ვარიანტი 1

1. გამიზნული ემიგრაციული პოლიტიკა აქვს
1. ირანს
2. საქართველოს
3. თურქეთს
4. თურქმენეთს
2. მიმღებ ქვეყნებში იმიგრანტები იშვიათად საქმდებიან
1. ქალაქების მართვის აპარატში
2. ქუჩებისა და შენობების დასუფთავებაში
3. მშენებლობისა და საგზაო მეურნეობის დამხმარე მუშებად
4. შინამოსამსახურეებად
3. რომელი დებულებაა არასწორი:
1. შრომით მიგრანტთა დაბრუნება სამშობლოში მკვეთრად ამუხრუჭებს აქ მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებას
2. შრომითი მიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულები თავიანთ ქვეყანაში ორიენტირდებიან მოწინავე ტექნოლოგიებზე
3. შრომითი მიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულები ორიენტირდებიან მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზე
4. შრომითი მიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებულნი აჩქარებენ თავისი ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს
4. ექსპერტთა გაანგარიშებით, დაახლოებით რამდენია არალეგალური მიგრანტების ხელშეწყობის „ბიზნესის“ წლიური მოგება?
1. 6-7 მილიარდი დოლარი
2. 1-2 მილიარდი დოლარი
3. 120-130 მლრდ დოლარი
4. 450 მლრდ დოლარი
5. ჩამოთვლილთაგან რომელი პოსტსოციალისტური ქვეყანა იზიდავს ყველაზე ნაკლებად იმიგრანტებს?
1. ჩეხეთი
2. უნგრეთი
3. პოლონეთი
4. რუმინეთი
6. გამგზავნი ქვეყნებისათვის შრომითი ემიგრაცია
1. ზრდის სოციალურ ხარჯებს
2. ამცირებს უმუშევრობის დონეს
3. ზრდის შრომითი რესურსებისა და მოსახლეობის რიცხოვნობას
4. აუმჯობესებს მოსახლეობის ასაკობრივ შემადგენლობას, აახალგაზრდავებს მოსახლეობას
7. ჩამოთვლილთაგან რომელ ქვეყანაშია ყველაზე ნაკლები მიგრანტოფობია?
1. ირანში
2. გერმანიაში
3. აშშ-ში
4. რუსეთში
8. 1990-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა
1. მოსახლეობის მარტივი აღწარმოების რეჟიმი
2. მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმი
3. დემოგრაფიული აფეთქების რეჟიმი
4. მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი
9. საერთაშორისო შრომითი მიგრაციის ძირითად ფაქტორთა ჯგუფში არ განიხილება:
1. წასვლისა და მიმღებ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსი
2. ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის ეკონომიკური უთანასწორობა
3. დემოგრაფიული დისბალანსი
4. მიგრაციული ქსელები
10. რომელმა ქვეყანამ შემოიღო იმიგრაციული პოლიტიკის პირველი კანონები 1920-იან წლებში?
1. აშშ-მა
2. საფრანგეთმა
3. ინგლისმა
4. შოტლანდიამ
11. რომელი ქვეყანა არ უჭერს მხარს აქტიურ ემიგრაციულ პოლიტიკას?
1. საქართველო
2. ინდოეთი
3. ბანგლადეში
4. თურქეთი
12. რომელი ქვეყანა იზიდავს ძირითადად კუბის, დომინიკის რესპუბლიკის, სალვადორის, პანამას, გვატემალას მიგრანტებს?
1. მექსიკა
2. აშშ
3. ვენესუელა
4. კანადა
13. მიგრაციის რომელ თეორიაშია უნივერსალური პასუხი მიგრაციის მექანიზმის თაობაზე?
1. ადამიანური კაპიტალის თეორიაში
2. სეგმენტირებული ბაზრის (მეორადი ბაზრის) თეორიაში
3. არცერთ თეორიაში არაა
4. მიზიდვა–განზიდვის თეორიაში
14. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვითარება არ უწყობს ხელს მიგრაციის განვითარებას?
1. დონორი ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა ძლიერ დიდია
2. მიგრანტთა მიმღები ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად ვითარდება, დემოგრაფიული ზრდა შეჩერებულია
3. მიგრანტთა მიმღები ქვეყანა განიცდის ეკონომიკურ სტაგნაციას
4. დონორ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია ხდება და შრომის მწარმოებლურობა სწრაფად იზრდება
15. რა არ უწყობს ხელს შრომითი მიგრაციის ინტენსივობის ზრდას?
1. გლობალური საინფორმაციო ქსელის განვითარება
2. სატრანსპორტო სისტემის განვითარების თანამედროვე ტენდენციები
3. „სკაიპი“ და მშობლიური ქვეყნის ტელეგადაცემათა სისტემატური მიღება იმიგრაციის ქვეყანაში
4. მიმღები ქვეყნის ქსენოფობიური გარემო
16. რომელი უცხო ქვეყნიდან „გადინებული ტვინები“ – პროგრამისტები არიან დასაქმებულნი მასობრივად აშშ და ბრიტანეთის ეკონომიკაში?
1. ეგვიპტიდან
2. ინდოეთიდან
3. არგენტინიდან
4. ვენესუელადან
17. რა ზეგავლენა მოახდინა შრომითმა ემიგრაციამ თურქეთის შრომის ბაზარზე
1. უმუშევრობის დონეზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა
2. უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა
3. უმუშევრობის დონე ნახტომისებურად გაიზარდა
4. უმუშევრობის დონე თურქეთის შრომის ბაზარზე არსებითად შემცირდა
18. რომელი დასკვნაა არასწორი?
1. საერთაშორისო შრომითი მიგრაცია უარყოფითად ზემოქმედებს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლევბზე და მძიმე ტვირთად აწვება ამ ქვეყნის ბიუჯეტს
2. საერთაშორისო შრომითი მიგრაციის შედეგად იქმნება დამატებითი შემოსავალი და იზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი
3. საერთაშორისო შრომითი მიგრაცია მიმღებ ქვეყანაში ამცირებს საქონელსა და მომსახურებაზე ფასებს და ხელს უშლის ინფლაციას
4. საერთაშორისო შრომითი იმიგრანტები უფრო მეტად მონაწილეობენ ქვეყნის ბიუჯეტის შექმნაში, ვიდრე იქიდან სარგებლობენ
19. რა სოციალურ–ეკონომიკური ეფექტი აქვს მიმღებ ქვეყნებში ოჯახებში შრომითი იმიგრანტების შინამოსამსახურეებად დასაქმებას?
1. იმიგრანტმა შინამოსამსახურეებმა ხელი შეუწეს ოჯახში დასაქმებული ოჯახის ცალკეულ წევრების გაზარმაცებას
2. იმიგრანტის შინამოსამსახურედ დადგომის შედეგად ოჯახის წევრი შეუდგა პროფესიულ შრომას
3. იმიგრანტ შინამოსამსახურეებზე გაწეული დანახარჯები ტვირთად დააწვა დამქირავებლის ოჯახს და მისი ეკონომიკური ვითარება გააუარესა
4. იმიგრანტის შინამოსამსახურედ დასაქმებამ მკვეთრად გააუარესა საოჯახო შრომის ხარისხი
20. ყველაზე მეტდ რომელი ქვეყნის იმიგრანტების დასაქმებამ შეუწყო ხელი რურის ქვანახშირის აუზის გამართულ ფუნქციონირებას?
1. ეგვიპტიდან ჩასულმა სამუშაო ძალამ
2. პოლონელმა მეშახტეებმა
3. ესპანელმა იმიგრანტებმა
4. მაროკოელმა მეშახტეებმა
21. მოაქვს თუ არა რაიმე სარგებელი მიმღები ქვეყნისთვის არალეგალურ მიგრაციას?
1. არალეგალურ მიგრაციას დამქირავებლისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს
2. დასავლეთის ქვეყნებში არალეგალთა დაქირავება საერთოდ არ ხდება
3. ამჟამად არალეგალური მიგრაცია უკვე აღარ ხდება
4. დიახ, ნაწილობრივ, ადგილობრივი დამქირავებლებისათვის არალეგალური მიგრანტი იაფი სამუშაო ძალაა
22. რომელი დებულებაა სწორი
1. შრომის მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ მაღალკვალიფიციურ შრომით იმიგრანტებზეა მოთხოვნა
2. შრომის მსოფლიო ბაზარზე მხოლოდ დაბალკვალიფიციურ შრომით იმიგრანტებზეა მოთხოვნა
3. შრომის მსოფლიო ბაზარზე კონცენტრაცია ხდება ორი კვალიფიციური პოლუსით: ა) ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის სამუშაო ძალაზე მოთხოვნა და ბ) ყველაზე მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა
4. შრომის მსოფლიო ბაზარზე შრომით იმიგრანტებზე მოთხოვნაში არავითარი სეგმენტაცია არ შეინიშნება
23. მსოფლიო გლობალიზაციის განვითარების პროცესში
1. საერთაშორისო შრომითი მიგრაციის მასშტაბი თითქმის უცვლელია
2. საერთაშორისო შრომითი მიგრაციის ინტენსივობა კლებულობს
3. საერთაშორისო შრომითი მიგრაციის მასშტაბი სწრაფად იზრდება
4. საერთაშორისო შრომითი მიგრაცია წყდება
24. რამ გამოიწვია ევრაზიის მიგრაციული სისტემის შექმნა?
1. მეორე მსოფლიო ომმა
2. სსრკ დაშლამ
3. ცივი ომის დამთავრებამ
4. არცერთი პასუხი სწორი არაა
25. რომელია შედარებით ახლად ფორმირებული მიგრაციული სისტემა?
1. ჩრდილო ამერიკული სისტემა
2. ევროპული სისტემა
3. სპარსეთის ყურის სისტემა
4. ევრაზიული სისტემა
26. საერთაშორისო მიგრაციული სისტემები არის
1. ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებები მიგრაციული მიმოცვლის შესახებ
2. მიგრაციული კავშირები ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს შორის
3. ქვეყანათა ჯგუფები, რომელთა შორის არის მასშტაბური მიგრაციული მიმოცვლა
4. ეკონომიკური და მიგრაციული კავშირების ერთობლიობა განვთარებულ ქვეყნებს შორის
27. კანონმდებლობასთან მიმართებაში გამოჰყოფენ
1. შიგა მიგრაციას
2. არალეგალურ და ლეგალურ მიგრაციას
3. ნებაყოფილობით მიგრაციას
4. შრომითმიგრაციას
28. ისტორიული წყაროების მიხედვით შუა საუკუნეებში ქართველი მოსახლეობა მასობრივად საშოვარზე (შრომით მიგრაციაში) მიდიოდა:
1. ინდოეთში
2. ჩინეთში
3. ეგვიპტეში
4. სპარსეთში
29. მოსახლეობის ტერიტორიული გადაადგილება ხდება:
1. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან
2. ძველი წელთაღრიცხვის მე–5 საუკუნიდან
3. უხსოვარი დროიდან
4. რომის იმპერიის დაშლის შემდგომ
30. სეგმენტირებული შრომის ბაზრის თეორიის მიხედვით:
1. მიგრაციის ინტენსიურობა უფრო მეტია ყოფილ კოლონიებსა და მეტროპოლიებს შორის
2. შრომითი მიგრანტების დასაქმება, უმთავრესად, მეორად შრომის ბაზარზე ხდება
3. მიგრაციაზე გადაწყვეტილება მიიღება არა ცალკეული ინდივიდის, არამედ მთელი ოჯახის მიერ
4. შრომითი მიგრანტების დასაქმება ხდება პირველად შრომის ბაზარზე
31. ბოლო წლებში შრომით ემიგრანტთაგან საქართველოში წლიურად იგზავნება
1. 1 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი
2. 500 მლნ აშშ დოლარი
3. 600 მლნ აშშ დოლარი
4. 700 მლნ აშშ დოლარი
32. რა არ მომხდარა საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ ეტაპზე?
1. მონოდარგოვანი სამთომომპოვებელი რეგიონების ეკონომიკური კოლაფსი
2. სამთომომპოვებელი რეგიონების ქალაქწარმომქმნელ დარგებში სამუშაო ადგილების სრული განადგურება
3. ფორმალური დასაქმების გაფართოება, მეორადი დასაქმების ლიკვიდაცია
4. სამთომომპოვებელი რეგიონებიდან ზეინტენსიური მიგრაციის განვითარება
33. როდის მოეწერა ხელი ე.წ. „შენგენის შეთანხმებას”?
1. 1985 წელს
2. 1990 წელს
3. 2000 წელს
4. 1997 წელს
34. რა არ ახასიათებდა პოსტსაბჭოთა საქართველოს შრომის ბაზრის გარემოს?
