რამდენად კარგად იცნობთ თანამედროვე აპლიკაციებს?

რა არის ChatGPT?
კომპიუტერული თამაში ზომბი აპოკალიფსზე;
ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეგიძლია ელაპარაკო, კითხვები დაუსვა და ლექსებიც კი დააწერინო;
ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია გამორჩეული ნახატები შექმნას;
ორმხრივი დაშიფვრის მქონე, ყველაზე სანდო მესენჯერი.
რა არის Dalle-e2?
ონლაინ სამხატვრო კურსები;
სალვადორ დალის ციფრული ჩატ ბოტი;
ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც ქმნის თქვენს სასურველ ნახატებსა და სურათებს ნებისმიერ სტილში;
აპლიკაცია მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებისთვის, რომელიც ახლომდებარე მოწყობილობებს აფიქსირებს.
რა არის Mastodon?
აპლიკაცია, რომელიც სპილოების სხვადასხვა სახეობებზე მაქსიმალურ ინფორმაციას გვაწვდის;
სოციალური ქსელი, რომელზეც Twitter-ის მომხმარებლები აპლიკაციის ილონ მასკის შეძენის შემდეგ გადავიდნენ;
პირველი კომპიუტერული თამაში;
მოლაპარაკე სპილოს ჩატ ბოტი.
რა არის Kodezi?
მცდარბეჭდილმძებნის ინგლისური ვერსია;
ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კოდს ხარვეზებისგან ასუფთავებს;
იაპონელები სახელ გოდერძის ასე იძახიან;
სოციალური ქსელი პროგრამისტებისთვის.
რა არის Signal?
ორმხრივი დაშიფვრის მქონე მესენჯერი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე სანდო მესენჯერად მიიჩნევა;
ციფრული სიგნალიზაცია გარეული ცხოველების დასაფრთხობად;
სახლის დაცვლის სისტემა;
სასტუმროს ნომერში დამალული კამერების ამომცნობი აპლიკაცია.
რა არის Bluetooth messenger ?
მესენჯერი, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარეშე მუშაობს;
Blootooth-ის საშუალებით დიდი ფაილების სწრაფად გაგზავნის აპლიკაცია;
Facebook-ის ახალი წამოწყება, რომელიც საშუალებას გაძლევთ მესენჯერი Blootooth-ით ჩაანაცვლოთ;
ილონ მასკის ახალი კომპანია.
რა არის Poe?
ედგარ ალან პოს ლექსი საკუთარ თავზე
ანიმაციური ფილმის კუნგ-ფუ პანდას მთავარი პერსონაჟი;
აზიური სამზარეულოს ციფრული რეცეპტების კრებული;
ChatGPT-ის კონკურენტი, რომელიც თქვენს მიერ დასმულ კითხვებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან სწრაფად პასუხობს;
რა არის Damajahe?
დაჯახობანა მანქანების თამაში მობილური ტელეფონისთვის, რომელიც ქართულმა კომპანიამ შექმნა;
ნუკი კოშკელიშვილის და მისი მეუღლის მიერ შექმნილი გაცნობის აპლიკაცია;
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ამბების ამომცნობი ბოტი;
სოფო ბედიას და სოფო ბედიას ქმრის მიერ შექმნილი გაცნობის აპლიკაცია.
რა არის Bumble?
გაცნობის აპლიკაცია, სადაც მამაკაცს ქალთან მიწერა მხოლოდ ქალის ინიციატივის შემდეგ შეუძლია;
გაცნობის აპლიკაცია ქვიარ ადამიანებისთვის;
აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება სტრესის დაძლევაში და ბუშტების გახეთქვის საშუალებას აძლევს;
აპლიკაცია, რომელიც ფუტკრების ჯიშებზე გვაწვდის ინფორმაციას.
რა არის Bereal?
აპლიკაცია, რომელიც 24 საათში ერთხელ უგზავნის მომხმარებელს შეტყობინებას ფოტოების გადასაღებად;
ციფრული პასპორტი, რომელიც საჭირო დოკუმენტებს ინახავს;
ონლაინ თერაპია, რომელიც გვეხმარება ნამდვილი მეს აღმოჩენაში;
სოციალური ქსელი, სადაც მიმოწერა მხოლოდ ემოჯიების გამოყენებით ხდება.
0
{"name":"რამდენად კარგად იცნობთ თანამედროვე აპლიკაციებს?", "url":"https://www.quiz-maker.com/Q5Z9LROCP","txt":"რა არის ChatGPT?, რა არის Dalle-e2?, რა არის Mastodon?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/CDN/85-4121452/stubbsthezombie.jpg?sz=1200-02688015740731305300"}
Powered by: Quiz Maker