის რაიმე პერიოდის განმავლობაში.
საქონელი
არის შეკვეთით განხორციელებული გამოშვება, რომელიც მიმართულია მომხმარებელთა მდგომარეობის შეცვლისკენ.
არის ფიზიკური ნივთი, რომელზეც შეიძლება საკუთრების უფლების გავრცელება.
არის ნივთი, რომელზეც არ არსებობს მოთხოვნა.
შეიძლება მხოლოდ ერთხელ გადაიცვალოს და მხოლოდ ერთხელ შეიცვალოს მფლობელი.
გამოშვების შეფასება არ ხდება შემდეგი მონაცემის საფუძველზე:
რეალიზებული პროდუქცია
შუალედური მოხმარება
დაუმთავრებელი წარმოება
მზა პროდუქციის მარაგების ცვლილება
ჩამოთვლილთაგან რომელს მოიცავს მატერიალური დანახარჯები:
საქონლის ხარისხის კონტროლი
ფინანსური შუამავლობისა და დაზღვევის ხარჯების ანაზღაურება
ყველა სახის საწვავი, რომელიც გამოიყენება ენერგიის საწარმოებლად, გათბობისთვის, ტრანსპორტისა და წარმოების მომსახურების მიზნით
სახანძრო და ობიექტების დაცვის ხარჯების ანაზღაურება
შუალედური მოხმარება არ მოიცავს:
საქონლის სერტიფიკაციისა და ლიცენზირების ანაზღაურება
კომუნალური მომსახურების ხარჯები
იურიდიული მომსახურებისა და რეკლამის ხარჯები
საარენდო გადასახადი მიწის სარგებლობისთვის
რომელ ორ ანგარიშს მოიცავს შემოსავლების პირველადი განაწილების ანგარიშები:
შემოსავლების ფორმირებისა და პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიშები
შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიში
განკარგვადი შემოსავლის გამოყენების ანგარიში
კორექტირებული განკარგვადი შემოსავლის გამოყენების ანგარიში
მონიშნეთ სწორი:
სუბსიდიები იმპორტზე იყოფა ორ ნაწილად: სუბსიდიები პროდუქტებზე და სხვა სუბსიდიები წარმოებაზე
შრომის ანაზღაურება მოიცავს ხელფასს და სოციალური დაზღვევის ფაქტობრივ და პირობით ანარიცხებს
გადასახადები იმპორტზე მოიცავს: გადასახადებს პროდუქტებზე და სხვა გადასახადებს წარმოებაზე
შემოსავლების ფორმირების ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლი არ არის ეკონომიკის მთლიანი მოგება
ჩამოთვლილთაგან რომელია არასწორი:
პროცენტები საკუთრებიდან მიღებული შემოსავლის ისეთი ფორმაა, რომელსაც იღებენ ფინანსური აქტივების მფლობელები
დივიდენდი წარმოადგენს საკუთრებიდან მიღებული შემოსავლის ფორმას იმ შემთხვევაში, როდესაც აქციონერი თავის სახსრებს გადასცემს კორპორაციის განკარგულებაში
კვაზიკორპორაციების ამოსაღები შემოსავალი არ დაერიცხება კვაზიკორპორაციის მფლობელს საწარმოში ინვესტირებული სახსრების შესაბამისად
კორპორაციათა განაწილებული შემოსავალი შედგება დივიდენდებისა და კვაზიკორპორაციების შემოსავლების ამოღებებისგან
ტრანსფერტების გამსხვილებულ კლასიფიკაციაში შედის:
სოციალური დაზღვევის ანარიცხები
სოციალური დახმარება
გადასახადები შემოსავლებზე, სიმდიდრეზე
ყველა პასუხი სწორია
მონიშნეთ სწორი დებულება:
შემოსავლების გამოყენების რესურსს შეადგენს მიმდინარე ტრანსფერტები
შემოსავლების გამოყენების რესურსს შეადგენს ეროვნული განკარგვადი შემოსავალი
შინამეურნეობების საბოლოო მოხმარების ხარჯები მოიცავს სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების გაყიდვას
შინამეურნეობების საბოლოო მოხმარებაში შედის სახლის შეძენა
{"name":"ტესტები მეოთხე და მეხუთე თავებზე", "url":"https://www.quiz-maker.com/Q3Y4732","txt":"ქვიზი","img":"https://www.poll-maker.com/3012/images/ogquiz.png?sz=1200-00000000001000005300"}
Powered by: Quiz Maker