ვითმმართველობის სისტემა და ფუნქციები
{"name":"ვითმმართველობის სისტემა და ფუნქციები", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"მიუთითეთ თქვენი სახელი, თქვენ წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ მეორე თემის ციფრული ვერსია „თანამშრომლობა. პარტნიორთა შერჩევის პრინციპები. თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს“.მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო გვარამაძე და ნინო მიწიშვილი. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ნინო გვარამაძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., ინფორმაცია თვითმმართველობის სისტემასა და ფუნქციებზე თვითმმართველობა არის საზოგადოებრივი მმართველობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც გარკვეული ტერიტორიის მცხოვრებლები ქმნიან თემს, რომელსაც სცნობს და იურიდიულ სტატუსსაც ანიჭებს ცენტრალური ხელისუფლება. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა\/მერია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს მოსახლეობის საჭიროებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოაგვაროს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად უნდა იზრუნოს რეგიონში ეკონომიკის განვითარებაზე და სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე. ასევე შექმნას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის ისეთი პირობები, რომ მათ მიეცეთ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალება. უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დანართ 1-ს. თვითმმართველობის განხორციელება, კანონით, სკოლებშიც არის გათვალისწინებული. სკოლის სამეურვეო საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლის თვითმმართველობის ორგანოებია. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს და აკონტროლებს ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, აკონტროლებს შრომითი ხელშეკრულებების პირობების შესრულებას. მოსწავლეთა თვითმმართველობას შეუძლია განიხილოს სკოლისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს. შეიტანოს მასში წინადადებები სკოლის შინაგანაწესთან დაკავშირებით, შექმნას სასკოლო კლუბი. დანართი 1 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (ამონარიდი) მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება 1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულსაქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. 2. თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი, ჰყავს არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები) და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მუხლი 3. მუნიციპალიტეტები − თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი 1. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში. 2. თვითმმართველი ქალაქი არის ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. 3. თვითმმართველი თემი არის რამდენიმე დასახლების ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს ან მიენიჭება მუნიციპალიტეტის სტატუსი. მუხლი 4. მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული 1. მოსახლეობის განსახლების პირველადი ტერიტორიული ერთეული არის დასახლება, რომელსაც აქვს სახელწოდება, ადმინისტრაციული საზღვრები, ტერიტორია და ჰყავს რეგისტრირებული მოსახლეობა. დასახლების კატეგორიებია: ა) სოფელი – დასახლება, რომლის საზღვრებშიც ძირითადად მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები და რომლის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე; ბ) დაბა – დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები ან\/და ტურისტული და საკურორტო დაწესებულებები ან\/და სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებები და, რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს. დაბის ინფრასტრუქტურა არსებითად ორიენტირებული არ არის სასოფლოსამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა; გ) ქალაქი − დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც განლაგებულია სამრეწველო საწარმოები და ტურისტულ, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი და რომელიც ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურკულტურული ცენტრის ფუნქციებს. ქალაქის ინფრასტრუქტურა ორიენტირებული არ არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე. ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე მეტია. დასახლებას, რომლის რეგისტრირებულ მოსახლეთა რაოდენობა 5000-ზე ნაკლებია, ქალაქის კატეგორია შეიძლება მიენიჭოს, თუ იგი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრია ან მას აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის პერსპექტივა, ანდა ის ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია, როგორც თვითმმართველი ქალაქი. მუხლი 6. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უფლება 1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივ თვითმმართველობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ამ კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არჩეულ იქნენ ამ ორგანოებში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. ... მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სიმბოლოები 1. მუნიციპალიტეტს აქვს გერბი და დროშა. მას შეიძლება ჰქონდეს სხვა სიმბოლოებიც…. მუხლი 23. მუნიციპალიტეტის საკრებულო 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა და არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
KNOWYOURMEME
210
Equipment and tools in the workplace quiz
320
Kat's community
12611
Costume Contest
520
At The Fair
520
LE QUIZZ DE EMILIE QUI TE FAIT GAGNER UN CALIN
1478
Japanese Basics
1050
Which Oaklawn Girl Should You Date?
1050
Karakterin ne
210
Pick Your Entrepreneur Starter Pack & We'll Tell You Which Unicorn Company You Would've Founded
630
Ramadan Etiquette
4224
Phypho's Funfest!
10510