Produce

Bananas
4011
Avocados
4046
Limes
4048
Navels
3107
Green Seedless Grapes
4022
Gala Apples
4133
Roma Tomatoes
4087
Cucumbers
4062
White Corn
4077
Red Seedless Grapes
4023
Peaches
4038
Lemons
4053
Russet Potatoes
4072
Fuji Apples
4129
Organic Bananas
94011
Nectarines
4036
Mangos
4959
Brown Onions
4093
OTV Red Tomatoes
4664
Organic Kale
94627
{"name":"Produce", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"Bananas, Avocados, Limes","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}

More Quizzes

Who's Who in Your Circle?
10513
GinnungaQuiz
10529
  ქვიზი მომზადებულია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის - CSDC”-ის მიერ ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ავტორი: ანნა ჩოხელი - სასიცოცხლო უნარების ტრენერი   მართე შენი დღე რა არის დრო?   დრო მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა, რომელიც მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობით გამოიხატება. სივრცე და დრო განუყოფელადაა ერთმანეთთან დაკავშირებული: ყველაფერი ხომ სადღაც და ოდესღაც ხდება. კვირაში 7 დღე გვაქვს და დღეში 23 საათი, 56 წუთი და 4 წამი და ამას ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ დრო უსაზღვრო არ არის და მას ხშირად უბრალოდ ვფლანგავთ, საბოლოო ჯამში კი მუდმივად დროის უკმარისობას განვიცდით.                ალბათ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ვამბობთ დრო არ მყოფნის! ვერ ვასწრებ ვერაფერს! დღეში ყოველთვის 24 საათი იქნება და ამას ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია ვისწავლოთ ამ დროის ეფექტურად მართვა! დროის ეფექტური მართვა, პირველ რიგში, საკუთარი თავის უკეთ შეცნობას გულისხმობს, საჭიროა ზუსტად იცოდეთ თქვენი მიზნები,  რას გინდათ, რომ ცხოვრებაში მიაღწიოთ, რისი კეთება განიჭებთ სიამოვნებას, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი პირადი და პროფესიული მომავალი. დრო რომ ეფექტურად ვმართოთ, მნიშვნელოვანია დროსთან მიმართებაში შევცვალოთ  ჩვენი დამოკიდებულება, ამისთვის საჭიროა მკაფიოდ განვსაზღვროთ, როდის   ვფლანგავთ და როდის   ვიყენებთ რაციონალურად დროს.                   წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია:გაჩერებაზე დგახართ და ელოდებით თქვენს მეგობარს, რომელიც უკვე ნახევარი საათია გალოდინებთ, ეს დრო გაფლანგულია თუ სწორად დახარჯული? ალბათ ამ კითხვაზე ძალიან მარტივია პასუხის გაცემა, თუმცა წვრილმანებს არსებითად შეუძლიათ შეცვალონ სიტუაცია. თუ გაჩერებაზე ვდგავარ და მეგობარს ველოდები, დრო მაქვს ვიფიქრო ჩემს მომავალ გეგმებზე და დავსახო თუნდაც ხვალინდელი დღის ამოცანები   - ამ შემთხვევაში დრო უკვე რაციონალურად გამოყენებულია. დროის მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ყოველდღიური გეგმის შედგენა. ამისთვის უნდა ჩამოწერო ყველაფერი ის, რასაც იმ დღეს გეგმავ და გაწერო თითო აქტივობისთვის საშუალოდ რა დრო დაგჭირდება. ამ გეგმაში უნდა შევიდეს მეცადინეობის დროც და დასვენების დროც, ვარჯიშის და ჭამის დროც.                       ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია: იყავი გულახდილი შენ თავთან. რეალურად გაწერე დროები. შესაძლოა გინდა მეტი დრო მოიტოვო დასვენებისთვის, მაგრამ სწორად უნდა განსაზღვრო, ვთქვათ მათემატიკის მეცადინეობას რა დროს დაუთმობ. აუცილებელია, დაგეგმვისას გვახსოვდეს, რომ შეიძლება მოხდეს ბევრი გაუთვალისწინებელი რამ, რისი არიდებაც ფიზიკურად შეუძლებელია. მაგალითად, გვესტუმროს დიდი ხნის უნახავი მეგობარი, მოვხვდეთ მანქანების საცობში დიდი ხნით, მოგვიწიოს სასწავლო დაწესებულებებსა თუ სამსახურში მეტი დროით დარჩენა და ა.შ. თუმცა თუ ჩვენი დღის გეგმაში გამოვყოფთ საკმარის თავისუფალ დროს, მაშინ შესაძლებელი იქნება შეუფერხებლად შევასრულოთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი შემთხვევების მუხედავად – ისინი ავტომატურად ჩვენი გეგმის “თავისუფალი დროის გრაფაში” ჩაინიშნებიან.                                                                   და ბოლოს გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ვერ დაგეგმავთ და არ დაგავიწყდეთ „გაუღიმე სამყაროს და სამყაროც გაგიღიმებს შენ!“ წყარო 1: https://saba.com.ge/ წყარო 2: https://ihow.ge  
420
ARE YOU PASSIBLE?
320
To have for possessions.
7436
E safety
100
7-8
105169
Which Boba Squad member are you?🙌
1160
All about Rhys
221119
Check your learning!
630
Which "All the Same Words" Side Character are You?
1477
Gifts
1585
Powered by: Quiz Maker