შემაჯამებელი 1

კომპანიას შეეცვალა დირექტორი. ძველი დირექტორის მიერ გაცემულია უვადო მინდობილობა. ახალმა დირექტორმა მინდობილობის ძალაში დატოვებისთვის:
საკმარისია ბანკში გააფორმოს წერილობითი თანხმობა
სავალდებულოა წარმოადგინოს ნოტარიულად დამომწებული განაცხადი
ჩამოთვლილთაგან, რომელი კლიენტისთვის არის შეზღუდული ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნა?
საადვოკატო ბიურო
ნოტარიუსი
ადვოკატი
ამხანაგობა
რომელი არხით შეუძლია იურიდიულ პირს ბიზნეს ანგარიშთა ნაკრების შეცვლა?
მხოლოდ ციფრული არხებიდან
ციფრული არხებიდან და კონტაქტ ცენტრით
ციფრული არხებით და სერვისცენტრიდან
კონტაქტ ცენტრით და სერვისცენტრიდან

ჟოზეფ ბრიონი საფრანგეთში რეგისტრირებული არარეზიდენტი კომპანიის დირექტორია.

მას სურს საქართველოს ბანკში კომპანიის ანგარიშის გახსნა და ამისთვის წარმოადგინა:

 

  • თავისი საზღვარგარეთის პასპორტი
  • კომპანიის 100%-იანი არარეზიდენტი დამფუძნებლის პასპორტის ასლი
  • კომპანიის ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელიც გაცემულია  2 თვის წინ საფრანგეთში. დოკუმენტები არის ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

 

წარმოდგენილი  დოკუმენტების საფუძველზე შესაძლებელია კომპანიის რეგისტრაცია და ანგარიშის გახსნა ?
არ არის შესაძლებელი. საჭიროა კომპანიის 100%-იანი არარეზიდენტი დამფუძნებლის პასპორტის ორიგინალი
არ არის შესაძლებელი. კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები არ არის ლეგალიზებული/აპოსტილით დამოწმებული
დიახ, შესაძლებელია. დირექტორმა ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი მოთხოვნების დაცვით წარმოადგინა

კომპანიის დირექტორს თან არ აქვს პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და სურს შემდეგი ოპერაციების შესრულება:

 

  • კომპანიის ანგარიშზე არსებული 600 აშშ დოლარის საზღვარგარეთ გადარიცხვა და
  • კომპანიის საკონტაქტო მონაცემებში ახალი ტელეფონის ნომრის დამატება
შესაძლებელია, სერვისცენტრში კლიენტის მომსახურება?
დიახ, დირექტორს საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გარეშე ულიმიტოდ ყველა საბანკო მომსახურების მიღება შეუძლია
არა, იურიდიული პირისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გარეშე დაუშვებელია საბანკო მომსახურების გაწევა
ნაწილობრივ, დირექტორი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გარეშე მხოლოდ 600 აშშ დოლარის გადარიცხვას შეძლებს

დირექტორს კომპანიის ანგარიშზე სურს 500 ევროს შეტანა დანიშნულებით "თანხის შეტანა".

 

  • რომელი არხით შეძლებს ოპერაციის შესრულებას?
CASH BOX აპარატით
სერვისცენტრში
Bog Pay აპარატით

რეზიდენტი კომპანიის - შპს ,,გრანდის" დირექტორი საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ბერიძეა, დამფუძნებლები კი:

  • იტალიის მოქალაქე ლინო ბაზერი - 80%
  • იტალიის მოქალაქე ფრანჩესკო კონტი - 20 %  

რომელი დოკუმენტის გარეშე შეიძლება ორგანიზაციის რეგისტრაცია და ანგარიშის გახსნა ?

შპს ,,გრანდის" სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი
ლინო ბაზერის პასპორტის ასლი
ფრანჩესკო კონტის პასპორტის ასლი
ნიკოლოზ ბერიძის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

შპს "გრანიტი" არაბთა გაერთიანებულ ემირატებში რიცხავს ხის მასალის ღირებულებას  5 000 აშშ დოლარს. გადარიცხვაზე ატვირთულია:

  • ხელშეკრულება და 
  • სატრანსპორტო დოკუმენტი, სადაც ჩანს რომ პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა პოლონეთია 

კომპანიის დირექტორს აინტერესებს, დმატებით სჭირდება საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ?

მონიშნეთ სწორი მსჯელობა:

არაბთა გაერთიანებულ ემირატებში აშშ დლარის გადარიცხვისთვის ყოველთვის სავალდებულოა როგორც ტრანსპორტირების დოკუმნეტი, ასევე საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი
რადგან ტრანსპორტირების დოკუმნეტში ჩანს, რომ პროდუქცია წარმოებულია ევროკავშირის ქვეყანაში აღარ არის დამატებით საჭირო საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის წარმოდგენა
არაბთა გაერთიანებულ ემირატებში მხოლოდ ადგილობრივი ვალუტის გადარიცხვა არის შესაძლებელი და გადარიცხვისთვის მხოლოდ ხელშეკრულებაც საკმარისია

დირექტორს სურს კომპანიის ანგარიშიდან  2 500 აშშ დოლარის გატანა ზოგადი დანიშნულებით - "თანხის გატანა" .

შესაძლებელია გასავლის ოპერაციის შესრულება?

არა, ამ დანიშნულებით ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერ ვალუტაში თანხის გატანა აკრძალულია
დიახ, ამ დანიშნულებით 30 000 ლარამდე ეკვივალენტი თანხის გატანა შეუძლია მხოლოდ დირექტორს/მინდობილ პირს
დიახ, ამ დანიშნულებით 30 000 ლარამდე ეკვივალენტი თანხის გატანა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს
არა, ამ დანიშნულებით ნებისმიერი თანხის გატანა დირექტორს/მინდობილ პირს შეუძლია მხოლოდ ლარში

საქართველოში რეგისტრირებული შპს "მარსოს"  ჰყავს ორი ერთობლივი უფლებამოსილების მქონე, საქართველოს მოქალაქე დირექტორი. 

კომპანიის სადამფუძნებლო სტრუქტურა შემდეგია:

  • საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანია Lumière Ltée - 70%
  • პაკისტანის მოქალაქე ალი რაზა - 30%

ორივე დირექტორი ბანკში რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად და პროგრამულად გაწერილი აქვთ ფინანსური ნომერი.

  • შესაძლებელია კომპანიის პირველი ანგარიშის დისტანციურად გახსნა ? 
არ არის შესაძლებელი, რადგან დამფუძნებელი ფიზიკური პირი მაღალი რისკის ქვეყნის მოქალაქეა
არ არის შესაძლებელი, რადგან დამფუძნებელი იურიდიული პირი არარეზიდენტია
არ არის შესაძლებელი, რადგან დირექტორებს აქვთ ერთობლივი უფლებამოსილება
დიახ შესაძლებელია, დისტანციურად ანგარიშის გახსნის ყველა პირობა სრულდება

შპს "ესთეტიკის" დირექტორს სურს კომპანიის ანგარიშიდან ინდოეთში პარტნიორს გადაურიცხოს მიღებული მომსახურების საფასური - 5 000 აშშ დოლარი.

დირექტორს მხოლოდ კომპანიებს შორის გაფორმებული ინვოისი აქვს.

მონიშნეთ სწორი მსჯელობა:

დამატებით საჭიროა ხელშეკრულება, გადარიცხვა შესაძლებელია როგორც სერვისცენტრიდან ისე ბიზნეს ინტერნეტბანკით
დამატებით საჭიროა მიღებული მომსახურების ხარისხის სერთიფიკატი, გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკით
საკმარისია მხოლოდ ინვოისი, გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკით
საკმარისია მხოლოდ ინვოისი, გადარიცხვა შესაძლებელია როგორც სერვისცენტრიდან ისე ბიზნეს ინტერნეტბანკით

ნინო ბურდულს საბუღალტო პროგრამის შესწავლის საფასური გადასარიცხი აქვს შპს "აუდიტის" ანგარიშზე. 

ნინო ამავდროულად არის შპს "მარკოს" დირექტორი და სურს თავისი სწავლის საფასური კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხოს.

შესაძლებელია ამ ოპერაციის შესრულება?

არა, იურიდიული პირის ანგარიშიდან ფიზიკური პირის ნაცვლად ლარის გადარიცხვა ნებისმიერ მიმღებთან დაუშვებელია
დიახ, იურიდიული პირის ანგარიშიდან ფიზიკური პირის ნაცვლად ლარის გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ფიზიკურ/იურიდიულ პირთან
არა, იურიდიული პირის ანგარიშიდან ფიზიკური პირის ნაცვლად ლარის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ხაზინაში და სსიპ-თან
დიახ, იურიდიული პირის ანგარიშიდან ფიზიკური პირის ნაცვლად ლარის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ შპს-თან
ბანკის კორპორატიული კომპანიის შპს "მარანის" დირექტორმა 950 ლარის გასანაღდებლად ბიზნეს ინტერნეტბანკიდან თანამშრომელზე - ნიკა ბერიძეზე გამოწერა ელექტრონული ორდერი.  

რა ვადაში და რის საფუძველზე შეუძლია ნიკას თანხის მიღება ბანკში?
თანხის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ვინაიდან გამოწერილ ელექტრონულ ორდერის არ აქვს ვადა. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
თანხის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ორდერის გამოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
თანხის მიღება შესაძლებელია ელექტრონული ორდერის გამოწერიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. საჭიროა ბიზნეს ინტერნეტბანკიდან დაბეჭდილი ორდერისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
შპს ,,ივერია ავტოს"  სურს 3 200 აშშ დოლარის, ავტონაწილების შეძენის საფასურის გადარიცხვა იაპონიაში,  ,,AUTO LTD "-ს ანგარიშზე.

ოპერაციის შესასრულებლად კომპანიის დირექტორმა ბანკში  წარადგინა ჩვეულებრივ (უტიტულო) ფურცელზე დაბეჭდილი მიმღების -,,AUTO LTD "-ს  საბანკო რეკვიზიტები.

შესაძლებელია კლიენტის მომსახურება ?

დიახ. 15 000 ლარის ექვ. თანხამდე გადარიცხვის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ მიმღების რეკვიზიტების საფუძველზე
არა. გადარიცხვის შესასრულებლად სავალდებულოა კომპანიებს შორის გაფორმებულ ინვოისის წარმოდგენა
არა. გადარიცხვის შესასრულებლად სავალდებულოა კომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების წარმოდგენა
0
{"name":"შემაჯამებელი 1", "url":"https://www.quiz-maker.com/QOO9S65QP","txt":"კომპანიას შეეცვალა დირექტორი. ძველი დირექტორის მიერ გაცემულია უვადო მინდობილობა. ახალმა დირექტორმა მინდობილობის ძალაში დატოვებისთვის:, ჩამოთვლილთაგან, რომელი კლიენტისთვის არის შეზღუდული ნომინალური მფლობელობის ანგარიშის გახსნა?, რომელი არხით შეუძლია იურიდიულ პირს ბიზნეს ანგარიშთა ნაკრების შეცვლა?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}