ოსო პულმო(ლია ტრაპაიძის)
ამოთვლილთაგან რომელი დაავადების დროს იზრდება ფილტვის ნარჩენი მოცულობა?
A. ბაქტერიული პნევმონია
B. კრიპტოგენული მაორგანიზებელი პნევმონია
C. ემფიზემა
D. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი
E. სიმსუქნე
რა შემთხვევაშია ობსტრუქცია მძიმე?
A. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი >70
B. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი 60-69-ია
C. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი 50-59-ია
D. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი <50
ომელი სიმპტომი არ არის სპეციფიური სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის?
A. ოფლიანობა
ოშინი
C. ჰემოპტიზი
D. ხველა
ა შემთხვევაშია ობსტრუქცია საშუალო სიმძიმის?
A. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი >70
B. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი 60-69-ია
C. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი 50-59-ია
D. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი <50
ომელი მტკიცებულებაა სწორი?
) ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დროს FEV1 მომატებულია
) ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დროს FEV1/FVC დაქვეითებულია
) ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დროს TLC დაქვეითებულია
) ფილტვის რესტრიქციული დაავადებების დროს FEV1/FVC დაქვეითებულია
ამოთვლილთაგან რომელია ფილტვის ობსტრუქციული დაავადება?
A. ასთმა
B. COPD
C. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
D. ბრონქოექტაზია
ა იწვევს მწვავე ქოშინს?
A. ასთმა
B. პნევმოცისტური პნევმონია
C. პლევრის გამონაჟონი
D. მიკობაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია
ა არ იწვევს ქვემწვავე ქოშინს?
A. მიკობაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია
B. პლევრის გამონაჟონი
C. პნევმოთორაქსი
D. მიასთენია
ომელი პათოლოგიების დროს გვხვდება ჩეინ-სტოქსის სუნთქვა?
A. ძილის აპნოეს და მწვავე ინტოქსიკაციების დროს
B. პნევმონიის დროს
C. ასთმის დროს
D. ფილტვის ემბოლიის დროს
ლევრული გამონაჟონის დროს დაზიანებულ მხარეს სუნთქვა:
A. გაძლიერებულია
B. ვეზიკულურია
C. შესუსტებულია
D. ბრონქულია
ას ეწოდება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა (VC)?
A. ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ფილტვებში არსებული ჰაერის მაქსიმალურ რაოდენობას
B. ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალურ რაოდენობას
C. გაძლიერებული ამოსუნთქვის შემდეგ ფილტვებში დარჩენილი ჰაერის რაოდენობას
D. გაძლიერებული ჩასუნთქვის შემდეგ ფილტვებში არსებული ჰაერის რაოდენობას
ომელი სიმპტომი არ არის სპეციფიური სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის?
იხინი
ტვენა
ხელება
D. ტკივილი გულმკერდის არეში
ა არ არის ფილტვის რესტრიქციული დაავადება?
A.ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი
B. აზბესტოზი
C. სარკოიდოზი
D. COPD
ამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ზუსტი?
A. კაპტოპრილით გამოწვეული ხველა შეიძლება გაქრეს ენალაპრილზე გადასვლისას.
B. ქრონიკული ხველის პირველადი მკურნალობა უნდა მოიცავდეს კოდეინს ან მსგავს ოპიატის წარმოებულს ხველის ჩასახშობად.
C. რეფლუქსით გამოწვეული ხველა შეიძლება ეფექტურად გამოირიცხოს გულძმარვის ან დისპეფსიის უარყოფითი ანამნეზით.
D. ქრონიკული ხველის გამოწვევაზე მოცემულ პაციენტში ხშირად ერთზე მეტი მდგომარეობაა პასუხისმგებელი.
ა შემთხვევაშია ობსტრუქცია მსუბუქი?
A. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი >70
B. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი 60-69-ია
C. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი 50-59-ია
D. თუ FEV1 -ის მაჩვენებელი <50
ომელ დაავადებებთან ტარდება პნევმონიის დიფერენციალური დიაგნოზი?
A. სიმსივნესთან
B. ემბოლიასთან
C. შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან
D. ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან
ომელი რესპირატორული დაავადება შეგვიძლია ვივარაუდოთ მოცემული რენტგენოლოგიური სურათით?
ლევრიტი
B. პნევმონია
სთმა
D. ფილტვის ტუბერკულოზი
CAP პნევმონიის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული?
A. ბაქტერიული პნევმონია ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება
B. Streptococcus pneumonia- ზე Haemophilusinfluenza-ზე ანთებითი პასუხი ხშირად წარმოქმნის წილოვან კონსოლიდაციას და ქსოვილის ნეკროზს
C. იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მაკროლიდები, დოქსიციკლინი და რესპირატორული ფტორქინოლონები წარმოადგენს თერაპიისთვის გონივრულარჩევანს
D. HAP პნევმონიის მქონე პაციენტებისთვის, მაკროლიდებით,ვანკომიცინით, ან დოქსიციკლინით მონოთერაპია საკმარისი
34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი სუნთქვის გაძნელების გამო. პაციენტს აღენიშნება ხველა, მიალგია, თავის ტკივილი და გულისრევა. ტემპერატურა 39.0 ° C; პულსი 120 / წთ; არტერიული წნევა 124/78 მმ Hg; სუნთქვის სიხშირე 24 / წთ. აუსკულტაციით ორივე მხარეს ბაზალურად მშრალი მსტვინავი ხიხინი. ლაბორატორიული მონაცემები: გამოხატული ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. პაციენტი საავადმყოფოში მოყვანილი იქნა CAP პნევმონიის სამკურნალოდ. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია საუკეთესო ანტიბიოტიკული რეჟიმი ამ პაციენტისთვის?
ენიცილინი
ლინდამიცინი
ენტამიცინი
D. აზითრომიცინი ან ლევოფლოქსაცინი
რა იწვევს პნევმონიას?
A. სისხლის კოაგულაციის დარღვევა
B. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
C. მიკრობული პათოგენების გამრავლება ალვეოლების დონეზე და ორგანიზმის პასუხი ამ პათოგენებზე
D. გენური მუტაციები
34 წლის ქალს ბოლო კვირის განმავლობაში აწუხებს ხველა ნახველით, სისუსტე და თავის ტკივილი. დაავადების დაწყებას უკავშირებს გაციებას. ეწევა დღეში ორ კოლოფ სიგარეტს. ფიზიკური გამოკვლევით პულსი =125’ და სუნთქვის სიხშირე =32’. ჟანგბადის სატურაცია =94% ოთახის ჰაერზე. სუნთქვისას იყენებს დანხმარე კუნთებს. აუსკულტაციით დიფუზური ექსპირაციული ხიხინი ბრონქოფონიის ან ეგოფონიის გარეშე. ჩამოთვლილთაგან რომელი მაჩვენებელია ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ასოცირებული პნევმონიის დასადგენად?
A. სისხლში ლეიკოციტების (WBC) მომატებული რაოდენობა
B. ბრონქული სუნთქვა
C. ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C რეაქტიული ცილა
D. ინფილტრაცია გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე
42 წლის მამაკაცმა, რომლის სამედიცინო ისტორია უცნობია, მოგვმართა ჩივილებით სუნთქვის გაძნელებაზე. თავს ავად გრძნობს 1 კვირაა. აწუხებს მადის დაქვეითება და ხველა მცირე რაოდენობით ნახველით. ასევე აცხადებს, რომ ღამით გრძნობს სითბოს.ძირითადად იმყოფება მწოლიარე მდგომარეობაში. ფიზიკური გამოკვლევის მონაცემები უმნიშვნელოა, გარდა იმისა, რომ პაციენტი თავის ასაკთან შედარებით უფრო ხნიერად გამოიყურება. აუსკულტაციით მარცხნივ მწვერვალში მოისმინება შესუსტებული სუნთქვა. გულმკერდის რენტგენოგრაფიით აღინიშნება ინფილტრატები როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მწვერვალზე; ღრუები არ ისახება.აღინიშნება იფსილატერალური ჰილარული ადენოპათია. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ამ პაციენტის გულმკერდის რენტგენოგრაფიასთან დაკავშირებით?
A. გამორიცხულია პნევმოკოკური და სხვა ბაქტერიული პნევმონიები, ინფილტრატების მულტიფოკალური შესახედაობის გამო
B. კლინიკური პრეზენტაციის გათვალისწინებით, სავარაუდოა ფილტვის ტუბერკულოზის რეაქტივაცია, თუმცა ღრუების არარსებობა ზ/ა დიაგნოზს გამორიცხავს
C. პაციენტის ჩივილების, ფიზიკური გასინჯვის და გულმკერდის რენტგენოგრაფიის მონაცემების გათვალისწინებით, დიფერენციალური დიაგნოზი უნდა მოიცავდეს ბაქტერიულ პნევმონიას, ტუბერკულოზის რეაქტივაციას, ფილტვის თრომბოემბოლიას და სარკოიდოზს.
D. ზ/ა რენტგენოგრაფიული ცვლილებები მიუთითებს ავთვისებიან დაავადებაზე, ეს პროცესი რა თქმა უნდა მეტასტაზურია და არ არის წარმოქმნილი ფილტვის პარენქიმაში
ას შეესაბამება ასო C CURB 65 კრიტერიუმებში?
A. ცნობიერების შეცვლას
B. შარდოვანას მომატებას
C. ტაქიპნოეს
D. ჰიპოტონიას
ას შეესაბამება ასო U CURB 65 კ რიტერიუმებში?
A. ცნობიერების შეცვლას
B. შარდოვანას მომატებას
C. ტაქიპნოეს
D. ჰიპოტონიას
CURB 65 კრიტერიუმის რა მნიშვნელობის დროს შეიძლება პაციენტის ბინაზე მკურნალობა?
A. 0
B. 2
3
4
ამდენ დღეში უნდა შეფასდნენ პნევმონიის მკურნალობაზე დუნე პასუხის მქონე პაციენტები?
A. 7 დღეში
B. 3 დღეში
5 დღეში
10 დღეში
სთმის დიაგნოზის მქონე ახალგაზრდა ქალს თითქმის ყოველდღიურად აქვს ასთმის სიმპტომები. თუმცა სიმპტომები აღმოცენდება სხვადასხვა პერიოდში, უფრო ხშირად აწუხებს ღამით. ამჟამად მისი სამკურნალო რეჟიმი მოიცავს მხოლოდ მოკლე მოქმედების ინჰალაციულ ბეტა-ადრენერგულ აგონისტს. პაციენტი აპირებს დაორსულებას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია საუკეთესო დანიშნულება ამ პაციენტისათვის?
A. პაციენტის სამკურნალო რეჟიმს უნდა დაემატოს ხანგრძლივი მოქმედების შერჩევითი ბეტა 2-ადრენერგული აგონისტი
B. პაციენტის სამკურნალო რეჟიმს უნდა დაემატოს დაბალი დოზით ორალური სტეროიდი
C. პაციენტის სამკურნალო რეჟიმს უნდა დაემატოს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი
D.პაციენტის სამკურნალო რეჟიმს უნდა დაემატოს თეოფილინი.
E. პაციენტის სამკურნალო რეჟიმს უნდა დაემატოს იპრატროპიუმის ბრომიდი
ა უნდა ჩატარდეს: ასთმის დიაგნოსტიკისათვის?
A. პოლისომნოგრაფია
B. კომპიუტერული ანგიოგრაფია
პირომეტრია
D. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა
ით ხასიათდება ასთმა?
A. სასუნთქი გზების წყვეტილი და შექცევადი ობსტრუქციით
B. ფილტვში ჩირქოვანი ღრუს წარმოქმნით
C. შეუქცევადი ობსტრუქციით
ესტრიქციით
ომელი დაავადებები უნდა გამოირიცხოს ასთმის დიფერენციალური დიაგნოზის დროს?
A. სისტემური ვასკულიტი
B. ეოზინოფილური პნევმონია
C. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
D. სიმსივნე
ადგენილი ასთმის მქონე პაციენტი მკურნალობს საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით და ხანმოკლე მოქმედების β2-აგონისტებით. ბოლო 2 კვირის განმავლობაში პაციენტს დაეწყო ხველა, განსაკუთრებით ღამით, და ხანგამოშვებით აღენიშნება სტვენა. ზ/ა ეპიზოდი მეორდება კვირაში 3-4-ჯერ. ფილტვის ფუნქციური სინჯები წარსულში შეესაბამებოდა მსუბუქ ობსტრუქციას. ჩამოთვლილიდან რომელია საუკეთესო შემდეგი ნაბიჯი?
A. ხანგრძლივი მოქმედების β2- აგონისტები
B. თეოფილინი
C. ანტირეფლუქს თერაპია
E. ლეიკოტრინის ინჰიბიტორები
ა არ არის გამოსადეგი ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის (ABPA) დიაგნოსტიკისთვის?
. ასთმის ანამნეზი
. გულმკერდის რენტგენი ან მაღალი რეზოლუციის CT
. კანის ტესტი ასპერგილას ანტიგენით
. მოწევის ანამნეზი
ა არ არის გამოსადეგი ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის (ABPA) დიაგნოსტიკისთვის?
. ასპერგილას პრეციპიტატები სისხლში
. დადებითი ნახველის კულტურა ასპერგილას სახეობებზე (ან, იშვიათად, სხვა სოკოებზე)
. IgE დონე
. სისხლში ეოზინოფილების რაოდენობა
. სისხლში ერითროციტების რაოდენობა
ა არ არის ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის (ABPA) ძირითადი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი?
. ასთმა ან ცისტური ფიბროზი
. მომატებული ასპერგილასთვის სპეციფიკური IgE ან დადებითი ასპერგილას კანის ტესტი
. შ ატის მომატებული IgE (> 1000 ნგ/მლ ან > 417 სე/მლ)
. ნახველის და ბრონქოსკოპიული ლავაჟის კულტურები ასპერგილაზე
ა არის ბაგასოზის წყარო?
. დაობებული შაქრის ლერწამი
. დაობებული ყველი
. ყავის მარცვლები
. კომპოსტი
ა იწვევს ფერმერის ფილტვს?
. ტოქსიური ორთქლის შესუნთქვა
. სოკოები,განსაკუთრებით Aspergillus , და თერმოფილური აქტინომიცეტები
. ავის მარცვლების მტვერი
. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან
ომელი გამოკვლევა ითვლება სტანდარტად ჰიპერმგრძნობელობის პნევმონიტის დროს პარენქიმული ცვლილებების შესაფასებლად?
. გულმკერდის რენტგენოგრაფია
. მაღალი რეზოლუციის CT (HRCT)
. ბრონქოსკოპია
. ფილტვის ფუნქციური სინჯები
ა არის ყველაზე ტიპიური HRCT აღმოჩენა ჰიპერმგრძნობელობის პნევმონიტის დროს?
. უხვი, გაურკვეველი ცენტრილობულური მიკროკვანძების არსებობა
. ტრანზიტორული (გარდამავალი) ინფილტრატების არსებობა
. ღრუების არსებობა ზედა წილებში
. პლევრული გამონაჟონის არსებობა
45 წლის რძის ფერმერი აცხადებს, რომ ყოველ დილით ბოსელში შესვლისთანავე ეწყება ხველა. ეს სიმპტომები წყდება ყოველ საღამოს სახლში დაბრუნების შემდეგ. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი ამ პაციენტისთვის?
A. მწვავე ჰიპერმგრძნობელობის პნევმონიტი
B. მწვავე ინტერსტიციული პნევმონია
C. ალერგენით გამოწვეული ბრონქოსპაზმი
D. ლიმფოციტური ინტერსტიციული პნევმონია
E. ეოზინოფილური გრანულომა
30 წლის მამაკაცს აწუხებს ხველა ნახველით, ხანგამოშვებით სისხლიანი ხველა. ქოშინს, ცხელებას ან ტკივილს გულმკერდში არ აღნიშნავს. მისი ანამნეზი მნიშვნელოვანია მორეციდივე პნევმონიებისა და ქრონიკული ხველის მხრივ, სუნიანი ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. ნახველს გამოჰყოფს მეტად დაწოლის დროს და დილით. ფიზიკური გასინჯვისას აღინიშნება თითების „ქლაბინგი“.ფილტვებში ორივე მხარეს ბაზალურად მოისმინება სველი ინსპირაციული ხიხინი. გულმკერდის CT სკანირებით ვლინდება სასუნთქი გზების გაფართოება, ბრონქების კედლის გასქელება და ბეჭდისებური ჩრდილები, მეტად ზემო წილებში. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
A. ბრონქოექტაზია
B. ქრონიკული ბრონქიტი
C. ფილტვის სიმსივნე
D. ემფიზემა
ასუნთქი სისტემის რომელ დაავადებაზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი ზ/ა რენტგენოგრამის საფუძველზე?
) პლევრიტი
ნევმონია
) ფილტვის აბსცესი
) ფილტვის ტუბერკულოზი
ომელი მტკიცებულებაა სწორი?
A. ბრონქოექტაზიით დაავადებულ პაციენტებს აქვთ მშრალი ხველა წყვეტილი მწვავე გამწვავებით, ჩვეულებრივ 1-ჯერ წელიწადში
B. ბრონქოექტაზიით დაავადებულ პაციენტებს აქვთ ქრონიკული პროდუქტიული ხველა წყვეტილი მწვავე გამწვავებით, ჩვეულებრივ 2 –3 – ჯერ წელიწადში
C. ბრონქოექტაზიით დაავადებულთათვის ხველა დამახასიათებელი არ არის
D. ბრონქოექტაზიით დაავადებულთათვის გამწვავება დამახასიათებელი არ არის
66 წლის მამაკაცს აწუხებს დაბალი ცხელება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტი არის ალკოჰოლოს ჭარბი მომხმარებელი, ფიზიკური შემოწმებისას მისი ტემპერატურაა 38.5 ° C, არტერიული წნევა 128/76 მმ Hg, პულსი 100’ და სუნთქვა 18’. გულის ტონები ნორმალურია, ფილტვებში მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად მარცხნივ ქვემო წილში აღინიშნება ინფილტრაცია და ჰაერით სავსე ღრუ, რომელიც შეესაბამება ფილტვის აბსცესს. რომელია ყველაზე შესაფერისი ანტიბიოტიკოთერაპია?
A. პენიცილინი
B. ამიკაცინი
C. ცეფტრიაქსონი
D. კლინდამიცინი
48 წლის მამაკაცს აწუხებს მუდმივი ხველა, ლორწოვანი ჩირქოვანი ნახველი და პერიოდულად შემცივნება. მას მკურნალობდნენ ანტიბიოტიკების რამდენიმე კურსით, სიმპტომების ალაგების გარეშე. გასინჯვისას მას აქვს შესუსტებული სუნთქვა მარჯვენა ფილტვის ბაზალურ არეში. მის ნახველს უსიამოვნო სუნი აქვს. გულმკერდის მაღალი გარჩევადობის CT სკანირება ავლენს ბეჭდისებურ ჩრდილებს. ჩამოთვლილთაგან რომელია ამ პაციენტის მდგომარეობის ყველაზე საშიში გართულება?
ნევმონია
ნევმოთორაქსი
C. სუნთქვის უკმარისობა
D. ფილტვის ემბოლია
E. ჰემოპტიზი
სახლკარო 56 წლის მამაკაცს აღენიშნება პროგრესული სიცხე და გულმკერდის არეში ტკივილი. ბოლო 3 კვირის განმავლობაში აღენიშნებოდა ანორექსია, დაღლილობა და ხველა დიდი რაოდენობით ჩირქოვანი ნახველით, ზოგჯერ ჰემოპტიზი. ანამნეზში აქვს სიგარეტის მოწევის 60-წლიანი ისტორია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ზოგჯერ საინექციო ნარკოტიკების გამოყენება და C ჰეპატიტი. ფიზიკური გასინჯვისას, პაციენტი კახექსიურია, ტემპერატურა38.5 ° C. ციანოზი, ქლაბინგი ან პერიფერიული შეშუპება გამოხატული არ არის. აღენიშნება სერიოზული პაროდონტოზი. მარჯვენა ფილტვის ზედა ველში პერკუსიით აღინიშნება მოყრუება, აუსკულტაციით მშრალი ხიხინი. გულმკერდის CT გვიჩვენებს მარჯვენა ფილტვის ზემო წილში არსებულ ღრუს სითხის ჰორიზონტალური დონით. ნახველი ყავისფერი და სუნიანია. ნახველის გრამის წესით შეღებვისას ნანახი იქნა პოლიმორფონუკლეარული ლეიკოციტები; გრამდადებითი კოკები. გვხვდება აგრეთვე გრამდადებითი ჩხირები, გრამუარყოფითი კოკები და გრამუარყოფითი ჩხირები. ნახველის კულტურალური გამოკვლევისას გაიზარდა შერეული ორალური ფლორა.
ამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი ამ პაციენტისთვის?
უბერკულოზი
B. პირველადი ანაერობული ფილტვების აბსცესი
C. ფილტვის ბრტყელუჯერიანი კიბო კავიტაციით და პოსტ-ობსტრუქციული პნევმონია
D. სეპტიური ფილტვის ემბოლია
E. ვეგენერის გრანულომატოზი
64 წლის მამაკაცს აწუხებს დაბალი ცხელება რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაციენტი არის ალკოჰოლოს ჭარბი მომხმარებელი, ფიზიკური შემოწმებისას მისი ტემპერატურაა 38.5 ° C, არტერიული წნევა 128/76 მმ Hg, პულსი 100’ და სუნთქვა 20’. გულის ტონები ნორმალურია, ფილტვებში მარცხნივ ქვემო ველში მოისმინება სველი ხიხინი. რენტგენოლოგიურად მარცხნივ ქვემო წილში აღინიშნება ინფილტრაცია და ჰაერით სავსე ღრუ, რომელია ყველაზე
A. მწვავე ბრონქიტი
B. ტუბერკულოზი
C. სარკოიდოზი
D. ფილტვის აბსცესი
აასახელეთ მიკროორგანიზმი, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს ფილტვი აბსცესსს:
A. ანაერობული ბაქტერიები
B. გრამდადებითი ბაქტერია
C. გრამუარყოფითი ბაქტერიები
D. სოკოვანი ინფექციები
ა მდგომარეობა არ იწვევს ფილტვების მეორად აბსცესს?
A. ინფექციის გავრცელება ფილტვგარეთა კერიდან
B. ბრონქოექტაზია
C. პაციენტის იმუნოკომპრომისული მდგომარეობა
D. გულის უკმარისობა
ველაზე ხშირად, ფილტვების აბსცესი:
A. წარმოადგენს ასპირაციული პნევმონიის გართულებას, გამოწვეულს პირის ღრუს ანაერობებით
B. არ ისახება გულმკერდის რენტგენოგრამაზე
C. მოულოდნელად აღმოჩნდება „ჯანმრთელ“ პაციენტებში
D. ვითარდება მწვავე ბრონქიტის შემდეგ
ომელი დებულებაა არასწორი ფილტვის აბსცესის დიაგნოზის შესახებ?
A. დიაგნოზი დგინდება გულმკერდის რენტგენოგრაფიით
B. გულმკერდის რენტგენოგრაფია აჩვენებს ჰაერ- სითხის დონეს
C. ბრონქოსკოპია აუცილებელია ფილტვის აბსცესის დიაგნოზის დასასმელად
D. ფილტვების თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტთან ფილტვის აბსცესის დიაგნოზირებისას ყველაზე ეფექტურია CT კვლევა
45 წლის ქალს აწუხება ხველა მოყვითალო ან მწვანე სქელი ნახველით, რომელიც ოცი წლის ასაკში დაეწყო. ჩატარებული აქვს ანტიბიოტიკებით მკურნალობის მრავალი კურსი, რაც სიმპტომების ხანმოკლე გაუმჯობესებას იწვევს. ფიზიკური გამოკვლევა: ჟანგბადის სატურაცია = 92% ოთახის ჰაერზე. მოსმენით ორივე ფილტვის ზემო წილებში დიფუზიური ექსპირაციული მშრალი ხიხინი. გამოხატულია მსუბუქი ქლაბინგი. ფიზიკური გამოკვლევის სხვა მონაცემები ნორმალურია. ფილტვის ფუნქციის ტესტირება ავლენს ობსტრუქციას. ნახველის კულტურალური კვლევით ამოითესა Pseudomonas aeruginosa და Staphylococcus aureus. გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე აღინიშნება ფიბროზი და ფიჭოვანება ორმხრივ ზედა წილებში. ქვემოთჩამოთვლილი ტესტებიდან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ძირითადი დაავადების დიაგნოზირებისთვის?
A. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
B. ბრონქოსკოპია ტრანსბრონქული ბიოფსიით
C. ოფლის ქლორიდის ტესტირება
D. სისხლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) ∆F508 მუტაციისთვის
E. ნახველის ციტოლოგია
23 წლის კოლეჯის არამწეველ სტუდენტს აქვს პროდუქტიული ხველა, რომელიც არ გაუმჯობესდა ანტიბიოტიკების სამი კურსის შემდეგ. ხანგამოშვებით აღენიშნება სტვენა დასუნთქვის გაძნელება, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში გაუარესდა. ცხელება არა აქვს. პაციენტი აღნიშნავს, რომ მას ბავშვობიდან ჰქონდა სხვადასხვა მორეციდივე რესპირატორული ინფექციები. რენტგენოლოგიურად ორივე მხარეს ისახება დიფუზური ფიბროზი, კისტოზური წარმონაქმნებით, უპირატესად ზედა წილებში, და ჰიპერინფლაცია. შემდგომი ტესტირებით გამოვლინდ აგადახრები ოფლის ქლორიდის ტესტში. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი ამ პაციენტისთვის?
A. ცისტური ფიბროზი
B. მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი
C. ასთმა
D. α1-ანტიტრიპსინის დეფიციტი
ომელია ცისტური ფიბროზის დიაგნოსტიკური ტესტი?
A. CFTR მუტაციის ანალიზი
B. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
C. ოფლის ტესტები
D. ცხვირის PD (Potential Difference)- ის გაზომვა
35 წლის მამაკაცს აწუხებს სუნთქვის უკმა ისობა. ფილტვების ან გულის დაავადებას ანამნეზში ა აღნიშნავს. ბოლო 10 წლის განმავლობაში დღეში ეწევა ნახევა კოლოფ სიგა ეტს. ფიზიკუ ი გასინჯვით გულის ტონები ნო მალუ ია, ფილტვებში ხიხინი ა მოისმინება. გულმკე დის ენტგენოგ ამაზე აღინიშნება გამვი ვალობის მომატება (ჰიპე ინფლაცია). გულმკე დის CT კვლევით ქვემო წილში აღინიშნება ბულა და ემფიზემატოზუ ი ცვლილებები, სპი ომეტ იით FEV1 / FVC <70%. მსგავსი და ღვევები აღენიშნებათ პაციენტის ოჯახის წევ ებსაც. ჩამოთვლილთაგან ომელია ყველაზე სავა აუდო დიაგნოზი?
A. ალფა 1-ანტიტრიფსინის დეფიციტი
B. ბეტა-გლიკოზიდაზას დეფიციტი
C. გლუკოზა-6-ფოსფატაზას დეფიციტი
D. ზრდის ჰორმონის უკმარისობა
67 წლის ქალს აწუხებს სუნთქვის გაძნელება. ანამნეზში გულის ან ფილტვის დაავადებებს არ აღნიშნავს. გულის და ფილტვის ფიზიკური გამოკვლევების მონაცემები ნორმალურია. მისი რენტგენოგრამა, ეკგ და სისხლის საერთო ანალიზი ასევე ნორმალურია. სპირომეტრიით აღინიშნება FEV1 / FVC შემცირება, და შეუქცევადობა ინჰალაციური სალბუტამოლის მიღებისას. ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდოდ დიაგნოზი?
A. COPD
B. მაანკილოზებელი სპონდილიტი
C. პიკვიკის სინდრომი
D. წილოვანი პნევმონია
მფიზემით დაავადებული 67 წლის მამაკაცი აღნიშნავს ქოშინის გაძლიერებას და ხველას ყვითელი ფერის ნახველით. ფილტვის ფუნქციის ტესტირებისას, მისი FEVარის 45%. არტერიული სისხლის გაზების გაზომვები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა. PaO2 მნიშვნელობა იყო 53 mm Hg და ნახშირორჟანდის წნევა (PCO2) ოთახის ჰაერზე ნორმალური იყო. მოწევის შეწყვეტასთან ერთად, მკურნალობის რომელი ტაქტიკა იძლევა პავიენტის სიცოცხლის გახანგრძლივების უკეთეს საშუალებას?
A. ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენება
B. კორტიკოსტეროიდების გამოყენება
C. ჟანგბადის თერაპია ბინაზე
D. ოპერაცია ფილტვების მოცულობის შემცირების მიზნით
E. ბრონქოდილატორის გამოყენება
72 წლის მამაკაცს, COPD– ით, განუვითარდა მწვავე ქოშინი და მოთავსდა სტაციონარში გასინჯვისას არტერიული წნევა = 120/90 მმ Hg, პულსი 100 / წთ, ჟანგბადის სატურაცია 85% ოთახის ჰაერზე. გულმკერდის გამოკვლევისას მარჯვნივ პალპაციით აღინიშნება გულმკერდის ბგერითი რხევების არარსებობა, პერკუსიით - კოლოფისებური ხმიანობა, აუსკულტაციით - სუნთქვა არ ტარდება. ტრაქეა ცდომილია მარცხნივ. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
A. ასთმის მწვავე შეტევა
B. პნევმოთორაქსი
C. პლევრის დიდი გამონაჟონი
D. ატელექტაზი
60 წლის კაცი დაავადებულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (COPD). ის მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, აწუხებს გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ქოშინი. ტკივილი დაეწყო მოულოდნელად, ტკივილი ასოცირდება ქოშინთან.პაციენტს არ აწუხებს ხველა, ცხელება ან შემცივნება. პაციენტის გასინჯვის შემდეგ, თქვენ ატარებთ გულმკერდის რენტგენოგრაფიას, რომელიც გამოავლენს ცალმხრივ პნევმოთორაქს. ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური გამოკვლევის მონაცემებიდან რომელი არ შეესაბამება პნევმოთორაქსის დიაგნოზს?
A. დაზიანებულ მხარეს პერკუსიით ტიმპანიტი
B. დაზიანებულ მხარეს შესუსტებული სუნთქვა (ან სუნთქვა არ ტარდება)
C. დაზიანებულ მხარეს ჰემითორაქსის გაფართოება
D. დაზიანებულ მხარეს მომატებული ბგერითი ხმიანობა
E დაზიანებულ მხარეს ბგერების შესუსტებული გადაცემა
65 წლის მამაკაცი მიმართავს კლინიკას მძიმე ქოშინით, ხველით და ნახველის გამოყოფით. სიმპტომები თანდათან დაიწყო და ბოლო დროს უფრო შესამჩნევია. ფიზიკური დატვირთვა ამძიმებს ქოშინს. გულმკერდის დისკომფორტი ან გულის უკმარისობის სიმპტომები გამოხატული არ არის. მისი სამედიცინო ანამნეზი მნიშვნელოვანია ტიპი 2 დიაბეტის, ჰიპერტენზიისა და დისლიპიდემიის მხრივ. ფიზიკური გასინჯვისას სასიცოცხლო ნიშნები ნორმალურია, მისი ჟანგბადის სატურაცია ოთახის ჰაერზე არის 97%, ხოლო გულის გამოკვლევა ნორმალურია. აუსკულტაციისას ფილტვები სუფთაა. CXR, ECG და CBC ნორმალურია. მისი ფილტვის ფუნქციის ტესტები ნაჩვენებია ქვემოთ:DCO 60% ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
A. ემფიზემა
B. პნევმონია
C. ქრონიკული ბრონქიტი
D. მწვავე ბრონქიტი
72 წლის მამაკაცის COPD-ით აღენიშნება ქოშინი და მიმართავს კლინიკას. არტერიული წნევა არის 120/90 მმ Hg, პულსი 100/წთ, ჟანგბადის გაჯერება ოთახის ჰაერზე 85%. გულმკერდის გასინჯვისას მარჯვენა მხარეს აღინიშნება ბგერითი რხევის არარსებობა, სუნთქვის ბგერების არარსებობა, პერკუსიით - ჰიპერრეზონანსული ხმიანობა (ტიმპანიტი). ტრაქეა ცდომილია მარცხნივ.
A. ასთმური შეტევა
B. სრული პნევმოთორაქსი
C. დიდი პლევრალური გამონაჟონი
D. ატელექტაზი
E. პნევმონია
60 წლის მამაკაცმა მიმართა კლინიკას აზბესტის ზემოქმედების შესახებ კონსულტაციისთვის. ის თავს კარგად გრძნობს და არანაირი სიმპტომი არ აქვს. ეწევა დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს, სხვა მავნე ჩვევებს უარყოფს. ამჟამად პენსიაზეა, მაგრამ 30 წლის განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე და აცხადებს, რომ მუდმივად ჰქონდა შეხება აზბესტთან, ხშირად ნიღაბის ან სხვა დამცავი საშუალებების გარეშე. ფიზიკური გამოკვლევა ნორმალურია, გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე აღინიშნება პლევრის ფოლაქები, სხვა ცვლილებები არ ისახება. ფილტვის ფუნქციური ტესტები, ფილტვების მოცულობების ჩათვლით, ნორმალურია. ჩამოთვლილთაგან რა არის სწორი ამ პაციენტთან მიმართებაში?
A. პაციენტმა დაუყოვნებლივ თავი უნდა დაანებოს მოწევას, რადგან აზბესტის ზემოქმედების გამო ემფიზემის განვითარების რისკი მასთან უფრო მაღალია, ვიდრე სხვა მწეველებთან.
B. მას არა აქვს აზბესტოზი.
C. მეზოთელიომის განვითარების რისკი ამ პაციენტთან უფრო მაღალია, ვიდრე აზბესტოზით დაავადებულ სხვა პაციენტებთან, რადგან იგი მწეველია.
D. მას არა აქვს აზბესტის ზემოქმედების მტკიცებულება გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე.
E. მან უნდა გაიაროს ფილტვის კიბოს ყოველწლიური სკრინინგი
65 წლის მამაკაცს, რომელიც 45 წლის განმავლობაში მუშაობდა მშენებლობაზე, აწუხებს მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება სიარულის დროს. ფიზიკური გამოკვლევა: აუსკულტაციით ფილტვებში ორივე მხარეს ბაზალურად მოისმინება მრავლობითი ხიხინი. გამოხატულია ორმხრივი „ქლაბინგი“. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ისახებაორმხრივი კალცინირებული პლევრის ფოლაქები, CT კვლევით აღინიშნება ორმხრივი სუბპლევრული რეტიკულაცია და სუბპლევრული ხაზები, აგრეთვე კალცინირებული პლევრის ფოლაქები. ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
A. ფილტვის მეტასტაზური კიბო
B. აზბესტოზი
C. ჰისტოპლაზმოზი
D. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი
34 წლის მამაკაცმა მიმართა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას უეცრად დაწყებული ხველებით, ცხელებით და მკერდის ტკივილი. მას არ აქვს მნიშვნელოვანი სამედიცინო ანამნეზი. პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მისი რესპირატორული დისტრესი გაუარესდა იმ დონემდე, რომ მას დასჭირდა ინტუბაცია. პაციენტის გულმკერდის რენტგენოგრაფია გვიჩვენებს დიფუზურ, „დაბურული მინის“ ტიპის დაჩრდილვას და ინტრალობულურ ძგიდის გასქელებას. ჩატარდა ბრონქოსკოპია. ბრონქის ამონარეცხი (BAL) აჩვენებს სასუნთქ გზებში ბუნდოვანი ექსუდატის დიდ რაოდენობას, მასალის ციტოლოგია- პერიოდული მჟავა-შიფ-დადებითი ლიპოპროტეინის გროვებს.
A. ალვეოლარული პროტეინოზი
B. ლოფლერის სინდრომი
C. დიფუზური ალვეოლარული სისხლდენა
იმფანგიოლეიომიომატოზი
76 წლის ქალს ჰიპერტენზიით და წელის ქრონიკული ტკივილით აღენიშნება არაპროდუქტიული ხველა 5 თვის განმავლობაში და პროგრესირებადი ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს ბოლო 2 თვის განმავლობაში. ის უარყოფს სხვა სიმპტომებს, მათ შორის წონის დაკლებას, ცხელებას და ღამის ოფლიანობას. მისი წამლები მოიცავს გაბაპენტინს, ტრიამტერენ-ჰიდროქლორთიაზიდს, ატენოლოლს და პრემარინს. მისი ფიზიკური გამოკვლევის მონაცემები ნორმალურია. კლინიკაში ჩატარებული რენტგენი ავლენს დიფუზურ ინტერსტიციულ ინფილტრატებს ადენოპათიის ან გამონაჟონის გარეშე. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი ამ პაციენტისთვის?
A. მედიკამენტებით გამოწვეული ინფილტრაციული ფილტვის დაავადება
B. ტუბერკულოზი
C. სარკოიდოზი
D. ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი
E. ფილტვის ლიმფანგიტური კარცინომატოზი
აომელმა პროფესიულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აზბესტოზი?
) მშენებლობა, გემების შეკეთება
) ქვის ჭრა, მაღაროში მუშაობა
) გადამამუშავებელი შენადნობები მაღალტექნოლოგიური მრეწველობისათვის
) ტოქსიკური ქიმიკატები: სხვადასხვა მრეწველობა
ა არის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ნიშანი "მარტივი სილიკოზისთვის"?
რუები
) მცირე, მომრგვალებული ჩრდილები ზედა წილებში
) დიდი ინფილტრატები
) ლიმფადენოპათია
ონმელმა პროფესიულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სილიკოზი?
) მშენებლობა, გემების შეკეთება
) ქვის ჭრა, მაღაროში მუშაობა
) გადამამუშავებელი შენადნობები მაღალტექნოლოგიური მრეწველობისათვის
) ტოქსიკური ქიმიკატები: სხვადასხვა მრეწველობა
ომელი თერაპია გამოიყენება აზბესტოზის სამკურნალოდ?
) ანტიბიოტიკები
) აგფ ინჰიბიტორები
ტატინები
) აზბესტოზის მქონე პაციენტების მართვისთვის სპეციფიური თერაპია არ არსებობს
ომელია უცნობი ეტიოლოგიის ფილტვის ინტერსტიციულ დაავადება?
. აზბესტოზი
. ასპირაციული პნევმონია
. რესპირატორული დისტრეს სინდრომის ნარჩენი მოვლენები
. სარკოიდოზი
ომელია ცნობილი ეტიოლოგიის ფილტვის ინტერსტიციულ დაავადება?
ზბესტოზი
. იდიოპათიური ფილტვის ფიბროზი
. სარკოიდოზი
. გუდპასჩერის სინდრომი
აჭმლის მომნელებელი სისტემის რომელი დაავადებები იწვევს ფილვების ინტერსტიციულ დაავადებას?
. კრონის დაავადება
. პირველადი ბილიარული ციროზი
. ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი
. წყლულოვანი კოლიტი
. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
ველაზე ხშირად პლევრის გამონაჟონს იწვევს შემდეგი მიზეზები, გარდა:
A. გულის შეგუბებითი უკმარისობა
B. ავთვისებიანი სიმსივნე
C. ინფექციები
D. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები
ასუნთქი სისტემის რომელ დაავადებაზე შეიძლება მივიტანოთ ეჭვი ზ/ა რენტგენოგრამის საფუძველზე?
) პლევრიტი;
) პნევმონია;
) ფილტვის აბსცესი;
) ფილტვის ტუბერკულოზი.
ლევრის გამონაჟონს ახასიათებს ფიზიკური გასინჯვის ქვემოთ მოყვანილი ყველა მონაცემი, გარდა
A. სუნთქვის შესუსტება
B. პერკუსიით მოყრუება
C. ბგერითი რხევის შემცირება
D. ბრონქული სუნთქვა
ვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს ექსუდაციური პლევრის გამონაჟონის მიზეზს?
A. ვირუსული პნევმონია
B. ტუბერკულოზი
C. ავთვისებიანი დაავადება
D. ნეფროზული სინდრომი
ვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს ტრანსუდაციური პლევრის გამონაჟონის მიზეზს?
A. გულის შეგუბებითი უკმარისობა
B. ტუბერკულოზი
C. ღვიძლის ციროზი
D. ნეფროზული სინდრომი
24 წლის მამაკაცს აწუხებს სუნთქვის გაძნელება და ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. სიმპტომები მოულოდნელად, დაახლოებით 2 საათით ადრე დაეწყო. ტკივილი ძლიერდება ჩასუნთქვისას. ცხელებას, შემცივნებას და კიდურების შეშუპებას უარყოფს. ადრე ავად არ ყოფილა. ყოველდღიურად ეწევა 1 კოლოფ სიგარეტს. ფიზიკური გასინჯვისას სუნთქვის სიხშირე= 24 ‘,სატურაცია = 94% ოთახის ჰაერზე. გულმკერდის მარჯვენა მხარეს პალპაციით ბგერითი რხევა შესუსტებულია, პერკუსიით აღინიშნება კოლოფისებური ხმიანობა, მოსმენით - სუნთქვა შესუსტებულია. გულმკერდის რენტგენოგრაფიით დადგინდა მარჯვენა ფილტვის 50% პნევმოთორაქსი. რა არის საუკეთესო მიდგომა ამ პაციენტის სამკურნალოდ?
A. პნევმოთორაქსის ნემსით ასპირაცია
B. 100% ჟანგბადის მიწოდება და დაკვირვება
C. სადრენაჟე მილის განთავსება
D. რეფერალი თორაკოსკოპიისთვის სუბპლევრული ბუშტუკების გაკერვისა და პლევრის აბრაზიის მიზნით
52 წლის ქალს აღენიშნება საზოგადოებასთან ასოცირებული პნევმონია, გართულებული პლევრის გამონაჟონით. თორაკოცენტეზით მიღებული პლევრის სითხის გამოკვლევის შედეგები ასეთია: შესახედაობა ბლანტი, შემღვრეული pH 7.11 ცილა 5,8 გ / დლ LDH 285 სე / ლ გლუკოზა 66 მგ / დლ WBC 3800 / მმ³ RBC 24,000 / მმ³ PMN 93% გრამის წესით შეღებვა: მრავალი PMN; ორგანიზმი არ ჩანს გაგზავნილია კულტურალურ კვლევაზე, მაგრამ შედეგები ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. პლევრის სითხის რომელი მახასიათებელი მიგვანიშნებს ყველაზე მეტად, რომ პაციენტს დასჭირდება თორაკოსტომია?
A. 90% -ზე მეტი პოლიმორფონუკლეოციტების (PMN) არსებობა
B. გლუკოზა 100 მგ / დლ-ზე ნაკლები
C. 1000-ზე მეტი ლეიკოციტი
D. pH 7,20-ზე ნაკლები
E. ლაქტატდეჰიდროგენაზა (LDH) შრატის ნორმალური ზედა ზღვრის ორ მესამედზე მეტი
65 წლის მწეველი მამაკაცი მოთავსდა კლინიკაში ჩივილებით საერთო სისუსტეზე, სუნთქვის გაძნელებაზე. ფიზიკური გასინჯვით აღინიშნება კახექსია, პერკუსიით მარცხნივ ქვედა ველში მოყრუება, ამავე მხარეს შესუსტებულია გულმკერდის ბგერითი ხმიანობა და აუსკულტაციით სუნთქვა არ ტარდება. რენტგენოლოგიურად მარცხნივ აღინიშნება პლევრული გამონაჟონი.გვერდითი რენტგენოგრამის მონაცემებით სითხე ჩაპარკებული არ არის. თორაკოცენტეზის შედეგად მიღებული სითხეგაგზავნილია ანალიზებისათვის. ქვემოთჩამოთვლილი შედეგებიდან რომელი არ შეესაბამება ექსუდატს ან ლიმფის სადინრის ობსტრუქციის შედეგად გამოწვეულ გამონაჟონს?
A. პლევრის ცილის თანაფარდობა შრატის პროტეინზე 0.5-ზე მეტია
B. პლევრული ლაქტატის დეჰიდროგენაზას (LDH) თანაფარდობა შრატში LDH0.6-ზე მეტია
C. პლევრის LDH კონცენტრაცია აღემატება შრატის LDH ნორმის ზედა ზღვარის ორ მესამედს
D. პლევრის ცილის კონცენტრაცია 1 გ / დლ
E. პლევრის ქოლესტერინის დონე 60 მგ / დლ მეტია
ომელია შუასაყარის დაავადებებისათვის დამახასიათებელი სიმპტომი?
A. ტკივილი გულმკერდში
B. ხველა
C. გარდამავალი კოჭლობა
D. გულისრევა
ა არ არის ტრანსუდაციური გამონაჟონის ბიოქიმიური მახასიათებელი?
A. ცილა <30 გ / ლ
B. პლევ ის ცილა: შ ატის ცილა <0,5
C. პლევ ის LDH: სეიმის LDH <0,6
D. პლევ ის გლუკოზა <შ ატის გლუკოზა
ნევმონიით დაავადებულ პაციენტს აღენიშნება პლევრის გამონაჟონი, ჩამოთვლილთაგან რომელი მიუთითებს ემპიემის არსებობაზე სითხის გამოკვლევისას?
A. პლევ ის ცილა <30 გ / ლ
B. პლევ ის გლუკოზა: პლაზმაში გლუკოზა> 1,0
C. პლევ ის LDH: შ ატის LDH თანაფა დობა <0,6
D. pH 7.15
24 წლის ქალს აწუხებს სუნთქვის გაძნელება მარჯვენამხრივი წილოვანი პნევმონიის მკურნალობის შემდეგ. ცხელებას და ხველას არ აღნიშნავს. გამოკვლევისას აღინიშნება გულმკერდის ბგერითი რხევის შესუსტება მარჯვნივ ქვემო ველში, ამავე არეში პერკუსიით აღინიშნება მოყრუება და აუსკულტაციით სუნთქვა არ ტარდება. ტრაქეა ცდომილია მარცხნივ. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
A. პნევმოთორაქსი
B. პლევრის დიდი გამონაჟონი
C. ატელექტაზი
D. პნევმონია
55 წლის მამაკაცს გულის შეგუბებითი უკმარისობით უვითარდება ორმხრივი პლევრალური გამონაჟონი. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო პლევრის სითხის მახასიათებელი თორაკოცენტეზის შემთხვევაში?
A. პლევრალური სითხის LDH 39, LDH თანაფარდობა 0.2, პროტეინის თანაფარდობა 0.7
B. პლევრის სითხის LDH 39, LDH თანაფარდობა 0.2, პროტეინის თანაფარდობა 0.1
C. პლევრის სითხის LDH 599, LDH თანაფარდობა 0.9, პროტეინის თანაფარდობა 0.1
D. პლევრალური სითხის LDH 599, LDH თანაფარდობა 0.9, პროტეინის თანაფარდობა 0.7
39 წლის მამაკაცს უვითარდება ზომიერი თავისუფალი პლევრალური გამონაჟონი მარცხენა ქვედა წილის პნევმონიის შემდეგ. თორაცენტეზი ავლენს ჩალისფერ სითხეს გრამდადებითი დიპლოკოკებით გრამის წესით შეღებვაზე, pH 6.9, გლუკოზა 32 მგ/დლ და LDH 1890. ჩამოთვლილთაგან რომელია საუკეთესო შემდეგი ნაბიჯი?
A. გაგზავნეთ სითხე კულტურისთვის.
B. გააგრძელეთ ანტიბიოტიკებით მკურნალობა პნევმოკოკური ინფექციისთვის.
C. თორაკოსტომია გამონაჟონის დრენირებისთვის.
D. დაგეგმეთ გულმკერდის შემდგომი რენტგენი 2 კვირაში, რათა დაამტკიცოთ გამონაჟონის გაწოვა.
24 წლის მამაკაცი მიმართავს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ქოშინისა და მარჯვენამხრივი გულმკერდის ტკივილის გამო. სიმპტომები მოულოდნელად დაიწყო დაახლოებით 2 საათის წინ. ტკივილი ძლიერდება ჩასუნთქვისას. ცხელებას ან შემცივნებას უარყოფს, ფეხის შეშუპება არ ჰქონია. მას არ აქვს წარსული სამედიცინო ისტორია, მაგრამ ეწევა 1 კოლოფ სიგარეტს ყოველდღიურად. ფიზიკური გასინჯვისას მას აღენიშნება ტაქიპნეა სუნთქვის სიხშირით 24 სუნთქვა/წთ. ჟანგბადის სატურაცია არის 94% ოთახის ჰაერზე. სუნთქვა მარჯვენა ფილტვში შესუსტებულია და პერკუსიით იმავე მხარეს აღინიშნება ჰიპერრეზონანსი. გულმკერდის რენტგენოგრაფია ადასტურებს მარჯვენა ფილტვის 50%-იან პნევმოთორაქსს.
A. პნევმოთორაქსის ნემსით ასპირაცია.
B. 100% ჟანგბადის დაკვირვება და მიღება
C. პლევრის ღრუს დრენირება
D. რეფერალი თორაკოსკოპიისთვის ბუშტუკების გაკერვით და პლევრის აბრაზიით
65 წლის მამაკაცი მიმართავს სასწრაფო დახმარების განყოფილებას ძლიერი ქოშინით. სიმპტომები ერთი კვირის წინ დაიწყო ცხელებით და არაპროდუქტიული ხველით. მისი წარსული ნამნეზი მნიშვნელოვანია კორონარული არტერიის დაავადების გამო ორი წლის წინ ჩატარებული შუნტირების, ჰიპერტენზიისა და შაქრიანი დიაბეტის მხრივ, მისი ტემპერატურა 38.9c (102F), არტერიული წნევა 160/70 მმ ვწყ.სვ, პულსი 110/წთ და სუნთქვა 26/წთ. ფიზიკური გამოკვლევა ავლენს სუნთქვის ხმების დაქვეითებას მარცხენა ფილტვის ფუძეზე. გულმკერდის რენტგენოგრამაზე აღინიშნება პლევრული გამონაჟონი. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სავარაუდო მიზეზი ამ პაციენტების ამჟამინდელი ჩივილებისა?
A. ბრონქოპლევრალური ფისტულა
ნევმოთორაქსი
C. ფილტვის აბსცესი
მპიემა
E. ფილტვის ინფარქტი
ლინიკაში სუნთქვის გაძნელების სიმპტომების შესაფასებლად 63 წლის მამაკაცი იმყოფება. ეს სიმპტომები უარესდება ვარჯიშის დროს, მაგრამ არ არის გამოხატული გულმკერდის დისკომფორტი, ხველა ან ნახველის გამოყოფა. მისი ფიზიკური გამოკვლევა სრულიად ნორმალურია. გამოკვლევები მოიცავს ნორმალურ რენტგენს, არტერიული სისხლის გაზების ანალიზით PO2 არის 74 მმ Hg და PCO2 არის 60 მმ Hg. ქვემოთ ჩამოთვლილი მექანიზმებიდან რომელია ყველაზე სავარაუდო მიზეზი მომატებული PCO₂?
A. ვენტილაცია-პერფუზიის თანაფარდობის უთანასწორობა
B. შუნტი მარჯვნიდან მარცხნივ
C. დაქვეითებული დიფუზია
D. ჰიპოვენტილაცია
იპოვენტილაცია არსებობს მაშინ, როდესაც:
A. არტერიული PCO2 (PaCO2) = 37-43 mm Hg
B. PaCO2 < 35 mm Hg
C. წუთ-ვენტილაციის მოცულობა მომატებულია Pa CO2-ზე მითითების გარეშე
D. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან
იპოვენტილაცია არსებობს მაშინ, როდესაც:
A. არტერიული PCO2 (PaCO2) = 37-43 mm Hg
B. PaCO2 < 35 mm Hg
C. წუთ-ვენტილაციის მოცულობა მომატებულია Pa CO2-ზე მითითების გარეშე
D. PaCO2 > 45 mm Hg
იპერვენტილაცია არსებობს მაშინ, როდესაც:
A. არტერიული PCO2 (PaCO2) = 37-43 mm Hg
B. PaCO2 < 35 mm Hg
C. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგან
D. PaCO2 > 45 mm Hg
ომელი არ არის ჰიპოვენტილაციის სინდრომი?
) ნეირომუსკულური დარღვევები
) ობსტრუქციული ძილის აპნოე
) ფილტვის ჰიპერტენზია
) ასთმა
ა არ გამოიყენება ჰიპოვენტილაციის სამკურნალოდ?
) დამატებითი ჟანგბადი
) უარყოფითი წნევით ვენტილაცია
) დადებითი წნევის ვენტილაცია
) დიაფრაგმის ნერვის ან დიაფრაგმის სტიმულაცია
ილის აპნოეს დიაგნოზი ისმება:
. პოლისომნოგრაფიით
. ფილტვის ფუნქციური სინჯებით
. სისხლში PCO2 დონის გამოკვლევით
. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილით
ომელი მტკიცებულება არ არის სწორი?
. ძილის აპნოე ზრდის საშუალო არტერიულ წნევას
. გაზრდილი აპნოე და ჰიპოპნოე ძილის დროს დაკავშირებულია ინსულინის რეზისტენტობასთან
. ძილის აპნოეს ახასიათებს კონცენტრაციის გაძნელება, ღამის არასაკმარისი ძილი, ღამის სუნთქვის გაძნელება, ნოქტურია და ლიბიდოს დაქვეითება
. ძილის აპნოე აქვეითებს საშუალო არტერიულ წნევას
{"name":"ოსო პულმო(ლია ტრაპაიძის)", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადების დროს იზრდება ფილტვის ნარჩენი მოცულობა?, რა შემთხვევაშია ობსტრუქცია მძიმე?, რომელი სიმპტომი არ არის სპეციფიური სასუნთქი სისტემის დაავადებებისათვის?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/CDN/96-4707790/-.jpg?sz=1200-00000000001000005300"}
More Quizzes
Street or village name
281414
Tonymack21's Beat a Game (2022) Quiz
1050
العربي
210
S.U.R.V.I.V.A.L. Medicine Test (Form B) | IQTestBrain.com
25120
Huntington disease
320
Which Package is Right for You?
520
Socials Studies
420
Find out which house cat you are.
7474
Alþingi 2016 - 2018
15847
Vote NOW!!!!!
210
Do you have any recommendations in new papers today?
100
Unleashed Doggy Day-care Work Practices Quiz
1050