ინტერნეტ მარკეტინგი

ელექტრონული PR-ის რომელი ტიპი მოიცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაშვების შესაძლებლობას, ქსელური ინფორმაციული რესურსების საშუალებით ონლაინ ინფორმირებასა და ინტერაქტიულ მონაცემთა ბაზას?
Web-PR
Net-PR
Online-PR
Mass-PR
------ ეს არის შედარებით მსხვილი დამოუკიდებელი საშუამავლო ფირმა, რომელიც მოქმედებს სხვისი სახელითა და თავისი ხარჯით და რომლის შემოსავალს შეადგენს ფასნამატი.
აგენტი
დისტრიბუტორი
ბროკერი
დილერი
შუამავალი , რომელიც მოქმედებს სხვისი სახელითა და სხვისი ხარჯით, შუამავლობისთვის კი იღებს გარკვეულ საკომისიოს, ეს არის -----------.
დილერი
აგენტი
ბროკერი
დისტრიბუტორი
-----------ეს არის კომუნიკაციური პოლიტიკის ელემენტი, რომელიც ყველაზე სწრაფად ცვლის ფასისა და ფასეულობის თანაფარდობას, ახდენს მუდმივი და განმეორებითი შესყიდვების სტიმულირებას.
პერსონალური გაყიდვები
გასაღების სტიმულირება
პირდაპირი მარკეტინგი
რეკლამა
------- კომუნიკაციური პოლიტიკის ელემენტია, რომლის მიზანია მომხმარებელთა ინფორმირება და მათ მოთხოვნილებებზეე ზეგავლენა საქონლის, კომპანიის, იდეის მიმზიდველი სახის შექმნით.
პერსონალური გაყიდვები
გასაღების სტიმულირება
პირდაპირი მარკეტინგი
რეკლამა
შუამავალი, რომელიც მოქმედებს თავისი სახელითა და თავისი ხარჯით და რომლის შემოსავალს შეადგენს გასაყიდი და შესასყიდი საქონლის ფასთა სხვაობა, ეს არის -----
დილერი
ბროკერი
დისტრიბუტორი
აგენტი
აკრედიტებული შუამავალი, რომელიც მოქმედებს თავისი სახელითა და სხვისი ხარჯით, შუამავლობისთვის კი იღებს გარკვეულ საფასურს ან საკომისიოს, ეს არის ------
დილერი
ბროკერი
დისტრიბუტორი
აგენტი
Display Network ნიშნავს, რომ ჩვენი რეკლამა გავა საძიებო სისტემებში (გუგლში და მის პარტნიორ საძიებო სისტემებში ) . Adwords გვაძლევს საშუალებას, ავირჩიოთ ის საძიებო სიტყვები, რომლებზეც გვინდა, რომ ჩვენი რეკლამა გამოჩნდეს.
სწორია
მცდარია
ფასების ლიდერის სტრატეგია ითვალისწინებს მოცემული კატეგორიის საქონელზე ყველაზე დაბალი ფასის დაწესებას. ეს სტრატეგია მეტად მიმზიდველია ხშირი დათვალიერებით გამორჩეული ინტერნეტ-კომპანიების საიტისათვის, ვინაიდან ისინი საქონელზე საბაზრო ფასზე დაბალი ფასის დაწესებით შემოსავლებს რეკლამაზე გაწეული დაბალი ხარჯით აბალანსებენ.
სწორია
მცდარია
--------------- ეს არის მარკეტინგის საინფორმაციო სისტემის კომპონენტი, რომელიც მონაცემთა დამუშავებისათვის მოიცავს პროგრამულ საშუალებებს, ექსპერტულ და გადაწყვეტილების მიღების სისტემებს, რაც მარკეტინგის სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცედურის სტანდარტიზების შესაძლებლობას იძლევა.
მეთოდიკისა და მოდელების ბანკი
პროგრამული საშუალებები და ინტეგრირებული სისტემები
მონაცემთა ბაზა
საინფორმაციო სისტემების პროექტირების სისტემა
--------- ეს არის მარკეტინგის საინფორმაციო სისტემის ელემენტი, რომელიც შედგება საველე და კაბინეტური კვლევების საფუძველზე შევსებული პირველადი და მეორადი ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისგან.
საინფორმაციო ბლოკები(მონაცემთა ბაზა)
პროგრამული საშუალებები და ინტეგრირებული სისტემები
მეთოდებისა და მოდელების ბანკი
გლობალურ ინფორმაციულ სივრცეში მეტად მნიშვნელოვანია ინფორმაციული სივრცის ხელმისაწვდომობა, რაც სახელმწიფოსგან მოითხოვს არადისკრიმინაციულ პირობებში ინფორმაციული მომსახურების მისაწვდომობის ერთიანი სტანდარტის დამტკიცების ღია პროცესს, რომელშიც ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს დაინტერესებულ სუბიექტთა და კომპანიათა დიდი ჯგუფი.
სწორია
მცდარია
ინტერნეტ-გაყიდვების დროს გამყიდველს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე მომსახურე ბანკი - ბანკი ეკვაირერი, სადაც განთავსებული ექნება ანგარიშსწორების ანგარიშები და რომლებიც გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბარათებით წარმოებულ ოპერაციებზე ანგარიშსწორებას მოახდენენ.
სწორია
მცდარია
მარკეტინგის საინფორმაციო სისტემის ელემენტი, რომელიც ერთობლივად ფორმირდება მარკეტინგისა და პროგრამისტ-სპეციალისტების მიერ და რომელიც აუცილებელია ამოსასვლელი მონაცემების სისტემატიზაციისა და სტანდარტიზაციისათვის, ეს არის --------
მონაცემთა ბაზა
მეთოდიკისა და მოდელების ბანკი
პროგრამული საშუალებები და ინტეგრირებული სისტემები
პროცედურების სტანდარტიზების სისტემა
ინტერნეტ-ქსელში საქონელზე ფასების შემცირებაზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები. აღნიშნულ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი მნიშნველოვანი ფაქტორია დანახარჯების შემცირება ინტერნეტ-ბაზრის განსაკუთრებულობის წყალობით.
სწორია
მცდარია
ინტერნეტ-ტექნოლოგიებმა მარკეტინგის სისტემაში მკვეთრად გაზარდეს და აამაღლეს ფასწარმოქმნის ინსტრუმენტის მნიშვნელობა და შესაძლებლობები, ვინაიდან თანამედროვე საინფორმაციო სისტემების მაღალი მოქნილობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ფასწარმოქმნის დინამიკას, იძლევა დიდი რაოდენობის ინფორმაციას პროდუქციის, მისი ხარისხისა და ფასის შესახებ, ინტერნეტი ზრდის ფასების დონეებში გათვიცნობიერებული მომხმარებლების რაოდენობას.
სწორია
მცდარია
რომელი საფასო სტრატეგია გულისხმობს ფასის დაწესებით ბაზრის მეტი წილის მოპოვებას ?
ფასების უმნიშვნელო ზრდის სტრატეგია
წინსვლის სტრატეგია
ბაზარზე შეღწევის სტრატეგია
ფასების ლიდერის სტრატეგია
რას უკავშირდება კომპანიის მიერ არაპროფილური პროცესების ნაწილის სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემა?
დოკუმენტების ელექტრონულ მართვას
სერვერის სერვისის იჯარას
აუთსორსინგს
ელექტრონულ ბირჟას
ფაქტების მაძიებლების ტიპის სამომხმარებლო ქცევის მქონე მომხმარებლები საიტზე რჩებიან ხანგრძლივად, ინტერნეტ-მომხმარებელთა დანარჩენ ტიპებთან შედარებით, დიდ ინტერესს იჩენენ და ისწრაფვიან ინტერნეტ-ვაჭრობისკენ.
სწორია
მცდარია
განაწილების არხის სტრუქტურის ფორმირებაზე გავლენას ახდენს კომპანიის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა შეზღუდული რესურსები, მარკეტინგული ინფორმაციის არსებობას, კონტროლის აუცილებლობა და სხვა. რაც შეეხება ისეთ მაჩვენებელს, როგორიცაა კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის სიფართოვე, ის გავლენას ვერ ახდენს განაწილების არხის სტრუქტურის ფორმირებაზე.
სწორია
მცდარია
-------- განიხილება, როგორც გარკვეული წესით ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ელემენტების გამოყენება.
დოკუმენტების ელექტრონული მართვა
სერვერის სერვისის იჯარა
აუთსორსინგი
ელექტრონული ბირჟა
SEO ოპტიმიზაციის სერვისის ------------- ეტაპზე მიზნობრივი მომხმარებლის ვებგვერდზე მოზიდვის მიზნით ხდება უნიკალური და ხარისხიანი ტექსტების შექმნა და მიწოდება.
ვებ-გვერდის SEO ანალიზის
საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციის
კოპირაიტინგის
ტოპ პოზიციების მოპოვების
პასუხისმგებლობის მქონე ფირმამ უნდა შექმნას კორპორაციული კულტურა, რომელიც აგებული იქნება ეთიკური ქცევის საწყისებზე. არაეთიკურმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება გამოიწვიოს არსებითი დანახარჯები, რომელთა შორის აღსანიშნავია ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანი : - კომპანიის არაეთიკური ქმედება იქცევა საზოგადოებრივ განსასჯელად, რასაც თან სდევს მნიშვნელოვანი დანაკარგები ჯარიმის ან რეპუტაციის შელახვის სახით.
სწორია
მცდარია
განაწილების სამდონიანი არხი აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ პროდუქციის მომხმარებლამდე დაყვანაში სამი სუბიექტი - მწარმოებელი, შუამავალი და მომხმარებელი - მონაწილეობს.
სწორია
მცდარია
----------------- აღნიშნავს განაწილების ყველა დონეზე გამყიდველთა რაოდენობას.
განაწილების არხის სიგანე
განაწილების არხის სიგრძე
განაწილების არხების რაოდენობა
განაწილების არხის სტრუქტურა
ბანკ ეკვაირერში განთავსებული მყიდველის ანგარიშსწორების ანგარიში. ბანკი ეკვაირერში უშვებს ბარათებს და გამოდის კლიენტის გარანტად ფინანსური ვალდებულებების შესრულებისას :
სწორია
მცდარია
Search Network ნიშნავს რეკლამის გაშვებას გუგლის პარტნიორ საიტებზე, როგორებიცაა Youtube და ნებისმიერი მილიონობით ის საიტი , რომელსაც გუგლის AdAense რეკლამები აქვს დაყენებული.
სწორია
მცდარია
საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც საკრედიტო ბარათების საშუალებით ინტერნეტ-საგადასახადო და საანგარიშსწორებო პროცესში მონაწილეობას იღებს --------- , რომელიც ემსახურება გამყიდველებს.
ბანკი ემიტენტი
ბანკი ეკვაირერი
საგადასახადო სისტემის ანგარიშსწორების ბანკი
საგადასახადო სისტემის საპროცესინგო ცენტრი
საგადასახადო სისტემა ინტერნეტში არის ინტერნეტის მეშვეობით საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვის პროცესში საფინანსო, კომერციულ ორგანიზაციებსა და ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის ანგარიშსწორების სისტემა, ელექტრონული ვაჭრობის სისტემაში ანგარიშსწორებისას აუცილებელია კომპანიამ იზრუნოს ტრანზაქციისათვის საფასურის მინიმიზაციაზე, რადგანაც შეკვეთის დამუშავებისა და საქონლის ანაზღაურების საფასური, ჩვეულებრივ, შედის თვითღირებულებაში, ამიტომ ტრანზაქციაზე ფასების შემცირება გაზრდის კონკურენტუნარიონაბს.
სწორია
მცდარია
სასინჯი ნიმუშების, როგორც გასაღების სტიმულირების საშუალების, ნაკლოვანება ----------- უკავშირდება
სასაქონლო მარკის უარყოფით პრესტიჟს
მნიშვნელოვან ხარჯებს
აუდიტორიის მცირე მოცულობას
მომხმარებელზე ზემოქმედების ხანმოკლე ეფექტს
ინტერნეტ-ბაზარზე არსებულ როგორც ციფრულ, ისე არაციფრულ ფორმატში წარმოდგენილი საქონლის სპეციფიკური მახასიათებელი - კუმულატიური სარგებლიანობა - აღნიშნავს, იმას, რომ
საქონელზე მოთხოვნა განისაზღვრება მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნილებებით და გემოვნებით
მრავალი ინფორმაციული პროდუქტი დამოკიდებულია დროზე
მხედველობაში მიიღება ეკონომიკური შედეგი საქონლის ფასის გათვალისწინების გარეშე
ზოგიერთ პროდუქტს აქვს ქსელური კავშირი, ე.ი. მისი სარგებლიანობა მით უფრო მეტია რაც უფრო მეტი ადამიანი მოიხმარს მას
----------- მოიცავს საკრედიტო ბარათების მომსახურებისათვის ფინანსური და ტექნოლოგიური საშუალებების კომპლექსს.
ინტერნეტის საგადასახადო სისტემა
ტრადიციული საგადასახადო სისტემა
საგადასახადო სისტემის საპროცესინგო ცენტრი
საგადასახადო სისტემის ანგარიშსწორების ბანკი
ინტერნეტში ახალი პროდუქციის შექმნის პირველი სტადია ეს არის
მმართველობითი ანალიზი
საქონლის კონსტრუირება
ახალი საქონლის შესახებ იდეების მოძიება
ახალი საქონლის იდეის შერჩევა
------ ესაა საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც საპროცესინგო ცენტრის დავალებით ახორციელებს ანგარიშსწორებას საგადასახადო სისტემის მონაწილეებს შორის.
ინტერნეტის საგადასახადო სისტემა
ტრადიციული საგადასახადო სისტემა
საგადასახადო სისტემის საპროცესინგო ცენტრი
საგადასახადო სისტემის ანგარიშსწორების ბანკი
ფასწარმოქმნის რომელი მეთოდი გამოყენება იმ შემთვევაში, როდესაც ფასი წესდება თვითღირებულების ანალიზსა და კაპიტალდაბანდებებიდან მოგების მიღების საფუძველზე
სრული დანახარჯების მეთოდის
პირდაპირი დანახარჯების მეთოდის
ზღვრული დანახარჯების მეთოდის
უზარალო ანალიზის მეთოდის
--------------- ცენტრალიზებული კომპიუტერული სისტემაა, რომელშიც მიმდინარეობს კონტრაქტების ორმხრივი კოტირება ძირითადი სახის პროდუქციის ყიდვა-გაყიდვაზე.
დოკუმენტების ელექტრონული მართვა
ინტერნეტ-მაღაზია
ვაჭრობის ინტერნეტ-სისტემები
ელექტრონული ბირჟა
-------------------- საქონლის შერჩევის პროცესში მყიდველი მრავალ მაჩვენებელს აკვირდება, როგორიცაა ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ფასი, გამყიდველი და გაყიდვების შემდგომი მომსახურების დონე და ა.შ.
ყოველდღიური მოთხოვნილების
წინასწარი შერჩევის
განსაკუთრებული მოთხოვნილების
პასიური მოთხოვნილების საქონლის
---------- აღნიშნავს განაწილების არხთა ალტერნატივებს, რომელიც უზრუნველყოფს საქონლის ფართოდ გავრცელებას.
განაწილების არხის სიგანე
განაწილების არხის სიგრძე
განაწილების არხების რაოდენობა
განაწილების არხის სტრუქტურა
საქონელი, რომლის ყიდვისას მყიდველი მრავალ მაჩვენებელს აკვირდება, ისეთი როგორიცაა ტექნიკურ-საექსპლუატაციო მახასიათებლები, ფასი, გაყიდვამდე და გაყიდვის-შემდგომი მომსახურების დონე, ცნობილია როგორც ----- საქონელი. მოცემული სახეობის საქონლის გაყიდვისას ინტერნეტს გააჩნია მაღალი ეფექტიანობა, ვინაიდან იგი საქონლის შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას იძლევა.
ყოველდღიური მოთხოვნილების საქონლის
წინასწარი შერჩევის საქონლის
განსაკუთრებული მოთხოვნილების საქონლის
პასიური მოთხოვნილების საქონლის
------- ყიდვისას საქონლის შეძენა, ჩვეულებრივ, ხდება ხშირად, დაფიქრების გარეშე, სხვა საქონელთან მინიმალური შედარებით. მოცემული სახეობის საქონლის გაყიდვისას ინტერნეტის ეფექტიანობა მერყეობს დაბალიდან საშუალომდე, რასაც ასეთი საქონლის ქსელით შეძენის მოთხოვნის დაბალი დონე განაპირობებს.
ყოველდღიური მოთხოვნილების საქონლის
წინასწარი შერჩევის საქონლის
განსაკუთრებული მოთხოვნილების საქონლის
პასიური მოთხოვნილების საქონლის
----------- აღნიშნავს შუამავალთა რაოდენობას, რომელსაც საქონელი გაივლის, სანამ საბოლოო მომხმარებლამდე დაიყვანება.
განაწილების არხის სიგანე
განაწილების არხის სიგრძე
განაწილების არხების რაოდენობა
განაწილების არხის სტრუქტურა
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის საბაზისო ინსტრუმენტი - გახსნილობა - აღნიშნავს, იმას , რომ -----------------
კომუნიკაციის შექმნის მთავარი პრინციპია მისი ყველა ელემენტის ურთიერთმხარდაჭერა და კოორდინაცია
სხვადასხვა პარტნიორთან ჰორიზონტალური კომუნიკაცია და თანამშრომლობა ბიზნესს ხდის უფრო მდგრადს
სტრატეგიული კომუნიკაციისათვის აუცილებელია სპეციალურად ინიცირებულ ან უნებლიედ წარმოქმნილი მოვლენების გამოყენებისადმი მზადყოფნა
კლიენტებთან ურთიერთობების მართვა განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვას და პერსონალის განსაკუთრებულ ჩვევებს საჭიროებს
ფასების დაწესება ლიდერი ფირმის ფასების დონიდან გამომდინარე, უკავშირდება ------ მეთოდს.
საბაზრო ფასებზე მიდევნების
კონკურენტებზე ორიენტირებული ფასების
ლიდერი კომპანიის მიდევნების
შეჯიბრების
მარკეტინგის საინფორმაციო სისტემის ელემენტი, რომელიც ერთობლივად ფორმირდება მარკეტინგისა და პროგრამისტ-სპეციალისტების მიერ და რომელიც აუცილებელია ამოსავალი მონაცემების სისტემატიზაციისა და სტანდარტიზაციისათვის, ეს არის ------------
საინფორმაციო ბლოკები (მონაცემთა ბაზები)
კომერციული ინფორმაციის სისტემები
პროგრამული საშუალებები და ინტეგრირებული სისტემებო
მეთოდიკის და მოდებელის ბანკი
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის საბაზისო ინსტრუმენტი - სინერგიზმი - აღნიშნავს იმას, რომ ------------------.
კომუნიკაციის შექმნის მთავარი პრინციპია მისი ყველა ელემენტის ურთიერთმხარდაჭერა და კოორდინაცია
ბიზნეს კომუნიკაციას მდგრადს ხდის გახსნილი თანამშრომლობა
სტრატეგიული კომუნიკაციისათვის აუცილებელია სპეციალურად ინიცირებული ან უნებლიეთ წარმოქმნილი მოვლენების გამოყენებისადმი მზადყოფნა
კლიენტებთან ურთიერთობების მართვა განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვას და პერსონალის განსაკუთრებულ ჩვევებს საჭიროებს
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის საბაზისო ინსტრუმენტი - ოპერატიულობა - აღნიშნავს იმას, რომ ----------
კომუნიკაციის შექმნის მთავარი პრინციპია მისი ყველა ელემენტის დროული ურთიერთმხარდაჭერა და კოორდინაცია
ბიზნეს კომუნიკაციას მდგრადს ხდის გახსნილი და ოპერატიული თანამშრომლობა მარკეტინგული სისტემის სუბიექტებთან
სტრატეგიული კომუნიკაციისათვის აუცილებელია სპეციალურად ინიცირებული ან უნებლიეთ წარმოქმნილი მოვლენების გამოყენებისადმი მზადყოფნა
კლიენტებთან ურთიერთობების მართვა რეალური დროის რეჟიმში განსაკუთრებულ ტექნიკურ აღჭურვას და პერსონალის განსაკუთრებულ ჩვევებს საჭიროებს
სერთიფიკატი, რომელიც კონკრეტული საქონლის შეძენისას მომხმარებელს ეკონომიის საშუალებას აძლევს, ხასიათდება დაფარვის პროცენტით და გამოიყენება ცნობილი მარკის გაყიდვის სტიმულირებისა და ახალი სავაჭრო მარკით დაინტერესებისათვის.ეს არის
თამასუქი
კუპონი
ნიმუში
პრემიები
როგორც საფასო სტრატეგია შეიძლება იყოს გამართლებული მაშინ, როდესაც საქონელი გამოირჩევა სიახლით, ინტერნეტ აუდიტორიის უდიდესი ნაწილი კი ნოვატორულია და კარგად ეთანაწყობა ტექნიკურად რთული პროდუქციის გაყიდვას.
ფასების უმნიშვნელო ზრდის სტრატეგია
ფასების ლიდერის სტრატეგია
„ნაღების მოხდის“ სტრატეგია
ბაზარზე შეღწევის სტრატეგია
ელექტრონული PR-ის რომელი ტიპი მოიცავს მომხმარებლებისათვის სწრაფი კითხვა-პასუხის შესაძლებლობების მქონე ინტერაქტიულ საიტებს?
Web-PR
Net-PR
Online-PR
Mass-PR
------ წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაციას, სადაც განთავსებულია მყიდველის ანგარიშსწორების ანგარიში და რომელიც გამოდის კლიენტების გარანტად ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის.
ბანკი ემიტენტი
ბანკი ეკვაირერი
საგადასახადო სისტემის საპროცესინგო ცენტრი
საგადასახადო სისტემის ანგარიშსწორების ბანკი
ფასწარმოქმნის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ნაწარმის ცალკეული კონსტრუქციული ნაწილების შეჯამებულ ფასს დამატებული დანახარჯები აწყობაზე და ნორმატიული მოგება, ცნობილია, როგორც -------------- მეთოდი.
აგრეგატული
ბალური
მაჩვენებლების
რეგრესიული ანალიზის
-------- ესაა ელექტრონული კომპონენტები, რომლებიც წარმოადგენენ ინტერნეტ შესყიდვის პროცესის მონაწილეებს შორის შუამავლებს.
ელექტრონული კომერციის სერვერები
ინტერნეტის საგადასახადო სისტემა
საგადასახადო სისტემის საპროცესინგო ცენტრი
საგადასახადო სისტემის ანგარიშსწორების ბანკი
SEO ოპტიმიზაციის სერვისის ------ ეტაპზე Google Analitycs - ისა და Moz-ის პლატფორმის საშუალებით ხდება მომხმარებლის რაოდენობისა და ქმედების ჩვენება, რომლებიც ამ საძიებო სიტყვის ძიებისას კომპანიის ვებგვერდზე გადმოდიან.
რეპორტინგის
ნდობისა და ავტორიტეტის გამომუშავების
კონკურენტების ანალიზის
ტოპ პოზიციების მოპოვების
SEO ოპტიმიზაციის სერვისის ------ ეტაპზე მიმდინარეობს ონლაინ სივრცეში კომპანიის ვებ-გვერდის რეკლამა და პოპულარიზაცია, რათა მან მიიღოს მეტი აღიარება საძიებო სისტემის მომხმარებლისაგან.
რეპორტინგის
ნდობისა და ავტორიტეტის გამომუშავების
კოპირაიტინგის
ტოპ პოზიციების მოპოვების
ინტერნეტ-მარკეტოლოგებს სავაჭრო მარკის პროპაგანდის კარგ შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი სერფინგის ტიპის სამომხმარებლო ქცევის მქონე მომხმარებლები, რომელთა მიერ კომპანიის გვერდის დათვალიერება ხანგრძლივია ( 70 წუთზე მეტი) და ითვალისწინებს მის ვრცლად შესწავლას.
სწორია
მცდარია
..... ესაა ორგანიზაცია რომელიც უზრუნველყოფს საინფორმაციო და ტექნოლოგიურ ურთიერთქმედებას ტრადიციული საგადასახადო სისტემების მონაწილეებს შორის
ბანკი ემიტენტი
ბანკი ეკვაირერი
საგადასახადო სისტემების საპროცესინგო ცენტრი
საგადასახადო სისტემების ანგარიშსწორების ბანკი
ფასწარმოქმნის რომელი მეთოდის გამოყენებით ისწრაფვის ფირმა თავის საქონელზე დააწესოს ფასის ისეთი დონე რომელიც უზრუნველყოფს სასურველი გაყიდვის მოცულობის მიღებას ?
სრული დანახარჯების მეთოდი
პირდაპირი დანახარჯების მეთოდი
ზღვრული დანახარჯების მეთოდი
უზარალო ანალიზის მეთოდი
PR-ის რომელი ტიპი მოიცავს პრეს-რელიზების ელექტრონულ გზავნილს ?
web-pr
net-pr
online-pr
mass-pr
.პერსონალური გაყიდვის , როგორც სტიმულირების საშუალების , ნაკლოვანება უკავშირდება იმ გარემოებას რომ .....
მას გააჩნია პერსონალური ფორმა - სავაჭრო აგენტებსა და პოტენციურ მყიდველებს შორის ხორციელდება უშუალო შეხვედრა
იგი კომუნიკაციის ძვირადღირებული მექანიზმია
ზემოდქმედება ხდება აუდიტორიის მეორე მოცულობაზე
ადგილი აქვს მომხმარებელზე ზემოქმედების ხანმოკლე ეფექტს
ინტერნეტისთვის დამახასიათებელ ფაქტორს არ წარმოადგენს ინტერნეტ-მომხმარებლის ინტერნეტში დაშვებისა და გამოყენების ენა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ინტერნეტ-მომხმარებლებში პოპულარული ენა ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ახდენს ნებისმიერი ელექტრონული პროდუქტის, კომპანიის, ბრენდის , კომუნიკაციის ინფორმაციის კონკურენტუნარიანობაზე და წარმატებაზე
სწორია
მცდარია
კერძო სექტორმა ბაზარზე არსებული მოთხოვნის მიხედვით უნდა განსაზღვროს თუ როგორი ტექნოლოგიები, სტანდარტები , ახალი მომსახურება და პროდუქტი განნავითაროს. სახელმწიფო დაინტერესებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცესის გამარტივება და ეფექტიანობის ამაღლება.
სწორია
მცდარია
ინფორმაციული ტექნოლოგიები გახდა გლობალიზაციის განვითარების საფუძველი, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს ხალხთა ცხოვრება. ურთიერთობა და შეშაბამისად ბიზნესიც. გლობალიზაცია აერთიანებს მსოფლიოს და ამასთან ამცირებს უთანასწორობას ქვეყნების განვითარების დონეთა შორის
სწორია
მცდარია
.ინტერნეტი იძლევა სიტყვის თავისუფლების ფართო შესძლებლობას . ერთი ადამიანის ისტყვის თავისუფლება შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს სხვებისთვის, თუმცა ეს არ საჭიროებს საკანონმდებლო აქტებით რეგულირებას.
სწორია
მცდარია
ინტერნეტ-სადაზღვევო კომპანიებს ქსელში აარ გააჩნიათ შესაძლებლობა კლიენტებს წარუდგინონ სრული და გამჭირდვალე ინფორმაცია კომპანიის მომსახურების სახეების. საერთო და ფინანსური მდგომარეობის სადაზღვევო პროდუქტების სადაზღვევო პრემიების, შეკვეთისა და გადახდის პირობების შესახებ
სწორია
მცდარია
ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში ახალი საქონლის იდეის კომერციალიზაციის ეკონომიკური ანალიზის სტადიის შემდგომს ეტაპს წარმოდაგენს .....
საქონლის შემუშავება (საქონლის პროტოტიპების შექმნა)
საქონლის გამოცდა ბაზრის პირობებში, მისი ტესტირება
საქონლის დანერგვა ბაზარზე
ორგანიზაციებში ინტერნეტ-მარკეტინგის პრაქტიკული რეალიზაცია შესაძლებელია მარკეტინგის საინფორმაციო სისტემის შექმნით. კერძოდ მარკეტინგული ინფორმაციის მუდმივი დაკვირვებით, შენახვითა და დამუშავებით, რომელიც აუცილებელია მმართველობითი გადაწყვეტილების მიღებისთვის
სწორია
მცდარია
საიტის ოპტიმიზაციის გაუმჯობესების მიზანია ვებ-გვერდის რეიტინგების, მოხმარებელთა ტრაფიკის და საძიებო სისტემებში ცნობადობის გაუმჯობესება. აღნიშნული ამოცანების მიღწევის და შესაბამისად, საიტის ოპტიმიზაციის გაუმჯობესების ღონისძიებას არწარმოადგენს საიტის მიმზიდველი დასათაურება და მარკირება
სწორია
მცდარია
ინტერნეტ-რეკლამა ეს გლობალური რეკლამაა, რომელიც განიხილება როგორც საერთაშორისო აუდიტორიაზე ზემოქმედების, მისი ინფორმირებისა და რეაქციის აღძვრის საშუალება. მისი ეფექტიანობის კრიტერიუმად მიღებულია შემდეგი მოთხოვნის : ობიექტურობა: გაზომვადობა : სიტუაციის და ამოცანის დასმის შესაბამისობა ბაზარზე; შემოსაზღვრულობა დროში
სწორია
მცდარია
OFF-PAGE-SEO - მიმართულია საიტის ინდივიდუალური გვერდების გაუმჯობესებისაკენ ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორიცააა საკვანძო სიტყვები, ნავიგაცია, საიტის ჩატვირთვის სიჩჩქარე, ბლოგი და რესფონსიული დიზანი
სწორია
მცდარია
............................ საქონელს გააჩნია უნიკალური მახასიათებლები რომელთა შესაძენად მყიდველთა გარკვეული ჯგუფი მზად არის გაიღოს დამატებითი ხარჯები. მოცემული სახეობის საქონლის გაყივისას ინტერნეტს გააჩნია მაღალი ეფექტიანობა.
ყოველდღიური მოთხოვნილების
წინასწარ შერჩევის
განსაკუთრებული მოთხოვნილების
პასიური მოთხოვნილების
ON – PAGE SEO - კატეგორია მოიცავს როგორც ლინკების კონსტრუირებას ( LINK BUILDING) . ასევე სოციალურ მედიას, სხვადასხვა სახიდს ბიზნეს გვერდებზე რეგისტრაციასა და პუბლიკაციების განთავსებას ამა თუ იმ საინფორამციო ანალიტიკურ პლატფორმაზე.
სწორია
მცდარია
ეტაპი, რომლის დროსაც მოკვლეულ საკვანძო სიტყვებს პერიოდულად ვამატებთ როგორც საიტის კოდში, ასეცე მის კონტენტში , ამასთან ინტერნეტში არსებულ სხვა პლატფორმებზე მოკვლეულ საკვანძო სიტყვების გამოყენებით ვანთავსებთ ჩვენი ბიზნესის შესახებ შექმნილ მაღალ ხარისხის რელევანტურ კონტეტნს, ცნობილია როგორც SEO ოპტიმიზაციის სევისის .........
რეპორტინგი
საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციის
კოპირაიტინგი
ტოპ პოზიციების მოპოვების
დღეისთვის ინფორმაციულ ბაზარს განიხილავენ, როგორც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც იძლევა უამრავ ინფორმაციულ პროდუქტს მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტირებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის.
სწორია
მცდარია
პერსონალური გაყიდვების ძირითადი ნაკლოვანება, ის რო სავაჭრო აგენტებსა და პოტენციურ მყიდველებს შორის უშუალო შეხვედრა ხორციელდება, რაც საჭიროებს პოტენციურ მყიდველთა, მიზნობრივ შერჩევას და მათზე ორიენტირებული კონკრეტული შინაარსის
სწორია
მცდარია
ინტერნეტ - მარკეტინგული საქმოანობის სამართლებრივი რეგულირების განხილვისას აღსანშნავია ის გარემოება , რომ სამართალი არ განსაზღვრავს მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობებს.
სწორია
მცდარია
აღსანიშნავია, რომ აუტსორსინგი და ASP განსხვავებული ცნებებია. მათ შორის ძირიადი სხვაობა იმაშია, რომ ტრადიციული აუტსორსინგი განისაზღვრება, როგორც ურთიერთობა, ერთი--მრავალთან ASP პირიქით. ხასიათდება ურთიერთობით - ერთი-ერთთან სადაც თითოეული გადაწყვეტილება მუშავდება შემკვეთის მიერ, მისი ინდივიდუალური მოთხოვნის გათვალისწინებით
სწორია
მცდარია
0
{"name":"ინტერნეტ მარკეტინგი", "url":"https://www.quiz-maker.com/Q8QIDW1H8","txt":"ელექტრონული PR-ის რომელი ტიპი მოიცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაშვების შესაძლებლობას, ქსელური ინფორმაციული რესურსების საშუალებით ონლაინ ინფორმირებასა და ინტერაქტიულ მონაცემთა ბაზას?, ------ ეს არის შედარებით მსხვილი დამოუკიდებელი საშუამავლო ფირმა, რომელიც მოქმედებს სხვისი სახელითა და თავისი ხარჯით და რომლის შემოსავალს შეადგენს ფასნამატი., შუამავალი , რომელიც მოქმედებს სხვისი სახელითა და სხვისი ხარჯით, შუამავლობისთვის კი იღებს გარკვეულ საკომისიოს, ეს არის -----------.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker