OS Final 2

ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძანება უზრუნველყოფს Student მომხმარებლიდან Test მომხმარებელზე გადართვას ისე, რომ Student-ზე გაშვებული პროგრამები დარჩეს ჩართული?
. ვიძახებთ Start-ის კონტექსტურ მენიუს და Shut Down ღილაკის გვერდითა სამკუთხედის ჩამოშლად ველში ვირჩევთ Switch User ბრძანებას
ვიძახებთ Start-ის კონტექსტურ მენიუს და Shut Down ღილაკის გვერდითა სამკუთხედის ჩამოშლად ველში ვირჩევთ Sign out ბრძანებას
ვიძახებთ Start => Log off => Switch User ბ ძანებას
ვაწვებით Start მენიუს და გამოსული ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში ვაჭერთ მიმდინარე მომხმარებლის დასახელებას. ჩამოშლად ველში ვირჩევთ Test მომხმარებელს
ოპერატიული მეხსიერებისა (RAM) და მყარი დისკის რა მინიმალური მოცულობა მოითხოვება 64 ბიტიანი ვინდოუს 10-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინსტალაციისთვის?
1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება (RAM) და 10 გიგაბაიტი მყარი დისკის სივრცე
1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება (RAM) და 16 გიგაბაიტი მყარი დისკის სივრცე
2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება (RAM) და 20 გიგაბაიტი მყარი დისკის სივრცე
4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება (RAM) და 20 გიგაბაიტი მყარი დისკის სივრცე
ქვემოთ მოცემული რომელი ბრძანება გვიჩვენებს ჯგუფ(ებ)ს, რომელთაც მიეკუთვნება bob მომხმარებელი?
group bob
id bob
groups -a
all bob
ჭეშმარიტია თუ მცდარი? groupmod ბრძანება შეიძლება იქნას გამოყენებული ჯგუფის GID-ის შესაცვლელად.
True
False
აღმასრულებელი მენეჯერი წავიდა მნიშვნელოვან შეხვედრაზე. მდივანი ოფისში იღებს ზარს პირისგან, რომელიც აცხადებს რომ აღმასრულებელმა მენეჯერმა მოამზადა მნიშვნელოვანი პრეზენტაცია საჩვენებლად, მაგრამ საპრეზენტაციო ფაილი არის დაზიანებული. ზარის განმხორციელებელი მკაცრად ურჩევს, რომ მდივანმა გადაუგზავნოს პრეზენტაცია პირდაპირ პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე. აბონენტი ასევე აცხადებს, რომ აღმასრულებელი აკისრებს პასუხისმგებლობას მდივანს მოცემული პრეზენტაციის წარმატებაზე. სოციალური ინჟინერიის რომელი ტაქტიკა აღწერს მოცემულ სცენარს?
ახლო ურთიერთობა (familiarity)
სანდო პარტნიორები (trusted partners)
გადაუდებლობა (urgency)
დაშინება (intimidation)
რომელი ტიპის შეტევა ზრდის არალეგიტიმური ვებგვერდის რეიტინგს ვებ-ძიების შედეგის სიაში?
SEO poisoning
DNS poisoning
browser hijacker
spam
რის საშუალებას აძლევს sudo ბრძანება ჩვეულებრივ მომხმარებლებს?
ნებისმიერი ბრძანების გაშვების საშუალებას root მომხმარებლის სახელით, მას შემდეგ, რაც შეყვანილ იქნება sudo-ს პაროლი
კონკრეტული ბრძანებების გაშვების საშუალებას root მომხმარებლის სახელით
ნებისმიერი ბრძანების გაშვების საშუალებას სისტემური სააღრიცხო ჩანაწერის სახელით, სისტემაში შესვლის გარეშე
ნებისმიერი ბრძანების გაშვების საშუალებას root მომხმარებლის სახელით, მას შემდეგ, რაც შეყვანილ იქნება root-ის პაროლი
რა დანიშნულება აქვს ოპერაციულ სისტემაში დამცავ ზღუდეს (Windows Firewall):
მისი საშუალებით ხდება ოპერაციული სისტემის განახლება ინტერნეტიდან
იგი აანალიზებს ინტერნეტიდან ან ქსელიდან მიღებულ ინფორმაციას და ატარებს მხოლოდ იმ ფაილებს, რომლების უსაფრთხოა სისტემისათვის
ის ეძებს სისტემაში ვირუსებს და ანადგურებს მათ
გამოიყენება სისტემის „მსტოვარი პროგრამებისაგან" დასაცავად
რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მთავარი ჩამტვირთავი სექტორის (Master Boot Record) დაზიანებას?
ვერ მოხდება აპლიკაციების ინსტალაცია
კომპიუტერი ვერ მოახდენს კლავიატურიდან მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირებას
ოპერაციული სისტემა არ ჩაიტვირთება
პრინტერი იფუნქციონირებს არასწორად
ქვემოთ მოცემული ბრძანებებიდან, რომელი შეუშლის ხელს bob მომხმარებლის სისტემაში შესვლას, როცა ბრძანება გაშვებულია რუთის უფლებით?
usermod -l bob
usermod -D bob
usermod -d bob
usermod -L bob
დახმარების ცენტრში რეკავს მომხმარებელი, რომელიც იტყობინება, რომ შემთხვევით დააჭირა Delete ღილაკს და წაშალა ფაილი, რომელზეც მუშაობდა მთელი დღე. მის კომპიუტერზე ყოველ საღამოს იქმნება სარეზერვო ასლი, ასევე ორი დღის წინ დაყენებულ იქნა ახალი გრაფიკული დრაივერი. ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი რეკომენდაცია ფაილის აღსადგენად?
ფაილის აღდგენა სარეზერვო ასლიდან, Backup and Restore კონსოლში
სისტემის აღდგენის (Image Recovery) შესრულება
ფაილის აღდგენა Restore previous versions ბრძანების დახმარებით
სანაგვე ყუთის გახსნა, ფაილზე მარჯვენა ღილაკის დაჭერა და Restore ბრძანების არჩევა
რომელი სამი მეთოდი გამოიყენება ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად? (აირჩიეთ სამი)
ფაილის ნებართვების პარამეტრები
ორფაქტორიანი აუთენტიკაცია
ვერსიის კონტროლი
სარეზერვო ასლის შექმნა
მომხმარებლის სახელი და პაროლი
მონაცემთა შიფრაცია
ტექნიკოსი ამჩნევს, რომ აპლიკაცია არ პასუხობს ბრძანებებს და რომ კომპიუტერი პასუხობს ნელა, აპლიკაციების გახსნის დროს. რომელია საუკეთესო ადმინისტრაციული უტილიტა, რომელიც იძულებით ათავისუფლებს სისტემურ რესურსებს რეაგირების არ მქონე აპლიკაციისგან?
Task Manager (დავალებათა მმართველი)
სისტემის აღდგენა (System Restore)
Programs and Features (პროგრამები და კომპონენტები)
მოვლენათა დამთვალიერებელი (Event Viewer)
რომელი ბრძანება აჩვენებს UID, GID და ჯგუფებს, რომელთაც ეკუთვნის თქვენი მიმდინარე მომხმარებელი?
whoami
id
who
about
რომელი განმარტება აღწერს განაწილებული სერვისზე უარის თქმის (DDoS) შეტევას?
თავდამსხმელი ათვალიერებს ქსელურ ტრაფიკს აუთენტიფიკაციის მონაცემების გასაგებად
თავდამსხმელი ქმნის ბოტნეტს, რომელიც შედგება ზომბებისგან
თავდამსხმელი აგზავნის დიდი რაოდენობით მონაცემს, რომლის დამუშავებაც სერვერს არ შეუძლია
ერთი კომპიუტერი იღებს მონაცემთა პაკეტებს სხვა კომპიუტერის MAC მისამართზე დაყრდნობით
ქვემოთ მოცემულთაგან, რომელი ორი ვარიანტით შეგვიძლია განვასხვავოთ ქსელური ოპერაციული სისტემა (NOS) სამაგიდო (Desktop) ოპერაციული სისტემისაგან? (აირჩიეთ ორი პასუხი)
ქსელურ ოპერაციულ სისტემას შეუძლია მხოლოდ ერთი მომხმარებლის მხარდაჭერა, მაშინ როცა ამ მომხმარებელთა რიცხვი სამაგიდო ოპერაციულ სისტემებში არაა შეზღუდული
ქსელურ ოპერაციულ სისტემას შეუძლია ფაილებისა და საქაღალდეების გაზიარება ქსელში, ხოლო სამაგიდო ოპერაციულ სისტემებს არ აქვთ ამის შესაძლებლობა
ქსელურ ოპერაციულ სისტემას შეუძლია დროის მოცემულ მომენტში ერთდროულად მრავალი მომხმარებლის მხარდაჭერა, მაშინ როცა ამ მომხმარებელთა რიცხვი სამაგიდო ოპერაციულ სისტემებში არის შეზღუდული
ქსელურ ოპერაციულ სისტემას გააჩნია მკაცრი უსაფრთხოება და ანგარიშის მართვის შესაძლებლობა, ხოლო სამაგიდო ოპერაციულ სისტემებში ეს პროცესები არის შეზღუდული
ქსელურ ოპერაციულ სისტემას შეუძლია მომხმარებელთა შეზღუდული რაოდენობის მართვა, როდესაც ამ მომხმარებელთა რიცხვი სამაგიდო ოპერაციულ სისტემებში არაა შეზღუდული
სხვა კომერციული Unix-ები: (აირჩიეთ ორი)
ვერ უშვებენ GNU ინსტრუმენტებს
მიბმულნი არიან თავის მწარმოებლის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან
არიან UNIX სერტიფიცირებულნი
იყენებენ ლინუქსისგან სრულიად განსხვავებულ ბრძანებებს
თითქმის მოძველებულებია
ქვემოთ მოცემული ბრძანებებიდან რომელი შეიძლება იქნას გამოყენებული ჯგუფის ცვლილებისთვის?
groupadd
groupmod
addgroup
modgroup
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ტექნიკურ საფრთხეებს და მიზეზებს:
აუთენტიკაცია, ანტი-სნიფერი, კრიპტოგრაფია
ინფორმაციულ სისტემასთან უნებართვო ან შეუსაბამო წვდომა
მონაცემებისა და პროგრამების არაავტორიზებული მოდიფიკაცია, მონაცემების გამჟღავნება
ლოკალური ქსელის ტრაფიკის გამჟღავნება-გაყალბება, ლოკალური ქსელის უწესრიგობა
გრაფიკულ რეჟიმში, რომელი აპლიკაციებითაა შესაძლებელი პროგრამული გარსის (shell) მიღება?
terminal
xconsole
guiterm
gbash
xterm
ძიების დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დააჭიროთ _____ ღილაკს, წინა მოძებნილ შესაბამისობაზე დასაბრუნებლად. შეავსეთ გამოტოვებული ადგილი შესაბამისი სიმბოლოთი.
N
U
D
n
Windows-ის ბრძანებათა ველში, რომელი ჩანაწერი გამოიყენება კონკრეტული ბრძანების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად?
/?
TAB ღილაკი
More... ღილაკი
/sos
მომხმარებელს ინტერნეტში ვებ-გვერდების დათვალიერების დროს გამოუვიდა ყალბი ამოტივტივებადი (Pop-up) გამაფრთხილებელი ფანჯარა, რომელიც იტყობინებოდა რომ მავნე პროგრამამ დააინფიცირა კომპიუტერი. გამაფრთხილებელი ფანჯარა არის უცხო და მომხმარებელმა იცის, რომ კომპიუტერი უკვე დაცულია საზიანო პროგრამების საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფით. რა უნდა მოიმოქმედოს მომხმარებელმა ასეთ სიტუაციაში?
დახურვისთვის დააჭიროს გამაფრთხილებელ ფანჯარას
მისცეს დაშვება პროგრამულ უზრუნველყოფას საფრთხეების წასაშლელად
დახუროს ბრაუზერის განყოფილება (tab) ან ფანჯარა
განაახლოს მიმდინარე, საზიანო პროგრამების საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფა
ქსელის ადმინისტრატორს სურს შექმნას ფაიერვოლის წესი, რომელიც უშვებს შემომავალ კავშირს პორტ 80-ზე, როცა ნოუთბუქი (Windows 10-ით) მიერთებულია საოფისე ქსელთან, მაგრამ საშინაო ქსელში მუშაობისას, იმავე პორტზე ბლოკავს შემომავალ კავშირს. რომელი უტილიტების გამოყენებითაა შესაძლებელი ამ წესის შექმნა? (აირჩიეთ ყველა შესაძლო ვარიანტი).
Netstat
Netsh
Windows Firewall
Windows Firewall With Advanced Security (WFAS)
რომელია სხვის მაგივრად თავის გასაღების (impersonation) შეტევა, რომელიც თავისი ინტერესებისათვის იყენებს ორ მოწყობილობას შორის არსებულ სანდო ურთიერთობას?
spoofing
man-in-the-middle
sniffing
spamming
რომელი ცვლადი გარემო შეიცავს დირექტორიების სიას, რომლებიც ეძებენ ბრძანებებს შესრულებისთვის?
PS1
EXEC
PATH
PS2
პაკეტების „სნიფერი" ეს არის:
გამოყენებითი პროგრამა, რომელიც ახორციელებს ყველა პაკეტის გამოჭერას, რომლებიც გადაიცემა რომელიმე განსაზღვრულ დომენში
პატარა პროგრამა, რომელიც ამოწმებს სისტემაში არსებულ ყველა პაროლს და უგზავნის მესამე პირს
გამოყენებითი პროგრამა, რომელსაც იყენებენ ტრაფიკის ანალიზისა და დაზიანების დიაგნოსტიკისათვის
გამოყენებითი პროგრამა, რომელსაც მწყობრიდან გამოყავს სისტემა
Windows Firewall-ის რომელი პარამეტრი აძლევს მომხმარებელს საშუალებას დაუშვას წვდომა მოთხოვნილ პორტებზე აპლიკაციისთვის, რათა დაშვებული იქნას მისი გაშვება?
Automatically
Manage Security Settings
Turn off Windows Firewall
Turn on Windows Firewall
რომელი მეთოდი შეიძლება იქნას გამოყენებული პინგის ნაკადების (Ping Sweeps) შესამცირებლად?
ანტისნიფერული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ყველა ქსელურ მოწყობილობაზე
შიფრირებული ან ჰეშირებული აუთენტიკაციის პროტოკოლების გამოყენება
ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია ჰოსტებზე
ICMP ექო და ექო-პასუხების დაბლოკვა ქსელის საზღვარზე
რომელი ქსელური პროტოკოლი გამოიყენება ქსელში არსებული კომპიუტერისათვის IP მისამართების ავტომატურად მისანიჭებლად?
APIPA (ავტომატური კერძო IP დამისამართება)
SMTP (ელექტრონული ფოსტის გადაცემის სტანდარტული ქსელური პროტოკოლი)
ICMP (ინტერნეტის მმართველ შეტყობინებათა პროტოკოლი)
DHCP (ჰოსტის დინამიურად კონფიგურირების პროტოკოლი)
FTP (ფაილების გადაცემის პროტოკოლი)
რა შეიძლება იყოს კომპიუტერის მომხმარებლის მიერ დავალებათა მმართველის (Task Manager) წარმადობის (Performance) ჩანართის გამოყენების მიზეზი?
კომპიუტერზე გაშვებული სერვისების დასათვალიერებლად
გაშვებული პროცესების დათვალიერება და პროცესის დასრულება საჭიროების შემთხვევაში
ცენტრალური პროცესორის წარმადობის გაზრდა
კომპიუტერის ცენტრალური პროცესორის დატვირთვის შესამოწმებლად
ტექნიკოსი იყენებს დისკის მართვის (Disk Management) უტილიტის მოცულობის შემცირების (shrink) ფუნქციას და დისკზე ქმნის დანაყოფებს. ქვემოთ მოცემულთაგან რომელი მოქმედება უნდა შეასრულოს ტექნიკოსმა თავისუფალი ადგილის გამოსაყენებლად?
უნდა წაშალოს ყველა დანაყოფი და თავიდან შეასრულოს დისკის ინიციალიზაცია
უნდა განახორციელოს არსებული დანაყოფის ფორმატირება
უნდა დაყოს გამოთავისუფლებული ადგილი
დაუკავებელი მოცულობა უნდა გარდაქმნას დინამიურ დისკად
userdel ბრძანება...
ავტომატურად შლის მომხმარებელს, მომხმარებლის მთავარ დირექტორიას და მის შემცველობას
მომხმარებლის კუთვნილი თითოეული ფაილის წაშლისას მოგვთხოვს დადასტურებას
წაშლის მომხმარებლის სააღრიცხო ჩანაწერს, მაგრამ ნაგულისხმევად, ტოვებს მომხმარებლის ფაილებს
ავტომატურად შლის მომხმარებელს და ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფ ყველა ფაილს
უსაფრთხოების რომელი ტიპის საფრთხე იყენებს ელექტრონულ ფოსტას, რომელიც ჩნდება როგორც ლეგიტიმური წყაროსგან გამოგზავნილი შეტყობინება და მიმღებს სთხოვს შევიდეს ვებ-გვერდზე კონფიდენციალური ინფორმაციის (მომხმარებლის სახელი, პაროლი, საკრედიტო ბარათის ნომერი და ა.შ) შესაყვანად?
Phishing
Stealth virus (ფარული ვირუსი)
Worm
Adware
ქვემოთ მოცემული რომელი ბრძანებები მოგცემთ branch მომხმარებელზე გადართვის საშუალებას? (აირჩიეთ სამი)
sudo branch
su - branch
su -l branch
su branch
მომხმარებელმა დააინსტალირა მესამე მხარის უტილიტა, რომელიც გამოიყენება Windows ოპერაციული სისტემის სამართავად. თუმცა, უტილიტა არ ეშვება ავტომატურად კომპიუტერის ჩართვის დროს. რა უნდა მოიმოქმედოს მომხმარებელმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
საწყისი გაშვების ტიპი უტილიტისთვის უნდა დააყენოს ავტომატურზე (Autimatic) სერვისებში
პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოს მართვის პანელის Default Programs (ნაგულისხმევი პროგრამები) უტილიტა
აპლიკაციის რეგისტრის გასაღების (Registry Key) მნიშვნელობა უნდა დააყენოს ერთიანზე
წაშალოს პროგრამა და შემდეგ ხელახლა დააინსტალიროს ის
მომხმარებელი ირჩევს მოწყობილობას, რომელზეც უნდა მოიმართოს სისტემის დაცვა. სტანდარტულად დაცვა ჩართულია C დანაყოფზე, რომელიც შეიცავს სისტემურ ფაილებს. კომპიუტერის დანარჩენ მოწყობილობებზე დაცვა გამორთულია. ჩამოთვლილთაგან რომელ მოწყობილობაზეა შესაძლებელი დაცვის ჩართვა?
FAT-ით დაფორმატებულ გარე მყარ დისკზე
ფლეშ მოწყობილობაზე
ოპტიკური დისკების წამკითხავზე (DVD-R, DVD-RW)
NTFS-ით დაფორმატებულ მეორე შიდა მყარ დისკზე
ვირტუალურ მყარ დისკზე (VHD), რომელიც შექმნილია მეორე ჩაყენებულ მყარ დისკზე
Windows უსაფრთხოების რა მინიმალური დონე მოითხოვება, რათა დაშვებულ იქნას ლოკალური მომხმარებლის მიერ ფაილების სარეზერვო ასლის აღდგენა?
Read (წაკითხვა)
ჩაწერა (Write)
Full (სრული)
Create (შექმნა)
რა ტიპის მომხმარებლებისათვისაა დარეზერვებული 1-დან 500-მდე UID-ები?
სისტემური სააღრიცხო ჩანაწერებისთვის, როგორიცაა სერვერული პროცესები
ის არ გამოიყენება მომხმარებლის სააღრიცხო ჩანაწერებისთვის, არამედ გამოიყენება ჯგუფის სააღრიცხო ჩანაწერებისთვის
მომხმარებლების ავტორიზაციისთვის
დისტენციურაც შემომსვლელი სააღრიცხო ჩანაწერებისთვის
რა ტიპის შეტევას განიცდის ორგანიზაცია, როცა თანამშრომელი აინსტალირებს არაავტორიზებულ მოწყობილობას ქსელში, ქსელური ტრაფიკის დასათვალიერებლად?
spoofing
sniffing
phishing
spamming
მიუთითეთ გამოტოვებული ეტაპების სწორი თანმიმდევრობა შეტევის შესრულებისას დანერგვა - მსხვერპლის სისტემაში შესაღწევად სხვადასხვა დაუცველი ადგილების გამოყენება; შეტევის რეალიზაცია - ინფორმაციის მოდიფიცირება, გადაადგილება, წაშლა, სისტემური რესურსების ბოროტად გამოყენება; უფლებამოსილების გადამეტება - მომხმარებლის უფლების დონის გაზრდა, აკრძალულ რესურსებთან წვდომისათვის.
1 - ბ; 2 - ა; 3 - გ
1 - ა; 2 - ბ; 3 - გ
1 - ა; 2 - გ; 3 - ბ
1 - გ; 2 - ბ; 3 - ა
1 - ბ; 2 - გ; 3 - ა
ls ბრძანების რომელი პარამეტრი გვიჩვენებს ზომებს ადამიანისთვის ადვილად გასაგებ ფორმატში, როდესაც ის გამოყენებულია -l პარამეტრთან ერთად?
-H
-M
-h
-S
უსაფრთხოების რომელი ტერმინის მაგალითებია პაროლები, სიტყვა კოდები (Passphrases) და PIN კოდები?
წვდომა
იდენტიფიკაცია
აუთენტიფიკაცია
ავტორიზაცია
შესაძლებელია თუ არა ფაილების შიფრაციის ფუნქციის გამოყენება Windows-ში, NTFS-ისგან განსახვავებულ ფაილურ სისტემებზე?
შესაძლებელია
არ არის შესაძლებელი
შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ FAT32 ფაილურ სისტემაზე
შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრატორის უფლებით
რომელ ორ უპირატესობას გვაძლევს პერსონალური კომპიუტერის ვირტუალიზაცია? (აირჩიეთ ორი ვარიანტი)
მან შეიძლება გამოიწვიოს დანახარჯების შემცირება
ის იძლევა ერთ კომპიუტერზე რამოდენიმე ოპერაციული სისტემის ერთდროული მუშაობის საშუალებას
ის ზრდის კომპიუტერის წარმადობას ვირტუალიზაციის ხარჯზე
იძლევა ქსელური საფრთხეების იდენტიფიცირების საშუალებას
ოპერაციულ სისტემას იცავს ვირუსებისაგან
მომხმარებელი შეიძლება მიეკუთვნებოდეს?
მხოლოდ ერთ ჯგუფს
მხოლოდ ჯგუფებს, რომლებსაც აქვთ 500-ზე მეტი GID
მხოლოდ ხუთ ჯგუფს
მინიმუმ 16 ჯგუფს
Windows-ის რომელი ადმინისტრაციული უტილიტა გვიჩვენებს ერთდროულად რამოდენიმე კომპიუტერული რესურსის დატვირთვას და გვეხმარება იმის გადაწყვეტაში, საჭიროა თუ არა სისტემის განახლება (upgrade)?
Event Viewer
Services
Performance Monitor
Component Services
შიფრაციის რომელი ალგორითმი იყენებს ერთ გასაღებს მონაცემთა შიფრაციისთვის და მეორე გასაღებს მონაცემთა დეშიფრაციისთვის?
გადაჯგუფება (transposition)
სიმეტრიული
ასიმეტრიული
ერთჯერადი პედი (one-time pad)
რომელი ტიპის შეტევა იქნება შესუსტებული მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგებისა და წარმადობის მიმოხილვების სავალდებულო ინფორმირებულობის წყალობით?
ფიზიკური საფრთხეები
მოწყობილობასთან დაკავშირებული საფრთხეები
ღრუბელთან (cloud) დაკავშირებული საფრთხეები
მომხმარებელთან დაკავშირებული საფრთხეები
კომპიუტერზე გვსურს მივიღოთ შეტყობინება იმ შემთხვევაში თუ, ფაიერვოლი დაბლოკავს ახალ პროგრამას ორგანიზაციის საშინაო ქსელთან მიერთებისას. შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფაიერვოლმა დაბლოკა ახალი პროგრამა საერთოწვდომის (Public) ქსელთან მიერთებისას, არ არის მოთხოვნილი (იხ.სურათი). ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პარამეტრები უნდა მოვმართოთ? (აირჩიეთ შესაბამისი ვარიანტები. ყოველი პასუხი წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის ნაწილს).
Home or work (private) network location settings განყოფილებაში დავაყენოთ Turn on Windows Firewall გადამრთველი და ამოვრთოთ Notify me when Windows Firewall blocks a new program ალამი
Home or work (private) network location settings განყოფილებაში დავაყენოთ Turn on Windows Firewall გადამრთველი და Notify me when Windows Firewall blocks a new program ალამი
Public network location settings განყოფილებაში დავაყენოთ Turn on Windows Firewall გადამრთველი და ამოვრთოთ Notify me when Windows Firewall blocks a new program ალამი
Public network location settings განყოფილებაში დავაყენოთ Turn on Windows Firewall გადამრთველი და Notify me when Windows Firewall blocks a new program ალამი
რომელი სამი წესი ზრდის პაროლის სიმტკიცის დონეს? (აირჩიეთ სამი)
პაროლები უნდა შეიცავდეს მომხმარებლის სპეციალურ თარიღებსა და ინიციალებს, რათა ისინი იყვნენ ანბანურ-ციფრულები
აროლები უნდა იქნას შეცვლილი მომხმარებლის მიერ, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში
პაროლები უნდა იყოს მაღალი და დაბალი რეგისტრის სიმბოლოების, ციფრებისა და სპეციალური სიმბოლოების კომბინაცია
უნდა იქნას დანერგილი პაროლების ხელახლა გამოყენებისა და დაბლოკვის პოლიტიკები
პაროლები უნდა იყოს მარტივი, რათა შემცირდეს მომხმარებლების მიერ მათი დავიწყების შანსი
პაროლებს ვადა არასდროს არ უნდა გაუვიდეს
რომელი უტილიტა გამოიყენება თითოეული მომხმარებლის მიერ გამოყენებული სისტემური რესურსების სანახავად?
User Accounts
Event Viewer
Task Manager
Device Manager
რომელ საქაღალდეში იპოვის 64 ბიტიანი Windows 10-ის მომხმარებელი 32 ბიტიანი პროგრამების ფაილებს?
C:\Program Files (x86)
C:\Program Files (x32)
C:\Program Files (x64)
C:\Program Files
ქვემოთ მოცემულთაგან რომელი ორი იცავს კომპიუტერს საზიანო პროგრამისაგან (malware)?
არასაჭირო პროგრამების წაშლა
ბრაუზერის ქეშის გასუფთავება
მყარი დისკის დეფრაგმენტაცია
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება
ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება
იმისათვის, რომ მომხმარებელი მიხვდეს დაშიფრულია თუ არა საქაღალდე, Windows-ში გამოიყენება შემდეგი აღნიშვნა:
სახელის ქვეშ ხაზგასმის ნიშანი
საქაღალდეზე მითითებულია წარწერა: Encrypted
საქაღალდის ქვედა კუთხეში გასაღების ნიშანი
საქაღალდის ზედა მარჯვენა კუთხეში ბოქლომის ნიშანი
რას გამოიწვევს ბრძანებათა ველში (Command Prompt) შემდეგი ბრძანების შეყვანა: netsh advfirewall firewall add rule name="CustomRule" profile=domain protocol=TCP dir=in localport=80 action=allow.
შეიქმნება შემომავალი წესი დომენური (Domain) პროფილისთვის, რომელიც ბლოკავს ტრაფიკს პორტ 80-ზე
შეიქმნება გამავალი წესი დომენური (Domain) პროფილისთვის, რომელიც უშვებს ტრაფიკს პორტ 80-ზე
შეიქმნება გამავალი წესი დომენური (Domain) პროფილისთვის, რომელიც ბლოკავს ტრაფიკს პორტ 80-ზე
შეიქმნება შემომავალი წესი დომენური (Domain) პროფილისთვის, რომელიც უშვებს ტრაფიკს პორტ 80-ზე
თქვენ დაარქივეთ თქვენი მომხმარებლის დირექტორიები backup.tar.gz სახელის მქონე ფაილში. შემდეგ თქვენ ათვალიერებთ არქივს და ხედავთ, რომ ფაილის სახელები მისდევენ შემდეგ კონვენციას: home/ username/ somefile როგორ ამოაარქივებთ მხოლოდ ფაილებს, fred სახელის მქონე მომხმარებლისთვის?
tar –xjf backup.tar.gz home/fred/
tar –tjf backup.tar.gz /home/fred
tar –xzf backup.tar.gz fred
tar –tzf /home/fred < backup.tar.gz
tar –xzf backup.tar.gz home/fred/
RSA ალგორითმის გამოყენება შესაძლებელია:
პაროლების სამართავად
ელექტრონული ხელმოწერისთვის
ინფორმაციის დაშიფვრისთვის
საერთო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისთვის
0
{"name":"OS Final 2", "url":"https://www.quiz-maker.com/QBTQC1HYA","txt":"ჩამოთვლილთაგან რომელი ბრძანება უზრუნველყოფს Student მომხმარებლიდან Test მომხმარებელზე გადართვას ისე, რომ Student-ზე გაშვებული პროგრამები დარჩეს ჩართული?, ოპერატიული მეხსიერებისა (RAM) და მყარი დისკის რა მინიმალური მოცულობა მოითხოვება 64 ბიტიანი ვინდოუს 10-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინსტალაციისთვის?, ქვემოთ მოცემული რომელი ბრძანება გვიჩვენებს ჯგუფ(ებ)ს, რომელთაც მიეკუთვნება bob მომხმარებელი?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker