ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - თემა 1

1. მონიშნეთ სწორი:
ა) ეროვნულ ანგარიშებს გრძელი ისტორია აქვს
ბ) ეროვნული ეკონომიკებისთვის ეას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქცა უნივერსალურ სტატისტიკურ ინსტრუმენტად
გ) მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ გამოიყენება ეროვნული ეკონომიკების მართვისა და ანალიზის საკვანძო ინდიკატორები
დ) ყველა სწორია
2. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა – ეს არის ურთიერთდაკავშირებულ ------------ სისტემა, რომელიც გამოიყენება ---------- ეკონომიკის ქვეყნებში -------------------პროცესების ---------------- და ანალიზის მიზნით.
ა) მაჩვენებელთა/გეგმური/მაკროეკონომიკური/აღწერისა
ბ) მაჩვენებელთა/საბაზრო/მაკროეკონომიკური/აღწერისა
გ) მაჩვენებელთა/საბაზრო/მიკროეკონომიკური/აღწერისა
დ) მაჩვენებელთა/გეგმური/მიკროეკონომიკური/აღწერისა
3. ჩამოთვლითაგან რომელი ნიშანი ახასიათებს როგორც სმბ-ს, ასევე ეას-ს:
ა) გამოიყენება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში
ბ) მიზანია ქვეყანაში წარმოების მოცულობის გაანგარიშება
გ) საფუძვლად უდევს ნებისმიერი შრომის მწარმოებლურობის თეზისი
დ) მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მშპ
4. სისტემის თითოეული ანგარიში წარმოადგენს ბალანსს (ტოლობას) ამა თუ იმ რესურსის მოცულობასა და გამოყენებას შორის, რაც მიიღწევა:
ა) საშუალოების მეთოდით
ბ) დამაბალანსებელი მუხლის მეშვეობითა და საინდექსო მეთოდით
გ) დამაბალანსებელი მუხლის მეშვეობით
დ) მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების სრული არსენალით
5. მონიშნეთ არასწორი:
ა) ეას-ში მიღებული მაჩვენებლების ერთმანეთთან დაკავშირება ხდება ,,საქონლისა და მომსახურების” ანგარიშში
ბ) ეას-ში მიღებული მაჩვენებლების ერთმანეთთან დაკავშირება ხდება „წარმოების“ ანგარიშში
გ) ეკონომიკური განვითარების დონის დასახასიათებლად გამოიყენება მშპ-ის მოცულობა შესადარ ფასებში
დ) ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უშუალოდ ეროვნული ანგარიშების სტატისტიკის საფუძველზე მიიღება
6. ეას-ში გვხვდება მაჩვენებლები, რომლებიც მოკლევადიანი ინდიკატორების დინამიკის შეფასებისა და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა:
ა) სამომხმარებლო ფასების ინდექსი
ბ) სამრეწველო ფასების ინდექსი
გ) ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი
დ) სწორია ა) და გ)
7. რომელ დარგთან არის დაკავშირებული ეროვნულ ანგარიშთა სისტემა?
ა) მენეჯმენტთან
ბ) მათემატიკურ სტატისტიკასთან
გ) ეკონომეტრიკასთან
დ) ყველა სწორია
8. ეას-ის გარე საინფორმაციო წყარო არის:
ა) საწარმოთა ანგარიშგება
ბ) ბიზნეს რეგისტრი
გ) საგადასახდელო ბალანსი
დ) აღწერები
9. განსაზღვრეთ დარგის გამოშვების მოცულობა საანგარიშო პერიოდში მოქმედ ფასებში, თუ ცნობილია, რომ გამოშვებამ საანგარიშო პერიოდში წინა წლის ფასებში შეადგინა 11 000 მლნ. ლარი, ხოლო ფასები გაიზარდა 10%-ით
ა) 11 200 მლნ. ლარი
ბ) 12 100 მლნ. ლარი
გ) 12 200 მლნ. ლარი
დ) 11 100 მლნ. ლარი
10. როგორ უნდა შეარჩიოს სტატისტიკის მწარმოებელმა სტატისტიკური წყარო?
ა) ხარისხის მიხედვით
ბ) დანახარჯების და რესპონდენტების დატვირთვის გათვალისწინებით
გ) დროულობის მიხედვით
დ) ყველა სწორია
{"name":"ეროვნულ ანგარიშთა სისტემა - თემა 1", "url":"https://www.quiz-maker.com/QO4VWVOPJ","txt":"1. მონიშნეთ სწორი:, 2. ეროვნულ ანგარიშთა სისტემა – ეს არის ურთიერთდაკავშირებულ ------------ სისტემა, რომელიც გამოიყენება ---------- ეკონომიკის ქვეყნებში -------------------პროცესების ---------------- და ანალიზის მიზნით., 3. ჩამოთვლითაგან რომელი ნიშანი ახასიათებს როგორც სმბ-ს, ასევე ეას-ს:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}