{"name":"ქუიზი მომზადებულია ''სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის'' (CSDC)მიერ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ავტორი: სპეციალური მასწავლებელი ეკა კეპაშვილი თემა :მზის სისტემა ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწა სამყაროს ერთი ნაწილია. სამყ", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"ქუიზი მომზადებულია ''სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის'' (CSDC)მიერ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ავტორი: სპეციალური მასწავლებელი ეკა კეპაშვილი თემა :მზის სისტემა ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ, დედამიწა სამყაროს ერთი ნაწილია. სამყარო ძალიან დიდია. სამყაროში დედამიწის გარდა სხვა პლანეტებიცაა. პლანეტა ძველი ბერძნული სიტყვაა. ის არის ვარსკვლავის ირგვლივ ორბიტაზე მოძრავი სხეული. სამყაროში რამდენიმე სისტემაა, დედამიწა მზის სისტემაშია. მზის სისტემა იმ გალაქტიკის ნაწილია, რომელსაც\"ირმის ნახტომი\" ჰქვია: მზის სისტემაში არის ცხრა პლანეტა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი,სატურნი, ურანი და ნეპტუნი, პლუტონი. ეს პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ცენტრში მდებარეობს მზე. მზის სისტემა მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან მზის სისტემის პლანეტებს შორის, ის სიმცირის მიხედვით მეორე პლანეტაა. ვენერა მეორე პლანეტაა მზიდან. დედამიწა მზიდან მესამე პლანეტაა, მთვარე კი დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მთვარე დედამიწის გარშემო ტრიალებს. მთვარის ერთი მხარე არასოდეს ჩანს დედამიწიდან. მარსი წითელი ფერის პლანეტაა. იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში. სატურნი სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან, ის სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს. ურანი მზის სისტემის მეშვიდე პლანეტაა მზიდან დაშორების მიხედვით. ის მზისგან ყველაზე შორსაა. ნეპტუნი სიშორით მერვე პლანეტაა მზიდან. მას ლურჯი ღრუბლების გამო ლურჯ პლანეტას უწოდებენ. ამ პლანეტას რუხი რგოლები აქვს. პლანეტებს სწავლობს მეცნიერება, რომელსაც ასტრონომია ჰქვია, ბერძნულად ასტრონ არის ვარსკვლავი, ნომოს კი კანონს ნიშნავს. ასტრონომია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ, რომელიც იკვლევს ციური სხეულების მოძრაობას, აგებულებას, წარმოქმნას და განვითარებას. ასტრონომია ძირითადად იკვლევს მზეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს და მათ თანამგზავრებს. დაახლოებით 7 წლის წინ ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს მოხეტიალე ვარსკვლავი. ამჟამად კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. თუმცა გალაქტიკაში არა მარტო ვარსკვლავები, არამედ პლანეტებიც მოძრაობენ. დედამიწა დიდი სამყაროს ნაწილია, აქ უამრავი არსება ცხოვრობს. დედამიწა მათი სახლია. ყველა არსებას თავისი ცხოვრების წესი და ადგილი აქვს. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან აგებულებით, ჩვევებით, საცხოვრებელი ადგილით. მაგრამ ყველას ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამყარო აქვს. დედამიწის ყველა ბინადარი ერთი დიდი სამყაროს ნაწილია. https:\/\/www.youtube.com\/watch?v=Bk07VGbARfo, • სადაური სიტყვაა - პლანეტა?, • რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
IDENTIFIQUE OS TIPOS DE TEXTO A SEGUIR:
10535
Claim Quiz
3236
Learning style test that uses 7 types of leaning styles Visual, Auditory, Verbal, Physical, Logical, Social and Solitary, the result should show a percentage of all the learning styles that every student has
20100
The Temperament God Gave You
100
Am I Smart or Dumb - Free with Instant Results
201017997
Signs Your Long-Distance BF Is Cheating? Free
201016539
What Steven Universe Character Are You? Personality
201018915
Free Boyfriend Loyalty Test Online - Are You Loyal?
201018289
Meiosis - Free Practice Questions With Answers
201015900
JROTC Rank - Which Army Rank Are You?
201018753
Macronutrients: Identify Carbs, Protein & Fat
201016210
Florida Trivia - Test Your Sunshine State Knowledge
201021543








