იურიდიული სტატისტიკა II ვარიანტი

სისხლის სამართლის სტატისტიკაში დაკვირვების ერთეული შეიძლება იყოს:
ა)პოლიციის განყოფილება, ქალაქის ან რაიონისპროკურატურა;
ბ) სასამართლოები და სასჯელაღსულების დაწესებულებები
გ)ყველა
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სტატისტიკა არის:
ა) იურიდიული სტატისტიკის დარგები;
ბ) იურიდიული სტატისტიკის სახეები;
გ) იურიდიული სტატისტიკის ქვეგანყოფილებები;
დ) იურიდიული სტატისტიკის რგოლები.
იურიდიული სტატისტიკის კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) სისხლის სამართალი;
ბ) სამოქალაქო სამართალი;
გ)ადმინისტრაციული სამართალი;
დ)ყველა
სააპელაციო სასამართლოს მუშაკთა ხელფასის მონაცემთა მიხედვით გაანგარიშებულმა ვარიაციის კოეფიციენტმა შეადგინა 30%, ხოლო ხელფასიდან საშუალო კვადრატულმა გადახრამ – 6,8. საშუალო არითმეტიკული ტოლი იქნება:
ა)62.5;
ბ) 22.7;
გ)250
დ)96.5
თუ ქვეყნის მასშტაბით მსჯავრდებულები დაჯგუფებულია სქესის მიხედვით, მაშინ ასეთი დაჯგუფება არის:
ა) მარტივი დაჯგუფება;
ბ) ჯგუფური დაჯგუფება;
გ) კომბინაციური დაჯგუფება;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
ჩამოთვლილი დაჯგუფებიდან რაოდენობრივია:
ა)მსჯავრდებულთა დაჯგუფება სოციალური სტატუსის მიხედვით;
ბ) მსჯავრდებულთა დაჯგუფება სქესის მიხედვით;
გ) მსჯავრდებულთა დაჯგუფება ასაკის მიხედვით;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
სტატისტიკური ერთობლიობის ერთეულთა მომცველობის ხარისხის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაკვირვება შეიძლება იყოს:
ა) მთლიანი და არამთლიანი;
ბ) უწყვეტი და განმეორებითი;
გ) შერჩევითი და უშუალო;
დ) რეგისტრაციული და რეპრეზენტაციული.
სისხლის სამართლის სტატისტიკა მოიცავს:
ა) სისხლის სამართლის წარმოებისა და განაჩენის აღსრულების სტატისტიკას;
ბ) წინასწარი განჩინების, სისხლის სამართლის წარმოების, განაჩენის აღსრულების სტატისტიკას;
გ) საველე სისხლის სამართლის წარმოების, განაჩენის აღსრულების სტატისტიკას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
კრიმინოლოგიური სტატისტიკა შეისწავლის:
ა) დამნაშავეობის და მისი მიზეზების, დამნაშავის პიროვნების რაოდენობრივ დახასიათებას და პროფილაქტიკურ საქმიანობას;
ბ)დამნაშავეობის და მისი მიზეზების, დამნაშავის პიროვნების თვისებრივ დახასიათებას და პროფილაქტიკურ საქმიანობას;
გ)დამნაშავეობის და მისი მიზეზების, დამნაშავის პიროვნების რაოდენობრივ დახასიათებას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
დანაშაულის მსხვერპლებს ან დანაშაულისაგან დაზარალებულებს, მათ როლს დანაშაულის გენეზისში განსაზღვრავს:
ა) დანაშაულის სტატიტიკა;
ბ) კრიმინალური სტატისტიკა;
გ)გენდერული სტატიტიკა;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი.