1. დემოგრაფიული დეპრესია
2. დემოგრაფიული დაბერების აჩქარება
3. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ტენდენცია
4. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სწრაფი ზრდა
35. რომელი თეზისია სწორი:
1. საქართველოში არსებობს მეტ-ნაკლებად ძლიერი შუამავლობის ინსტიტუტი
2. საქართველოში არსებობს ძლიერი შუამავლობის ინსტიტუტი
3. საქართველოში არის შუამავლობის ინსტიტუტი, მაგრამ იგი თანდათან სუსტდება
4. საქართველოში შუამავლობის ინსტიტუტი სუსტია და ხშირად ტრეფიკინგთანაა დაკავშირებული
36. რომელი დასკვნაა არასწორი
1. უცხოეთიდან სამშობლოში მობრუნებული შრომითი ემიგრანტი ცდილობს მცირე ბიზნესის წამოწყებას
2. უცხოეთიდან სამშობლოში მობრუნებული შრომით მიგრანტის ფასეულობანი იგივეა, რაც წასვლამდე ჰქონდა
3. უცხოეთიდან სამშობლოში მობრუნებული შრომითი ემიგრანტი უფრო მეტადაა ორიენტირებული მოწინავე ტექნოლოგიებზე
4. უცხოეთიდან სამშობლოში მობრუნებული შრომით მიგრანტს განვითარებული აქვს საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ჩვევები
37. რომელი თეზისია არასწორი?
1. მოსახლეობის საზღვარგარეთ ემიგრაციიდან ფულად გზავნილებით შემოსული ვალუტა ასუსტებს გამგზავნი ქვეყნის ეკონომიკას
2. მოსახლეობის საზღვარგარეთ ემიგრაცია დაბლა სწევს გამგზავნ ქვეყანაში უმუშევრობის დონეს
3. გამგზავნი ქვეყნის მოქალაქეები, როგორც წესი, საზღვარგარეთ მუშაობით ადაპტირდებიან უკეთეს საწარმოო და სოციალურ გარემოში, იღებენ იქაურ გამოცდილებას, რაც შემდეგ ჩამოაქვთ თავის ქვეყანაში
4. ემიგრანტთა ფულადი გზავნილები მკვეთრად ამაღლებენ როგორც ემიგრანტთა ოჯახების, ისე მთელი ქვეყნის ცხოვრების დონეს
38. რომელი თეზისია სწორი:
1. განვითარებულ ქვეყნებში იმიგრანტებზე იხარჯება ზუსტად იმდენივე საზოგადოებრივი დანახარჯი, რამდენსაც ისინი იღებენ მათგან შემოსავლის სახით
2. განვითარებული ქვეყნების შრომით იმიგრანტთა სოციალურ დაცვაზე ქვეყანა ხარჯავს უფრო ნაკლებს, ვიდრე მათგან აქვს შემოსული
3. განვითარებულ ქვეყნებში იმიგრანტებზე გაწეული საზოგადოებრივი დანახარჯებზე არავითარი ინფორმაცია არაა
4. განვითარებული ქვეყნების შრომით იმიგრანტთა სოციალურ დაცვაზე იხარჯება ბევრად მეტი, ვიდრე იმიგრანტებისაგან შედის ბიუჯეტში
39. რომელი თეზისია სწორი?
1. უცხოეთში სამუშაოდ ჩასული სამუშაო ძალა იწვევს ადგილობრივი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების გამოთავისუფლებას და ზრდის უმუშევრობას
2. განვითარებულ მიმღებ ქვეყნებში სამუშაოდ ჩასული სამუშაო ძალა დასაქმებულია მძიმე, დაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე, რაც ადგილობრივ სამუშაო ძალას საშუალებას აძლევს, გადაადგილდეს უფრო პრესტიჟულ სამუშაოებზე.
3. მიმღებ განვითარებულ ქვეყნებში შრომითი იმიგრანტების ჩასვლა იწვევს ამ ქვეყნების მოსახლეობის ინტენსიურ ემიგრაციას
4. შრომითი იმიგრაცია მიმღები ქვეყნის ეკონომიკის ციკლური განვითარების დესტაბილიზატორია
40. რომელი დებულებაა სწორი:
1. მსოფლიო შრომის ბაზარზე 2000–იანი წლებიდან შრომით იმიგრანტებზე მოთხოვნის ზრდა არ შეიმჩნევა
2. მსოფლიო შრომის ბაზარზე 2000–იანი წლებიდან შრომით იმიგრანტებზე მოთხოვნის ზრდა აშკარად შემცირდა
3. მსოფლიო შრომის ბაზარზე 2000–იანი წლებიდან დროებითი შრომითი იმიგრანტების რიცხოვნობის ყოველწლიური ზრდა 7–8% შეადგენს
4. მსოფლიო შრომის ბაზარზე 2000–იანი წლებიდან დროებით შრომით იმიგრანტებზე მოთხოვნამ ცოტათი მოიკლო
0
{"name":"ვარიანტი 1", "url":"https://www.quiz-maker.com/QFC4926CG","txt":"1. გამიზნული ემიგრაციული პოლიტიკა აქვს, 2. მიმღებ ქვეყნებში იმიგრანტები იშვიათად საქმდებიან, 3. რომელი დებულებაა არასწორი:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker