ემა: რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან?
{"name":"ემა: რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან?", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"რესურსის გამოსაყენებლად გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ მეოთხე თავის ციფრული ვერსია „რა სჭირდება მოქალაქეს საზოგადოებისგან და საზოგადოებას მოქალაქისგან?“მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ბესელია, ნინო ბოკერია, მაკა კორძაძე. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., ”თავისუფლება სულაც არ ნიშნავს შენს ნებაზე ცხოვრებას - პირიქით, თავისუფალ კაცს მეტი თავშეკავება მოეთხოვება, ვიდრე მონას - ძალიან არ მინდა, რომ მონა ვიყო“ ოთარ ჭილაძე სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვა ის ბუნებრივი უფლებებია, რომლებიც დაბადებიდან ენიჭება ადამიანს. ადამიანები სწორედ ამ და სხვა უფლებათა დაცვის მიზნით ქმნიან ხელისუფლებას და თუ ეს უკანასკნელი ვერ ან არ იცავს მოქალაქეთა უფლებებს, ხალხს შეუძლია, შეცვალოს ან გააუქმოს არსებული მმართველობა და აირჩიოს ახალი ხელისუფლება. იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი უფლებების დაცვა, უნდა ჩავწვდეთ ამ უფლებათა არსს. განვიხილოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანდაყოლილი უფლება, რომელიც განაპირობებს მოქალაქის აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს არის – თავისუფლება. იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელის აზრით, თავისუფლება „პირველი სიკეთეა კაცისა“. თავისუფლება არის: „სხვას არ გაუკეთო ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ; და შენი უფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლება“. ადამიანის ქცევა შეიძლება იყოს ან არ იყოს თავისუფალი. ადამიანი თავისუფალია, როდესაც მოქმედებს საკუთარი ნებით – ნებაყოფლობით, ხოლო არ არის თავისუფალი, როდესაც მოქმედებს სხვისი ნებით, კარნახით. ადამიანი ცხოვრობს გარემოში, რომელიც მოიცავს ბუნებრივი და საზოგადოებრივი ფაქტორების ერთობლიობას. ბუნება თავისი მოვლენებით, სახელმწიფო თავისი კანონებით, საზოგადოება თავისი ტრადიციებით, ღირებულებებითა და ზნეობრივი ნორმებით ახდენს მასზე ზემოქმედებას, ზეწოლას. გარემო ადამიანს უპირისპირდება, როგორც გარეგანი, უცხო ძალა, რომელიც აიძულებს მას, იმოქმედოს შესაბამისად. მაგრამ ადამიანს შეუძლია, აღუდგეს ამ ზეწოლას და განახორციელოს მისი საპირისპირო ქმედება, ანუ იმოქმედოს გარემო პირობებისაგან დამოუკიდებლად. ადამიანი არ უნდა გახდეს სურვილის მონა, ანუ თავისუფლება არ უნდა იქცეს თვითნებობად. როგორც ხედავთ, თავისუფლება ისეთი მდგომარეობაა, როდესაც პიროვნებას არავინ აძალებს ამა თუ იმ საქმის გაკეთებას. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანს არასდროს ეძლევა სრული თავისუფლება. მას არ აქვს ყველაფრის გაკეთების უფლება, რაც თავში მოუვა. ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს სხვადასხვა კანონი, მაგრამ მთავარი ცენზორი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა თავისუფლების აუცილებელი პირობაა. იქ, სადაც თავისუფლება არ არის, არც პასუხისმგებლობაა. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებაზე: პოლიტიკოსს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია, დანაშაულს იურიდიული პასუხისმგებლობა აწესრიგებს, ზნეობრივი პასუხისმგებლობის მსაჯული საკუთარი სინდისი და ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ღირებულებებია. პიროვნების უფლებები და თავისუფლებები ადამიანური ბუნებიდან გამომდინარეობს, ისინი იმიტომ გააჩნია პიროვნებას, რომ ადამიანია. რაც შეეხება მოვალეობებს, პიროვნებას ისინი აკისრია სახელმწიფოს წინაშე. მათი შეუსრულებლობისათვის სახელმწიფოს შეუძლია, დასაჯოს მოქალაქე. ამრიგად, სახელმწიფო ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ ემსახუროს ხალხს და არა პირიქით – ხალხი ემსახუროს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი პრინციპი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხალხი არის ქვეყნის მოქალაქეების (და არა სუბიექტების) ერთობლიობა. ამდენად, სახელმწიფო იცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს, ხოლო, თავის მხრივ, მოქალაქეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რომლებიც საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ აკისრიათ. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეები სარგებლობენ უფლებით და თავისუფლებით, მონაწილეობა მიიღონ თავიანთი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაში ხშირად მხოლოდ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულობას გულისხმობენ. თუმცა სინამდვილეში მოქალაქეობრივი მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში. მუნიციპალურ დონეზე მოქალაქეებს შეუძლიათ, შექმნან საზოგადოებრივი ჯგუფები და მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის წარმართვაში. სახელმწიფო დონეზე მოქალაქეებს შეუძლიათ, შეუერთდნენ სხვადასხვა გაერთიანებას, მოხალისეთა ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ დემოკრატიის განვითარების საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი განათლების საკითხებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი დიანა რავიჩი წერს: „დემოკრატია ეს არის პროცესი, საშუალება ერთად ცხოვრებისა და მუშაობის. ის მოითხოვს ურთიერთთანამშრომლობას, კომპრომისსა და ტოლერანტობას ყველა მოქალაქის მხრიდან. ეს მძიმე შრომაა. თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა თავისუფლებას პასუხისმგებლობისგან“.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
French revolution
11621
India Union territories and Capitals
740
Chinese Leaders
116104
How well do you know me/beekay?
740
100
QTC Academy Session-4 (Quiz-2)
5221
Votati pt bucur ms
100
Stranger Things Who Dies?
100
What Magnus Bane Thinks of you: BY A.M.S
630
How much do you know about TGD?
9431
Long Test in Science - 3rd Quarter
15815
Marvel Quiz
630