More Quizzes
Ôn Kinh Thánh tuần này (May 17)
420
Discover Your Preferences Quiz
6320
Safe working Practice & introduction to computer components - take the quiz
10516
What sea animal are you?
4224
Vines That Cured My Depression
14711
Diabetes Quiz
1680
Ski Club-ის რომელი წევრი ხარ შენ?
840
ქუიზი გაკეთებულია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ ტრანზიტული საგნმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
ავტორი: სპეციალური პედაგოგი - ნინო კაკალაშვილი
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს კითხვა
ბავშვის წიგნების სამყაროსთან დაახლოება იწყება მშობლებთან ერთად, გაცილებით ადრე, ვიდრე ბავშვი ასოებს ისწავლის.
ბავშვის ტვინი სუფთა ფურცელივითაა. წიგნების საშუალებით ბავშვების გონებაში ყალიბდება ისეთი მთავარი კატეგორიები, როგორიცაა სიკეთე და ბოროტება, კეთილშობილება და სამართლიანობა. ამ შეგრძნებებს კი კლასიკური საბავშვო ლიტერატურა იწვევს. მნიშვნელოვანი მომენტი – ვარჩევთ წიგნებს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი – ბავშვს კითხვა უნდა ვასწავლოთ სწორ დროს
ბავშვებისათვის კითხვა არაა მხოლოდ ზღაპრების ჯადოსნური სამყარო, ასევე რაღაც ნიშნების უცნაური შიფრიცაა. თავიდან მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ სურათების მიხედვით ვყვებით ისტორიებს, მხოლოდ მოგვიანებით იწყებენ გააზრებას, რა ხდება სინამდვილეში.
არასდროს უნდა ვიჩქაროთ კითხვაზე გადასვლა – აუცილებელია, რომ ბავშვმა ძალიან კარგად იცოდეს ანბანი. ეს განსაკუთრებული მომენტია. ბავშვი ხომ ყველაფერს შეგრძნებებით აღიქვამს, ასოები კი ჯერჯერობით აბსტრაქტული რამაა.
ბავშვის ყველაზე დიდი სურვილია – გაიზარდოს და განვითარდეს. ეს ბუნებით არის მასში ჩადებული. კითხვის სურვილის შემთხვევაშიც ასეა. მას სურს რომ ასწავლონ კითხვა.
ყველა წიგნს აქვს სამი შემადგენელი ნაწილი – მთავარი გმირი (გმირები), სიუჟეტი და მთხრობელის ხმა. სწორად წავუკითხოთ ბავშვებს და მაშინ მათ უნებურად გაუჩნდებათ სურვილი, თავისით წაიკითხონ. გადამწყვეტი მომენტია, რომ ბავშვები მაქსიმალურად დავაინტერესოთ პროცესით.
სწავლების პროცესის უმთავრესი პრინციპია მხიარული და თბილი გარემო. კატეგორიულად აკრძალულია იძულება და ჩხუბი. გარდა ამისა, კითხვა საჭიროა სწორად. ეს არამარტო სიტყვების სწორად და გარკვევით წარმოთქმას, არამედ სწორი ემოციის გამოხატვასაც გულისხმობს. ემოციები ეხმარება პატარას გრძნობებით ჩაერთოს პროცეში და მიიღოს სიამოვნება.
კითხვის სწავლების პროცესში აუცილებელია, მთლიანად ბავშვზე ვიყოთ კონცენტრირებული, მის ემოციებსა და შეგრძნებებზე.
420
1260
CaseWare - take the quiz
1050
Concurso Workshop Biobizz
5227
Kickstart Your Knowledge Quiz
10566