მე-5 თავის ტესტები
ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება პირველად შემოსავლებს საწარმოო საქმიანობიდან:
სადაზღვევო პოლისების პრემიები
რენტა
გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე
საწარმოთა განაწილებული მოგება. დივიდენდები
ჩამოთვლილთაგან შემოსავლების ფორმირების ანგარიშის მაჩვენებელთა სისტემაში არ შედის:
დაქირავებულთა შრომის ანაზღაურება
მოსახლეობის შერეული შემოსავლები.
საწარმოთა მთლიანი მოგება
შემოსავლების ფორმირების ეროვნული მაჩვენებელი
ჭეშმარიტია თუ მცდარია დებულება: შემოსავლების ფორმირების ანგარიშის რესურსების ნაწილი მოიცავს დაქირავებულთა შრომის ანაზღაურებას, გადასახადებს წარმოებასა და იმპორტზე, ძირითადი კაპიტალის მოხმარებასა და მოგებას.
ჭეშმარიტია
მცდარია
შემოსავლების ფორმირების ანგარიშის რომელ ნაწილშია მოცემული მშპ საბაზისო ფასებით და სუბსიდიები წარმოებასა და იმპორტზე.
რესურსების ნაწილი
გამოყენების ნაწილი
აირჩიეთ არასწორი დებულება:
სუბსიდიები არის მიმდინარე ტრანსფერტები, რომელსაც სახელმწიფო ეწევა სამეურნეო რეზიდენტ-ერთეულებისათვის
სუბსიდიები, რომელიც შემოსავლების ფორმირების ანგარიშში გვხვდება, კაპიტალური ტრანსფერტებისაგან არ განსხვავდება
სუბსიდიები გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და ექსპორტის (იმპორტის) სტიმულირებისათვის.
სუბსიდიები ორ ნაწილად იყოფა: სუბსიდიები წარმოებაზე და სუბსიდიები იმპორტზე.
გადასახადები წარმოებაზე მოიცავს
იმპორტის გადასახადები
ფაქტობრივი ანარიცხები
გადასახადები პროდუქტებზე
პირადი გადასახადები
რა არის მთლიანი (წმინდა) მოგება
დამატებული ღირებულების ის ნაწილია, რომელიც მიიღება მწარმოებელთან შრომის ანაზღაურებისა და წმინდა გადასახადების შეკრებით
დამატებული ღირებულების ის ნაწილია, რომელიც მიიღება მწარმოებელთან შრომის ანაზღაურებისა და წმინდა გადასახადების სხვაობით
დამატებული ღირებულების ის ნაწილია, რომელიც რჩება მწარმოებელთან შრომის ანაზღაურებისა და წმინდა გადასახადების გადახდის შემდეგ.
შემოსავლის ის ნაწილია, რომელიც რჩება მწარმოებელთან შრომის ანაზღაურებისა და წმინდა გადასახადების გადახდის შემდეგ.
მშპ-ის გაანგარიშება შემოსავლების (განაწილების) მეთოდით
დაქირავებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებას + წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე - მთლიანი საოპერაციო მოგება - მთლიანი შერეული შემოსავლები.
დაქირავებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებას + წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე
დაქირავებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებას + მთლიანი შერეული შემოსავლები
დაქირავებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებას + წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე + მთლიანი საოპერაციო მოგება + მთლიანი შერეული შემოსავლები.
ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება: როგორც წესი, წმინდა გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე ნაჩვენებია ანგარიშებში ეკონომიკის სეგმენტისათვის, ეს მუხლი არ გვხვდება ეკონომიკის რომელიმე სეგმენტის ანგარიშებში.
ჭეშმარიტია
მცდარია
მონიშნეთ არასწორი დებულება:
განმარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მართვის ორგანოებისა და შმაკოების საოპერაციო მოგება ნულის ტოლია.
კორპორაციების სექტორში შემოსავლების ფორმირების ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლია საოპერაციო მოგება.
წარმოებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშები აგრეთვე აიგება ინსტიტუციური სექტორებისა და მთლიანად ეკონომიკისთვის.
ინსტიტუციური ერთეულების, საქმიანობის სახეებისა და სექტორების შემოსავლების ფორმირების ანგარიშის ბაზაზე მიღებული საოპერაციო მოგებისა და შერეული შემოსავლების ნამრავლი ეკონომიკის მასშტაბით საოპერაციო მოგებისა და შერეული შემოსავლების ტოლია.
პირველადი შემოსავლების სალდო არის
ყველა მიღებული და გადახდილი შემოსავლების ნამრავლი
ყველა მიღებული და გადახდილი შემოსავლების სხვაობა
ყველა მიღებული და გადახდილი შემოსავლების განაყოფი
ყველა მიღებული და გადახდილი შემოსავლების ჯამი
თუ მთლიან ეროვნულ შემოსავალს გამოვაკლებთ ძირითადი კაპიტალის მოხმარებას, მივიღებთ
მთლიან სამამულო პროდუქტს
საშუალო ეროვნულ შემოსავალს
საშუალო ძირითად კაპიტალს
წმინდა ეროვნულ შემოსავალს
შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიში
მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის მთლიანობაში, ნაკლებად მნიშვნელოვანიაცალკეული სექტორებისათვის
მნიშვნელოვანია ცალკეული სექტორებისათვის და ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკონომიკისათვის მთლიანობაში.
ნაკლებად მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული სექტორებისათვის ასევე ეკონომიკისათვის მთლიანობაში.
დიდი მნიშვნელობის მქონეა როგორც ცალკეული სექტორებისათვის ასევე ეკონომიკისათვის მთლიანობაში.
ჭეშმარიტია თუ მცდარი დებულება : ტრანსფერტი არის ოპერაცია, როდესაც ერთი ინსტიტუციური ერთეული მეორეს წარუდგენს საქონელს, მომსახურებას ან აქტივს ამ უკანასკნელისაგან რაიმე ეკვივალენტური საქონლის, მომსახურების ან აქტივის მიღების გარეშე.
ჭეშმარიტი
მცდარი
მონიშნეთ არასწორი დებულება:
შემოსავლების მეორადი განაწილების ანგარიშის დამაბალანსებელი მუხლია მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი.
შემოსავლების გამოყენების ანგარიშის რესურსს შეადგენს ეროვნული განკარგვადი შემოსავალი, რომელიც გამოიყენება ეროვნულ საბოლოო მოხმარებად და ეროვნულ დანაზოგად.
პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიშში არ აისახება ფაქტორული შემოსავლების მიღება ან გაცემა საზღვარგარეთიდან.
პირველადი შემოსავლების განაწილების ანგარიშში სამეწარმეო შემოსავალთან ერთად რესურსებში შედის საკუთრებიდან მიღებული შემოსავლები.
{"name":"მე-5 თავის ტესტები", "url":"https://www.quiz-maker.com/QSCGMTNER","txt":"ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება პირველად შემოსავლებს საწარმოო საქმიანობიდან:, ჩამოთვლილთაგან შემოსავლების ფორმირების ანგარიშის მაჩვენებელთა სისტემაში არ შედის:, ჭეშმარიტია თუ მცდარია დებულება: შემოსავლების ფორმირების ანგარიშის რესურსების ნაწილი მოიცავს დაქირავებულთა შრომის ანაზღაურებას, გადასახადებს წარმოებასა და იმპორტზე, ძირითადი კაპიტალის მოხმარებასა და მოგებას.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}