ადმინისტრაციული სტატისტიკა აწარმოებს:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვას მათი სახეობების, მიყენებული ზარალის, ადმინისტრაციული სახდელების ხასიათის, ადმინისტრაციული იურისდიქციის ორგანოების, საქმეთა სამართალწარმოების მიხედვით;
ბ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვას მათი სახეობების, მიყენებული ზარალის, ადმინისტრაციული სახდელების ხასიათის, ადმინისტრაციული იურისდიქციის ორგანოების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიხედვით;
გ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვას მიყენებული ზარალის, ადმინისტრაციული სახდელების ხასიათის, ადმინისტრაციული იურის დიქციის ორგანოების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიხედვით;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
ჩამოთვლილი დაჯგუფებიდან სტრუქტურულია:
ა)დაჯგუფება, რომელიც ახასიათებს მსჯავრდებულთა შემადგენლობას სასჯელის ვადების მიხედვით;
ბ)დაჯგუფება, რომელიც ახასიათებს ქურდობის რიცხვის დამოკიდებულებას უმუშევრობის დონეზე;
გ)დაჯგუფება, რომელიც ახასიათებს მსჯავრდებულთა განაწილებას ასაკისა და მუშაობის სტაჟის მიხედვით;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
დამნაშავეობის კოეფიციენტი არის:
0%
0
ა)
0%
0
ბ)
0%
0
გ)
0%
0
დ)
პირთა თანასორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს აღრიცხავს:
ა)კერძო სამართლის სტატისტიკა;
ბ)ადმინისტრაციული სტატისტიკა;
გ)კერძო დავების სტატისტიკა;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
იურიდიულ სტატისტიკაში დანაშაულის კანონზომიერება ვლინდება:
ა)შინაგანი, მუდმივმომქმედი ფაქტორების გავლენით;
ა)შინაგანი, მუდმივმომქმედი ფაქტორების გავლენით;
გ)შინაგანი, შემთხვევითი და დროებით მომქმედი ფაქტორების გავლენით;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
ანგარიშგება არის:
ა) სტატისტიკური დაკვირვების მეთოდი;
ბ)სტატისტიკური დაკვირვების სუბიექტი;
გ) სტატისტიკური დაკვირვების ფორმა;
დ)არასრული დაკვირვების სახე
იურიდიულ სტატისტიკაში დანაშაულის კანონზომიერება ვლინდება:
ა)დაკვირვების მცირე რიცხვის პირობებში;
ბ)დაკვირვების საკმარისად დიდი რიცხვის პირობებში;
გ) დაკვირვების რიცხვს არ აქვს მნიშვნელობა;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
თუ 2021 წელს საქართველში ყოველ 100 მოძალადე ქალზე მოდიოდა 1200 მოძალადე კაცი, მაშინ ეს შეფარდებითი სიდიდე არის:
ა)კოორდინაციის;
ბ)გეგმის შესრულების
გ)ინტენსივობის;
დ)სტრუქტურის.
საქართველოს საქალაქო სასამართლოს მონაცემებით 2020 წელს 2019 წელთან შედარებით სისხლის სამართლის დანაშაული ქვეყანაში 3%–ით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით – 10%–ით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. შეფარდებითი სიდიდის რომელ სახეს მიეკუთვნება და რომელი წესის მიხედვითაა გაანგარიშებული ეს მაჩვენებელი:
ა) დინამიკის – სამომეტო წესით;
ბ) დინამიკის – საბაზისო წესით;
გ)დინამიკის – ინტერვალური წესით;
დ)დინამიკის – ჯაჭვური წესით.
მოცემული ფორმულით გაიანგარიშება:
ა)ინტერვალური ვარიაციული მწკრივის მოდა;
ბ)დისკრეტული ვარიაციული მწკრივის მოდა;
გ)სამომენტო ვარიაციული მწკრივის მოდა;
დ)არცერთი მათგანი.
ტიპოლოგიური დაჯგუფება ითვალისწინებს:
ა)შესასწავლი ერთობლიობიდან ერთგვაროვანი ჯგუფების გამოყოფას;
ბ)ერთტიპიური ერთობლიობის ერთეულთა განაწილებას რაიმე ნიშნით;
გ)ერთობლიობის სხვადასხვა ნიშანს შორის ურთიერთდამოკიდებულების ასახვას;
დ)ერთგვაროვან ჯგუფებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ასახვას.
მოცემული ფორმულა არის:
ა)დისპერსია;
ბ)საშუალო კვადრატული გადახრა;
გ)ჯგუფთაშორისი დისპერსია;
დ)არცერთი.
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყაჩაღობის მუხლით მსჯავრდებულების განაჩენით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადიდან მსჯავრდებულების წლების გადახრის აბსოლუტური სიდიდეების საშუალო არითმეტიკული არის:
ა)საშუალო კვადრატული გადახრა;
ბ)დისპერსია;
გ)საშუალო წრფივი გადახრა;
დ)ვარიაციის დიაპაზონის საშუალო.
თუ გურიის რეგიონის მოსახლეობის რიცხვი 2021 წელს შეადგენდა 105,3 ათასს, ხოლო ქურდობის მუხლით გასამართლებული იყო 900 კაცი,მაშინ ინტენსივობის შეფარდებითი სიდიდე ყოველ 1000 კაცზე ტოლია:
ა)470, 3;
ბ)8,5;
გ)3,1;
დ)1,5.
2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 1589 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის მხარეთა მონაწილეს წარმოადგენდა 900 მამაკაცი და 659 ქალი. კოორდინაციის შეფარდებითი სიდიდე ტოლია:
ა)0,6;
ბ)1,8;
გ)1,4;
დ) 2,0.
სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებლებაში (საავადმყოფოში) დასაქმებულთა ხელფასის მაქსიმალური სიდიდე 1800 ლარია, ხოლო მინიმალური 400, ხელფასის დიაპაზონი ტოლია:
ა)400;
ბ)1800;
გ)4.5;
დ)1400.
2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემთა მიხედვით მსჯავრდებულების თავისუფლების აღკვეთის ვადის ვარიაციის კოეფიციენტმა შეადგინა 50%, დისპერსიამ 2,25, მაშინ თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადა ტოლია:
ა)3;
ბ)2;
გ)2.5;
დ)4,2.
რაოდენობრივი იურიდიული მოვლენების ყოველმხრივი თვისებრივი ანალიზი გამოიყენება:
ა)სტატისტიკური გამოკვლევის ყველა ეტაპზე;
ბ) სტატისტიკური გამოკვლევის პირველ და მეორე ეტაპზე;
გ) სტატისტიკური ანალიზის ეტაპზე;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
დროითი (დინამიკური) მწკრივის ექსტრაპოლაცია არის:
ა)მწკრივის შიგნით არსებული უცნობი დონის გაანგარიშება
ბ)მწკრივის საწყისი და ბოლო დონეების გაანგარიშება
გ)მწკრივის საწყისი და ბოლო დონეების საშუალოს გაანგარიშება
დ)მწკრივის გარეთ არსებული უცნობი დონის გაანგარიშება
მოცემული ფორმულა არის:
ა)კორელაციის წრფივი კოეფიციენტი;
ბ)შერეული კორელაციის კოეფიციენტი;
გ)პარაბოლური კორელაციის კოეფიციენტი;
დ)არცერთი
კორელაციური კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის ცვალებადობა :
ა)იწვევს საშედეგო მოვლენის ცვალებადობას ყოველთვის და ყველა პირობებში;
ბ)იწვევს საშედეგო მოვლენის ცვალებადობას ეკონომიკური განუსაზღვრელობის დროს;
გ)იწვევს საშედეგო მოვლენის ცვალებადობას დაკვირვების დიდი რიცხვის პირობებში;
დ)არცერთი პასუხი არ არის სწორი
უმუშევრობის ზრდასა (x) და დანაშაულის ზრდას (y) შორის კორელაციური ურთიერთკავშირის სიმჭიდროვის ხარისხის ანუ კორელაციის წრფივი კოეფიციენტის გასაანგარიშებლად გვაქვს (იხილეთ სურათი): კორელაციის წრფივი კოეფიციენტი შეადგენს:
ა)0,74;
ბ)0,81;
გ)0,64;
დ)0,29
მოცემულია 2014-2021 წლების მიხედვით უზენაეს სასამართლოში განხილული სააპელაციო საქმეების რაოდენობის შემდეგი მონაცემები (ათასი.): 3; 4; 5; 6; 8; 7; 8; 11. სამწევრიანი სრიალა საშუალოთი მოსწორებული დინამიკური მწკრივის მესამე დონე იქნება:
ა)8.0;
ბ)6.3;
გ)6.8;
დ)5.0
გააკეთეთ ადმინისტრაციულ საქმეთა რაოდენობის პროგნოზი 2025 წლისათვის საშუალო აბსოლუტური მატების საფუძველზე. თუ მოცემული გვაქს დარეგისტრირებულ საქმეთა შემდეგი მონაცემები (ათასი)
ა)7
ბ)9
გ)12
დ)11.3
გამოთვალეთ ადმინისტრაციულ საქმეთა რაოდენობის საშუალო აბსოლუტური მატება, თუ მოცემული გვაქს დარეგისტრირებულ საქმეთა შემდეგი მონაცემები (ათასი)
ა)0,83;
ბ)0,71
გ)0,28;
დ)0,35
მოცემულია, რომ 2015 წლის პირველ იანვარს საქართველოში დაფიქსირდა 4 ათასი ავტოსაგზაო შეთხვევა , 2016 წლის პირველი იანვრისათვის მისი რიცხვი გახდა 4,2 ათასი, 2017 წლის პირველ იანვარს მათი რიცხვი იყო უკვე 5 ათასი, 2018 წლის პირველი იანვრისათვის 5,2 ათასი., 2019 წლის პირველ იანვარს კი 5,5 ათასი. 2015-2019 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების საშუალო რიცხვი ტოლია:
ა)5,2(გაიანგარიშება საშუალო არითმეტიკულით);
ბ)5,0 (გაიანგარიშება საშუალო ქრონოლოგიურით);
გ)4,8 (გაიანგარიშება საშუალო ქრონოლოგიურით)
დ)4,8(გაიანგარიშება საშუალო არითმეტიკულით).
ამოცანა - მოცემული გვაქს განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულთა სასჯელის ვადის შემდეგი მონაცემები (წელი) 2019 წელს ჯაჭვური მეთოდით გაანგარიშებული ზრდის ტემპი ტოლია:
ა)150%
ბ)200%;
გ)50%
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
მოცანა - მოცემული გვაქს განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულთა სასჯელის ვადის შემდეგი მონაცემები (წელი) საშუალო წლიური ზრდის ტემპი იქნება:
ა)150%
ბ)200%;
გ)100.9%
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
საბაზისო მეთოდით ზრდის ტემპი გამოითვლება:
0%
0
ა)
0%
0
ბ)
0%
0
გ)
0%
0
დ)
ჯაჭვური მეთოდით ზრდის ტემპი გამოითვლება:
0%
0
ა)
0%
0
ბ)
0%
0
გ)
0%
0
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
მსჯავრდებლების ვადის ძირითადი ტენდენციის გამოსავლენად იყენებენ:
ა)სეზონურობის ინდექსებს
ბ)ქრონოლოგიურ საშუალოებს;
გ)ზრდის საშუალო ტემპის კოეფიციენტს
დ)არცერთს
მატების 1%-ის აბსოლუტური მნიშვნელობა მიიღება:
ა)აბსოლუტური მატების გამრავლებით მატების ტემპის შებრუნებულ სიდიდეზე;
ბ)აბსოლუტური მატების შეფარდებით მატების ტემპთან;
გ)მატების ტემპის შეფარდებით აბსოლუტურ მატებასთან;
დ)აბსოლუტური მატების შეფარდებით ზრდის ტემპთან.
მოცემული ფორმულა არის:
ა)ქრონოლოგიური საშუალო;
ბ)ჰარმონიული საშუალო;
გ)სრიალა საშუალო;
დ)არცერთი
საქმის წინასწარი ძიების პროცესში არგუმენტირებული მტკიცებულების შემცირება იწვევს დანაშაულის მუხლის მიხედვით სასჯელის ვადის გადიდებას. კორელაციური კავშირის სახეობაა:
ა)პირდაპირი კავშირი;
ბ)ირიბი კავშირი;
გ)უკუკავშირი;
დ)სტაციონაური.
მოცემული ფორმულა არის
ა)ჰარმონიული საშუალო;
ბ)ქრონოლოგიური საშუალო;
გ)სრიალა საშუალო;
დ)არცერთი მათგანი.
0
{"name":"იურიდიული სტატისტიკა II ვარიანტი", "url":"https://www.quiz-maker.com/QBD88J4YA","txt":"სისხლის სამართლის სტატისტიკაში დაკვირვების ერთეული შეიძლება იყოს:, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სტატისტიკა არის:, იურიდიული სტატისტიკის კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/CDN/85-4073383/ds.png?sz=1200"}
Powered by: Quiz Maker