თემა VI

1. ეას-ის დაგროვების ანგარიშები მოიცავს
ა)კაპიტალის ანგარიშს
ბ)ფინანსურ ანგარიშს
გ)აქტივების ცვლილებებისა და გადაფასების ანგარიშებს
დ)ყველა სწორია
2.წარმოებული არაფინანსური აქტივებია
ა)ბუნებრივი რესურსები
ბ)გუდვილი და მარკეტინგული აქტივები
გ)ფასეულობები
დ)ლიცენზიები
3.ძირითადი კაპიტალია
ა)მზა პროდუქცია
ბ)სხვა დაუმთავრებელი წარმოება
გ)ნედლეული და მასალები
დ)მანქანები და მოწყობილებები
4.ფასეულობებში შედის
ა)ძვირფასი ქვები და ლითონები
ბ)ანტიკვარიატი და ხელოვნების სხვა ნიმუშები
გ)ა და ბ სწორია
დ) ყველა არასწორია
5.ბუნებრივ რესურსებს მიეკუთვნება
ა)დაპატენტებული ობიექტები
ბ)საოპერაციო ლიზინგის გადასაცემი ხელშეკრულებები
გ)მიწა და სასარგებლო წიაღისეული
დ)ნაღდი ფული და დეპოზიტები
6.ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ფინანსურ აქტივებს
ა)ნაღდი ფული და დეპოზიტები
ბ)რადიოსიხშირეების დიაპაზონები
გ)მიწა
დ)ყველა არასწორია
7.კაპიტალური ტრანსფერები არის
ა) მატერიალური და არამატერიალური საწარმოო აქტივების ერთობლიობა
ბ) საინვესტიციო გრანტები ფულადი სახით ან ნატურით, რომელსაც ახორციელებს მთავრობა ან დანარჩენი სამყარო რეზიდენტი ან არარეზიდენტი ერთეულებისთვის მათ მიერ შეძენილი ძირითადი კაპიტალის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების მიზნით
გ)ნედლეული და მასალები, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია და გადასაყიდი საქონელი.
დ) კონტრაქტები, იჯარა და ლიცენზიები, რომლებიც ფასის დაწესების უპირატესობას ანიჭებენ მფლობელებს და მფლობელს უფლება აქვს კანონიერად მოახდინოს ამ უპირატესობის რეალიზაცია
8.ძირითადი კაპიტალის მთლიან ფორმირებაში არ შედის
ა)მცირე ინსტრუმენტები, სამუშაო ტანსაცმელი, სათადარიგო ნაწილები, მცირე ფასიანი მოწყობილობა.
ბ)დანახარჯები, რომელიც გაიწევა ძირითადი კაპიტალის ნორმალური სამსახურის ვადის გასაგრძელებლად ან ძირითადი კაპიტალის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით
გ)შინამეურნეობების მიერ შეძენილი გრძელვადიანი მოხმარების საგნები
დ)სწორია ა და გ
9.ფინანსურ ანგარიშში გამოიყოფა ფინანსური აქტივების შემდეგი კატეგორიები
ა)სესხები
ბ)ნაღდი ფული და დეპოზიტები
გ)სააქციო კაპიტალი და აქციები
დ)ყველა სწორია
10.მონიშნეთ სწორი
ა)ყველაზე ლიკვიდურია ის აქტივები, რომლებიც მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე არ შეიძლება გადაიცვალოს სხვა ფინანსურ აქტივებზე, საქონელსა და მომსახურებაზე
ბ)ყველაზე ლიკვიდურია ის აქტივები, რომლებიც მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე შეიძლება გადაიცვალოს სხვა ფინანსურ აქტივებზე, საქონელსა და მომსახურებაზე
გ) ლიკვიდური არ არის ის აქტივები, რომლებიც მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე შეიძლება გადაიცვალოს სხვა ფინანსურ აქტივებზე, საქონელსა და მომსახურებაზე
დ)ყველაზე ლიკვიდურია ის აქტივები, რომლებიც მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი საჯარიმო სანქციის გარეშე შეიძლება გადაიცვალოს სხვა არაფინანსურ აქტივებზე
{"name":"თემა VI", "url":"https://www.quiz-maker.com/QLPKCWF","txt":"1. ეას-ის დაგროვების ანგარიშები მოიცავს, 2.წარმოებული არაფინანსური აქტივებია, 3.ძირითადი კაპიტალია","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker