.1.anatomia 1-50
1.მუცლის მიდამოს ზევიდან მოსაზღვრავს:
ა. მეათე ნეკნის ქვედა კიდეების შემაერთებელი ხაზი
ბ. წვეტთაშუა ხაზი
ც. მკერდის დიდი კუნთების ქვედა კიდეების შემაერთებელი ხაზებ
დ. ნეკნთა რკალი, XI ნეკნის ბოლო, XII ნეკნი
ე. შუასაძგიდი
2.მუცლის მიდამოს ქვევიდან მოსაზღვრავს:
ა. თეძოს წინა ზემო წვეტების შემაერთებელი ხაზი
ბ. თეძოს უკანა ზემო წვეტების შემაერთებელი ხაზი
ც. თეძოს ქედი, საზარდულის ნაოჭი, ბოქვენის სიმფიზის კიდე
დ. გავისა და კუდუსუნის ძვლებ
ე. განივი კოლინჯი და მისი ჯორჯალი
3.მუცლის ღრუ ზევიდან მოისაზღვრება:
ა. განივი კოლინჯით და მისი ჯორჯლით
ბ. ღვიძლის და ელენთის შუასაძგიდისმხრივი ზედაპირებით
ც. შუასაძგიდით
დ. სასაზღვრო ხაზებზე გავლებული სიბრტყით
ე. X ნეკნების ყველაზე დაბალ წერტილებს შორის გავლებული ხაზით
4.გამყოფ საზღვარს მუცლის ღრუსა და მცირე მენჯს შორის წარმოადგენს
ა. მენჯის შუასაძგიდი
ბ. შარდ-სასქესო შუასაძგიდი
ც. სასაზღვრო ხაზებზე გავლებული ჰორიზონტალური სიბრტყე
დ. წვეტთაშუა ხაზებზე გავლებული სიბრტყე
ე. საჯდომი ბორცვის ზედა კიდეზე გავლებული სიბრტყე
5.მუცლის წინა კედელზე ღვიძლის მარცხენა წილის უმეტესი ნაწილი პროექცირდება:
ა. საკუთარი ეპიგასტრიუმის მიდამოში
ბ. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში
ც. მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში
დ. მარჯვენა გვერდით მიდამოში
ე. მარცხენა გვერდით მიდამოში
6.მუცლის წინა კედელზე კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი პროექცირდება:
ა. საკუთარი ეპიგასტრიუმის მიდამოში
ბ. მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში
ც. მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში
დ. მარჯვენა გვერდით მიდამოშ
ე. მარცხენა გვერდით მიდამოში
7.მუცლის წინა-გვერდით და უკანა კედლებს ერთმანეთისგან გამიჯნავს:
ა. იღლიის წინა ხაზები
ბ. იღლიის შუა ხაზები
ც. იღლიის უკანა ხაზები
დ. ბეჭის ხაზები
ე. იღლიის შუა ხაზები
8.მუცლის წინა-გვერდითი კედლის ზედაპირულ შრეებს მიეკუთვნება
ა. მხოლოდ კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი
ბ. მხოლოდ კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და კანქვეშა ფასცია
ც. კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კანქვეშა ფასცია, საკუთარი ფასცია
დ. კანქვეშა ფასცია, საკუთარი ფასცია და მუცლის გარეთა ირიბი კუნთი
ე. კანქვეშა ფასცია, საკუთარი ფასცია, მუცლის პრესის კუნთები
9. მუცლის წინა-გვერდითი კედლის შუა შრეებს ქმნის
ა. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი და კანქვეშა ფასცია
ბ. კანქვეშა ფასცია და საკუთარი ფასცია
ც. მუცლის პრესის კუნთები
დ. განივი ფასცია და სუბსეროზული ქსოვილი
ე. სუბსეროზული ქსოვილი და პერიტონეუმი
10. მუცლის წინა-გვერდითი კედლის ღრმა შრეებს ქმნის:
ა. საკუთარი ფასცია და მუცლის პრესის კუნთები
ბ. მხოლოდ მუცლის პრესის კუნთები
ც. მხოლოდ განივი ფასცია
დ. განივი ფასცია, სუბსეროზული ქსოვილი და პერიტონეუმი
ე. მხოლოდ განივი ფასცია და სუბსეროზული ქსოვილი
11. საზარდულის თიაქრის პარკის დაშვებას ბარძაყის წინა ზედაპირზე ეწინააღმდეგება:
ა. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი
ბ. კანქვეშა ფასციის ზედაპირული ფურცელი
ც. სუბსეროზული ქსოვილი
დ. პერიტონეუმი
ე. მუცლის საკუთარი ფასცია
12. საზარდულის (პუპარტის) იოგს ქმნის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზი
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ზედა კიდე
ც. მუცლის განივი კუნთის აპონევროზი
დ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ქვედა კიდე
ე. მუცლის სწორი კუნთის ბუდის უკანა ფირფიტა
13. მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა ფირფიტას გულმკერდზე ქმნის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზი
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი
ც. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის წინა ფურცელი
დ. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის უკანა ფურცელი
ე. მუცლის განივი კუნთის აპონევროზი
14. მუცლის სწორი კუნთის ბუდის წინა ფირფიტას სწორი კუნთის ზედა 2/3-ის ფარგლებში ქმნის:
ა. გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი და შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის წინა ფურცელი
ბ. გარეთა და შიგნითა ირიბი კუნთების აპონევროზები
ც. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის უკანა ფურცელი
დ. განივი კუნთის აპონევროზი
ე. მუცლის შიგნითა ირიბი და განივი კუნთების აპონევროზები
15. მუცლის სწორი კუნთის ბუდის უკანა ფიფრიტას ამ კუნთის ქვედა 1/3-ში ქმნის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზი
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი
ც. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი და შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზის უკანა ფურცელი
დ. განივი ფასცია
ე. მუცლის განივი კუნთის აპონევროზი
16. მუცლის თეთრი ხაზი გადაჭიმულია:
ა. ჭიპიდან ბოქვენის სიმფიზამდე
ბ. მახვილისებური მორჩის და ჭიპის შემაერთებელი ხაზის შუა წერტილიდან ბოქვენის სიმფიზამდე
ც. მახვილისებური მორჩიდან ჭიპამდე
დ. მახვილისებური მორჩიდან ჭიპისა და ბოქვენის სიმფიზის შემაერთებელი ხაზის შუა წერტილამდე
ე. მახვილისებური მორჩიდან ბოქვენის სიმფიზამდე
17. მუცლის თეთრი ხაზის წინა ზედაპირთან შეზრდილია:
ა. მუცლის საკუთარი ფასცია
ბ. განივი ფასცია
ც. სუბსეროზული ქსოვილი
დ. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი
ე. კანქვეშა ფასცია
18. მუცლის თეთრი ხაზის უკანა ზედაპირთან შეზრდილია:
ა. ტომპსონის ფირფიტა
ბ. პუპარტის იოგი
ც. განივი ფასცია
დ. სუბსეროზული ქსოვილი
ე. პარიესული პერიტონეუმი
19. ინტრაუტერინული განვითარების პერიოდში მოფუნქციე შარდსავალის ობლიტერაციის შედეგად ყალიბდება
ა. ჭიპის მედიალური იოგები
ბ. ჭიპის შუა იოგი
ც. ღვიძლის ნამგლისებრი იოგი
დ. ღვიძლის მრგვალი იოგი
ე. ჭიპის მარჯვენა ლატერალური ნაოჭი
20. ინტრაუტერინული განვითარების პერიოდში ჭიპის რგოლში გამავალი ჭიპის არტერიების ობლიტერაციის შედეგად ყალიბდება
ა. ჭიპის მედიალური იოგები
ბ. ჭიპის შუა იოგი
ც. ღვიძლის ნამგლისებური იოგი
დ. ღვიძლის მრგვალი იოგი
ე. ჭიპის მარცხენა ლატერალური ნაოჭი
21. ინტრაუტერინული განვითარების პერიოდში ჭიპის რგოლში გამავალი ჭიპის ვენის ობლიტერაციის შედეგად ყალიბდება:
ა. ჭიპის შუა იოგი
ბ. ღვიძლის მრგვალი იოგი
ც. ჭიპის მედიალური იოგები
დ. ჭიპის მარჯვენა ლატერალური იოგი
ე. ღვიძლის ნამგლისებური იოგი
22. ჭიპის არეში შრეები წინიდან უკან განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით:
ა. კანი, განივი ფასცია, ჭიპის ნაწიბური, პარიესული პერიტონეუმი
ბ. კანი, ჭიპის ნაწიბური, განივი ფასცია, პარიესული პერიტონეუმი
ც. კანი, ჭიპის ნაწიბური, პარიესული პერიტონეუმი
დ. კანი, განივი ფასცია, პარიესული პერიტონეუმი
ე. კანი, ჭიპის ნაწიბური, განივი ფასცია
23. ჭიპის არხი წინიდან მოსაზღვრულია:
ა. თეთრი ხაზით
ბ. მუცლის სწორი კუნთით
ც. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთის აპონევროზით
დ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზით
ე. პარიესული პერიტონეუმით
24. ჭიპის არხი უკნიდან მოსაზღვრულია:
ა. განივი ფასციით
ბ. ჭიპის ფასციით
ც. პარიესული პერიტონეუმით
დ. თეთრი ხაზით
ე. მუცლის სწორი კუნთით
25. ზედა და ქვედა ეპიგასტრული არტერიები თავსდებიან
: ა. მუცლის გარეთა და შიგნითა ირიბ კუნთებს შორის
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის წინა ზედაპირზე
ც. მუცლის განივი კუნთის უკანა ზედაპირზე
დ. მუცლის სწორი კუნთის უკანა ზედაპირზე
ე. პარიესული პერიტონეუმის უკან
26. ქვედა ეპიგასტრული არტერია გამოდის:
ა. თეძოს შიგნითა არტერიიდან
ბ. თეძოს გარეთა არტერიიდან
ც. ბარძაყის არტერიიდან
დ. თეძოს საერთო არტერიიდან
ე. მუცლის აორტიდან
27. ზედაპირული ეპიგასტრული არტერია გამოდის:
ა. ბარძაყის არტერიის უკანა კედლიდან
ბ. ბარძაყის არტერიის წინა კედლიდან
ც. ბარძაყის არტერიის მედიალური კიდიდან
დ. ბარძაყის არტერიის ლატერალური კიდიდან
ე. თეძოს ზედაპირული შემომხვევი არტერიიდან
28. ნეკნთაშუა ქვედა 5 და წელის 4 არტერიები გაივლიან:
ა. მუცლის შიგნითა ირიბ და განივ კუნთებს შორის
ბ. მუცლის გარეთა და შიგნითა ირიბ კუნთებს შორის
ც. მუცლის სწორი კუნთის უკან
დ. კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილსა და კანქვეშა ფასციას შორის
ე. კანქვეშა და საკუთარ ფასციებს შორის
29. პარაუმბილიკური ვენები ჩაერთვის:
ა. ზემო ღრუ ვენაში
ბ. ქვემო ღრუ ვენაში
ც. კარის ვენაში
დ. კენტ ვენაში
ე. ნახევრადკენტ ვენაში
30. მუცლის ზედა მიდამოს კანს აინერვირებს:
ა. III, IV, და V ნეკნთაშუა ნერვები
ბ. I, II ნეკნთაშუა ნერვები
ც. VII, VIII და IX ნეკნთაშუა ნერვები
დ. X და XI ნეკნთაშუა ნერვები
ე. XI, XII ნეკნთაშუა ნერვები
31. მუცლის შუა მიდამოს კანს აინერვირებს:
ა. III და IV ნეკნთაშუა ნერვები
ბ. V და VI ნეკნთაშუა ნერვები
ც. VI და VII ნეკნთაშუა ნერვები
დ. VIII და IX ნეკნთაშუა ნერვები
ე. X და XI ნეკნთაშუა ნერვები
32. მუცლის ქვედა მიდამოს კანს აინერვირებს:
ა. მხოლოდ ნეკნქვეშა ნერვი
ბ. მხოლოდ თეძო-მუცლის ნერვი
ც. მხოლოდ თეძო-საზარდულის ნერვები
დ. ნეკნქვეშა, თეძო-მუცლის და თეძო-საზარდულის ნერვები
ე. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი წარმონაქმნი
33. თეძო-მუცლის ნერვი მუცლის გვერდითი კედლის ფარგლებს გაივლის:
ა. შიგნითა ირიბ და განივ კუნთებს შორის
ბ. გარეთა და შიგნითა ირიბ კუნთებს შორის
ც. სწორი კუნთის უკან
დ. კანსა და კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილს შორის
ე. კანქვეშა ფასციასა და საკუთარ ფასციას შორის
34. თეძო-მუცლის ნერვი მუცლის წინა კედლის ფარგლებში გაივლის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბ და განივ კუნთებს შორის
ბ. თეთრი ხაზის უკან
ც. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზსა და შიგნითა ირიბ კუნთებს შორის
დ. მუცლის სწორი კუნთის წინ
ე. კანქვეშა და საკუთარ ფასციას შორის
35. თეძო-საზარდულის ნერვი მამაკაცებში თავსდება სათესლე ბაგირაკის მიმართ:
ა. უკან და ლატერალურად
ბ. წინ და მედიალურად
ც. უკან და მედიალურად
დ. წინ და ლატერალურად
ე. სათესლე ბაგირაკის სისქეში
36. საზარდულის სამკუთხედი ზევიდან მოსაზღვრულია:
ა. საზარდულის იოგის შუა და შიგნითა მესამედების საზღვარზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
ბ. თეძოს წინა ზედა წვეტის დონეზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
ც. საზარდულის იოგით
დ. საზარდულის იოგის შუა წერტილის დონეზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
ე. საზარდულის იოგის გარეთა და შუა მესამედების საზღვარზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
37. საზარდულის სამკუთხედი ქვევიდან მოსაზღვრულია:
ა. თეძოს წინა ზედა წვეტის დონეზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
ბ. საზარდულის იოგით
ც. საზარდულის იოგის შუა წერტილის დონეზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
დ. ხაზით, რომელიც შეესაბამება საზარდულის იოგსა და მუცლის სწორი კუნთის ლატერალურ კიდესშორის არსებული კუთხის ბისექტრისას
ე. მუცლის სწორი კუნთის ლატერალური კიდით
38. საზარდულის სამკუთხედი შიგნიდან მოსაზღვრულია:
ა. თეძოს წინა ქვედა წვეტის დონეზე გავლებული ჰორიზონტალური ხაზით
ბ. მუცლის სწორი კუნთის ლატერალური კიდით
ც. მუცლის სწორი კუნთის მედიალური კიდით
დ. თეძოს წინა ზედა წვეტის და ჭიპის შემაერთებელი ხაზით
ე. მუცლის სწორი კუნთის უკანა კიდით
39. საზარდულის არხის წინა კედელს ქმნის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზი
ც. განივი ფასცია
დ. მუცლის განივი კუნთი
ე. მუცლის სწორი კუნთი
40. საზარდულის არხის უკანა კედელს ქმნის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთი
ც. განივი ფასცია
დ. მუცლის განივი კუნთი
ე. მუცლის სწორი კუნთი
41. საზარდულის არხის ზედა კედელს ქმნის:
ა. მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი და განივი კუნთების ქვედა კიდეები
ბ. მუცლის სწორი კუნთის ლატერალური კიდე
ც. მუცლის სწორი კუნთის მედიალური კიდე
დ. განივი ფასცია
ე. საკუთარი ფასცია
42. საზარდულის არხის ქვედა კედელს ქმნის:
ა. საზარდულის იოგი
ბ. შებრუნებული იოგი
ც. მუცლის სწორი კუნთის ლატერალური კიდე
დ. მუცლის სწორი კუნთის მედიალური კიდე
ე. განივი ფასცია
43. საზარდულის შუალედი მოთავსებულია:
ა. გარეთა და შიგნითა ირიბ კუნთებს შორის
ბ. შიგნითა ირიბ და განივ კუნთებს შორის
ც. საზარდულის იოგის ქვემოთ
დ. განივი კუნთის ქვედა კიდესა და საზარდულის იოგს შორის
ე. განივი ფასციის უკან
44. საზარდულის ზედაპირული რგოლი ზევიდან მოსაზღვრულია:
ა. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ლატერალური ფეხით
ბ. საზარდულის იოგით
ც. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის მედიალური ფეხით
დ. ფეხთაშუა ძაფებით
ე. შებრუნებული იოგით
45. საზარდულის ზედაპირული რგოლი ქვევიდან მოსაზღვრულია:
ა. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ლატერალური ფეხით
ბ. შებრუნებული იოგით
ც. საზარდულის იოგით
დ. ფეხთაშუა ძაფებით
ე. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის მედიალური ფეხით
46. საზარდულის ზედაპირული რგოლი გარედან მოსაზღვრულია:
ა. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის მედიალური ფეხით
ბ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ლატერალური ფეხით
ც. ფეხთაშუა ძაფებით
დ. საზარდულის იოგით
ე. შებრუნებული იოგით
47. საზარდულის ზედაპირული რგოლი შიგნიდან მოსაზღვრულია:
ა. საზარდულის იოგით
ბ. შებრუნებული იოგით
ც. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის მედიალური ფეხით
დ. მუცლის გარეთა ირიბი კუნთის აპონევროზის ლატერალური ფეხით
ე. ფეხთაშუა ძაფებით
48. საზარდულის ღრმა რგოლი ზევიდან მოსაზღვრულია:
ა. საზარდულის იოგით
ბ. მუცლის განივი კუნთის ქვედა კიდით
ც. ორმოთაშორისი იოგით
დ. შებრუნებული იოგით
ე. ჯიმბერნას იოგით
{"name":".1.anatomia 1-50", "url":"https://www.quiz-maker.com/QJMT9UBCU","txt":"1.მუცლის მიდამოს ზევიდან მოსაზღვრავს:, 2.მუცლის მიდამოს ქვევიდან მოსაზღვრავს:, 3.მუცლის ღრუ ზევიდან მოისაზღვრება:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}