რობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი
{"name":"რობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"თქვენი სახელი და გვარი, თქვენ წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ პირველი თემის ციფრული ვერსია „პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს. ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო გვარამაძე და ნინო მიწიშვილი. © Project Harmony, Inc., 2015 ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ნინო გვარამაძემ. ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., პრობლემები საზოგადოებაში, დამოკიდებულება პრობლემებისადმი პრობლემა (ბერძ. პრობლემა) ძველბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ამოცანას, დავალებას. დღეს პრობლემა განიმარტება, როგორც თეორიული ან პრაქტიკული საკითხი, რომელიც გამოკვლევასა და გადაწყვეტას მოითხოვს. პრობლემურად მიიჩნევა სიტუაცია, როდესაც რაიმე მოვლენაზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს. პრობლემური სიტუაციის დროს წარმოიქმნება წინააღმდეგობა არსებულ რეალობასა და მისაღწევ მიზანს შორის. ძალიან ხშირად პრობლემის არსებობა ადამიანს ან საზოგადოებას ხელს უშლის ჰარმონიულად ცხოვრებასა და განვითარებაში. ამიტომ უძველესი დროიდან მოყოლებული, ადამიანები პრობლემის გადაჭრას ან მოგვარებას ცდილობენ. თითოეულ ადამიანს უამრავი პრობლემა აწუხებს. ზოგი მათგანი რამდენიმე გზით შეიძლება გადაიჭრას, ზოგისთვის ერთი გზის მოძებნაც კი ძნელია. პრობლბლემას არ გააჩნია ცალსახა ამოხსნა. მისი გადაწყვეტის გზა კონკრეტული პირობების გათვალისწინებით უნდა მოიძებნოს. ხშირად ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, არ იფიქროს პრობლემაზე, თვალი დახუჭოს მასზე. ეს, უკეთეს შემთხვევაში, გადაავადებს პრობლემის გადაჭრას ან კიდევ უფრო დაამძიმებს ამ პრობლემით გამოწვეულ შედეგებს. პრობლემები შეიძლება იყოს პირადი ან საზოგადოებრივი. საზოგადოებრივი პრობლემები პირდაპირ ან ირიბად მოქმედებენ ადამიანზე. შესაძლებელია, გარკვეულ ეტაპზე, საზოგადოება ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ხედავს ან არ აღიარებს პრობლემის სერიოზულობას. პრობლემების გადაწყვეტა კოლექტიურ ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანთა დამოკიდებულება, ცოდნა, უნარი და მონდომება ის აუცილებელი პირობებია, რომლებიც პრობლემის გადაჭრას სჭირდება. „ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის.“ _ვაჟა-ფშაველა (1861-1915), ქართველი მწერალი „კეთილი განზრახვა არაფერია, თუ კეთილ საქმეში არ გადაიზრდება.“ _პეტრუს იაკობუს ჟუბერი (1834-1900) - ტრანსვაალის ბურების რესპუბლიკის ჯარის მხედართმთავარი 1880- 1900; ტრანსვაალის ვიცეპრეზიდენტი 1898 წლიდან „არც ერთ ჩვენგანს არა აქვს უფლება, დაინახოს ტანჯვა, რომელზედაც, სინამდვილეში, არ არის პასუხისმგებელი და არ აღკვეთოს იგი\". ალბერტ შვაიცერი ალბერტ შვაიცერი (1875-1965) - გერმანულ-ფრანგული სააზროვნო სკოლის წარმომადგენელი, ექიმი, მუსიკათმცოდნე, ორგანისტი „მტრედის სიკეთე არ არის სათნოება. მტრედი არაფრითაა მგელზე უფრო სათნო. სათნოება მხოლოდ ძალისხმევასთან ერთად იწყება\". _ლევ ტოლსტოი (1828-1910) - რუსული მწერლობის კლასიკოსი, განმანათლებელი, რელიგიური მოაზროვნე, პუბლიცისტი კაცი რომ კაცს მისდევს როცა ღამით ქუჩაში მისეირნობ და ხედავ, რომ საწინააღმდეგო მიმართულებით ვიღაც გამორბის, შენ ამ უცნობს ხელს არ სტაცებ, არ შეაჩერებ, თუნდაც სუსტი იყოს და ჩამოფლეთილიც, თუნდაც ვინმე მისდევდეს და ყვიროდეს, დააკავეთო... შენ უცნობს სირბილში ხელს არ შეუშლი... რადგან ღამეა და შენი ბრალი არაა, რომ ქუჩა მთვარის შუქითაა განათებული; ამას გარდა, იქნებ ისინი თავს იქცევენ ურთიერთდევნით, იქნებ ორივე ვიღაც მესამეს მისდევს; იქნებ პირველს უდანაშაულოდ გამოედევნენ; იქნებ მეორეს პირველის მოკვლა უნდა და შენ მკვლელობის თანამონაწილე ხომ არ გახდები?! იქნებ ამ ორმა ერთმანეთის არა იცის რა და ორივე თავისთვის გარბის საკუთარი სახლისაკენ; იქნებ ესენი მთვარეულები არიან; იქნებ პირველს იარაღიც აქვს თან... და ბოლოს, ნუთუ უფლება არ გვაქვს, გადაღლილნი ვიყოთ? განა ცოტა ღვინო არ დაგვილევია? და შენ გიხარია, რომ ორივე თვალს მიეფარა... _ფრანც კაფკა (1883-1924) - ებრაული წარმოშობის გერმანელი მწერალი, რომელიც მე-20 საუკუნის მწერლობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიან წარმომადგენლად არის აღიარებული. ჩემი ოქროს აკვარიუმი – ვერ გავყვები, ვერ გავყვები, შუა ზღვაში გამიყვანს. – ჩემო ნინიკო, ჩემო ნ... – ანა, გეყოფა, გადასასვლელზე გადავდივართ. – ანა, ანა! მე ვიმღერებ შენ მაგივრად, არც დედა გაგიბრაზდება და შენ მაინც იცეკვებ, – შემომთავაზა ჭიამაიას ქურქში გამოკრულმა ნინიკომ და კბილები დამიკრიჭა. ნინოსთვის ყურადღება არც მიმიქცევია, დედას დავმორჩილდი და გადასასვლელი მშვიდობიანად გადავკვეთეთ. – დედა, დედა, მუცელი მტკივა. – არა უშავს, სახლში მალე მივალთ და ძილის წინ წამალს დაგალევინებ, – მიპასუხა დედამ. ნაბიჯს ავუჩქარეთ. ახლა უკვე გარკვევით ვხედავდი ჩვენს ეზოს. უჩვეულოდ დაცარიელებულს, თითქოს ყველა ერთდროულად გახიზნულიყო. მალე ჩვენი სადარბაზოც გამოჩნდა, ჩაბნელებული და მიტოვებული. მე ათასჯერ წაკითხული, „მოჩუქურთმებული“ ნაწერების კითხვა დავიწყე: გიოს + ლიზა = გულს! ძირს შევარდნაძე! კმარა ვარდნა! დედა ჩანთაში გასაღებს ეძებდა, ნინოს პირი ჰქონდა ღია და თმებს იხვევდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ უკვე ძალიან ეძინებოდა. თითქოს ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო. დედას გასაღები უნდა მოეძებნა, სადარბაზოს კარი გაეღო, ჩვენ ამაოდ უნდა გვქონოდა ლიფტის მოსვლის იმედი. სახლში კიბით უნდა ავსულიყავით; დედა კარს გაგვიღებდა, თბილ, შოკოლადიან და ცოტა თხილიან ნამცხვარს გვაჭმევდა. შემდეგ წამალს დამალევინებდა. ძილის წინ მამაც მოვიდოდა, ყვითელ ფულს სკოლისთვის მომცემდა და მეც ტკბილად დამეძინებოდა, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. დედა ისევ გასაღებს ეძებდა. ქარმა ისე დაუბერა, რომ ჩემს თბილ ქურქშიც ვიგრძენი სიცივე, ერთი შევიშმუშნე და კარს ზემოთ მბჟუტავ ნათურას დავაკვირდი, რომელიც დიდი წვალების შემდეგ დანებდა და ჩაქრა. კატის კნავილი გავიგონე, ხმას მზერა გავაყოლე და სიბნელიდან მომავალი სილუეტი შევნიშნე. ის ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. დედამ გასაღები იპოვა და ის-ის იყო, კარი უნდა გაეღო, რომ უცნობი მას დაეჯახა. ვერაფერს მივხვდი, ველოდებოდი მობოდიშებას, მაგრამ სანაცვლოდ ნამდვილი ბრძოლის ველი მივიღე: სილუეტი დედას ჩანთას ართმევდა, დედა კი არ ნებდებოდა. კატა კნაოდა, უცნობი იგინებოდა, მე ვყვიროდი, ნინო ტიროდა, დედა კი მამას ეძახდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სცენა, ალბათ რამდენიმე წამს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს გონებაში სამუდამოდ დაილექა. ის ოქროს აკვარიუმი დაიმსხვრა, რომელშიც იქამდე ვცხოვრობდი, უდარდელობის შეგრძნება სადღაც გაქრა. რასაკვირველია, ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემი სახლის გარეთ, მაგრამ ყველაფერი ეს ადრე არასდროს შემხებია; მე ჩემი დაცული სამყარო მქონდა, სიმღერებით, შოკოლადიანი ნამცხვრებითა და ყვითელი ფულით სავსე. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ტელევიზორის რეალობა ჩემი რეალობაც იყო. საბოლოოდ დედა დაეცა და უცნობი ჩანთით გაიქცა, მე მას გავეკიდე. არ მახსოვს, რას ვფიქრობდი, რომ დავწეოდი, რას ვიზამდი, მაგრამ რომ დავბრუნდი, საზეიმოდ გამოვაცხადე: დავეწეოდი ცხადია, მაგრამ ცოტა შორს იყომეთქი. სწორედ მაშინ, რვა წლის ასაკში მივხვდი, რომ საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია „თავის ქურდს“ გაეკიდოს, რათა საზოგადოება უკეთესი გახდეს. ადამიანის ვალდებულებაა, მხოლოდ სახლში კი არ შეიქმნას სიმყუდროვე, არამედ მის გარეთაც და არასდროს იყოს გულგრილი, რადგან ერთხელ ისიც შეიძლება აღმოჩნდეს მარტო ჩაბნელებულ სადარბაზოში და გასაღები ვერ იპოვოს. _ანა გვალია, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის თბილისის ამერიკული აკადემიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე სხვადასხვა დროისა და ხალხის სხვადასხვა პრობლემა ნაწყვეტი ალბერტ შვაიცერის ბიოგრაფიიდან 1904 წლის შემოდგომაზე, პარიზის მისიონერთა [1] საზოგადოების ჟურნალში დაიბეჭდა სტატია „მისიის გასაჭირი კონგოში“. მასში ეწერა იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღმოჩნდნენ მისიონერები, რომლებიც ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ათასგვარი ავადმყოფობით გატანჯულ გაბონის [2] პროვინციის მცხოვრებლებს: „პატარა არმიას, რომელიც იბრძვის ოგოვეს სანაპიროზე, სჭირდება ძალა, ენერგია. იქნებ ამ მოწოდებამ მიაღწიოს მკითხველის გულამდე...“ ამ დროს 29 წლის ელზასელი [3] ალბერტ შვაიცერი უკვე იყო ფილოსოფიის დოქტორი, თეოლოგიის [4] ლიცენციანტი [5], სემინარიის ხელმძღვანელი, ცნობილი ორგანისტი და მუსიკათმცოდნე, მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და მუსიკაში. ჰყავდა მშობლები და და-ძმა. ის ძალიან უყვარდათ სტუდენტებს, მის გვერდით იყო მშვენიერი ელენ, რომელსაც ის უყვარდა და ესმოდა მისი. შვაიცერი მეტად ააღელვა წაკითხულმა შეტყობინებამ, მაგრამ... გადაწყვეტილება მიიღო გამხდარიყო ექიმი და დამშვიდდა. პაკისტანელი ბიჭის ამბავი 1995 წლის ერთ დილას, 12 წლის კანადელმა კრეგ კიელბიურგერმა სკოლაში წასვლის წინ, ჩვეულებისამებრ, გაზეთი „ტორონტოს ვარსკვლავი“ აიღო კომიქსის მოსაძებნად. პირველ გვერდზე მან დაინახა ფოტო, რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება. ფოტოზე მისი თანატოლი, პაკისტანელი იქბალ მარიჰი იყო აღბეჭდილი. სტატიაში ეწერა, რომ ბავშვი მონად გაყიდეს 4 წლის ასაკში და მას შემდეგ 6 წელი იძულებული იყო, მქსოველად ემუშავა ფაბრიკაში. 10 წლის რომ გახდა, გაქცევით უშველა თავს და ცდილობდა, ყველგან ემხილა ბავშვთა შრომის ფაქტები. მას უნდოდა, მიეწვდინა ხმა სხვადასხვა ქვეყნისათვის და ეჩვენებინა, რა მძიმე დღეში იმყოფება უამრავი ბავშვი. იყო ხალხი, ვისაც არ მოსწონდა მისი პროტესტი და ამიტომ ის მოკლეს. მოულოდნელი გადაწყვეტილებები ალბერტ შვაიცერის გადაწყვეტილება 1905 წელს შვაიცერმა მეგობრებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, მიიღოს სამედიცინო განათლება და ექიმად წავიდეს აფრიკაში. მან დაიწყო თანხის შეგროვება ლამბარენეს საავადმყოფოსათვის. ფულის ძირითად წყაროს მის მიერ ფილოსოფიასა და მუსიკათმცოდნეობაში დაწერილ წიგნთა გამოცემა წარმოადგენდა. ის დაუკავშირდა საფრანგეთის წითელი ჯვრის მისიას, რომელმაც ითავა საავადმყოფოს აშენება. 1913 წლის გაზაფხულზე შვაიცერი, უკვე მედიცინის დოქტორი, მეუღლესთან (მას მედდების კურსები ჰქონდა გავლილი) ერთად გაემგზავრა გაბონში. საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ დაწყებულიც არ იყო. ექიმი იღებდა ავადმყოფებს და პარალელურად აშენებდა საავადმყოფოს. წელიწადში ერთხელ ჩადიოდა ევროპაში და კითხულობდა ლექციებს მუსიკათმცოდნეობაში და თავისი საავადმყოფოს შესახებ. ამით მიღებულ შემოსავალს ახმარდა საავადმყოფოს და აცნობდა მას მსოფლიოს. ამის შედეგად ბევრმა გაუწია დახმარება ლამბარენეს საავადმყოფოს. 1924 წლიდან შვაიცერს მუდმივად ეხმარებოდნენ ევროპიდან მორიგეობით ჩამოსული ექიმები. კრეგ კიელბიურგერის გადაწყვეტილება კრეგი მიხვდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ბავშვსაც კი შეუძლია. მან, თავის 11 თანაკლასელთან ერთად, ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომლის ფრანგული სახელწოდება «Enfants en Traide » სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ბავშვების ურთიერთდახმარება“, ხოლო ინგლისური „Free the Children“ კი – როგორც „გაათავისუფლეთ ბავშვები“. ორგანიზაცია მიზნად ისახავს, გაათავისუფლოს ბავშვები სიღარიბისა და ექსპლუატაციისაგან. კრეგის იდეა თოვლის გუნდასავით აგორდა. კრეგმა ბევრი ქვეყანა მოიარა, სადაც საშინელ პირობებში მყოფი ბავშვები ინახულა და მათი ამბავი დანარჩენ მსოფლიოს გააცნო. მას მსოფლიოში ბევრი პარტნიორი და გულშემატკივარი ჰყავს. ზოგი ფინანსურ დახმარებას უწევს, ზოგი – პროფესიულს. ბევრი ადამიანი ცდილობს ორგანიზაციის გზავნილის გავრცელებას და მისი მიზნების ახსნას. „გაათავისუფლეთ ბავშვები“ ახორციელებს პროგრამებს ერთ მილიონზე მეტი ბავშვისათვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში. პროგრამები ამ ბავშვებს აძლევს საშუალებას, მიიღონ განათლება, ხოლო მათ ოჯახებს ხელს უწყობენ სიღარიბის დაძლევაში, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში (გაჰყავთ სასმელი წყალი იმ სოფლებში, სადაც წყალი არ არის და ბავშვები შორიდან ეზიდებიან), დახმარებას უწევენ საავადმყოფოებს. უკიდურესი გაჭირვებიდან თავის დაღწევა და სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა აძლევს ოჯახებს საშუალებას, არ დაუშვან შვილების მუშაობა მცირეწლოვან ასაკში. სქოლიო [1] მისიონერი - (ფრ. missionaire) ქრისტიანული ეკლესიის მიერ წარგზავნილი მქადაგებელი რელიგიური პროპაგანდის გასაწევად და სხვა რჯულის მორწმუნეების მოსაქცევად. [2] გაბონი - დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა აფრიკაში. [3] ელზასი - რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. ტექსტში აღნიშნულ დროს ის გერმანიას ეკუთვნოდა. [4] თეოლოგია - ღვთისმეტყველება; რელიგიური დოქტრინებისა და სწავლებების ერთობლიობა. [5] ლიცენციანტი - 1) პირველი სამეცნიერო ხარისხი დასავლეთ ევროპის და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებში, აკუთვნებენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მე-3 ან მე-4 წელს, უფლებას აძლევს შეითავსოს საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობა; 2) სამეცნიერო ხარისხია ზოგიერთ უნივერსიტეტში, ბაკალავრისა და დოქტორის ხარისხებს შორის.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
210
Internet banking
7414
QUIZ
520
Spi new
1165819
How much do you know about LSD?
1050
Buddy Driver WC Quiz
520
Which of my ocs is most relatable to you?? Find out now!
20100
Worten Market Research & Customer Experience Optimization
4266
First Mass in the Philippines Quiz
7440
Letter "Ee"
6332
Where should you live?
210
Our Know-How
10511