9 თავი

1.ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია მომხმარელებს აძლევს შესაძლებლობას შეაფასონ ცვლილებები საწარმოს:
ა) წმინდა აქტივებში
ლიკვიდურობაში
გ) გადახდისუნარიანობაში
დ) რენტაბელობაში
2. ფულადი ნაკადების ანგარიშგების მიზანია მომხმარებლის უზრუნველყოფა ინფორმაციით,რომელიც ეხება საწარმოს: 1.ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების ცვლილებებს 2. ფულადი სახსრებისა და სხვა ფინანსური აქტივების ცვლილებებს 3. ფულადი ნაკადების კლასიფიცირებას საოპერაციო,საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან გამომდინარე 4. პერიოდის ფინანსური აქტივების ცვლილებებს სწორი პასუხია:
ა) 1-ლი, მე-2, მე-4
ბ) მე-2,მე-3
გ) 1-ლი, მე-3
დ) მე-3, მე-4
3. მომხმარებელთა მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს შეფასებას, თუ რა შესაძლებლობები აქვს საწარმოს ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების: 1.გამომუშავებისთვის 2.რამდენად დროულია მათი გამომუშავება 3.რამდენად საიმედოა მათი გამომუშავება 4.რამდენია საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების სიდიდე სწორი პასუხია:
ა) 1-ლი, მე-2, მე-4
ბ) მე-2, მე-3
გ) მე-3, მე-4
დ) 1-ლი, მე-2, მე-3
4. ინფორმაცია საწარმოთა ფულადი ნაკადების შესახებ სასარგებლოა იმისთვის, რომ ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შეაფასონ საწარმოს:
ა) მიერ ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების გამომუშავების შესაძლებლობა და გამოყენების მოთხოვნილება
ბ) ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების მოძრაობა
გ) ფულადი ნაკადები საოპერაციო და საინვესტიციო საქმიანობიდან
დ) ფულადი ნაკადები საოპერაციო და საფინანსო საქმიანობიდან
5. ფულადი სახსრების ექვივალენტების დაფარვის მაქსიმალური ვადაა:
ა) 3 თვე
ბ) 6 თვე
გ) 9 თვე
დ) 12 თვე
6. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს საფინანსო საქმიანობიდან ფულადი სახსრების გადინებას? 1. იპოთეკურ სესხზე გადახდილი ფულადი სახსრები 2. იპოთეკური სესხის პროცენტებზე გადახდილი ფულადი სახსრები 3. დივიდენდებზე გადახდილი ფულადი სახსრები სწორი პასუხია:
ა) 1-ლი, მე-2 და მე-3
ბ) მე-2 და მე-3
გ) მხოლოდ 1-ელი
დ) 1-ლი და მე-3
7. საწარმომ შეიძინა თამასუქები, რომლის განაღდების ვადა შეადგენს შეძენიდან 3 თვეს. ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადებისას აღნიშნული აისახება:
ა) როგორც ფულადი სახსრების გადინება საფინანსო საქმიანობიდან
ბ) როგორც ფულადი სახსრების გადინება საინვესტიციო საქმიანობიდან
გ) როგორც ფულადი სახსრების გადინება საოპერაციო საქმიანობიდან
დ) არ აისახება
8.საბანკო სესხი, როგორც წესი, განიხილება:
ა) საოპერაციო საქმიანობად
ბ) საინვესტიციო საქმიანობად
გ) საფინანსო საქმიანობად
დ) ფულადი სახსრების ექვივალენტებად
9.საწარმომ ძირითადი საშუალებების რეალიზაციიდან მიიღო ამონაგები. ფულადი ნაკადების არაპირდაპირი მეთოდით მომზადების შემთხვევაში, აღნიშნული ოპერაციის შედეგად მიღებული ფულადი სახსრები აისახება, როგორც:
ა) საინვესტიციო საქმიანობა რეალიზაციიდან მიღებული ფულადი სახსრების შემცირებით
ბ) საინვესტიციო საქმიანობა ფულადი სახსრების ზრდით
გ) საოპერაციო საქმიანობა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის შემცირებით
დ) საოპერაციო საქმიანობა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ზრდით
10. იმ შემთხვევაში,როცა საბანკო ოვერდრაფტი განიხილება საწარმოს ფულადი სახსრების მართვის განუყოფელ კომპონენტად, ის კლასიფიცირდება:
ა) საოპერაციო შემოსავლად
ბ) საინვესტიციო საქმიანობად
გ) საფინანსო საქმიანობად
დ) ფულადი სახსრების ექვივალენტებად
11. ფულადი სახსრების ექვივალენტებია:
ა) მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანება
ბ) მოკლევადიანი მაღალლიკვიდური ინვესტიცია
გ) თამასუქები
დ) მარაგები
12. საწარმოს მონაცემები მიმდინარე წლის 31 დეკემბრისთვის სემდეგია: ფულადი სახსრები სალაროში 35 000 ლარ ფულადი სახსრები ბანკში 75 000 ლარი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს შეძენილი თამასუქები , რომლის დაფარვის ვადაა მომდევნო წლის 30 იანვარი 350 000 ლარ მიმდინარე წლის 1 დეკემბერს შეძენილი თამასუქები, რომლის დაფარვის ვადაა მომდევნო წლის 31 მარტი 400 000 ლარი პრივილეგირებული აქციები, რომლის გამოსყიდვის ვადაა ორი წლის შემდეგ 145 000 ლარი საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის თანახმად, ფულადი სახსრების ექვივალენტები განიხილება როგორც მაღალლიკვიდური ინვესტიცია მისი შეძენიდან სამი თვის ან ნაკლები დაფარვის ვადით. რა რაოდენობა ფულადი სახსრები და მათი ექვივალენტები უნდა ასახოს საწარმომ ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრისთვის?
ა) 110 000
ბ) 385 000
გ) 460 000
დ) 860 000
13. საწარმო ფულადი ნაკადების ანგარიშგებას ამზადებს არაპირდაპირი მეთოდით. საწარმომ მის ბალანსზე რიცხული პატენტების ამორტიზაცია უნდა წარადგინოს:
ა) როგორც ფულადი ნაკდები საინვესტიციო საქმიანობიდან
ბ) როგორც ფულადი ნაკადები საფინანსო საქმიანობიდან
გ) როგორც მოგების შემცირება
დ) როგორც მოგების ზრდა
18. წარმოდგენილია ინფორმაცია საწარმოს მიმდინარე წლის ფინანსური ანგარიშგებიდან: • მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 1 იანვრის მდგომარეობით 21 600 ლარია, 31 დეკემბრის მდგომარეობით 30 400 ლარი • რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები 438 000 ლარი • უიმედო დებიტორული დავალიანება 1 000 ლარი • საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა უიმედო დებიტორული დავალიანების ჩამოწერა ან ამოღება(დაფარვა) თუ ფულადი ნაკადების ანგარიშგების მომზადება ხდება პირდაპირი მეთოდით, საწარმოს მიერ მიღებული ფულადი სახსრები არის:
ა) 447 800
ბ) 446 800
გ) 429 200
დ) 428 200
0
{"name":"9 თავი", "url":"https://www.quiz-maker.com/QN7BMW95F","txt":"1.ფულადი ნაკადების ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია მომხმარელებს აძლევს შესაძლებლობას შეაფასონ ცვლილებები საწარმოს:, 2. ფულადი ნაკადების ანგარიშგების მიზანია მომხმარებლის უზრუნველყოფა ინფორმაციით,რომელიც ეხება საწარმოს: 1.ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების ცვლილებებს 2. ფულადი სახსრებისა და სხვა ფინანსური აქტივების ცვლილებებს 3. ფულადი ნაკადების კლასიფიცირებას საოპერაციო,საინვესტიციო და საფინანსო საქმიანობიდან გამომდინარე 4. პერიოდის ფინანსური აქტივების ცვლილებებს სწორი პასუხია:, 3. მომხმარებელთა მიერ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება საჭიროებს შეფასებას, თუ რა შესაძლებლობები აქვს საწარმოს ფულადი სახსრებისა და მათი ექვივალენტების: 1.გამომუშავებისთვის 2.რამდენად დროულია მათი გამომუშავება 3.რამდენად საიმედოა მათი გამომუშავება 4.რამდენია საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების სიდიდე სწორი პასუხია:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker