შრომის ეკონომიკა I-VII

. ადამიანი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ შრომით პროცესში ან მისთვის მზადებაში ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შრომა არის:
.1. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება წარმოების ეფექტიანობის ზრდისა და მოგების მაქსიმიზაციისათვის;
1.2. ადამიანის განსაკუთრებული ქმედება პირველადი მოხმარების, საციცოცხლოდ აუცილებელი მატერიალური ფასეულობების წარმოებისათვის;
1.3. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება ოჯახური შემოსავლის გაზრდის მიზნით;
.4. ადამიანის მიზანმიმართული ქმედება მატერიალური დოვლათის, მომსახურების ან სულიერი ფასეულობების შესაქმნელად;
შრომის ეკონომიკა ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემას განეკუთვნება და იგი შეისწავლის:
.1. შრომის პროცესში წარმოქმნილ სოციალური პარტნიორობისა და ადამიანთა ურთიერთობის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს;
.2. ადამიანის მიზანმიმართულ ქმედებებს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად;
.3. შრომის პროცესში წარმოქმნილ სოციალურ-შრომით ურთირთობებს;
.4. შრომის პროცესის ინტელექტუალიზაციისა და ჰუმანიზაციის პრობლემებს;
. თანამედროვე გლობალური კრიზისის პირობებში შრომის ეკონომიკის უმთავრესი, ყველაზე მწვავე პრობლემაა:
. მდგრადი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური განვითარება;
.2. მასობრივი უმუშევრობის შემცირება და დასაქმების სისტემის ოპტიმიზაცია;
.3. უმუშევრობისა და ინფლაციის დაძლევა, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაცია;
.4. ყველა ზემოაღნიშნული;
. შრომის ეკონომიკისთან მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, პერსონალის მართვა (მენეჯმენტი), ამ უკანასკნელის შესწავლის ძირითად ობიექტს წარმოადგენს:
4.1. ადმინისტრაციის მიერ პერსონალის საქმიანობის ორგანიზაცია, მათი შერჩევა და დაქირავება;
.2. კვალიფიკაციის ამაღლება, კარიერული წინსვლა;
4.3. პიროვნული განვითარება, მასტიმულირებელი სისტემების შერჩევა და გამოყენება;
.4.ყველა პასუხი სწორია;
.შრომითი პროცესების განვითარებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მისი ინტელექტუალიზაციის თვალსაზრისით რაც გულისხმობს:
.1. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას და მისი როლის ზრდას საწარმოო პროცესების განვითარებაში;
2. გონებრივი შრომის წილის მატებას ფიზიკურ შრომასთან შედარებით;
.3. გონებრივი შრომისა და მძიმე ფიზიკური შრომის შეთავსებას;
5.4. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას და ცოდნის გადაქცევას ადამიანურ კაპიტალად;
. შრომის ჰუმანიზაცია გულისხმობს
6.1. შრომის სტიმულთა სისტემას, სამართლიანობას, სოციალურ გარანტიების სისტემას;
.2. შრომის გადაქცევას წარმოების ძირითად ფაქტორად;
. შრომის ფაქტორის გადაქცევას როგორც წარმოების ეფექტიანობისა და მოგების გადიდების მთავარ ფაქტორად;
შრომის როგორც წარმოების ძირითადი ფაქტორის გადაქცევას მოსახლეობის შემოსავლების ძირითად წყაროდ;
7. შრომის ეკონომიკა როგორც მეცნიერება პირველ რიგში ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება:
. სტატისტიკას, ეკონომიკურ-მათემატიკურ მოდელელირებას;
. ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზისა და პროგნოზირების მოდელებს;
. ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემას, ეკონომიკის თეორიას (ეკონომიკის პრინციპებს);
მაკროეკონომიკასა და ეკონომიკურ განვითარებას;
შრომის ეკონომიკა როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება ჩამოყალიბდა:
. ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ;
8.2. ორი საუკუნის უკან;
XX საუკუნის მეორე ნახევარში;
. XIX საუკუნის დასაწყისში;
შრომის ეფექტიანობას ყველაზე მეტად განსაზღვრავს:
. შრომითი პოტენციალის ფორმორება;
შრომითი რესურსების ტერიტორიული გადანაწილება;
. ტექნოლოგიური მოწყობილობების დანერგვა და ინოვაციების გამოყენება;
. მიგრაციის მაღალი დონე და მასშტაბები;
XXI საუკუნის დასაწყისიდან წარმოების მთავარ ფაქტორად აღიარებულ იქნა:
. ინფორმაცია და ტექნოლოგიური რესურსები;
. შრომა, ადამიანური კაპიტალი;
. საწარმოო-ეკონომიკური პოტენციალი;
სახელმწიფოს ეკონომიკური როლი;
. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მოსახლეობის რომელი ასაკობრივი ჯგუფი არ შედის შრომითი რესურსების შემადგენლობაში:
. 16 - 40 წ;
. 40 - 49 წ;
. 60 - 75 წ.
. 50 - 65 წ
. ადამიანური კაპიტალისათვის დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:
ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, თვითრეალიზაციის უნარი, პროფესიონალიზმი;
.2. განათლება, ბუნებრივი მონაცემები, თვითრეალიზაციის უნარი, პროფესიონალიზმი;
. ჯანმრთელობა, განათლება, ბუნებრივი მონაცემები, ობიექტურობა;
ჯანმრთელობა; განათლება; ბუნებრივი მონაცემები, პროფესიონალიზმი;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კატეგორია შედის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში:
. პირები, რომელთაც დაკარგეს სამუშაოს პოვნის იმედი, თუმცა მზად არიან იმუშაონ;
. პირები რომელთაც არ აქვთ სამუშაო, ეძებენ მას და მზად არიან შეუდგენ მუშაობას;
. პირები, რომლებიც იძულების წესით გადიან მკურნალობის კურსს;
. პირები, რომლებსაც არსებული შემოსავლების გამო არ სურთ მუშაობა;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კატეგორია შედის ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში:
საკუთარ მამულში დასაქმებული პირები რომლებიც აწარმოებენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას;
პირები, რომლებიც დაქირავების წესით მუშაობენ და ასრულებენ განსაზღვრულ შრომით ვალდებულებებს;
. პირები, რომლებსაც არსებული შემოსავლების გამო არ სურთ მუშაობა;
პირები რომელთაც არ აქვთ სამუშაო, ეძებენ მას და მზად არიან შეუდგენ მუშაობას;
7. მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის საერთო დონე განისაზღვრება:
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შეფარდებით მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან;
დასაქმებული მოსახლეობის რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან;
მოსახლეობის საერთო რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან;
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის საერთო რიცხოვნობასთან;
შრომითი რესურსების აბსოლუტური ზრდა გამოითვლება:
შრომითი რესურსების რიცხოვნობის თანაფარდობით პერიოდის ბოლოსა და პერიოდის დასაწყისში;
შრომითი რესურსების რიცხოვნობის სხვაობით პერიოდის ბოლოსა და პერიოდის დასაწყისში;
შრომითი რესურსების რიცხოვნობის შეჯამებით პერიოდის ბოლოსა და პერიოდის დასაწყისში;
. შრომითი რესურსების რიცხოვნობის ნამრავლით პერიოდის დასაწყისსა და პერიოდის ბოლოს;
შრომითი რესურსების აბსოლუტური რიცხოვნობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
რომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/ + /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
/შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/ + /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
/შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის მომუშავე ინვალიდები/-/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები/ + /მომუშავე მოზარდები/ + /მომუშავე პენსიონერები/.
შრომის ასაკის შრომისუნარიან მოსახლეობას/-/I და II ჯგუფის უმუშევარი ინვალიდები/+/შეღავათიანი საპენსიო ასაკის პირები, რომლებიც არ მუშაობენ/ + /მომუშავე მოზარდები/ - /მომუშავე პენსიონერები/
შრომითი რესურსების სიბერის კოეფიციენტი გამოითვლება:
შრომითი რესურსების რიცხოვნობის თანაფარდობით 16-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის რიცხოვნობასთან;
50-64 წლის ასაკობრიბი ჯგუფის თანაფარდობით შრომითო რესურსების საერთო რიცხოვნობასთან;
40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის თანაფარდობით შრომითი რესურსების საერთო რიცხოვნობასთან;
40-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის თანაფარდობით 16-64 წლის ასაკობრივი ჯგუფის რიცხოვნობასთან;
იმ შემთხვევაში, როცა ემიგრაცია მასშტაბურია:
მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, შრომითი რესურსების რაოდენობა მცირდება;
მოსახლეობის და შესაბამისად, შრომითი რესურსების რაოდენობა მცირდება;
. მოსახლეობის და შესაბამისად, შრომითი რესურსების რაოდენობა იზრდება;
. მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, შრომითი რესურსების რაოდენობა იზრდება.
. საწარმოს შრომითი პოტენციალი გაინგარიშება:
. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით კალენდარული დღეების რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;
. მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით გამოსასვლელი დღეების რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;
მომუშავეთა რიცხოვნობის გამრავლებით სამუშაო დღეების რიცხვსა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;
ადმინისტრაციული პერსონალის რიცხოვნობის გამრავლებით სამუშაო დღეების რაოდენობასა და სამუშაო დღის ხანგძლივობაზე;
. შრომითი პოტენციალი საერთოდ შეისწავლება:
. კომპანიის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ცალკეული მომუშავის დონეზე;
. ცალკეული მომუშავის, კოლექტივისა და მომუშავეთა სპეციალური გაერთიანებების დონეზე;
სპეციალური სახელმწიფო ინსტიტუტების, კომპანიებისა და ცალკეული კოლექტივის დონეზე;
ცალკეული მომუშავის, საწარმოს (ფირმის) და საზოგადოების დონეზე;
შრომითი რესურსების განაწილება ხდება:
საქმიანობის სახეობების მიხედვით;
პროფესიული და კვალიფიკაციური ნიშნის მიხედვით;
სქესის, ასაკის, განათლების დონის, ტერიტორიული ნიშნის მიხედვით
ყველა პასუხი სწორია;
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა არის:
15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური საქმიანობით და უმუშევრები;
15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური საქმიანობით;
18 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური საქმიანობით და უმუშევრები;
14 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობა, რომელიც დასაქმებულია ეკონომიკური საქმიანობით და უმუშევრები.
ფართო გაგებით შრომის ბაზარი მოიცავს:
მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს;
მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმუშევარ ნაწილს;
მხოლოდ უმუშევრებსა და დასაქმებულებს;
მხოლოდ სამუშაო ასაკის უმუშევარ მოსახლეობას;
. შრომის ბაზარი ვიწრო გაგებით მოიცავს:
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილს;
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის უმუშევარ ნაწილს, რომელიც აქტიურად ეძებს სამუშაოს;
უმუშევრებსა და დასაქმებულებს;
მხოლოდ სამუშაო ასაკის უმუშევარ და დასაქმებულ მოსახლეობას;
მიმდინარე შრომის ბაზარი, ანუ შრომის ბაზარი ვიწრო გაგებით, რომელიც აერთიანებს სამუშაოს აქტიურ მაძიებლებს, გარდა აღნიშნულისა თავის მხრივ კიდევ მოიცავს:
. ღია და ფარულ შრომის ბაზრებს;
ფორმალურ და არაფორმალურ შრომის ბაზრებს;
ერთობლივ და ფარულ შრომის ბაზრებს;
ღია და შიდა შრომის ბაზრებს.
4.შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს:
შრომის ბაზრის კონიუნქტურის იმ ელემენტთა სისტემას, რომელიც გავლენას ახდნს ხელფასის წონასწორობით განაკვეთზე;
მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობას შრომის ბაზარზე მასზე მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით;
. შრომის ბაზრის ნაწილს, რომელიც რეალურად განსაზღვრავს წონასწორობის საბაზრო ფასს;
. ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, ასევე სამართლებრივ გარემოს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
.შრომის ბაზრის ტევადობა განისაზღვრება:
შრომის ბაზრის კონიუნქტურისა და მისი შენმადგენელი ელემენტების თანაფარდობით;
. სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობით შრომის ბაზარზე მასზე მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით;
. სამუშაო ძალის დეფიციტით და სიჭარბით შრომის ბაზარზე მიმდინარე პერიოდში;
სამუშაო ძალის ერთობლივი მიწოდებით და ერთობლივი მოთხოვნით შრომის ბაზარზე;
. შრომის ბაზრის სუბიექტებია:
შრომის ბაზრის მარეგულირებელი საკანონონმდებლო ნორმატიული აქტები და სამართალდამცველი ორგანოები;
ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსი და იქ დასაქმებული პერსონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
დამსაქმებლები, დასაქმებული მომუშავეები, უმუშევრები, პროფკავშირები, სახელმწიფო, საკანონმდებლო გარემო;
პროფკავშირები და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას;
. არსებული ფაქტორებიდან სამუშაო ძალის მიწოდებაზე ყველაზე ნაკლებად მოქმედი ფაქტორია:
ხელფასის სიდიდე;
შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა;
. მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა;
. შრომის მწარმოებლურობა და ბაზრის ტიპი;
შრომის ბაზრის კონიუნქტურა წარმოადგენს:
სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობასა და მათ ურთიერთშესაბამისობას შრომის ბაზარზე;
ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპლექსს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
. იმ პროფკავშირებს და სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შრომის ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას;
შრომის ბაზრის სპეციალური ინსტიტუტების სისტემას, რომელიც არეგულირებს ურთიერთშესაბამისობას სამუშაო ძალაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის;
.შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის სიჭარბე (უმუშევრობა) უპირატესად წარმოიშობა როდესაც:
სამუშაო ძალაზე მოთხოვნა ჭარბობს სამუშაო ძალის მიწოდებას;
. სამუშაო ძალის მიწოდება ჭარბობს მოთხოვნას;
სამუშაო ძალაზე მოთხოვნა შეესაბამება მის მიწოდებას;
. დაბალია შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი;
.სრულყოფილი (თავისუფალი) კონკურენციის შრომის ბაზრისათვის ნიშანდობლივია:
როცა დამქირავებელი ფირმები ქირაობენ სხვადასხვა კვალიფიკაციისა და შესაძლებლობის მქონე მომუშავებს;
როცა დამქირავებელ ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ ურთიერთგარიგებაში და მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელონ საჭირო კადრების დაქირავება;
ოცა ბაზარზე არსებობს კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის დაქირავების მსურველი ფირმებისა და ასევე ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე პოტენციური მომუშავეების დიდი რაოდენობა;
. როცა დამსაქმებლები (დამქირავებლები) და სამუშაოს მაძიებლები მოქმედებენ შეთანხმებულად ხელფასის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით;
1. შრომის ბაზრის კონიუნქტურის ტიპებია:
სამუშაო ძალის სიჭარბე, შრომის ბაზრის დაძაბულობა და უმუშევრობა;
უმუშევრობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და აბსოლუტური წონასწორობა;
უმუშევრობა, სამუშაო ძალის სიჭარბე და აბსოლუტური წონასწორობა;
. დასაქმება, სამუშაო ძალის დეფიციტი და წონასწორობა შრომის ბაზარზე;
. ორმხრივი მონოპოლია შრომის ბაზარზე ისეთი სიტუაციაა, როცა:
დამქირავებელი სამუშაო ძალის ერთადერთი მყიდველია, ხოლო სამუშაო ძალის გამყიდველი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას (პროფკავშირებში გაერთიანებული მომუშავეები);
შრომის ბაზარზე მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალის ერთადერთი დამქირავებელია;
სამუშაო ძალის გამყიდველი ფლობს მონოპოლიურ ძალაუფლებას;
ორ სხვადასხვა დამქირავებელ ფირმებს შეუძლიათ შევიდნენ ურთიერთგარიგებაში და მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განახორციელონ საჭირო კადრების დაქირავება;
. ხელფასის განაკვეთის ზრდა გარკვეულ დონემდე, რომელიც ასტიმულირებს ადამიანს გაზარდოს სამუშაო ძალის მიწოდება ანუ სამუშაო დრო, ცნობილია როგორც:
შემოსავლის ეფექტი;
ზღვრული სარგებლიანობის ეფექტი;
. შენაცვლების ეფექტი;
ზღვრული მწარმოებლურობის ეფექტი;
. ხელფასის განაკვეთის განსაზღვრულ დონემდე ზრდის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება, ანუ სამუშაო დროის შემცირება და დასვენების დროის გადიდება. ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს:
. შემოსავლის ეფექტი;
შენაცვლების ეფექტს
. დასვენების ეფექტს;
შრომის მწარმოებლურობის ზრდის ეფექტს;
შრომის ბაზრის სეგმენტაცია გულისხმობს:
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაყოფას უმუშევრებად და დასაქმებულებად, რომლებიც მკაცრადაა გამიჯნული ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობისაგან;
მომუშავეებისა და სამუშაო ადგილების დაყოფას ჩაკეტილ და მყარ სექტორებად, ზონებად, რომლებითაც შემოფარგლულია სამუშაო ძალის მობილურობა;
შრომით რესურსების დაყოფას უმუშევრებად და დასაქმებულებად;
მომუშავეებისა და სამუშაო ადგილების დაყოფას ჩაკეტილ და მყარ სექტორებად, ზონებად, რომლებითაც შემოფარგლულია ტექნოლოგიური თავისებურებებისა და სპეციალიზაციის თვალსაზრისით;
. შრომის ბაზრის სეგმენტებიდან გამოიყოფა:
პირველადი და მეორადი შრომის ბაზარი;
ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზარი;
ერთობლივი და მიმდინარე შრომის ბაზარი;
. რეგიონული და ეროვნული შრომის ბაზარი
. დასაქმების ლეგალურობის თვალსაზრისით გამოიყოფა:
. პირველადი და მეორადი შრომის ბაზარი
ფორმალური და არაფორმალური შრომის ბაზარი;
შიგა და გარე შრომის ბაზარი;
ტერიტორიული და ლოკალური შრომის ბაზარი;
მეორადი შრომის ბაზრისათვის დამახასიათებელია:
მაღალი ხელფასი და სტაბილური დასაქმება;
პროფესიული ზრდისა და სამსახურებრივი დაწინაურების შესაძლებლობა
ძლიერი პროფკავშირების არსებობა;
. არასტაბილური დასაქმება, ხელფასის დაბალი განაკვეთი;
შრომის ზღვრული პროდუქტი არის:
შრომის (სამუშაო ძალის) დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი პროდუქტი;
შრომის ზღვრული პროდუქტისაგან მიღებული ზღვრული შემოსავალი;
კაპიტალის დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი პროდუქტი;
წარმოების ორივე ფაქტორის, შრომის (სამუშაო ძალის) და კაპიტალის დამატებითი ერთეულის გამოყენებით მიღებული დამატებითი პროდუქტი;
არსებული ფაქტორებიდან სამუშაო ძალის მოთხოვნაზე ყველაზე ნაკლებად მოქმედი ფაქტორია:
. შრომის მწარმოებლურობა და ბაზრის ტიპი;
. წარმოების მოცულობა;
. ფართომასშტაბიანი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება;
გადასახადების განაკვეთი;
ომის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ადამიანი უმუშევარია თუ იგი აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
რის ,,სამუშაოს გარეშე", არ გააჩნია ანაზღაურებადი სამუშაო გარკვეულ დროის განმავლობაში და აქტიურად ,,ეძებს სამუშაოს"
არის ,,სამუშაოს გარეშე", ,,ეძებს სამუშაოს" და ”მზად არის მოცემულ მომენტში მუშაობისათვის";
რის ,,სამუშაოს გარეშე", ,,ეძებს სამუშაოს" და კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს ანაზღაურებადი სამუშაოს მოსაძებნად;
ეძებს სამუშაოს” ვინაიდან არ გააჩნია იგი და დროის განსაზღვრული მომენტისათვის შეძლებს სამუშაოს დაწყებას;
ფრიქციული უმუშევრობა წარმოიშობა მაშინ, როცა:
რეალური ხელფასი დაბალია და პიროვნებას არ სურს დასაქმება;
მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ საჭიროა გარკვეული დრო დასაქმებისათვის ვინაიდან იგი პირველად გადის შრომის ბაზარზე;
მოცემული კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე არსებობს მოთხოვნა, მაგრამ მომუშავე დაბალკვალიფიციურია და დროებით ვერ საქმდება;
. შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის სიჭარბეა და მოცემული კვალიფიკაციის მომუშავე ვერ ახერხებს სამუშაო ადგილის მოძიებას;
ციკლური უმუშევრობა გამოწვეულია:
. წარმოების დონის დაცემითა და ერთობლივი დანახარჯების დაბალი დონით;
მომუშავეთა კვალიფიკაციის დაქვეითებითა და პროფესიული მომზადების სისტემის განუვითარებლობით;
. შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტის გადიდებით;
უმუშევრობის ხანგძლივობის ზრდითა და არაეფექრტიანი დასაქმებით;
დასაქმებული მოსახლეობა მოიცავს:
. მხოლოდ თვითდასაქმებულებს;
მხოლოდ დაქირავებულ მომუშავეებს;
. მხოლოდ დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს;
მხოლოდ დასაქმებულებსა და უმუშევრებს;
ოუკენის კანონის თანახმად თუ ფაქტობრივი უმუშევრობის დონე 4.0%-ით გადააჭარბებს ბუნებრივს, მაშინ ფაქტობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობის ჩამორჩენა პოტენციური მშპ-გან შეადგენს:
. 6.0%-ს;
8.0%-ზე მნიშვნელოვნად მეტს;
10.0%-ს;
12.0%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებს.
.უმუშევრობის ბუნებრივი დონე წარმოადგენს
. ციკლური და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამს;
. სტრუქტურული და ფრიქციული უმუშევრობის ჯამს;
სტრუქტურული და ფარული უმუშევრობის ჯამს;
ტექნოლოგიური და სტრუქტურული უმუშევრობის ჯამს;
. უმუშევრობის დონე გაიანგარიშება:
უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რიცხოვნობასთან;
უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით დასაქმებულთა რიცხოვნობასთან;
უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან;
უმუშევართა რიცხოვნობის შეფარდებით 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობასთან;
შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი გაინგარიშება:
დასაქმებულთა რაოდენობის შეფარდებით ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდენობასთან;
მუშევართა რაოდენობის შეფარდებით ვაკანტური სამუშაო ადგილების რაოდენობასთან;
უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით დასაქმებულთა რაოდენობასთან;
უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობასთან;
ეფექტიან დასაქმებას ადგილი ექნება იმ შემთხვევში, როცა:
დასაქმებული იქნება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 100%;
სამუშაო ძალის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის მიღწეული იქნება რაოდენობრივი დაბალანსებულობა;
ეკონომიკურად მიზანშეწონილ სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება შესაბამისი პროფესიულ-კვალიფიციური შემადგენლობის სამუშაო ძალის მიწოდებით;
. ყველა დასაქმებულზე დროულად გაიცემა ხელფასი;
არაფორმალურად დასაქმებულებს მიაკუთვნებიან:
პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა არ არის რეგისტრირებული კანონმდებლობის შესაბამისად და არ იხდიან გადასახადებს;
. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრირებულია, მაგრამ თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
. სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში დასაქმებულები;
. პირები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრირებულია და ნაწილობრივ იხდიან შესაბამის გადასახადებს;
უმუშევრობის დონის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს:
ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით დასაქმებულთა რიგებში;
. დასაქმებულთა ნაწილის გადასვლით ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში;
ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ნაწილის გადასვლით უმუშევართა რიგებში;
დასაქმებულთა ნაწილის უმუშევართა რიგებში გადანაცვლებით;
უმუშევრობის დონის ზრდა შესაძლებელია თუ:
. უმუშევართა რიგებიდან დასაქმებულთა შემადგენლობაში გადასული ნაკადის გადიდდება;
უმუშევართა რიგებიდან ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში გადასული ნაკადები გაიზრდება;
დასაქმებულებიდან უმუშევართა რიგებში გადასული ნაკადი გადიდდება;
. ეკონომიკურად არაააქტიური მოსახლეობიდან დასაქმებულთა რიცხოვნობა გაიზრდება;
დასაქმება ესაა სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია:
. რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც მომუშავე გადის შრომის ბაზარზე და იწყება მისი შრომითი მომსახურების გამოყენება;
რომელიც ასახავს ეკონომიკურად აქტიური და არააქტიური მოსახლეობის რა ნაწილი მონაწილეობს საზოგადოებრივად სასარგებლო შრომაში;
. რომელიც ახასიათებს სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სხვადასხვა ფორმებს და დაკავშირებულია შემოსავლის მიღების მიზნით საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში ადამიანების მონაწილეობასთან;
რომელიც ასახავს გარკვეული შრომითი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიციის მქონე ადამიანი ზემოქმედებს შრომის საგნებზე წინასწარ დასახული მიზნის მისაღწევად;
. დასაქმების ძირითადი სახეებია:
. ფორმალური და არაფორმალური;
სრული და არასრული;
. რაციონალური და ტექნოლოგიური;
მეორადი და შეთავსებითი;
საერთაშორისო სტატისტიკაში მოსახლეობის დასაქმების დონის მაჩვენებელი იანგარიშება:
დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით ქვეყნის მოსახლეობის მთლიან რიცხოვნობასთან;
. დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით ქვეყნის შრომითი რესურსების მთლიან რიცხოვნობასთან;
დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით 15 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობასთან;
დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდებოით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობასთან;
.შრომის ბაზარი საზოგადოებრივი ურთიერთობების, სოციალური ნორმებისა და ინსტიტუტების სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე:
სამუშაო ძალის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და განვითარებას;
. სამუშაო ძალის გეგმაზომიერ გადაადგილებას ეკონომიკის მხრიდან არსებული მოთხოვნის შესაბამისად;
სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, განაწილებასა და გამოყენებას;
. სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას
დასაქმების აქტიური პოლიტიკის პარალელურად, უმუშევარი მოსახლეობის დროებითი სოციალური დაცვის მიზნით უნდა განხორციელდეს პასიური პილიტიკა _ რომელიც გულისხმობს:
. პროფორიენტაცია, პროფესიული მომზადება და გადამზადება, პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა;
რეგისტრირებულ უმუშევართათვის შემწეობის ოდენობისა და გაცემის ხანგრძლივობის დადგენა;
რეგისტრირებულ უმუშევართათვის სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში ხელშეწყობა;
არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით სპეციალური ღონისძიებების განხორციელება;
. დასაქმების აქტიური პოლიტიკის ამოცანებია:
. უმუშევართა აღრიცხვა და რეგისტრაცია, რეგისტრირებულ უმუშევართათვის შემწეობის ოდენობისა და გაცემის ხანგრძლივობის დადგენა;
პროფორიენტაცია, პროფესიული მომზადება და გადამზადება, შრომის მწარმოებლურობის ამაღლება;
შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესება;
. უმუშევართა კონსულტირება და მონიტორინგი, მათი პროფესიული ორიენტაცია და შრომითი მოწყობა;
პერსპექტივაში დასაქმების აქტიური პოლიტიკის საბოლოო მიზანია:
სიღარიბის დონის შემცირება და ცხოვრების დონის ამაღლება;
შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა;
სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა;
დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების არსებითი გაუმჯობესება;
.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) გამოხატავს კლასიკოსების თვალსაზრისს:
. მოკლევადიან პერიოდში ფასები და ხელფასის განაკვეთი არაელასტიკურია, ისინი არ არიან ეკონომიკის რეგულატორები და ვერ აღადგენენ სრულ დასაქმებას;
აბაზრო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში;
რომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი;
თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საბაზრო სისტემას აქვს შრომისუნარიანი მოსახლეობის სრული დასაქმების უზრუნველყოფის უნარი, რაც შეესაბამება შრომის ბაზრის ფუნქციონირების ნორმალურ პირობებს;
.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) არ გამოხატავს ჯ. მ. კეინზის თვალსაზრისს:
. სრული დასაქმება, ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალურად შესაძლებელი დასაქმება, რაც შეესაბამება შრომისუნარიანი მოსახლეობის 96-97%-ის ჩართვას შრომით საქმიანობაში;
არზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი;
რო ეკონომიკაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს სრულ დასაქმებას ყველა პირობებში;
აუცილებელია ეკონომიკაში სახელმწიფოს სისტემატური ჩარევა სრული დასაქმებისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის მისაღწევად, რომელსაც ბაზარი დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება (დასკვნა) არ გამოხატავს მონეტარისტების თვალსაზრისს დასაქმების პრობლემების შესახებ:
სრული დასაქმება, ეს არის პრაქტიკულად მაქსიმალურად შესაძლებელი დასაქმება, რაც შეესაბამება შრომისუნარიანი მოსახლეობის 96-97%-ის ჩართვას შრომით საქმიანობაში.
რომის ბაზარზე ხანგრძლივი და მყარი წონასწორობა მიიღწევა უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებში. ამასთან, ინფლაციის ტემპი შეიძლება იყოს ნებისმიერი;
ძელვადიან პერიოდში ეკონომიკაზე სახელმწიფო ზემოქმედების არავითარ ღონისძიებას არ შეუძლია, შეამციროს უმუშევრობის ბუნებრივი დონე
სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს შრომის ბაზრის ფუნქციონირებაში, თუ უმუშევრობა არ აღემატება ბუნებრივ დონეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება სტაგფლაცია
.შრომის ბაზარზე დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას საფუძვლად უდევს:
დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის კონკრეტულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება;
. უმუშევარ მოქალაქეებზე შემწეობების გაცემის სპეციალური პროგრამის შემუშავება;
მომუშავის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავება;
დასაქმების სახელმწიფო, რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს შრომის ბაზრის პასიური პოლიტიკის ღონისძიებას:
სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება უმუშევართა შემწეობის გაცემაზე, მის ოდენობასა და პერიოდულობის დადგენაზე;
შეღავათიანი კრედიტის გაცემა მცირე ბიზნესის განვითარებისათვის;
სამუშაო ადგილების შექმნის მხარდაჭერა სეზონური დასაქმების მიზნით;
. სოფლის მეუნეობაში ეფექტიანი თვითდასაქმების მხარდაჭერა;
პროფკავშირების წარმოშობა ისტორიულად დაკავშირებულია:
სახელმწიფოსა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესების დაპირისპირებასთან;
დამქირავებელთა და დაქირავებულთა ეკონომიკური ინტერესების დაპირისპირებასთან;
სახელმწიფოსა და დამქირავებელთა ეკონომიკური ინტერესების დაპირისპირებასთან;
დაქირავებულთა ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაპირისპირების გამწვავებასთან;
დარგობრივ პროფკავშირებში გაერთიანებულია:
დარგის მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის ყველა მომუშავე;
ფირმის მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის მომუშავეთა ნაწილი;
არგის ან ფირმის მომუშავეთა დიდი ნაწილი მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მიუხედავად;
სავალდებულო წესით დარგის ყველა მომუშავე მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მიუხედავად;
.საამქრო პროფკავშირებში გაერთიანებულია:
. სავალდებულო წესით მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის ყველა მომუშავე;
მხოლოდ ერთი და იმავე პროფესიის მუშები;
. დარგის მომუშავეთა ნაწილი მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მიუხედავად;
. დარგის ყველა მომუშავე მათი საქმიანობის სახის თუ სფეროს მიუხედავად;
.პროფკავშირების ძირითადი ფუნქციაა:
მარეგულირებელი და საკონტროლო;
. დამცავი და წარმომადგენლობითი;
. ეკონომიკური და პოლიტიკური;
სამართლებრივი და იდეოლოგიური;
პროფკავშირების დამცავი ფუნქცია გამოიხატება
. მომუშავეების ინტერესების დაცვაში ფირმისა და სახელმწიფოს დონეზე;
ფირმების მხარდაჭერაში გააფართოონ გასაღების ბაზრის სეგმენტი და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა;
მეწარმეების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან აცილებასა და მათი უკვე დარღვეული უფლებების აღდგენაში;
სახელმწიფოს დონეზე მომუშავეების ინტერესების დაცვაში მხოლოდ მეწარმეებთან შეთანხმების საფუძველზე;
პროფკავშირების წარმომადგენლობითი ფუნქცია დაკავშირებულია:
ფირმების მხარდაჭერასთან გააფართოონ გასაღების ბაზრის სეგმენტი და გაზარდონ კონკურეტუნარიანობა;
მომუშავეების ინტერესების დაცვასთან ფირმისა და სახელმწიფოს დონეზე;
მომუშავეების ინტერესების დაცვასთან მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე;
. მეწარმეების მიერ მომუშავეების უფლებების დარღვევის თავიდან აცილებასთან;
პროფესიული კავშირი არის ორგანოზაცია:
რომელიც აერთიანებს საწარმოთა ხელმძღვანელ მუშაკებს მომუშავეთა ინტერესების დასაცავად;
მომუშავეების ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანს საკუთარი წევრების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დაცვა წარმოადგენს;
რომელიც აერთიანებს საწარმოს ადმინისტრაციულ პერსონალს მუშების ინტერესების დასაცავად;
მუშათა ნებაყოფლობითი პროფესიული გაერთიანება, რომლის მიზანს საწარმოს მთელი პერსონალის ინტერესების დაცვა წარმოადგენს;
.ადამიანური კაპიტალი არის:
დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფროში
დაგროვილი ინვესტიცია განათლების, პროფესიული მომზადების, მიგრაციის, პროფესიული ჯანმრთელობის სფეროში;
დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) წარმოების ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სფეროში;
დაგროვილი ინვესტიცია (კაპიტალი) ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ადამიანების დასაქმების სფეროში;
.ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებულ პირდაპირ დანახარჯებს მიეკუთვნება:
სწავლის პროცესთან დაკავშირებული ფსიქო-ნერვული დაძაბულობა;
სწავლის პერიოდში დაკარგული შესაძლო შემოსავალი, მორალური ზარალი;
სწავლის შემდგომ მუშაობის ძებნასთან დაკავშირებული სტრესი და დანაკარგები;
სწავლის ქირა, სახელმძღვანელოების შეძენის ხარჯი, სასწავლო მიგრაციაზე დანახარჯები;
სამუშაო ძალის ხარისხი არის:
ადამიანის თვისებათა ერთობლიობა, რომელიც მოიცავს კვალიფიკაციას და პიროვნულ მახასიათებლებს;
ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს, რაც შეუძლია შეიძინოს მან განათლებისა და პროფესიული მომზადების, აგრეთვე, სამუშაო გამოცდილების მეოხებით;
ცოდნა და უნარ–ჩვევები, რომელიც აქვს მუშაკს კონკრეტული ფუნქციონალური ვალდებულებების შესრულებისათვის;
. განათლებისა და პროფესიული მომზადების დონე;
რ. ერენბერგისა და რ. სმიტის თვალსაზრისით ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული დანახარჯებია:
პირდაპირი დანახარჯები, ირიბი დანახარჯები, კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაწეული დანახარჯები;
პირდაპირი დანახარჯები, დაკარგული შემოსავალი, მორალური ზარალი;
პირდაპირი დანახარჯები, დაკარგული შემოსავალი, ყველა სახის მატერიალური ზარალი;
პირდაპირი დანახარჯები, ირიბი და ცვლადი დანახარჯები, მორალური ზარალი;
.ადამიანური კაპიტალის თეორიას საფუძველი ჩაუყარეს და განავითარეს ცნობილმა მეცნიერებმა:
გ. ბეკერმა და ტ. შულცმა;
კ. მაკკონელმა და ს. ბრიუმ;
. ა. სმიტმა და დ. რიკარდომ
ა. მარშალმა და მ. ფრიდმენმა;
ნობელის პრემიის ლაურეატებმა გ. ბეკერმა და ტ. შულცმა ანალიზით დაასაბუთეს, რომ:
წარმოებაში ინვესტირებით მეტი ეფექტი მიიღწევა, ვიდრე განათლებაზე ხარჯვით;
თანამედროვე პირობებში ფიზიკური კაპიტალი ყველაზე მეტად უზრუნველყოფს ეროვნული სიმდიდრის მატებას და იგი წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია;
ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოებაში შესაძლებელია მხოლოდ ნივთობრივი ფაქტორების განვითარებით და ფულადი სახსრების რეინვესტირებით;
ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციით მიღებული შემოსავალი ბევრად მეტია, ვიდრე ფიზიკურ კაპიტალში ინვესტირებიდან;
შრომის შინაარსის განუწყვეტლივ ცვლილებასთან ერთად ხდება მისი უნივერსალიზაცია, რაც გულისხმობს:
შრომის დაძაბულობის დონისა და დატვირთვის ზრდას;
ერთფეროვან ფუნქციათა ნაცვლად რთული, კომპლექსური ფუნქციების ჩამოყალიბებას.
ახალ, მაღალკვალიფიკაციურ პროფესიათა რაოდენობის ზრდას;
. ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისა და სტრესის გაძლიერებას;
როვე მსოფლიოში სწრაფად ხდება საერთაშორისო საგანმანათლებლო მომსახურების გაფართოება, ბოლონიის პროცესის შესაბამისად, რომლის მთავარი მიზანია:
. შეიქმნას ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე;
. სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით გაფართოვდეს სტუდენტთა მობილურობა;
შესაძლებლობა მიეცეთ სტუდენტებს, მიიღონ ამა თუ იმ დარგში პრესტიჟის მქონე უნივერსიტეტებში მაღალი დონის ცოდნა;
ყველა ჩამოთვლილი პასუხი სწორია;
შრომის უნიკალიზაცია გულისხმობს:
. ახალ, მაღალკვალიფიკაციურ პროფესიათა რაოდენობის ზრდასა და კვალიფიკაციის შინაარსის ცვლილებას;
შრომის დაძაბულობის დონისა და დატვირთვის ზრდას;
ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობისა და სტრესის გაძლიერებას;
ერთფეროვან ფუნქციათა ნაცვლად რთული, კომპლექსური ფუნქციების ჩამოყალიბებას.
{"name":"შრომის ეკონომიკა I-VII", "url":"https://www.quiz-maker.com/Q723SFQ0L","txt":". ადამიანი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ შრომით პროცესში ან მისთვის მზადებაში ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე შრომა არის:, შრომის ეკონომიკა ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემას განეკუთვნება და იგი შეისწავლის:, . თანამედროვე გლობალური კრიზისის პირობებში შრომის ეკონომიკის უმთავრესი, ყველაზე მწვავე პრობლემაა:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker