კოლის თვითმმართველობა და საჯარო სკოლის წესდება
{"name":"კოლის თვითმმართველობა და საჯარო სკოლის წესდება", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"თქვენი სახელი და გვარი, თქვენ წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ მეორე თემის ციფრული ვერსია „თანამშრომლობა. პარტნიორთა შერჩევის პრინციპები. თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს“.მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო გვარამაძე და ნინო მიწიშვილი. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ნინო გვარამაძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (ამონარიდი) თავი VII ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო მუხლი 37. სამეურვეო საბჭო 1.სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. (16.07.2010. N3442) სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არაუმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. (19.03.2008. N5951) 51. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. (11.07.2009. N1385) ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში. მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები სამეურვეო საბჭო: ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას; (4.05.2010 N3068) ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო; (4.05.2010 N3068) გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს; დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლოსასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე; (25.11.2011 N5349) ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს; თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულპირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება (06.08.2013.N 918) კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით; მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო „ვ“ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას. (4.05.2010 N3068) თავი X ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა მუხლი 47. მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე. მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები მოსწავლეთა თვითმმართველობა: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ; ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით; გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში; დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში; ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს. საჯარო სკოლების წესდება (ამონარიდი) მუხლი 4. სამეურვეო საბჭო სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან. 4.სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი - მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26 -ე მუხლის პირველი პუნქტის ”ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე,რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში. მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები სამეურვეო საბჭო: ა) ზოგადი განათლების შესახებ “ საქართელოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს; დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე; “ ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას; ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს; ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს; თ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ი ) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება; კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით; მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს. ამ მუხლის პირველი პუნქტის `ა“, `ბ“, `გ“, `დ“, `კ“ და `მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო `ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით. მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევნ საკუთარ თვითმმართველობებს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით: ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში; ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე; გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს, მომდევნო სასწავლო წელს სამეურვეო საბჭოს მიერ მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე; დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს; ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს; ვ) სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე თითოეულზე კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი; ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი - სკოლის დირექტორთან. თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში. მოსწავლეთა თვითმმართველობა: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ; ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარვასთან დაკავშირებით; გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს; დ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე\/ დასრულებისთანავე.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
Animal Trivia!
10529
Quiz 2.1: Exceptions
10512
Robot 2
100
Тест: выберите карту и узнайте ваш личный прогноз таролога на июнь
100
Discover Your Strengths - HR Canada Quiz
8430
The manifest destiny and conflict in western migration
320
What Inside Out Character Are You?
63101
Which Nil Kid are Ya?
1360
210
What Dream SMP nation do you belong in?
105116
Shishu Bharati - Weekly Quiz -1
210
Kuroko No Basuke Quiz
520