შრომის ეკონომიკა VIII-XI :);)

სოციალური პოლიტიკა ფართო მეცნიერული გაგებით არის:
ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია ადამიანთა კეთილდღეობაზე;
საზოგადოების ფენებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთქმედების სისტემა, რომლის ცენტრშიც არის ადამიანი, მისი კეთილდღეობა, სოციალური დაცვა და სოციალური განვითარება, მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
საზოგადოების ფენებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისა და ურთიერთქმედების სისტემა, რომლის მიზანია საზოგადიოების საერთო კეთილდღეობის ამაღლება და საზოგადოებრივი პროგრესი;
სოციალურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც მიმართულია მომუშავეთა კვალიფიკაციის ამაღლებისაკენ, სოციალური დაცვისა და უმუშევრობის დაზღვევის მოქნილი სისტემების შექმნისა და აღნიშნულის საფუძველზე ცხოვრების დონის ამაღლებისაკენ;
სოციალური პოლიტიკის არსიდან გამომდინარე მისი ობიექტია:
ქვეყნის მოსახლეობა და ცალკეული სოციალური ჯგუფები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან;
როგორც სახელმწიფო, ისე ცალკეული სოციალური ჯგუფების ინტერესების გამომხატველი ორგანიზაციული სტრუქტურები;
პროფესიული კავშირები, საზოგადოებრივი, რელიგიური, საქველმოქმედო, პოლიტიკური გაერთიანებები, არასაბიუჯეტო ფონდები და სხვა;
ეკონომიკური ზრდა, მდგრადი ეკონომიკური განვითარება, დასაქმება და შრომითი ურთიერთობები, მოსახლეობის შემოსავლები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, უსაფრთხო გარემო
სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას უარყოფს:
სოციალური პოპულიზმის" სტრატეგია;
დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა
დემოგრაფიული და მიგრაციული პოლიტიკა”
ეკონომიკურ-ტექნოლოგიური დეტერმინიზმი",
მოსახლეობის ფულადი შემოსავლები არ მოიცავს:
მომუშავეთა ხელფასს და სტუდენტთა სტიპენდიას;
სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულს შემოსავალს და ასაკის გამო მიღებულ პენსიას
უმანიტარული დახმარებით ან ახლობლებისაგან უსასყიდლოდ მიღებულ პროდუქციას;
საკუთრებიდან პროცენტისა და დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლებს.
არაფულადი (ნატურალური) შემოსავლები მოიცავს:
ფასიანი ქაღალდებისა და უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებს;
ჰუმანიტარული დახმარებით ან ახლობლებისაგან უსასყიდლოდ მიღებულ პროდუქციას;
საკუთრებიდან პროცენტისა და დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავლებს;
სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებულს შემოსავალს მოგების სახით;
სოციალური პოლიტიკის მიზანია:
მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობისათვის პირობების უზრუნველყოფა;
ეკონომიკური რესურსებისა და შემოსავლების სამართლიანი განაწილებისათვის პირობების შექმნა;
მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების შექმნა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ხარისხიანი განათლების მიღებაზე მოქალაქეთა უფლებების რეალიზაციისათვის პირობების შექმნა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა;
დაბეგვრასა და ფასებთან მიმართებაში შემოსავალი იყოფა:
სამეწარმეო საქმიანობიდან და საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლებად;
ნომინალურ, განკარგვით და რეალურ შემოსავლებად;
ფორმალურ და არაფორმალურ შემოსავლებად;
საკუთარ მეურნეობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან და სხვა სახის თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავლებად;
განკარგვითი შემოსავალი არის:
ერთობლივ შემოსავლები დაბეგვრისა და ფასების მიუხედავად;
გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავალი;
სამეწარმეო საქმიანობიდან და საკუთრებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავლები;
მხოლოდ საკუთარ მეურნეობაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი
რეალური შემოსავალი იანგარიშება:
ერთობლივი შემოსავლებიდან დაბეგვრისა და ფასების მიუხედავად;
ერთობლივი შემოსავლიდან გადასახადებისა და სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ და რომლის განკარგვა ოჯახს (პიროვნებას) შეუძლია;
ნომინალური შემოსავალისა და ფასების ინდექსის ( საცალო ფასებისა და ტარიფების ცვლილება) გათვალისწინებით;
საქონლისა და მომსახურების ღირებულებით, რომლის შეძენა შესაძლებელია მიღებული განაკარგვითი შემოსავლით;
მიღების ხერხის მიხედვით შემოსავლები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
შემოსავლები ფორმალური და არაფორმალური ეკონომიკიდან;
განკარგვით და რეალურ შემოსავლებად;
სოციალიზირებულ და საკუთრებიდან მიღებულ შემოსავლებად;
ხელფასის და რენტის სახით მიღებულ შემოსავლებად;
შემოსავლების უთანასწორო განაწილების სპეციფიკური მიზეზები ობიექტური და სუბიექტური მიზეზებისაგან განსხვავებით დაკავშირებულია:
ხელფასის დიფერენციაციასა და განათლების დონესთან;
საბაზრო გარემოს თავისებურებებთან;
საკუთრების ფლობის უთანაბრობასთან;
პიროვნების მახასიათებლებთან;
„სოციალური პოპულიზმის" სტრატეგია:
უპირატესობას ანიჭებს სოციალური დაცვის პოლიტიკას, მკვეთრად ზღუდავს ბაზრის თავისუფალ ფუნქციონირებას;
უარყოფს სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას
აქცენტს აკეთებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლების გადამზადებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე;
ორგანიზებას უკეთებს საზოგადოებრივ და დროებით სამუშაოებს მოსახლების დასაქმების მიზნით;
“ლორენცის მრუდი”:
წარმოაჩენს შემოსავლების თანაბარი განაწილების დონეს მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების მიხედვით;
არის კოორდინატთა სისტემაზე გამოსახული გრაფიკი, რომელიც ასახავს შემოსავლების განაწილებას მოსახლეობის ჯგუფების მიხედვით;
არის კოორდინატთა სისტემაში აბცისთა ღერძზე განთავსებული "მოსახლეობის (ოჯახების) ჯგუფების წილი", რომელთაც აქვთ ყველაზე დაბალი შემოსავალი;
არის კოორდინატთა სისტემაში ორდინატთა ღერძზე განთავსებული "მოსახლეობის (ოჯახების) ჯგუფების წილი", რომელთაც აქვთ ყველაზე მაღალი შემოსავალი;
თუ ლორენცის მრუდი ემთხვევა ბისექტრისას, მაშინ:
მოსახლეობის 1 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 100 პროცენტს;
მოსახლეობის 10 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 10 პროცენტს
მოსახლეობის 10 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 50 პროცენტს;
მოსახლეობის 50 პროცენტი ღებულობს შემოსავლების 10 პროცენტს;
ჯინის ინდექსი გამოხატავს:
შემოსავლების პოტენციური განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილებიდან;
შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი არათანასწორი განაწილებიდან;
შემოსავლების ფაქტობრივი განაწილების გადახრას მათი თანაბარი განაწილებიდან;
შემოსავლების პოტენციური განაწილების გადახრას მათი არათანაბარი განაწილებიდან;
შემოსავლების თანაბარი განაწილებისას ჯინის ინდექსი:
ნულის ტოლია
0.5-ის ტოლია;
ერთის ტოლია;
2-ის ტოლია;
შემოსავლების აბსოლუტურად არათანაბარი განაწილებისას ჯინის ინდექსი:
ნულის ტოლია,
0,5-ის ტოლია;
ერთის ტოლია;
1,5 –ის ტოლია;
ცხოვრების დონე არის:
ადამიანთა მატერიალური, სულიერი და სოციალური მოთხოვნილებების განვითარების ხარისხი და მისი სტრუქტურა;
მოსახლეობის მოთხოვნილებათა სტრუქტურა და შესაბამისი საქონლითა და მომსახურებით მათი დაკმაყოფილების ხარისხი;
ადამიანთა პირველადი სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე და ხარისხი;
ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა (საკვებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და ა.შ.) და სულიერი (ინტელექტუალური) მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონე და ხარისხი;
სასურსათო კალათა არის:
საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
მხოლოდ საქონლის ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
მხოლოდ მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
თვის განმავლობაში ერთი ადამიანისათვის საჭირო კვების პროდუქტების ნაკრები, გაანგარიშებული პროდუქტების მოხმარების მინიმალური ნორმების საფუძველზე.
მმოსახლეობის ცხოვრების დონე განიხილება სამი ძირითადი ასპექტით:
მთელი მოსახლეობის, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ცალკეული სოციალური ფენების მიმართ;
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, სოციალური ჯგუფებისა და ოჯახების მიმართ
მთელი მოსახლეობის, სოციალური ჯგუფებისა და ოჯახების მიმართ;
მთელი შრომითი რესურსების, სოციალური ჯგუფებისა და ოჯახების მიმართ;
მინიმალური სამომხმარებლო კალათა არის:
საქონლისა და მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად
თვის განმავლობაში ერთი ადამიანისათვის საჭირო კვების პროდუქტების ნაკრები, გაანგარიშებული პროდუქტების მოხმარების მინიმალური ნორმების საფუძველზე
მხოლოდ საქონლის ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
მხოლოდ მომსახურების ნაკრები, რომელიც ობიექტურად აუცილებელია ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად;
მინიმალური სამომხმარებლო კალათის ღირებულება განისაზღვრება:
მხოლოდ სასურსათო კალათის ღირებულების საფუძველზე ;
მხოლოდ არასასურსათო ხარჯების გაანგარიშების საფუძველზე;
სასურსათო კალათის ღირებულებისა და არასასურსათო ხარჯების გაანგარიშების საფუძველზე;
მოცემული ინფორმაცია საკმარისი არ არის სწორი პასუხის გასაცემად;
მატერიალური უზრუნველყოფის დონის მიხედვით ღარიბ ოჯახებს მიეკუთვნებიან ისეთი ოჯახები:
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით იმყოფება საარსებო მინიმუმისა და მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის ინტერვალში;
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით მდებარეობს მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტსა და რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის;
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტზე მაღალია.
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით საარსებო მინიმუმზე ნაკლები ან მისი ტოლია;
მატერიალური უზრუნველყოფის დონის მიხედვით უზრუნველყოფილ ოჯახებს მიეკუთვნებიან ისეთი ოჯახები:
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით იმყოფება საარსებო მინიმუმისა და მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის ინტერვალში;
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით მდებარეობს მინიმალურ სამომხმარებლო ბიუჯეტსა და რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტს შორის;
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით საარსებო მინიმუმზე ნაკლები ან მისი ტოლია;
რომელთა შემოსავლები ერთ სულზე გაანგარიშებით რაციონალურ სამომხმარებლო ბიუჯეტზე მაღალია.
სიღარიბის დონის მაჩვენებელი გამოხატავს:
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მთლიანი მოხმარების დაშორებას სიღარიბის ზღვრიდან;
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში;
ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობას;
ღარიბი მოსახლეობის წილს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში;
სიღარიბის სიღრმე ასახავს:
ღარიბი მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში;
ღარიბი ოჯახების შემოსავლების გადახრას სიღარიბის ზღვრიდან;
ღარიბ ოჯახთა შორის სიღარიბის უთანაბრობას;
ღარიბ ოჯახთა შორის უმუშევრობის დონეს.
სიღარიბის სიმწვავე ასახავს:
ღარიბი მოსახლეობის წილს მთლიან მოსახლეობაში;
რამდენად არის დაშორებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მთლიანი მოხმარება სიღარიბის ზღვრიდან;
თვით ღარიბთა შორის დიფერენციაციას, ღატაკების წილს ღარიბ მოსახლეობაში;
ღარიბ ოჯახთა შორის უმუშევრობის დონეს;
შემოსავლების რეგულირების ეკონომიკური ღონისძიებები:
მიმართულია დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შესაქმნელად და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე;
დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დახმარების სისტემას;
არის საკანონმდებლო აქტების სისტემა, რომლებიც არეგულირებენ მოსახლეობის შემოსავლებს
ეს არის საკანონმდებლო აქტების სისტემა და უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობაზე დახმარების გაცემას;
შემოსავლების რეგულირების ადმინისტრაციული ღონისძიებები:
დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის დახმარების სისტემას;
მიმართულია დაბალანსებული ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შესაქმნელად და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე;
დაკავშირებულია ნომინალური შემოსავლების რეგულირებასთან და ძირითადად გავლენას ახდენს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებზე;
არის საკანონმდებლო აქტების სისტემა, რომლებიც არეგულირებენ მოსახლეობის შემოსავლებს;
მინიმალური ხელფასი წარმოადგენს:
დაქირავებულისა და თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილს;
სახელმწიფოს მიერ დადგენილი ხელფასის მინიმალურ ოდენობას საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით;
პროფკავშირების მიერ დადგენილ ხელფასის მინიმალური ოდენობას საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით;
სამუშაო ძალის (შრომის) ერთეულის საბაზრო ფასს;
შრომის ნორმა ეკონომიკურად დასაბუთებულია თუ:
შრომა შინაარსიანია, სამუშაოს შესრულების პროცესში მომუშავეს საშუალება აქვს, დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი განახორციელოს;
ადამიანის ფიზიკური და ნერვული ენერგიის ხარჯვა ოპტიმალურია;
ადამიანი შრომისუნარიანობას ხანგრძლივად ინარჩუნებს და დახარჯული ენერგიის სწრაფი აღდგენა ხდება;
ის ითვალისწინებს მოწყობილობათა და მომუშავეთა ოპტიმალურ დატვირთვას.
შრომის ნორმა სოციალურად დასაბუთებულია თუ:
ადამიანის ფიზიკური და ნერვული ენერგიის ხარჯვა ოპტიმალურია;
შრომა შინაარსიანია, სამუშაოს შესრულების პროცესში მომუშავეს საშუალება აქვს, დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი განახორციელოს;
ადამიანი შრომისუნარიანობას ხანგრძლივად ინარჩუნებს და დახარჯული ენერგიის სწრაფი აღდგენა ხდება;
ის ითვალისწინებს მოწყობილობათა და მომუშავეთა ოპტიმალურ დატვირთვას.
გამომუშავების ნორმა არის:
ერთი მომუშავის ან ჯგუფის მიერ დროის ერთეულში გამოშვებული პროდუქციის მოცულობაა, მომუშავეთა კვალიფიკაციისა და არსებული ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობების გათვალისწინებით;
სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების დადგენილი სიდიდე;
კონკრეტული მოცულობის სამუშაოს ან საწარმოო ფუნქციის შესრულებისათვის საჭირო მომუშავეების რაოდენობა;
საწარმოო ობიექტების (მანქანა-მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და სხვ.) დადგენილი რაოდენობა, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი.
დროის ნორმა არის:
დროის ერთეულში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან მომუშავეთა ჯგუფმა;
სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე დროის დანახარჯები, რომელიც დგინდება ერთ მუშაზე ან მუშათა ჯგუფზე, განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მათი კვალიფიკაციის შესაბამისად;
საწარმოო ობიექტების (მანქანა-მოწყობილობების, სამუშაო ადგილების და სხვ.) დადგენილი რაოდენობა, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი;
დროის ერთეულში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში სპეციალიზირებულმა ბრიგადამ;
მომსახურების ნორმა არის:
ერთი ხელმძღვანელისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ მომუშავეთა რაოდენობა;
საწარმოო ობიექტთა ის რაოდენობა, რომელსაც უნდა მოემსახუროს მომუშავე ან ბრიგადა დროის განსაზღვრულ პერიოდში;
სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების დადგენილი სიდიდე;
დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან მომუშავეთა ჯგუფმა;
რიცხოვნობის ნორმა განსაზღვრავს:
მომუშავეთა რიცხოვნობას, რომელიც აუცილებელია გარკვეული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში;
საწარმოო ობიექტების დადგენილი რაოდენობას, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი;
ერთი ხელმძღვანელისადმი უშუალოდ დაქვემდებარებულ მომუშავეთა რაოდენობას;
დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან მომუშავეთა ჯგუფმა;
მმართველობის ნორმა ადგენს:
სამუშაოს ერთეულის შესრულებაზე სამუშაო დროის დანახარჯების დადგენილ სიდიდეს;
მომუშავეთა რიცხოვნობას, რომელიც ერთ ხელმძღვანელს უნდა დაექვემდებაროს;
დროის ერთეულში (საათი, დღე) შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, რომელიც უნდა შეასრულოს განსაზღვრულ ორგანიზაციულ-ტექნიკურ პირობებში მომუშავემ ან მომუშავეთა ჯგუფმა;
საწარმოო ობიექტების დადგენილ რაოდენობას, რომელსაც სამუშაო დროის ერთეულში უნდა მოემსახუროს მომუშავე ან მომუშავეთა ჯგუფი;
ფოტოგრაფიის მეთოდით სამუშაო დროის დანახარჯების შესწავლისას ხორციელდება:
შრომის პროცესში ცალკეულ ოპერაციაზე დახარჯული დროის შესწავლა;
დაკვირვება მომუშავეზე ან მომუშავეთა ჯგუფზე მთელი ცვლის ან ცვლის ცალკეულ პერიოდში;
დაკვირვება მხოლოდ მომუშავეთა ჯგუფზე აუცილებლად ცვლის ცალკეულ პერიოდშ
დაკვირვება მხოლოდ ერთ მომუშავეზე აუცილებლად მთელი ცვლის პერიოდში.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის სამუშაო დროის დანახარჯთა შესწავლის მეთოდი:
ფოტოგრაფია;
ქრონომეტრაჟი;
მომენტური დაკვირვება;
პერიოდული დაკვირვება;
დამქირავებლისათვის ხელფასი წარმოადგენს:
შემოსავლის ძირითად წყაროს;
წარმოების ხარჯების ნაწილს;
წარმოების მთლიან დანახარჯებს
შრომითი დანახარჯებისა და საწარმოო შრომატევადობის მთავარ მაჩვენებელს;
ხელფასის სტიმულირების ფუნქციის შედეგად ხორციელდება:
მომუშავის დაინტერესებას თავისი შრომის შედეგით;
მომუშავის საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
მომუშავის ოჯახის წევრთა საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;
ხელფასის სოციალური ფუნქციის შედეგად ხორციელდება:
მომუშავის საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
სამომხმარებლო ბაზარზე მოსახლეობის გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;
მომუშავის ოჯახის წევრთა საარსებო მოთხოვნილებებით დაკმაყოფილება;
მომუშავის თავისი შრომის შედეგით დაინტერესება;
ხელფასის გამაფრთხილებელი ინდექსაცია გულისხმობს:
ხელფასის ზრდას წარსულ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის შესაბამისად;
ხელფასის ზრდას სამომხმარებლო ფასების პროგნოზული ზრდის გათვალისწინებით და წინ უსწრებს ინფლაციას;
ინდივიდუალური შემოსავლების დაბეგვრის შემცირებას;
ხელფასის ინდექსაციას გადასახადების ზრდის შემთხვევაში;
ხელფასის რეტროსპექტული ინდექსაცია გულისხმობს:
ხელფასის ზრდას სამომხმარებლო ფასების პროგნოზული ზრდის გათვალისწინებით და წინ უსწრებს ინფლაციას;
ინდივიდუალური შემოსავლების დაბეგვრის შემცირებას;
ხელფასის ზრდას წარსულ პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის შესაბამისად;
ხელფასის ინდექაციას გადასახადების შემცირების შემთხვევაში;
სატარიფო სისტემა წარმოადგენს:
ფულად ფორმაში გამოხატული შრომის ანაზღაურების აბსოლუტურ სიდიდეს სამუშაო დროის ერთეულში;
ნორმატივთა ერთობლიობას, რომლის საფუძველზე განისაზღვრება მომუშავის ხელფასის ზომა შრომის პირობების, კვალიფიკაციისა და ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით;
კვალიფიციური თანრიგებისა და მათი შესაბამისი სატარიფო კოეფიციენტების ერთობლიობას, რომელთა დახმარებით დგინდება დამოკიდებულება ხელფასსა და მომუშავის კვალიფიკაციას შორის;
განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების შესაბამისობას;
სატარიფო ბადე არის:
შრომის ანაზღაურების აბსოლუტური სიდიდე დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
საკვალიფიკაციო თანრიგებისა და შესაბამისი სატარიფო კოეფიციენტების ერთობლიობა;
განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების შესაბამისობა;
ტიპიური სამუშაოების ჩამონათვალის შესაბამისი მახასიათებლები;
სატარიფო განაკვეთი გამოხატავს:
მომუშავის კვალიფიკაციას და მის მიერ შესასრულებული სამუშაოს სირთულის ხარისხს;
დროის ერთეულში მომუშავის შრომის ანაზღაურების ზომას;
განაპირა (უკიდურესი) თანრიგების სატარიფო კოეფიციენტების შესაბამისობას;
ნორმატივების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის მომუშავეთა ხელფასის რეგულირება;
სატარიფო ბადის დიაპაზონი ეწოდება:
ნორმატივების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება სხვადასხვა კატეგორიის მომუშავეთა ხელფასის რეგულირება;
სატარიფო ბადის პირველ და უკანასკნელ თანრიგებს შორის თანაფარდობას;
შრომის ანაზღაურების აბსოლუტურ სიდიდეს დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
მომუშავის კვალიფიკაციის და მის მიერ შესრულებული სამუშაოს სირთულის ხარისხს;
ხელფასის სატარიფო სისტემით შრომის ანაზღაურება ხდება:
კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის მიხედვით;
ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;
ინდივიდუალური შრომის შედეგის მიხედვით;
როგორც კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის, ისე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;
ხელფასის უტარიფო სისტემით შრომის ანაზღაურება ხდება:
ინდივიდუალური შრომის შედეგის მიხედვით;
ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;
როგორც ინდივიდუალური შრომის შედეგის, ისე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე;
კოლექტივის შრომის საბოლოო შედეგის მიხედვით;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტი არ არის ხელფასის ფონდის შემადგენელი ნაწილი:
ნამუშევარი დროის ანაზღაურება
საკვალიფიკაციო თანრიგებისა და შესაბამისი სატარიფო კოეფიციენტების ერთობლიობა;
არანამუშევარი დროის ანაზღაურება;
ერთდროული წამახალისებელი გასაცემლები;
ნამუშევარი დროის ანაზღაურება არ მოიცავს:
პრემიებსა და ჯილდოებს;
მასტიმულირებელ და საკომპენსაციო სართებსა და წანამატებს სატარიფო განაკვეთებსა და თანამდებობრივ სარგოებზე;
სამუშაოზე შეთავსებით მყოფთა ხელფასს;
ყოველწლიური დამატებითი ან კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი შვებულების ანაზღაურებას;
არანამუშევარი დროის ანაზღაურება მოიცავს:
მასტიმულირებელ და საკომპენსაციო სართებსა და წანამატებს სატარიფო განაკვეთებსა და თანამდებობრივ სარგოებზე;
სატარიფო ხელფასს;
ანაზღაურებას სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისათვის, იძულებითი გაცდენების ანაზღაურებას;
სამუშაოზე შეთავსებით მყოფთა ხელფასს;
ხელფასის ფონდის დაგეგმვის მეთოდებია:
ექსტრაპოლაციური, სატარიფო და უტარიფო;
ექსტრაპოლაციური, ნორმატიული და დეტალური;
ნორმატიული, დეტალური და სანარდო;
დეტალური, ფაქტორული და დროითი;
ექსტრაპოლაციური მეთოდით ხელფასის ფონდის დაგეგმვისას საბაზო პერიოდში დახარჯული ხელფასის ფონდის კორექტირება ხდება:
საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და შრომის მწარმოებლურობის მოსალოდნელი ზრდის ტემპის შესაბამისად;
საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და შრომატევადობის მოსალოდნელი შემცირების ტემპის შესაბამისად;
საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და საშუალო ხელფასის ცვლილების შესაბამისად;
საგეგმო პერიოდში პერსონალის რიცხოვნობისა და წარმოების მოცულობის მოსალოდნელი ზრდის ტემპის შესაბამისად;
ხელფასის სუბსიდირება:
წარმოშობს მხოლოდ შემოსავლის ეფექტს;
ამცირებს სამუშაო ძალის (შრომის) მიწოდებას;
აძლიერებს შრომის მოტიცავიას;
ადამიანს უბიძგებს უმუშევრობისაკენ;
ხელფასის ძირითადი ფუნქციებია:
წარმოშობის, სტიმულირებისა და კვლავწარმოების;
სოციალური, კვლავწარმოებისა და სტიმულირების;
მოტიცავიის, სტიმულირებისა და რეგულირების;
სტიმულირების, კვლავწარმოებისა და ორგანიზების;
ხელფასის ძირითადი ფორმებია:
პროგრესული და პრემიალური;
სოციალური და ეკონომიკური
აკორდული და ბრიგადული;
სანარდო და დროითი;
ხელფასის სატარიფო და უტარიფო სისტემას შორის პრინციპული განსხვავება შემდეგია:
სატარიფო სისტემაში პირველადია მომუშავის გამომუშავება, მეორადი–ხელფასის ფონდი, უტარიოში პირიქით, პირველადია ხელფასის ფონდი, მეორადი–ინდივიდის გამომუშავება;
ხელფასის უტარიფო სისტემას სატარიფო სისტემის ანტიპოდს უწოდებენ და მისთვის პირველადია მომუშავის გამომუშავება;
სატარიფო სისტემაში პირველადია კოლექტიური გამომუშავება, მეორადი–ხელფასის ფონდი, უტარიფოში პირიქით, პირველადია ხელფასის ფონდი, მეორადი–ინდივიდის დამსახურება;
ხელფასის უტარიფო სისტემას სატარიფო სისტემის დანამატად მიიჩნევენ, სატარიფო სისტემა კი გამოიყენება მხოლოდ სერიული ტიპის წარმოებაში;
შრომის მწარმოებლურობა განისაზღვრება:
როგორც საწარმოს მომუშავეთა საშუალოსიობრივი რიცხოვნობის შეფარდება წარმოებული პროდუქციის მოცულობასთან;
როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდება მის საწარმოებლად საჭირო შრომით დანახარჯებთან;
როგორც წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდება მის საწარმოებლად საჭირო შრომითი დანახარჯებისა და მომუშავეთა საშუალოსიობრივი რიცხოვნობის ჯამთან
როგორც პროდუქციის საწარმოებლად საჭირო შრომითი დანახარჯების შეფარდება წარმოებული პროდუქციის მოცულობასთან;
შრომის მწარმოებლურობის გაზომვის მეთოდებია:
ნატურალური, ღირებულებითი და მმართველობითი;
ნატურალური, შრომითი და ტექნოლოგიური;
ნატურალური, ღირებულებითი და შრომითი;
ნატურალური, ღირებულებითი და საწარმოო;
შრომის მწარმოებლურობის გაზომვის ღირებულებითი (ფულადი) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში:
წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება ნორმასაათებში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო, წმინდა, პირობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის ერთეულში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და ფიზიკური ზომის ერთეულებში;
შრომის მწარმოებლურობის გაზომვის შრომითი მეთოდის გამოყენების შემთხვევაში:
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო, წმინდა, პირობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება ნორმასაათებში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის ერთეულში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და ფიზიკური შრომის ერთეულებში.
შრომის მწარმოებლურობის გაზომვის ნატურალური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში:
წარმოებული პროდუქციის მოცულობა და გაწეული დანახარჯები გამოისახება ნორმასაათებში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ფიზიკური ზომის ერთეულში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება საერთო, სასაქონლო, წმინდა, პირობით-წმინდა პროდუქციის მაჩვენებელში;
წარმოებული პროდუქციის მოცულობა გამოისახება ნორმა-საათებში და ფიზიკური შრომის ერთეულებში;
შრომატევადობა გამოხატავს:
წარმოებული პროდუქციის მოცულობის შეფარდებას შრომით დანახარჯებთან;
პროდუექციის ერთეულის წარმოებისათვის დახარჯული მასალების რაოდენობას;
პროდუქციის ერთეულის წარმოებისათვის საჭირო სამუშაო დროის რაოდენობას;
შრომითი დანახარჯების შეფარდებას დახარჯული მასალების რაოდენობასთან;
ტექნოლოგიური შრომატევადობა წარმოადგენს:
ძირითადი საამქროების, დამხმარე უბნებისა და სამსახურების დამხმარე მუშების შრომითი დანახარჯებს;
ყველა ძირითადი მუშის (სანარდო და დროითი) შრომითი დანახარჯების ჯამს;
ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების შრომით დანახარჯებს;
პერსონალის ყველა კატეგორიის შრომის დანახარჯებს;
წარმოების მომსახურების შრომატევადობა წარმოადგენს:
ყველა ძირითადი მუშის (სანარდო და დროითი) შრომითი დანახარჯების ჯამს;
ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების შრომით დანახარჯებს;
პერსონალის ყველა კატეგორიის შრომის დანახარჯებს.
ძირითადი საამქროების, დამხმარე უბნებისა და სამსახურების დამხმარე მუშების შრომითი დანახარჯებს;
შრომის მწარმოებლურობის ზრდის რეზერვები არის:
ის მიზეზები, მამოძრავებელი ძალები, რომელთა გავლენით იცვლება წარმოებული პროდუქციის (მომსახურების) ერთეულზე შრომითი დანახარჯები;
პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდისა და ხარისხის ამაღლების, ასევე შრომითი დანახარჯების შემცირების გამოუყენებელი შესაძლებელობები;
შრომითი დანახარჯების თანაფარდობა და წარმოებული პროდუქციის მოცულობის ზრდის შესაძლებლობები;
წარმოებული პროდუქციის მოცულობისა და შრომითი დანახარჯების თანაფარდობა;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში არ ხდება შრომის მწარმოებლურობის ამაღლება:
პროდუქციის მოცულობა უცვლელია, დანახარჯები იზრდება;
პროდუქციის მოცულობა იზრდება, დანახარჯები მცირდება;
პროდუქციის მოცულობა იზრდება, დანახარჯები უცვლელია;
პროდუქციის მოცულობა უცვლელია, დანახარჯები მცირდება;
ზოგადად შრომის მწარმოებლურობის ზრდის ფაქტორებია:
მატერიალურ–ტექნიკური, ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური;
ეკონომიკური, ორგანიზაციული და სოციალურ–ეკონომიკური;
მატერიალურ–ტექნიკური, ორგანიზაციული და სოციალურ–ეკონომიკური;
მატერიალურ–ტექნიკური, სამართლებრივი და სოციალურ–ეკონომიკური;
0
{"name":"შრომის ეკონომიკა VIII-XI :);)", "url":"https://www.quiz-maker.com/Q61G5FNLT","txt":"სოციალური პოლიტიკა ფართო მეცნიერული გაგებით არის:, სოციალური პოლიტიკის არსიდან გამომდინარე მისი ობიექტია:, სოციალური პოლიტიკის აუცილებლობას უარყოფს:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker