6.2

28. მოგების გადასახადით ვალდებულება აღიარდება:
ა) დებეტი- 7465 სხვა საგადასახადო ხარჯები კრედიტი- 3310 გადასახდელი მოგების გადასახადი
ბ) დებეტი- 9210 მოგების გადასახადის ხარჯიკრედიტი- 3310 გადასახდელი მოგების გადასახადი
გ) დებეტი- 5310 გაუნაწილებელი მოგება კრედიტი- 3310 გადასახდელი მოგების გადასახადი
დ) დებეტი- 3310 გადასახდელი მოგების გადასახადიკრედიტი- 9210 მოგების გადასახადის ხარჯი
43. გარიგების დანახარჯები არის:1) ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების შესყიდვასთან,ემისიასთან, ან გასვლასთან გაკავშირებული წმინდა დანახარჯები2)საპროცენტო ხარჯი3)სესხის აღების საკომისიო, ანაზღაურება სააგენტოს მომსახურებისთვის,შუამავალი მომსახურების და სხვა ორგანიზაციული ხარჯები4)სესხის დასაფარად ყოველთვიური გადასახადები.სწორი პასუხია:
ა) 1-ელი და მე-2
ბ) მე-2 და მე-3
გ) მე-3 და მე-4
დ) 1-ელი და მე-3
50. კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული ვალდებულებებიდან ანარიცხებს მიეკუთვნება:1) 2 წლიანი საგარანტიო მომსახურების ვალდებულება2) სახელფასო ვალდებულება3) საგადასახადო ვალდებულება’4) გარემოს აღდგენის ვალდებულებასწორი პასუხია:
ა) 1-ელი და მე-2
ბ) მე-2 და მე-3
გ) მე-3 და მე-4
დ) 1-ელი და მე-4
29. ვალდებულება გადასახდელი დამატებული ღირებულების გადასახადით წარმოიქმნება:
ა) საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას
ბ) საქონლის ან მომსახურების უსასყიდლოდ მიღებისას
გ) პროდუქციის წარმოებისას
დ) საქონლისა და მომსახურების რეალიზაციისას
30. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება:
ა) შეამციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას გადახდილი დღგ-ის თანხით
ბ) შეამციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა,დაწესებული შეღავათით
გ) შეამციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა,შეძენილი საქონლის ღირებულებით
დ) შეამციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა რეალიზებული საქონლის ღირებულებით
31. პირი, რომელსაც უფლება არა აქვს,მიიღოს საგადასახადო ჩათვლა,აქციზური საქონლის შეძენას ასახავს გატარებით:
ა) დებეტი 1610 საქონელი დებეტი- 3340 გადახდილი/ჩასათვლელი დღგ დებეტი- 3360 გადახდილი/ჩასათვლელი აქციზი კრედიტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან
ბ) დებეტი-1610 საქონელი დებეტი- 3340 გადახდილი/ჩასათვლელი დღგ კრედიტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან
გ) დებეტი-1610 საქონელი დებეტი- 3330 გადასახდელი დღგ დებეტი-3360 გადასახდელი აქციზი კრედიტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან
დ) დებეტი- 3340 გადასახდელი/ჩასათვლელი დღგ დებეტი- 3350 გადასახდელი აქციზი კრედიტი-1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
32. დარიცხული ქონების გადასახადი:
ა) მომავალი პერიოდის ხარჯია
ბ) არასაოპერაციო ხარჯია
გ) განაწილებული მოგებაა
დ) საგადასახადო ხარჯია და მიეკუთვნება იმ საანგარიშგებო პერიოდის ხარჯებს,რომელი პერიოდისთვისაც ხდება გადასახადის გადახდა.
33.ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასის დარიცხვა აისახება გატარებით:
ა) დებეტი-7410 შრომის ანაზღაურების ხარჯები კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
ბ) დებეტი- 3130 გადასახდელი ხელფასებ კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
გ) დებეტი- 7410 შრომის ანაზრაურების ხარჯები კრედიტი- 3130 გადასახდელი ხელფასები
დ) დებეტი- 3130 გადასახდელი ხელფასები კრედიტი- 7410 შრომის ანაზღაურების ხარჯები
34. დასაქმებულის ხელფასიდან საპენსიო სქემაში შენატანის დაკავება აისახება გატარებით:
ა) დებეტი-7410 შრომის ანაზღაურების ხარჯები კრედიტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებით
ბ) დებეტი-3130 გადასახდელი ხელფასები კრედიტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებით
გ) დებეტი- 7000 ხარჯები საპენსიო სქემაში შენატანებით კრედიტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებით
დ) დებეტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებითკრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
35. ხელფასის გაცემა აისახება გატარებით:
ა) დებეტი- 7410 შრომის ანაზღაურების ხარჯებიკრედიტი- 1210 ერონული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
ბ) დებეტი- 7410 შრომის ანაზღაურების ხარჯებიკრედიტი- 3130 გადასახდელი ხელფასები
გ) დებეტი- 3130 გადასახდელი ხელფასები კრედიტი- 7410 შრომის ანაზღაურების ხარჯები
დ) დებეტი- 3130 გადასახდელი ხელფასები კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
36. დამსაქმებლის მიერ,დასაქმებულის სახელით, საპენსიო ფონდში შენატანების დარიცხვა აისახება გატარებით:
ა) დებეტი- 7410 შრომის ანაზღაურების ხარჯები კრედიტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებით
ბ) დებეტი- 3130 გადასახდელი ხელფასები კრედიტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებით
გ) დებეტი- 7000 ხარჯები საპენსიო სქემაში შენატანებით კრედიტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანებით
დ) დებეტი- 3180 ვალდებულებები საპენსიო სქემაში შენატანები კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
37. მიმდინარე წლის დეკემბერში საწარმოში დარიცხული ხელფასი შეადგენს 60 000 ლარს. საწარმოში დამსაქმებლები საპენსიო პროგრამის მონაწილეები არიან.საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა არის:
ა) 58 800
ბ) 47 040
გ) 60 000
დ) 48 000
38. საპროცენტო ხარჯის დარიცხვა აისახება:
ა) დებეტი- 3410 გადასახდელი პროცენტები კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
ბ) დებეტი- 8210 საპროცენტო ხარჯები კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
გ) დებეტი- 8210 საპროცენტო ხარჯები კრედიტი- 3410 გადასახდელი პროცენტები
დ) დებეტი- 3410 გადასახდელი პროცენტები კრედიტი- 8210 საპროცენტო ხარჯები
39. სააქციო საზოგადოებამ მიმდინარე წლის 1 ივლისს დივიდენდების სახით გაანაწილა წინა წელს მიღებული 100 000 ლარის მოგება. მოგების 80% განაწილდა აქციების მფლობელ ფიზიკურ პირებზე,ხოლო დანარჩენი 20% - იურიდიულ პირებზე. დივიდენდის გამოცხადება აისახება:
ა) დებეტი- 5310 გაუნაწილებელი მოგება 100 000კრედიტი- 3420 გადასახდელი დივიდენდები 100 000
ბ) დებეტი- 5310 გაუნაწილებელი მოგება 80 000 კრედიტი-3420 გადასახდელი დივიდენდები 80 000
გ) დებეტი- 9210 მოგების გდასახადის ხარჯი 20 000დებეტი- 5310 გაუნაწილებელი მოგება 80 000კრედიტი- 3420 გადასახდელი დივიდენდები 100 000
დ) დებეტი-5310 გაუნაწილებელი მოგება 20 000კრედიტი-3420 გადასახდელი დივიდენდები 20 000
40. საწარმოს მიმდიანრე წლის 1 სექტემბრიდან მომსახურებას უწევს აუდიტორული კომპანია. ხელშეკრულების მიხედვით ერთი თვის მომსახურების თანხა შეადგენს 2 000 ლარს. გადახდის გრაფიკი მკაცრად არ არის განსაზღვრული . მიმდინარე წლის განმავლობაში საწარმომ აუდიტორულ კომპანიას გადაურიცხა 5 000 ლრი.საწარმოს ვალდებულება აუდიტორული კომპანიის მიმართ მიმდინარე წლის 31 დეკემბრისთვის არის:
ა) 8 000
ბ) 2 000
გ) 3 000
დ) 6 000
41. საანგარიშგებო თარიღიდან 12 თვის განმავლობაში დასაფარი გრძელვადიანი სესხის ნაწილი რეკლასიფიცირდება:
ა) მოკლევადიან ვალდებულებებში გრძელვადიანი სესხის მიმდინარე ნაწილის სახით
ბ) კაპიტალში გრძელვადიანი სესხის მიმდინარე ნაწილის სახით
გ) მოკლევადიან მოთხოვნების მიმდინარე ნაწილის სახით
დ) ფულადი საშუალებების ანგარიშზე
42. საწარმომ,მიღებული კრედიტებითა და სესხებით წარმოქმინილი ვალდებულებები თავდაპირველი აღიარებისას, უნდა შეაფასოს:
ა) გამოყენების ღირებულებით,რომელიც კორექტირდება გარიგების დანახარჯებით
ბ) თვითღირებულებით,რომელიც კორექტირდება გარიგების დანახარჯებით
გ) მომავალი ღირებულებით
დ) სამართლიანი ღირებულებით, რომელიც კორექტირდება გარიგების დანახარჯებით
44. ანარიცხები არის:
ა) ვალდებულება, რომელთა დაფარვის ვადა ან ოდენობა განუსაზღვრელია
ბ) მომავალი პერიოდის შემოსავალი
გ) საკუთარი კაპიტალი
დ) პირობითი ვალდებულება
45. ანარიცხებსა და სხვა სახის ვალდებულებებს შორის, ძირითადი განსხვავებაა:
ა) მოკლევადიანობა,რომელიც დაკავშირებულია ანგარიშსწორების ვადებთან
ბ) გრძელვადიანობა, რომელიც დაკავშირებულია ანგარიშსწორების ვადებთან
გ) განუსაზღვრელობა, რომელიც დაკავშირებულია თანხის ოდენობასთან ან ანგარიშსწორების ვადებთან
დ) პირობითობა, რომელიც დაკავშირებულია მოვლენის მომავალში მოხდენასთან ან არ მოხდენასთან
46. ანარიცხები უნდა აღიარდეს მაშინ,როდესაც სრულდება სემდეგი პირობა:1)საწარმოს აქვს მიმდინარე ვალდებულება( იურიდიული ან კონსტიტუციური), რომელიც წარმოიქმნა წარსული მოვლენის შედეგად2)სავარაუდოა, რომ ვალდებულების დასაფარად საჭირო იქნება ეკონომიკურ სარგებელში განივთებული რესურსების გასვლა3)შესაძლებელია ვალდებულების თანხის საიმედოდ შეფასება4)აღიარება მოთხოვნილია სააღრიცხვო პოლიტიკით.სწორი პასუხია:
ა) 1- ელი და მე-4
ბ) მე-2, მე-3 და მე-4
გ) 1-ელი და მე-2
დ) 1-ელი, მე-2 და მე-3
47. გაყიდვის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მწარმოებელი იღებს ვალდებულებას, შეკეთების ან გამოცვლის გზით გამოასწოროს პროდუქციის საწარმო დეფექტები, რომლებიც გამოვლინდება გაყიდვის დღიდან სამი წლის განმავლობაში. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, სავარაუდოა( ანუ უფრო სავარაუდოა, ვიდრე არა) რომ იქნება პრეტენზიები პროდუქციის წუნდების მიზეზით.მოცემულ სიტუაციაში საწარმო:
ა) აღიარებს ფაქტობრივ ვალდებულებას
ბ) ასახავს განმარტებით შენიშვნებში
გ) ქმნის ანარიცხებს
დ) აღიარებს მოთხოვნებს
48. ყოფილი თანამშრომელი საწარმოსგან ითხოვს 100 000 ლარის კომპენსაციას. საწარმოს იურისტის შეფასებით , შესაძლებელია რომ სასამართლომ თანამშრომლის სარჩელი არ დააკმაყოფილოს.სარჩელის იურიდიული გადასახადი 12 000 ლარის ფარგლებში აუცილებლად წარმოიქმნება, მიუხედავად იმისა, სარჩელი წარმატებით დასრულდება თუ არა.ამ შემთხვევაში საწარმომ:
ა) უნდა შექმნას 112 000 ლარის ანარიცხები
ბ) უნდა შექმნას 100 000 ლარის ანარიცხები და ინფორმაცია გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში
გ) უნდა შექმნას 12 000 ლატრის ანარიცხი და 100 000 ლარის მოსალოდნელი კომპენსაციის შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში.
დ) ანარიცხი არ უნდა შექმნას, მაგრამ ორივე მუხლის შესახებ ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოს განმარტებით შენიშვნებში
49. ანარიცხები ფინანსურ ანგარიშგებაში აისახება:
ა) მის შესასრულებლად საჭირო დანახარჯების საუკეთესო შეფასებით
ბ) თვითღირებულებით
გ) ამორტიზებული ღირებულებით
დ) ნომინალური ღირებულებით
{"name":"6.2", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"28. მოგების გადასახადით ვალდებულება აღიარდება:, 43. გარიგების დანახარჯები არის:1) ფინანსური აქტივის ან ფინანსური ვალდებულების შესყიდვასთან,ემისიასთან, ან გასვლასთან გაკავშირებული წმინდა დანახარჯები2)საპროცენტო ხარჯი3)სესხის აღების საკომისიო, ანაზღაურება სააგენტოს მომსახურებისთვის,შუამავალი მომსახურების და სხვა ორგანიზაციული ხარჯები4)სესხის დასაფარად ყოველთვიური გადასახადები.სწორი პასუხია:, 50. კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული ვალდებულებებიდან ანარიცხებს მიეკუთვნება:1) 2 წლიანი საგარანტიო მომსახურების ვალდებულება2) სახელფასო ვალდებულება3) საგადასახადო ვალდებულება’4) გარემოს აღდგენის ვალდებულებასწორი პასუხია:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker