ეორე შუალედური

1. ატროპინი ხელს უშლის ქოლინომიმეტური საშუალებების მოქმედებას სხვადასხვა სისტემაზე, გარდა:
) კუჭნაწლავის ტრაქტზე
) ნერვ-კუნთოვანი გადაცემაზე
) გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებზე
) სისხლძარღვებზე
2. ატროპინი გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის გაძლიერებული მოტორიკისა და სეკრეციის დასათრგუნად. Aამ შემთხვევაში მკურნალობის არასასურველ გვერდით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:
) თვალშიდა წნევის მომატება
) შარდის შეკავება
) პირის სიმშრალე
) მოუსვენრობა
) ბრონქოსპაზმი
3. ანტიმუსკარინული საშუალების, ატროპინის, ჭარბი დოზით გამოყენებისას ადგილი აქვს ყველა ქვემოთჩამოთვლილი ეფექტს, გარდა:
) მხედველობის გაორება
) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთის მოდუნება
) კუჭის სეკრეციის დათრგუნვა
) გუგის შევიწროება
) გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდა
4. ჰექსამეთონიუმი იწვევს ქოლინომიმეტური საშუალებების ეფექტის ბლოკირებას. მისი მოქმედების ლოკალიზაციის ადგილებია:
) მ-ქოლინირეცეპტორები
) ჩონჩხის კუნთების საბოლოო ფირფიტა
) სიმპათიკური და პარასიმპათიკური განგლიები
) ნერვული ტერმინალი
5. ატროპინით მოწამვლის სადიაგნოსტიკოდ მეტაქოლინის სინჯი გამოიყენება. ინტოქსიკაცია დასტურდება, თუ მეტაქოლინის კანქვეშა ინექციის შემდეგ:
) ქრება კანის სიწითლე, ოფლიანობა, ცრემლდენა, ნერწყვის დენა და გაძლიერებული პერისტალტიკა
) მცირდება კუნთების ფიბრილაცია და კუჭის სეკრეცია
) ადგილი აქვს არტერიული წნევა ძლიერ დაქვეითებას
) ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ავადმყოფს აღენიშნება ჰალუცინაცია, გულისრევა და მოუსვენრობა
6. ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ყველა განპირობებულია მ-ქოლინორეცეპტორზე აცეტილქოლინის მასტიმულირებელი ზეგავლენით, გარდა:
) სახის წამოხურება
) ნერწყვის ჰიპერსეკრეცია
) ნაწლავების მოტორიკის გაძლიერება
) არტერიული წნევის მომატება
7. მეტაქოლინის მოქმედების ხანგრძლივობა სჭარბობს აცეტილქოლინისას, ვინაიდან:
) აცეტილქოლინი შვანის უჯრედში აქტიური ტრანსპორტის მეშვეობით განიცდის ინაქტივაციას
) აცეტილქოლინი ნერვულ უჯრედში აქტიური ტრანსპორტის მეშვეობით განიცდის ინაქტივაციას
) აცეტილქოლინის მეტაბოლიზმი, მეტაქოლინთან შედარებით, უფრო სწრაფია
) აცეტილქოლინი ორგანიზმიდან მეტაქოლინზე სწრაფად გამოიყოფა
8. ჰემიქოლინიუმი ცვლის აცეტილქოლინის მეტაბოლიზმს, ვინაიდან:
) ხელს უშლის აცეტილქოლინის დაშლას
) ხელს უშლის აცეტილქოლინის გამოყოფას
) ხელს უშლის აცეტილქოლინის სინთეზს
) ხელს უწყობს აცეტილქოლინის გამოყოფას
9. ნ-ქოლინორეცეპტორების ლოკალიზაციის შესახებ ყველა ქვემოთჩამოთვლილი პასუხი სწორია, გარდა:
) ჩონჩხის კუნთების საბოლოო ფირფიტა
) სიმპათიკური განგლიები
) პარასიმპათიკური განგლიები
) პარასიმპათიკური ნერვის პოსტგანგლიური ბოჭკოს დაბოლოვება
10. აცეტილქოლინის მოქმედება წყდება:
) მოქმედების ადგილიდან დიფუზიის მეშვეობით
) დეზამინირების გზით
) პლაზმის პროტეინებზე დროებითი ადსორბციით
) ჰიდროლიზის მეშვეობით
11. რომელი ორგანო ინერვირდება ვეგეტატური ნერვული სისტემის მხოლოდ ერთი ნაწილით:
) ელენთა
) საშვილოსნო
) შარდის ბუშტი
) თვალის ფერადი გარსი
12. ატროპინი წარმოადგენს:
) ნახევრადსინთეზურ ნაერთს
) ალკალოიდს
) სტეროიდს
) ამინომჟავას ნაწარმს
13. ატროპინთან შედარებით, სკოპოლამინი, უკეთესად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს:
) სწორია
) არ არის სწორი
14.პეპტიური წყლულის ატროპინით მონოთერაპია არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან:
) ატროპინი აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას, მაგრამ არ ცვლის HH+ იონების კონცენტრაციას
) ატროპინით მონოთერაპია ზრდის წყლულის წარმოშობის რისკს
) ატროპინით მონოთერაპია მის მეტად მაღალ დოზებში მიღებას საჭიროებს
) იგი ახანგრძლივებს კუჭის შიგთავსის ევაკუაციის დროს
15. ატროპინი იწვევს:
) მიდრიაზს, თვალშიდა წნევის მომატებას და აკომოდაციის დამბლას
) მიდრიაზს, თვალშიდა წნევის დაქვეითებას და აკომოდაციის სპაზმს
) მიოზს, თვალშიდა წნევის მომატებას და აკომოდაციის დამბლას
) მიოზს, თვალშიდა წნევის დაქვეითებას და აკომოდაციის სპაზმს
16. ატროპინით გამოწვეული მიდრიაზი განსხვავდება სიმპათომიმეტური საშუალებების მიღებით გამოწვეული მიდრიაზისაგან, ვინაიდან:
) სიმპათომიმეტური საშუალებები იწვევენ მიდრიაზს და აკომოდაციის დამბლას
) სიმპათომიმეტური საშუალებები იწვევენ ციკლოპლეგიას მიდრიაზის გარეშე
) ატროპინი იწვევს მიდრიაზს ციკლოპლეგიით
) ატროპინი იწვევს მიდრიაზს ციკლოპლეგიის გარეშე
17. პარასიმპათომიმეტური საშუალებები იწვევენ:
) მიოზს, ბრადიკარდიასა და ბრონქოდილატაციას
) მიდრიაზს, ბრადიკარდიასა და ბრონქოსპაზმს
) მიოზს, ბრადიკარდიასა და ბრონქოსპაზმს
) მიოზს, ტაქიკარდიასა და ბრონქოსპაზმს
18. აცეტილქოლინი თერაპიული მიზნებისათვის არ გამოიყენება, ვინაიდან:
) ძალზე ტოქსიკურია
) ეფექტის მისაღწევად საჭიროებს ძალზე მაღალი დოზით გამოყენებას
) ძალზე სწრაფად ჰიდროლიზდება
) ძალზე ძვირია
19. ქოლინომიმეტურ საშუალება მეტაქოლინს ახასიათებს:
) აცეტილქოლინთან შედარებით უფრო სწრაფად მეტაბოლიზდება
) აცეტილქოლინთან შედარებით უფრო ნელა მეტაბოლიზდება
) აცეტილქოლინთან შედარებით ნაკლებად ტოქსიკურია
) აცეტილქოლინითან შედარებიღ მეტად ტოქსიკურია
20. ქოლინის ეთერი კარბაქოლინი, მეტაქოლინთან შედარებით, უფრო მეტი სიძლიერითა და მოქმედების ხანგძლივობით ხასიათდება
) სწორია
) არ არის სწორი
21. კარბაქოლინი შარდისა და ნაღვლის ბუშტის სტიმულაციისათვის გამოიყენება, მეტაქოლინი კი კარდიალური ეფექტებისათვის
) სწორია
) არ არის სწორი
22. აცეტილქოლინი დოზით 20-60 მგ/წთ იწვევს სისხლის წნევის მცირედ გამოხატულ დაქვეითებას (ან საერთოდ არ ცვლის მას), ვინაიდან:
) აცეტილქოლინი სწაფად ჰიდროლიზდება
) კარდიოვასკულური კომპენსატორული რეფლექსის გამო
) ნ-ქოლინორეცეპტორების აგზნებით განპირობებული სიმპათო-ადრენალური სისტემის აქტივაციის გამო
) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო
) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო
23. ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს ატროპინის გამოყენება კატეგორიულად უკუნაჩვენებია:
) სწორია
) არ არის სწორი
24. ახალგაზრდებში ატროპინის მაღალი დოზის გამოყენება იწვევს ტაქიკარდიას, ხოლო ჩვილ ბავშვებსა და ხანდაზმულებში კი იგი გულის რითმს არ ახშირებს, ვინაიდან:
) ამ ასაკოვან ჯგუფებში გულის რითმი ისედაც ხშირია
) ჩვილებსა და ხანდაზმულებში მისი მეტაბოლიზმი სწრაფია
) ამ ასაკოვან ჯგუფებში ვაგალური ტონუსი მაღალია
) ამ ასაკოვან ჯგუფებში ვაგალური ტონუსი დაბალია
25. ატროპინის სპაზმოლიზური მოქმედება:
) მაქსიმალურია ურეთრაზე, საშუალოა სანაღვლე გზებსა და მცირეა საშვილოსნოზე
) მაქსიმალურია საშვილოსნოზე, საშუალო _ ურეთრაზე და მცირე სანაღვლე გზებზე
) მაქსიმალურია სანაღვლე გზებზე, საშუალო _ საშვილოსნოზე და მცირე ურეთრაზე
) ყველა გლუვკუნთოვან მუსკულატურაზე მისი გავლენა თანაბარია
26. ატროპინი იწვევს სეკრეციის დაქვეითებას:
) მაქსიმალურად _ რძის, საშუალოდ _ ცრემლის და მცირედ ოფლის
) მაქსიმალურად ოფლის, საშუალოდ ცრემლის და მცირედ რძის
) მაქსიმალურად ცრემლის, საშუალოდ რძის და მცირედ ოფლის
) ყველა ჯირკვლის სეკრეციას ერთნაირად ამცირებს
27. ატროპინით მოწამვლისას სედაციის მიზნით არ შეიძლება ფენოთიაზინების გამოყენება:
) სწორია
) არ არის სწორი
28. ქვემოთჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს გააჩნია ყველაზე ძლიერად გამოხატული ნიკოტინის მაგვარი მოქმედება:
) აცეტილქოლინი
) კარბაქოლინი
) მეტაქოლინი
) ბეტანექოლინი
) ყველას თანაბარად აქვთ გამოხატული
29. ანტიქოლინესთერაზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას აცეტილქოლინისა და მეტაქოლინის ეფექტები ძლიერდება, ვინაიდან:
) აცეტილქოლინისა და მეტაქოლინის ჰიდროლიზში ქოლინესთერაზა მონაწილეობს
) ანტიქოლინესთერაზული საშუალებები, აცეტილქოლინი და მეტაქოლინი ერთსა და იმავე რეცეპტორებზე მოქმედებენ
) ორივე მიზეზი სწორია
) არცერთი მიზეზი არ არის სწორი
30. რომელი ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობა არ არის ქოლინერგული საშუალებების გამოყენების უკუჩვენება:
) ბრონქული ასთმა
) ოპერაციის შემდგომი შარდის შეკავება
) ჰიპერთირეოიდიზმი
) გულის იშემიური დაავადება
) პეპტიდური წყლული
{"name":"ეორე შუალედური", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. ატროპინი ხელს უშლის ქოლინომიმეტური საშუალებების მოქმედებას სხვადასხვა სისტემაზე, გარდა:, 2. ატროპინი გამოიყენება კუჭნაწლავის ტრაქტის გაძლიერებული მოტორიკისა და სეკრეციის დასათრგუნად. Aამ შემთხვევაში მკურნალობის არასასურველ გვერდით ეფექტად შეიძლება ჩაითვალოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:, 3. ანტიმუსკარინული საშუალების, ატროპინის, ჭარბი დოზით გამოყენებისას ადგილი აქვს ყველა ქვემოთჩამოთვლილი ეფექტს, გარდა:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker