ქვიზი მომზადებულია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის - CSDC”-ის მიერ ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

ავტორი: ანნა ჩოხელი - სასიცოცხლო უნარების ტრენერი

 

მართე შენი დღე

რა არის დრო?   დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება. სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: ყველაფერი ხომ სადღაც და ოდესღაც ხდება. კვირაში 7 დღე გვაქვს და დღეში 23 საათი, 56 წუთი და 4 წამი და ამას ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ დრო უსაზღვრო არ არის და მას ხშირად უბრალოდ ვფლანგავთ, საბოლოო ჯამში კი მუდმივად დროის უკმარისობას განვიცდით. 

             

ალბათ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ვამბობთ დრო არ მყოფნის! ვერ ვასწრებ ვერაფერს! დღეში ყოველთვის 24 საათი იქნება და ამას ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ ამ დროის ეფექტურად მართვა!

დროის ეფექტური მართვა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთ შეცნობას გულისხმობს, საჭიროა ზუსტად იცოდეთ თქვენი მიზნები, 

რას გინდათ, რომ ცხოვრებაში მიაღწიოთ, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი პირადი და პროფესიული მომავალი.

დრო რომ ეფექტურად ვმართოთ, მნიშვნელოვანია დროსთან მიმართებაში შევცვალოთ  ჩვენი დამოკიდებულება, ამისთვის საჭიროა მკაფიოდ განვსაზღვროთ, როდის   ვფლანგავთ და როდის   ვიყენებთ რაციონალურად დროს.

                 

წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია:გაჩერებაზე დგახართ და ელოდებით თქვენს მეგობარს, რომელიც უკვე ნახევარი საათია გალოდინებთ, ეს დრო გაფლანგულია თუ სწორად დახარჯული? ალბათ ამ კითხვაზე ძალიან მარტივია პასუხის გაცემა, თუმცა წვრილმანებს არსებითად შეუძლიათ შეცვალონ სიტუაცია. თუ გაჩერებაზე ვდგავარ და მეგობარს ველოდები, დრო მაქვს ვიფიქრო ჩემს მომავალ გეგმებზე და დავსახო თუნდაც ხვალინდელი დღის ამოცანები   - ამ შემთხვევაში დრო უკვე რაციონალურად გამოყენებულია.

დროის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ყოველდღიური გეგმის შედგენა. ამისთვის უნდა ჩამოწერო ყველაფერი ის, რასაც იმ დღეს გეგმავ და გაწერო თითო აქტივობისთვის საშუალოდ რა დრო დაგჭირდება. ამ გეგმაში უნდა შევიდეს მეცადინეობის დროც და დასვენების დროც, ვარჯიშის და ჭამის დროც.

                     

ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია: იყავი გულახდილი შენ თავთან. რეალურად გაწერე დროები. შესაძლოა გინდა მეტი დრო მოიტოვო დასვენებისთვის, მაგრამ სწორად უნდა განსაზღვრო, ვთქვათ მათემატიკის მეცადინეობას რა დროს დაუთმობ.

აუცილებელია, დაგეგმვისას გვახსოვდეს, რომ შეიძლება მოხდეს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ, რისი არიდებაც ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, გვესტუმროს დიდი ხნის უნახავი მეგობარი, მოვხვდეთ მანქანების საცობში დიდი ხნით, მოგვიწიოს სასწავლო დაწესებულებებსა თუ სამსახურში მეტი დროით დარჩენა და ა.შ. თუმცა თუ ჩვენი დღის გეგმაში გამოვყოფთ საკმარის თავისუფალ დროს, მაშინ შესაძლებელი იქნება შეუფერხებლად შევასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი შემთხვევების მუხედავად – ისინი ავტომატურად ჩვენი გეგმის “თავისუფალი დროის გრაფაში” ჩაინიშნებიან.

                                                                  Picture1

და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ დაგეგმავთ და არ დაგავიწყდეთ „გაუღიმე სამყაროს და სამყაროც გაგიღიმებს შენ!“

წყარო 1: https://saba.com.ge/

წყარო 2: https://ihow.ge

 

1. რა არის დრო?
���ატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა
���ს, რაც არასოდეს არ მყოფნის
���საზღვრო საათები
2. რა არის საჭირო დროის ეფექტური მართვისთვის?
���აკუთარი თავის უკეთ შეცნობა
���ოველდღიური გეგმის ჩამოწერა
���როის სწორი განაწილება
3. რა უნდა გავითვალისწინოთ დაგეგმვის დროს?
���მას დავუთმოთ მეტი დრო, რაც მოგვწონს
���ამოვყოთ თავისუფალი დრო გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის
���რ გავწეროთ მეცადინეობის დრო
{"name":"ქვიზი მომზადებულია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის - CSDC”-ის მიერ ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ავტორი: ანნა ჩოხელი - სასიცოცხლო უნარების ტრენერი მართე შენი დღე რა არის დრო? დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება. სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: ყველაფერი ხომ სადღაც და ოდესღაც ხდება. კვირაში 7 დღე გვაქვს და დღეში 23 საათი, 56 წუთი და 4 წამი და ამას ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ დრო უსაზღვრო არ არის და მას ხშირად უბრალოდ ვფლანგავთ, საბოლოო ჯამში კი მუდმივად დროის უკმარისობას განვიცდით. ალბათ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ვამბობთ დრო არ მყოფნის! ვერ ვასწრებ ვერაფერს! დღეში ყოველთვის 24 საათი იქნება და ამას ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ ამ დროის ეფექტურად მართვა! დროის ეფექტური მართვა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთ შეცნობას გულისხმობს, საჭიროა ზუსტად იცოდეთ თქვენი მიზნები, რას გინდათ, რომ ცხოვრებაში მიაღწიოთ, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი პირადი და პროფესიული მომავალი. დრო რომ ეფექტურად ვმართოთ, მნიშვნელოვანია დროსთან მიმართებაში შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება, ამისთვის საჭიროა მკაფიოდ განვსაზღვროთ, როდის ვფლანგავთ და როდის ვიყენებთ რაციონალურად დროს. წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია:გაჩერებაზე დგახართ და ელოდებით თქვენს მეგობარს, რომელიც უკვე ნახევარი საათია გალოდინებთ, ეს დრო გაფლანგულია თუ სწორად დახარჯული? ალბათ ამ კითხვაზე ძალიან მარტივია პასუხის გაცემა, თუმცა წვრილმანებს არსებითად შეუძლიათ შეცვალონ სიტუაცია. თუ გაჩერებაზე ვდგავარ და მეგობარს ველოდები, დრო მაქვს ვიფიქრო ჩემს მომავალ გეგმებზე და დავსახო თუნდაც ხვალინდელი დღის ამოცანები - ამ შემთხვევაში დრო უკვე რაციონალურად გამოყენებულია. დროის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ყოველდღიური გეგმის შედგენა. ამისთვის უნდა ჩამოწერო ყველაფერი ის, რასაც იმ დღეს გეგმავ და გაწერო თითო აქტივობისთვის საშუალოდ რა დრო დაგჭირდება. ამ გეგმაში უნდა შევიდეს მეცადინეობის დროც და დასვენების დროც, ვარჯიშის და ჭამის დროც. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია: იყავი გულახდილი შენ თავთან. რეალურად გაწერე დროები. შესაძლოა გინდა მეტი დრო მოიტოვო დასვენებისთვის, მაგრამ სწორად უნდა განსაზღვრო, ვთქვათ მათემატიკის მეცადინეობას რა დროს დაუთმობ. აუცილებელია, დაგეგმვისას გვახსოვდეს, რომ შეიძლება მოხდეს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ, რისი არიდებაც ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, გვესტუმროს დიდი ხნის უნახავი მეგობარი, მოვხვდეთ მანქანების საცობში დიდი ხნით, მოგვიწიოს სასწავლო დაწესებულებებსა თუ სამსახურში მეტი დროით დარჩენა და ა.შ. თუმცა თუ ჩვენი დღის გეგმაში გამოვყოფთ საკმარის თავისუფალ დროს, მაშინ შესაძლებელი იქნება შეუფერხებლად შევასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი შემთხვევების მუხედავად – ისინი ავტომატურად ჩვენი გეგმის “თავისუფალი დროის გრაფაში” ჩაინიშნებიან. და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ დაგეგმავთ და არ დაგავიწყდეთ „გაუღიმე სამყაროს და სამყაროც გაგიღიმებს შენ!“ წყარო 1: https:\/\/saba.com.ge\/ წყარო 2: https:\/\/ihow.ge", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. რა არის დრო?, 2. რა არის საჭირო დროის ეფექტური მართვისთვის?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker