განწყობის ფსიქოლოგია ფინალური გამოცდა

1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული განწყობის ჩამოყალიბების გზების შესახებ? აირჩიეთ ერთი:
იდენთიფიკაციის შემთხვევაში განწყობების სისტემების ჩამოყალიბებას გულისხმობს, ხოლო მიბაძვის შემთხვევაში ცალკეული განწყობის.
მიბაძვა განწყობის ჩამოყალიბების გზას არ წარმოადგენს
მიბაძვით განწყობის ჩამოყალიბება შესაძლებელია ქცევის განხორციელების გარეშე
იდენთიფიკაციის შემთხვევაში ქცევების გამეორება არ ხდება, ხოლო მიბაძვის შემთხვევაში, კი
2. ჩამოთვლილთაგან რომელ ქცევასთან მიმართებაში შეიძლება იწინასწარმეტყველოთ, რომ ქცევა შეიძლება შეწყდეს, ამ ქცევის საფუძვლად მდებარე განწყობის არააქტუალურ მდგომარეობაში გადასვლის გამო?
ლუკას ისე სწყურია, რომ წყლის დასხმისას ვერც კი შეამჩნია მისი სათაყვანებელი მწერლის ოთახში შემოსვლა
ნიკას ძალიან სწყურია და დიდი სიამოვნებით სვამს ჩაციებულ ლუდს
ქეთის ძლიან სტკივა თავი და ამ ტკივილის ასაცილებლად სვამს ტკივილგამაყუჩებელს
ანას ძალიან აინტერესებს, როგორ დასრულდება ფილმი, რომლის სიუჟეტიც იმდენად გაწელილია, რომ ანას უკვე აღიზიანებს
3. ჩამოთვლილთაგან რომელ ვერსიაში არ ჩანს დისპოზიციური განწყობის განსხვავება სიტუაციური განწყობისგან? აირჩიეთ ერთი:
სიტუაციური განწყობა დროებითია, დისპოზიციური განწყობა – ქრონიკული
სიტუაციური განწყობა ერთ ქცევას განსაზღვრავს, დისპოზიციური განწყობა – ბევრს
სიტუაციური განწყობა აწმყოს ასახავს და იყენებს, დისპოზიციური განწყობა – მომავალს
სიტუაციური განწყობა პირველადია, დისპოზიციური – მეორეული პროდუქტია
4. რომელი არ არის სწორი: ნებელობის საფუძველზე განხორციელებული ქცევა ...
ფსიქიკური აქტივობის მეორე დონეზე შექმნილი განწყობით არის განსაზღვრული
საგნობრივი სინამდვილის უკეთ ასახვას ისახავს მიზნად
სოციალური მე–ს მოთხოვნებს ითვალისწინებს
ონტოგენეტური განვითარების მაღალ საფეხურზე გვხვდება
5. რით განსხვავდება პირველი დონის განწყობა მეორე დონის განწყობისგან? აირჩიეთ ერთი:
პირველი მიზანშეწონილ ქცევას განაპირობებს, მეორე –არა
პირველი თეორიულ საქმიანობას ედება საფუძვლად, მეორე – პრაქტიკულს
პირველი დონის განწყობის ფაქტორები არაცნობიერის მონაწილეობით იქმნება, მეორე კი ცნობიერის მონაწილეობით
პირველი ქცევის შინაგან და გარეგან ძალებს უყრის თავს, მეორე –არა
6. ჩამოთვლილთაგან რომელი ვერსია ასახავს ნებელობის ეტაპებს სწორი თანმიმდევრობით? აირჩიეთ ერთი:
შინაგანი შეფერხება – განწყობის შექმნა – ალტერნატივების განხილვა – ქცევის შესრულება
ქცევისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა – შინაგანი შეფერხება – ქცევისადმი დამოკიდებულების შეცვლა – ქცევის განხორციელება
ქცევისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა –პიროვნულად მისაღები ქცევის ძიება –განწყობის შექმნა – ქცევის შესრულება
შინაგანი შეფერხება – განწყობის შექმნა – ქცევის შესრულება – ქცევისადმი დადებითი დამოკიდებულების ფორმირება
7. აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე პასუხი: ნებელობის ფუნქციას, სხვასთან ერთად, წარმოადგენენ
აქტივობის შედეგის შესაძლო სარგებლიანობის დადგენა
აქტივობის შესაძლო ვარიანტების / ალტერნატივების შეფასება და შერჩევა
იმპულსური ქცევის შეჩერება/ ბლოკირება
განწყობის ფორმირებაში მონაწილეობა
8. ნადირაშვილის აზრით ადამიანის მიერ ქცევის განხორციელების პროცესში ჩართული არ არის
არცერთი პასუხი არ არის სწორი
საგნობრივი სინამდვილე
სოციალური სინამდვილე
მოთხოვნილება
9. აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე პასუხი: მე–4 ეტაპი (გადაწყვეტილების შესრულება/ქცევა) რატომ ითვლება ნებელობის პროცესის ეტაპად?
ნებელობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესაბამისი ქცევის დასრულებას
ნებელობა უზრუნველყოფს ალტერნატიული ქცევების განხილვას
მე–4 ეტაპი (გადაწყვეტილების შერულება/ ქცევა) არ უნდა ჩაითვალოს ნებელობის პროცესის ეტაპად
ნებელობა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების შესაბამისი განწყობის შენარჩუნებას
10. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული?
წარმოსახული ფაქტორი პირბელი დონის განწყობის სპეციფიკაა
წარმოსახული ფაქტორის მქონე განწყობა მომსახურებით ქცევაში რეალიზდება
რეალური ფაქტორების მქონე განწყობა ცნობიერ დონეზე იქმნება
მოხმარებით ქცევას წარმოსახული ფაქტორის მქონე განწყობა აღძრავს
11. ჩამოთვლილთაგან რომელი მაგალითი ასახავს მიბაძვით სოციალური განწყობის ფორმირების შემთხვევას?
ანა ახალ ქვეყანაში ჩასვლისას ცდილობს გაეცნოს აქაურ სოციალურ ნორმებს და ამ მიზნით ბევრს კითხულობს
ყველა პასუხი სწორია
ქეთიმ გადაწყვიტა, რომ მისი საყვარელი წიგნის პერსონაჟს ძალიან ჰგავს და ზუსტად ისე უნდა მოიქცეს, როგორც ეს პერსონაჟი იქცევა
ხუთი წლის გიორგი სათამაშო მოედანზე ყოფნისას ნიკას სათამაშოს გამორთმევის მიზნით ხელს წაჰკრავს, როგორც ეს მულტფილმში ნახა
12. ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრება არის სწორი?
მოთხოვნილება, სიტუაცია და ოპერაციული შესაძლებლობები განწყობის კომპონენტებია და ისინი ობიექტივაციის შედეგად იქმნება
ფსიქიკის კოგნიტურ, კონატურ, აფექტურ და შეფასებით კომპონენტებში განწყობის არსია ასახული
შეიძლება ითქვას, რომ სიტუაციური ფაქტორი და კონატური კომპონენტი ერთი და იგივეა
შეიძლება ითქვას, რომ კოგნიტური კომპონენტი განწყობის ფორმირებამდე მოთხოვნილების სახით არსებობს
13. აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე პასუხი: ფსიქიკური აქტივობის მეორე/ ობიექტივაციის დონის დამატებით ფაქტორებს/ აქტივობის დამატებით ფსიქიკურ რესურსს წარმოადგენენ
აზროვნება
ემოცია
ნებელობა
მოთხოვნილება
გამოცდილება
14. ქეთიმ სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი იფიქრა იმაზ, თუ რა უნდა ექნა. ერთი მხრივ, სამსახურის დაწყებისა და მეორე მხრივ, სწავლის გაგრძელების ალტერნატივებს დიდანს წონიდა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ სამსახური დაეწყო. მას შემდეგ, რაც ქეთიმ მუშაობა დაიწყო და უნივერსიტეტზე უარი თქვა, უჩვეულოდ ბევრს საუბრობს სამსახურის მნიშვნელობასა და სწავლის დროებით გადადების აუცილებლობაზე. ქეთის შესახებ ჯანისი და მენი იტყოდნენ, რომ:
ქეთიმ ორ ალტერნატივას შორის კონფლიქტის გადასაჭრელად სათანადოდ არ იმუშავა და კონფლიქტი დროებით ჩაახშო
ქეთის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დისონანსი არ უნდა ჰქონდეს
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ქეთუმ ობიექტურად დათვალა თითოეული ალტერნატივის პლიუსები და მინუსები
ქეთიმ ობიექტურად დათვალა მუშაობა აჯობებდა თუ სწავლა და გააკეთა არჩევანი და მერე დაიწყო არჩეული ალტერნატივის ღირებულობაზე ფიქრი
15. უზნაძე ნებელობისაული განსჯისა და აზროვნების ურთიერთგანსხვავებისას ყურადღებას ამახვილებს:
აზროვნებაზე, როგორც მორალურად მისაღები ქცევის ძიების პროცესზე და ნებელობისეულ განსჯაზე , როგორც ამ მისაღები და შერჩეული ქცევის განხორციელების უზრუნველყოფაზე
აზროვნებაზე, როგორც ალტერნატივების განმხილველ პროცესზე და ნებელობისეულ განსჯაზე, როგორც არჩევანის განმხორციელებელზე
აზროვნებაზე, როგორც ობიექტური არჩევანის გაკეთებაზე პასუსუხისმგებელ პროცესსზე და ნებელობისეულ განსჯაზე, როგორც არჩეულისთვის ღირებულების მიმნიჭებელ პროცესზე
არცერთი ვერსია არ არის სწორი
16. ნადირაშვილი აჯამებს მოტივის ცნების შესახებ არსებულ მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ იმპულსური ქცევა მოტივის გარეშე მიმდინარე ქცევად შეიძლება ჩაითვალოს. ჩამოთვლილთაგან მოტივის შესახებ გამოთქმული რომელი მოსაზრება უჭერს მხარს ამ იდეას
მოტივი ქცევას გასდევს მისი აღმოცენებიდან განხორციელებამდე
სამივე ვერსია სწორია
ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ მათი ქცევის საფუძვლად მდებარე მოტივებს
მოტივი არის გაცნობიერებული მიზანი
17. ჩამოთვლილთაგან რომელ მაგალითში ჩანს ლა პიერის პარადოქსი?
ლუკას რომ ჰკითხოთ ეჭვიანია, მაგრამ მისი მეგობრების ქცევაზე ეს გავლენას არ ახდენს
იკას რომ ჰკითხოთ მანქანები უყვარს, მაგრამ ველოსიპედებზეც არ ამბობს უარს
ანას რომ ჰკითხოთ წიგნების კითხვა უყვარს, მაგრამ მხოლოდ წიგნის ფესტივალზე ყიდულობს
ქეთის რომ ჰკითხოთ ბავშვები უყვარს, მაგრამ პატარა ანოს არასდროს ეთამაშება
18. ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას არ დაეთანხმებოდა ნადირაშვილი?
კონტრასტულ ილუზიას იწვევს აქტუალური ფიქსირებული განწყობის საპირისპირო განწყობა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში სახელდახელოდ იქმნება
ფსიქიკური აქტივობა როგორც სუბიექტისა და ინდივიდის, ისე პიროვნების დონეზეც შეიძლება გავშალოთ
ობიექტივაციის სამიზნე შეიძლება იყოს როგორც საგნობრივი, ისე სოციალური სინამდვილე
განწყობის არსებობის და რაობის შესახებ დასკვნების გამოსატანად საჭიროა განწყობით აღძრულ ქცევას და ამ განწყობის მფლობელი ადამიანს აზრებსა და ემოციებს დავაკვირდეთ
19. ნებელობის შესახებ რომელი მოსაზრება არ არის სწორი 
ნებელობის პროცესი ყველა სხვა ფსიქიკური პროცესის მსგავსად მხოლოდ ცნობიერ შინაარსთა ერთობლიობაა
ნებელობის პროცესი ობიექტივაციის აქტის საფუძველზე განხორციელებული ფსიქიკური აქტივობაა
ნებელობის საფუძველზე აქტუალური ქცევის მოთხოვნილებისა და ღირებულებითი სისტემის დაპირისპირების შედეგად გაჩენილი პრობლემა წყდება
ნებელობის საფუძველზე შინაგანი სინამდვილის რეორგანიზება ხდება
20. მოტივის ეპიფენომენალისტური გაგების თანახმად, რომელი მოსაზრება არ არის სწორი
მოტივი მხოლოდ შეგნებულ ქცევას აქვს
თუ ადამიანს ვკითხავთ მისი ქცევის მოტივის შესახებ, პასუხმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს
ადამიანებმა ხშირად არ იციან რა არის მათი ქცევის მოტივი
ქცევის მოტივი შესაძლოა არაცნობიერი იყოს
21. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის მართებული?
განწყობის ვალენტობა მნიშვნელოვანია გარემოში ორიენტირებისთვის
სოციალური ღირებულებების მიმართ ვალენტური დამოკიდებულება ყოველთვის დადებითია
ვალენტობა ყველა სახის განწყობისთვისაა დამახასიათებელი
განწყობის ვალენტობა მოთხოვნილებებიდან მოდის
22. აირჩიეთ ერთი ან რამდენიმე პასუხი: ფსიქიკური აქტივობის მეორე დონის სპეციფიკას წარმოადგენს
განწყობის სუბიექტური ფაქტორის აქტუალური სახით მოცემულობა
განწყობის ფაქტორების წარმოსახული/ იდეალური და არააქტუალური სახით მოცემულობა
განწყობის ობიექტური ფაქტორის რეალური სახით მოცემულობა
განწყობის ობიექტური ფაქტორის რეალური და სუბიექტური ფაქტორის არააქტუალური სახით მოცემულობა
23. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის სოციალური განწყობის ჩამოყალიბების გზა?
მოლოდინი
იდენთიფიკაცია
გამოცდილება
მიბაძვა
24. "მოტივში ცნობიერების ის საბუთები და საფუძვლები იგულისხმება, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე" ნადირაშვილის ამ მოსაზრებასთან რომელი ვერსია არ არის შესაბამისობაში
ხშირად ადამიანმა არასწორად იცის თუ რა არის მისი ქცევის მოტივი
არაცნობიერი მოტივები არ არსებობს, მათ ნაცვლად ფსიქიკური აქტივობის პირველი დონის განწყობაზე უნდა ვისაუბროთ
მხოლოდ შეგნებულ ქცევას აქვს მოტივი
მოტივი არის ქცევის გაცნობიერებული მიზანი
25. ადამიანისა და ცხოველის ქცევა ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით გამოთქმული რომელი ვერსია არ არის სწორი
ადამიანის, როგორც მეტყველი არსების ქცევა ცხოველის ქცევისგან განსხვავდება, როგორც იმპულსურ ისე ობიექტივაციის დონეზე
ადამიანისგან განსხვავებუთ, ცხოველს ფსიქიკური ატქივობის მეორე დონეზე მოქმედება არ შეუძლია
ფსიქიკური აქტივობის მეორე დონეზე მოქმედების გამოცდილება გავლენას ახდენს და განასხვავებს ადამიანის მიერ განხორციელებულ პირველი დონის ქცევას ცხოველის მიერ პირველ დონეზე განხორციელებული ქცევისგან
ადამიანის, როგორც მეტყველი არსების ქცევა ცხველის ქცევისგან მხოლოდ ობიექტივაციის დონეზე განსხვავდება
26. ქვემოთ მოცემული დებულებებიდან რომელია არასწორი დისპოზიციური განწყობის შესახებ
დისპოზიციური განწყობის საფუძველზე სიტუაციური განწყობები ფორმირდება
დისპოზიციური განწყობები შესაძლოა ერთმანეთთან არათავსებადობაში იყოს
დისპოზიციური განწყობა ქცევაში უშუალოდ რეალიზდება
დისპოზიციური განწყობის შემთხვევაში შეგვიძლია ვალენტურ სტიმულთა თითქმის შემოუსაზღრავ არეალზე ვისაუბროთ
სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა დისპოზიციური განწყობის კომპონენტები არათავსებადობაში მოვიდეს ერთმანეთთან
27. დისპოზიციური განწყობის შესახებ ჩამოთვლილ მოსაზრებათაგან რომელი არ არის სწორი
დისპოზიციური განწყობა ფსიქიკაში ადამიანის პირადი და სოციალური გამოცდილების შენახვას უზრუნველყოფს
დისპოზიციური განწყობა, როგორც ფიქსირებული განწყობის ერთ–ერთი სახე, ქცევასთან მიმართებაში პირველადია
დისპოზიციური განწყობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ატიტუდის სინონიმი
დისპოზიციური განწყობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული ნიშნის სინონიმი
28. ქცევის დამაბრკოლებელი საგნობრივი სინამდვილის უკეთ ასახვისა და შეფერხებული ქცევის განწყობის რეორგანიზებისას ადამიანი ეყრდნობა
აზროვნებასა და ნებელობას
სოციალური სინამდვილის ობიექტივაციას
ობიექტივაციასა და აზროვნებას
ობიექტივაციასა და ნებელობას
29. რითი განსხვავდება დისპოზიციური განწყობა "ორდინალური" ფიქსირებული განწყობისგან?
ყველა პასუხი სწორია
უფრო ზოგადია
სისტემას წარმოადგენს
ქცევაში რეალიზაციისთვის სიტუაციური განწყობით არაა გაშუალებული
მუდამ აქტუალიზებულ მდგომარეობაშია
30. ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელი არ არის მართებული
პროგნოზირებული მოვლენის მოლოდინი ამ მოვლენის მოსალოდნელობის შეფასებას უფრო მიკერძოებულს ხდის
მოსალოდნელობა მოვლენის მოხდენის ობიექტური ალბათობაა
მოლოდინი სუბიექტის მდგომარეობაა
ვალენტური მოვლენის მოსალოდნელობის შეფასება განსაკუთრებით მიკერძოებულია
31. ქვემოთ მოცემული დებულებებიდან რომელია მართებული
სოციალური ზემოქმედების ობიექტივაციის შემთხვევაში სოციალური ნორმის და ღირებულების ინტერნალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის
ინტერნალიზაციის მაღალი ხარისხის შემთხვევაში ქცევის რეგუ;აცოოს არაცნობიერი დონე საკმარისია
სრული/ წარმატებული ინტერნალიზაციის პროცესის შედეგია ფიქსირებული წარმონაქმნის სრულყობიფი ჩამოყალიბება
ყველა პასუხი სწორია
ინტერნალიზაციის პროცესის შედეგად საზოგადოებისთვის ვალენტური ინდივიდისთვის ვალენტური ხდება
32. მოსალოდნელი ღირებულების მოტივაციური მოდელი ითვალისწინებს/ მოიცავს :
ფიქსირებულ სტატიკურ განწყობას
განწყობის ფიქსირებულობის ხარისხს
ვალენტობას
ალბათობას
33. ობიექტივაციის რომელ სახეზე შეგვიძლია ვისაუბროთ ფიქსირებულ და სიტუაციურ განწყობებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში?
საგნის და მეს ობიექტივაცია
საგნის და სოციალური ზემოქმედების ობიექტივაცია
სოციალური ზემოქმედების ობიექტივაცია
საგნის ობიექტივაცია
34. რა არ შეიძლება ითქვას ნებელობის მესამე ეტაპისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილების მიღების აქტის შესახებ?
მისი საშუალებით აზროვნებით დათვლილ ქცევას ნებელობა აქტუალურ ქცევად გარდაქმნის
გადაწყვეტილების მიღების აქტი ალტერნატიულ ქცევათაგან უკეთესის ამორჩევაში ვლინდება
გადაწყვეტილების აქტის შემდგომ განხორციელებული ქცევის განწყობას შესაძლოა რეორგანიზება დასჭირდეს
ის განწყობის შექმნის პროცესის ცნობიერი განცდაა
{"name":"განწყობის ფსიქოლოგია ფინალური გამოცდა", "url":"https://www.quiz-maker.com/QK4B5FCJT","txt":"1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული განწყობის ჩამოყალიბების გზების შესახებ? აირჩიეთ ერთი:, 2. ჩამოთვლილთაგან რომელ ქცევასთან მიმართებაში შეიძლება იწინასწარმეტყველოთ, რომ ქცევა შეიძლება შეწყდეს, ამ ქცევის საფუძვლად მდებარე განწყობის არააქტუალურ მდგომარეობაში გადასვლის გამო?, 3. ჩამოთვლილთაგან რომელ ვერსიაში არ ჩანს დისპოზიციური განწყობის განსხვავება სიტუაციური განწყობისგან? აირჩიეთ ერთი:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker