anatomia 51-76

საზარდულის ღრმა რგოლის შიგნითა საზღვრის უკან მდებარეობს
ა. ბარძაყის არტერია და ვენა
ქვედა ეპიგასტრული არტერია და ვენა
ზედა ეპიგასტრული არტერია და ვენა
თეძოს გარეთა არტერია და ვენა
თეძოს შიგნითა არტერია და ვენა
52. ბუშტზედა ფოსო მდებარეობს:
შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის
ჭიპის შუა და ლატერალურ ნაოჭებს შორის
ჭიპის შუა და მედიალურ ნაოჭებს შორის
ჭიპის მედიალურ და ლატერალურ ნაოჭებს შორის
საზარდულის ლატერალური ნაოჭის გარეთ
53. საზარდულის მედიალური ფოსო მდებარეობს:
ა. ჭიპის შუა და ლატერალურ ნაოჭებს შორის
ბ. ჭიპის მედიალურ და ლატერალურ ნაოჭებს შორის
ც. საზარდულის ლატერალური ნაოჭის გარეთ
დ. შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის
. ჭიპის შუა და მედიალურ ნაოჭებს შორის
54. საზარდულის ლატერალური ფოსო მდებარეობს:
ა. ჭიპის შუა და მედიალურ ნაოჭებს შორის
ბ. შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის
ც. საზარდულის ლატერალური ნაოჭის გარეთ
დ. ჭიპის მედიალურ და ლატერალურ ნაოჭებს შორის
ე. ჭიპის შუა და ლატერალურ ნაოჭებს შორის
55. საზარდულის გარეთა ირიბი თიაქარი ვითარდება:
ა. საზარდულის მედიალური ფოსოდან
ბ. საზარდულის ლატერალური ფოსოდან
ც. ბუშტზედა ფოსოდან
დ. ბუშტ-საშვილოსნოს ჩაღრმავებიდან
ე. სწორ ნაწლავ-ბუშტის ჩაღრმავებიდან
56. საზარდულის სწორი თიაქარი ვითარდება:
ა. ბუშტზედა ფოსოდან
ბ. საზარდულის მედიალური ფოსოდან
ც. საზარდულის ლატერალური ფოსოდან
დ. ბუშტ-საშვილოსნოს ჩაღრმავებიდან
ე. სწორ ნაწლავ-ბუშტის ჩაღრმავებიდან
57. რომელი წარმონაქმნი ყოფს მუცლის ღრუს სართულებად?
ა. კუჭი
ბ. მცირე ბადექონი
ც. განივი კოლინჯი
დ. განივი კოლინჯი და მისი ჯორჯალი
ე. სიგმოიდური კოლინჯი
58. რამდენ სართულად იყოფა მუცლის ღრუ?
ა. ორ სართულად (ზედა ჯირკვლოვანი, ქვედა ნაწლავთა)
ბ. სამ სართულად (ჯირკვლოვანი, ნაწლავთა, მენჯი)
ც. ჯირკვლოვანი სართული, ნაწლავთა სართული, ბადექონის აბგა
დ. მუცლის ღრუ სართულებად არ იყოფა
ე. ორ სართულად (ნაწლავთა და მენჯი)
59. მუცლის ღრუს ჯირკვლოვან სართულში მოთავსებულია:
ა. ღვიძლის აბგა, კუჭის წინა აბგა
ბ. ღვიძლის აბგა, კუჭის წინა აბგა, ბადექონის აბგა
ც. გვერდითი არხები
დ. ჯორჯლის უბეები
ე. ბადექონის აბგა, ჯორჯლის უბეებ
60. ღვიძლის აბგა მოსაზღვრულია:
ა. მუცლის წინა კედლით, შუასაძგიდით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარჯვენა სამკუთხა იოგებით, ნამგლისებრი იოგით
ბ. მუცლის წინა კედლით, შუასაძგიდით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარჯვენა სამკუთხა იოგებით, კოლინჯის მარჯვენა ნაკეცით, განივი კოლინჯითა და მისი ჯორჯლით
ც. მუცლის წინა კედლით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარჯვენა სამკუთხა იოგებით, ნამგლისებური და ღვიძლის მრგვალი იოგებით, განივი კოლინჯით
დ. მუცლის წინა კედლით, მუცლის უკანა კედლით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარჯვენა საკმუთხა იოგებით, ნამგლისებრი და ღვიძლის მრგვალი იოგებით, განივი კოლინჯის ჯორჯლით
ე. მუცლის წინა კედლით, შუასაძგიდით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარჯვენა სამკუთხა იოგებით, ნამგლისებრი იოგით, კოლინჯის მარჯვენა ნაკეცით, განივი კოლინჯითა და მისი ჯორჯლით
61. კუჭის წინა აბგა მოსაზღვრულია:
ა. მუცლის წინა კედლით, შუასაძგიდით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარცხენა სამკუთხა იოგებით, მცირე ბადექონით, კუჭითა და კუჭ-კოლინჯის იოგით, ღვიძლის ნამგლისებრი და მრგვალი იოგებით, განივი კოლინჯით, კოლინჯის მარცხენა ნაკეცითა და შუასაძგიდ-კოლინჯის იოგით.
ბ. მუცლის წინა კედლით, მუცლის უკანა კედლით, ღვიძლის ნამგლისებრი და მრგვალი იოგებით, განივი კოლინჯით, კოლინჯის მარცხენა ნაკეცითა და შუასაძგიდ კოლინჯის იოგით
ც. მუცლის წინა კედლით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარცხენა სამკუთხა იოგებით, კუჭით, ღვიძლის ნამგლისებრი და მრგვალი იოგებით, განივი კოლინჯით, კოლინჯის მარცხენა ნაკეცით და შუასაძგიდელენთის იოგით, ელენთით.
დ. მუცლის წინა კედლით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარცხენა სამკუთხა იოგებით, მცირე ბადექონით, კუჭით, ღვიძლის მარჯვენა წილით, განივი კოლინჯით, კოლინჯის მარცხენა ნაკეცითა და შუასაძგიდ კოლინჯის იოგით, ელენთით.
ე. შუასაძგიდით, ღვიძლის გვირგვინოვანი და მარცხენა სამკუთხა იოგებით, მცირე ბადექონით, კუჭით, ღვიძლის ნამგლისებრი და მრგვალი იოგებით, განივი კოლინჯით, კოლინჯის მარცხენა ნაკეცითა და შუასაძგიდ-კოლინჯის იოგით
62. ღვიძლის აბგას კუჭის წინა აბგისაგან გამოჰყოფს:
ა. ღვიძლის მრგვალი იოგი
ბ. ღვიძლის ნამგლისებრი და გვირგვინოვანი იოგი
ც. ნაღვლის ბუშტი
დ. მცირე ბადექონი
ე. ღვიძლის გვირგვინოვანი და სამკუთხა იოგები
63. ბადექონის აბგა მოისაზღვრება:
ა. ღვიძლის კუდიანი წილით, მცირე ბადექონით, კუჭითა და კუჭ-კოლინჯის იოგით, პარიესული პერიტონეუმით, განივი კოლინჯის ჯორჯლით, ელენთით და მისი იოგებით, შუასაძგიდით, თორმეტგოჯა ნაწლავით.
ბ. ღვიძლის მარცხენა წილით, მცირე ბადექონით, კუჭით და კუჭ-კოლინჯის იოგით, პარიესული პერიტონეუმით, განივი კოლინჯის ჯორჯლით, შუასაძგიდით
ც. ღვიძლის კვადრატული წილით, ნაღვლის ბუშტით, პანკრეასით, მარცხენა თირკმლით და თირკმელზედა ჯირკვლით, განივი კოლინჯის ჯორჯლით, ელენთით და მისი იოგებით, შუასაძგიდით, თორმეტგოჯა ნაწლავით
დ. ღვიძლის კუდიანი წილით, ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგით, კუჭით და კუჭ-კოლინჯის იოგით, პარიესული პერიტონეუმით, განივი კოლინჯით, ელენთითა და მისი იოგებით, შუასაძგიდით, თორმეტგოჯა ნაწლავით
ე. ღვიძლის კუდიანი წილით, კუჭით, პარიესული პერიტონეუმით, განივი კოლინჯით, ელენთით შუასაძგიდით, თორმეტგოჯა ნაწლავით
64. ბადექონის ხვრელი მოსაზღვრულია:
ა. ღვიძლ-კუჭის იოგით, ქვედა ღრუ ვენით, ღვიძლის კუდიანი წილით, თორმეტგოჯა-თირკმლის იოგით
ბ. ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგით, ზედა ღრუ ვენით, ღვიძლის კუდიანი წილით, თორმეტგოჯა-თირკმლის იოგით
ც. ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგით, პარიესული პერიტონეუმით, რომელიც ფარავს ქვედა ღრუ ვენას, ღვიძლის კუდიანი წილით, თორმეტგოჯა-თირკმლის იოგით
დ. ღვიძლ-თორმეტგოჯა იოგით, პარიესული პერიტონეუმით, რომელიც ფარავს მუცლის აორტას, ღვიძლის კუდიანი წილით, თორმეტგოჯა-თირკმლის იოგით
ე. ღვიძლ-კუჭის იოგით, პარიესული პერიტონეუმით, რომელიც ფარავს მუცლის აორტას, ღვიძლის კუდიანი წილით, თორმეტგოჯა-თირკმლის იოგით
65. მამაკაცის საზარდულის არხში არ გაივლის:
ა. თეძო-საზარდულის ნერვის კანის ტოტი
ბ. სათესლე ბაგირაკი
ც. თეძო-საზარდულის ნერვი
დ. ლიმფური ძარღვები
ე. სასქესო-ბარძაყის ნერვის სასქესო ტოტი
66. ქალის საზარდულის არხში არ გაივლის
ა. თეძო-საზარდულის ნერვი
ბ. სასქესო-ბარძაყის ნერვის სასქესო ტოტი
ც. საშვილოსნოს მრგვალი იოგი
დ. ლიმფური ძარღვები
ე. თეძო-საზარდულის ნერვის კანის ტოტი
67. ზედა და ქვედა ეპიგასტრულ ვენებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
ა. მუცლის მიდამოში განაკვეთების გატარებისათვის
ბ. ინფექციის გავრცელებისათვის
ც. ვიწრო ტალიის ჩამოყალიბებისთვის
დ. მუცლის პრესის განვითარებისთვის
ე. კავა-კავალური და პორტო-კავალური ანასტომოზირებისთვის
68. მუცლის სწორი კუნთის ბუდის უკანა კედელს გულმკერდზე ქმნის:
ა. X-XII ნეკნები, მუცლის განივი კუნთი
ბ. V-VII ნეკნების ხრტილები, ნეკნთა რკალი, მახვილისებრი მორჩი
ც. გულმკერდის განივი კუნთი
დ. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის უკანა ფურცელი
ე. მუცლის განივი კუნთის აპონევროზი
69. საზარდულის ლატერალური ფოსო მოთავსებულია:
ა. ჭიპის შუა ნაოჭის გვეედით
ბ. ჭიპის მედიალური ნაოჭის ლატერალურად
ც. ჭიპის ლატერალური ნაოჭის მედიალურად
დ. ჭიპის ლატერალური ნაოჭის ლატერალურად
70. ბუშტზედა ფოსო მოთავსებულია:
ა. ჭიპის შუა და ჭიპის მედიალურ ნაოჭებს შორის
ბ. ჭიპის მედიალურ და ლატერალურ ნაოჭებს შორის
ც. ჭიპის ლატერალური ნაოჭის გვერდით
დ. ჭიპის შუა ნაოჭის ზევით
71. ჭიპის ლატერალური ნაოჭის ქვეშ გადის:
ა. ზედა ეპიგასტრული არტერია
ბ. ქვედა ეპიგასტრული არტერია
ც. ზედაპირული ეპიგასტრული არტერია
ც. ზედაპირული ეპიგასტრული არტერია
72. ნაყოფის ჭიპის არტერიების ობლიტერაციის შედეგად მიიღება:
ა. ჭიპის ლატერალური ნაოჭები
ბ. ჭიპის მედიალური ნაოჭები
ც. ჭიპის შუა და მედიალური ნაოჭი
დ. ჭიპის შუა და ლატერალური ნაოჭები
73. ზედაპირული ეპიგასტრული არტერია გამოეყოფა
ა. თეძოს საერთო არტერიას
ბ. თეძოს შიგნითა არტერიას
ც. ბარძაყის არტერიას
დ. თეძოს გარეთა არტერიას
74. თეძოს ღრმა შემომხვევი არტერია გამოეყოფა:
ა. ბარძაყის არტერიას
ბ. თეძოს საერთო არტერიას
ც. თეძოს შიგნითა არტერიას
დ. თეძოს გარეთა არტერიას
75. ქვედა ეპიგასტრული არტერია გამოდის:
ა. მუცლის აორტიდან, წელის II მალის დონეზე
ბ. ზედაპირული ეპიგასტრული არტერიიდან
ც. თეძოს საერთო არტერიიდან
დ. თეძოს გარეთა არტერიიდან
76. თეძოს ზედაპირული შემომხვევი არტერია გამოდის:
ა. ბარძაყის არტერიიდან
ბ. ჯორჯლის ზემო არტერიიდან
ც. ქვედა ეპიგასტრული არტერიიდან
დ. მუცლის აორტიდან
0
{"name":"anatomia 51-76", "url":"https://www.quiz-maker.com/Q8Q1DFBM8","txt":"საზარდულის ღრმა რგოლის შიგნითა საზღვრის უკან მდებარეობს, 52. ბუშტზედა ფოსო მდებარეობს:, 53. საზარდულის მედიალური ფოსო მდებარეობს:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker