საჯარო ფინანსები - შუალედური
სახელმწიფოს შესახებ მექანიკური თეორიის თანახმად, მთავრობა:
სახელმწიფო მიზნების მისაღწევად იქნა გამოგონებული
პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იქნა გამოგონებული
ინდივიდუალური მიზნების მისაღწევად იქნა გამოგონებული
ყველა პასუხი სწორია
საბაზრო სისტემის ნაკლოვანებებს არ მიეკუთვნება:
მონოპოლიების არსებობა
ინფორმაციის ნაკლებობა
არასაფასო კონკურენციის არსებობა
საქონლის ფასში გარე ეფექტების ასახვის შეუძლებლობა
აშშ-ში პირად შემოსავალსა და ხელფასზე დარიცხული გადასახადები:
სახელმწიფო შემოსავლების უმცირესი ნაწილია
სახელმწიფო შემოსავლების უდიდესი ნაწილია
სახელმწიფო შემოსავლებს საერთოდ არ მიეკუთვნება
არცერთი პასუხი არაა სწორი
რესურსები პარეტო-გაუმჯობესების მიხედვით მხოლოდ მაშინ ნაწილდება, როდესაც:
ინდივიდს შეუძლია გამდიდრება ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს სხვა პირის მატერიალურ მდგომარეობას
ინდივიდს არ შეუძლია გამდიდრება ისე, რომ სხვა პირის მატერიალურ მდგომარეობას ზიანი არ მიაყენოს
ინდივიდის კეთილდღეობის ზრდა არ უკავშირდება სხვა პირთა კეთილდღეობის რაიმე ცვლილებას
არცერთი პასუხი არ არის სწორი
როგორც არსებული სტატისტიკური გამოკვლევებით ირკვევა, განათლებაზე დანახარჯსა და მის შედეგს შორის კავშირი:
ძლიერია
არ არსებობს
უმნიშვნელოა
სუსტია
კონკურენციას არ იწვევს და მომხმარებელსაც არ გამორიცხავს:
ინდივიდუალური საქონელი
სამომხმარებლო საქონელი
პირველადი მოხმარების საქონელი
საზოგადოებრივი საქონელი
სოციალური დაზღვევის არსებობის აუცილებლობას იწვევს:
არაკეთილსინდისიერი მოქმედების საფრთხე
გადაწყვეტილების მიღება დანახარჯების დაზოგვის შესახებ
შემოსავლის განაწილება
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია
აშშ-ში ჯანდაცვის დაზღვევას დაბალ შემოსავლიანი მოქალაქეებისა და ბავშვებისათვის უზრუნველყოფს:
პროგრამა მედიქეიდი
პროგრამა მედიქეარი
უმუშევრობის დაზღვევა
კონტროლირებადი დაზღვევა
საზოგადოებრივი საქონლის მოხმარება:
კონკურენციას არ იწვევს
გამორიცხვის პრინციპს არ ექვემდებარება
კონკურენციას არ იწვევს და მომხმარებელსაც არ გამორიცხავს
არცერთი პასუხი არ არის სწორი
სოციალური დაზღვევის აუცილებლობას იწვევს:
არახელსაყრელი შერჩევა
წინდახედულობის სიმცირე
მორალური რისკი
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია
სადაზღვევო ბაზრის განუსაზღვრელობას იწვევს:
ასიმეტრიული ინფორმაცია
ტრანსაქციული დანახარჯები
გარიგებათა სიხშირე
რისკის დაბალი დონე
პარეტო ეფექტიანობა არის:
რესურსების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტების ერთი ნაწილის კეთილდღეობა იზრდება სხვების კეთილდღეობის შემცირების გარეშე, ან ადგილი აქვს ყველა ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას
რესურსების ისეთი გადანაწილება, როდესაც ეკონომიკური აგენტების ერთი ნაწილის კეთილდღეობა იზრდება მეორე ნაწილის კეთილდღეობის შემცირების პარალელურად
რესურსების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც ეკონომიკური კეთილდღეობა არ იცვლება
რესურსების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტების ერთი ნაწილის კეთილდღეობა იზრდება, ხოლო მეორე ნაწილის კეთილდღეობა შეიძლება როგორც შემცირდეს, ისე უცვლელი დარჩეს
აშშ-ში 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს და ინვალიდებს ჯანდაცვის დაზღვევით უზრუნველყოფს:
მედიქეიდის პროგრამა
მედიქეარის პროგრამა
ხანდაზმულთა პროგრამა
არცერთი პასუხი არ არის სწორი
სახელმწიფოს შესახებ ორგანული თეორიის მიხედვით, პირი:
მხოლოდ პირადი მიზნების მისაღწევად გადადგმული ნაბიჯებით ფასდება
მხოლოდ საზოგადოების მიზნების მისაღწევად შეტანილი წვლილით ფასდება. მიზნებს კი სწორედ სახელმწიფო განსაზღვრავს
არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული მიზნებით
არცერთი პასუხი არი არის სწორი
მოცემული ფაქტორებიდან რომელი არ ახდენს გავლენას ფულის რეალურ ღირებულებაზე?
ინფლაცია
მომავლის გაურკვევლობის რისკი
პოტენციური შემოსავლები
საპარლამენტო არჩევნები
როდესაც ერთი ინდივიდის საქმიანობა მეორე ინდივიდზე საბაზრო მექანიზმის გარეთ ზემოქმედებს, ადგილი აქვს:
გარეგან ეფექტს
შინაგან ეფექტს
ინკლუზიურ ზრდას
ექსკლუზიურ ზრდას
მორალური რისკი გულისხმობს:
ინფორმაციის ასიმეტრიულობას
არაკეთილსინდისიერი მოქმედების საფრთხეს
წინდახედულობის სიმცირეს
არახელსაყრელ შერჩევას
თუ ინდივიდს არ შეუძლია გამდიდრება ისე, რომ სხვა პირის მატერიალურ მდგომარეობას ზიანი არ მიაყენოს, მაშინ ადგილი აქვს:
პარეტო-გაუმჯობესებას
პარეტო-ეფექტიანობას
პარეტო-სამართლიანობას
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ზოგადად, სახელმწიფოს მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ოდენობა განსაზღვრავს:
მთავრობის წევრთა რაოდენობას
მთავრობის ზომას
მთავრობის პასუხისმგებლობას
მთავრობის ვალდებულებას
მთავრობის მიერ წლის განმავლობაში გაწეულ დანახარჯებს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მთავრობის ზომა, მიეკუთვნება:
საქონლისა და მომსახურების შესყიდვა
შემოსავლის ხალხისათვის, ბიზნეს-ერთეულებისა და სხვა მთავრობებისათვის გადაცემა
პროცენტების გადახდა
ყველა პასუხი სწორია
სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობით გადასაწყვეტ ამოცანებს არ მიეკუთვნება:
ხელსაყრელი პირობების შექმნა საბაზრო მექანიზმის და კონკურენტული გარემოს წარმოქმნისა და განვითარებისთვის
მაკროეკონომიკური წონასწორობისა და ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინამძღვრების შექმნა
მოსახლეობის სოციალური დაცვის მოდელის შექმნა
ზღვრული ფასების დაწესება და მათზე კონტროლი
სოციალური დაზღვევის არსებობა აუცილებელია:
დემოგრაფიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის
არახელსაყრელი შერჩევისთვის და ინვესტიციების ზრდისთვის
არახელსაყრელი შერჩევისა და პატერნალიზმის გამო
ხელსაყრელი შერჩევისა და ინვესტიციების გამო
რას მოიცავს საჯარო ფინანსების სფერო?
აქციებს, ობლიგაციებს და წარმოებულ ფასიან ქაღალდებს
ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს
კორპორაციებისა და სახელმწიფო კომპანიების ფინანსებს
არცერთი პასუხი არ არის სწორი
პარეტო-გაუმჯობესება არის:
რესურსების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტების ნაწილის კეთილდღეობა იზრდება სხვების კეთილდღეობის შემცირების გარეშე, ან ადგილი აქვს ყველა ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას
რესურსების ისეთი გადანაწილება, როდესაც ეკონომიკური აგენტების ერთი ნაწილის კეთილდღეობა იზრდება მეორე ნაწილის კეთილდღეობის შემცირების პარალელურად
რესურსების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც მოსახლეობის კეთილდღეობა არ იცვლება
რესურსების ისეთი გადანაწილება, რომლის დროსაც ეკონომიკური აგენტების ერთი ნაწილის კეთილდღეობა იზრდება, ხოლო მეორე ნაწილის კეთილდღეობა შეიძლება როგორც შემცირდეს, ისე უცვლელი დარჩეს
თუ ინდივიდის გამდიდრება შესაძლებელია სხვა პირის მატერიალური მდგომარეობის ზიანის მიყენების გარეშე, მაშინ ადგილი აქვს:
პარეტო-ეფექტიანობას
პარეტო-გაუმჯობესებას
პარეტო-სამართლიანობას
არცერთი პასუხი არ არის სწორი
დაზღვევა:
წარმოადგენს რისკის ხარისხის შემცირების ძირითად მეთოდს
განეკუთვნება გადანაწილებით ურთიერთობათა სფეროს
არის მიზნობრივი ფულადი ფონდების ფორმირებითა და გამოყენებით არასასურველი მოვლენებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევებისაგან იურიდიული და ფიზიკური პირების ინტერესების დაცვა
ყველა პასუხი სწორია
დანახარჯისა და სარგებლის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია:
ფულადი ნაკადების ვადების დადგენა
დისკონტირების განაკვეთის დადგენა
ხარჯების შემოსავლით გადაფარვის კოეფიციენტის დადგენა
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ზოგადად, სახელისუფლებო შტოებს მიეკუთვნება:
აღმასრულებელი, თავდაცვისა და საკანონმდებლო ხელისუფლება
ჯანდაცვის, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება
საკანონმდებლო, მედია და ჯანდაცვის ხელისუფლება
მომსახურების პაკეტს, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ყიდის მოქალაქის სიცოცხლის განმავლობაში ყოველწლიური შემოსავლით უზრუნველყოფის მიზნით ეწოდება:
დერივატივი
პოლისი
აკრედიტივი
ანუიტეტი
თანამედროვე საპენსიო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს:
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მაქსიმალური უზრუნველყოფის პირობებს
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მინიმალური უზრუნველყოფის პირობებს
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ტრანსფერტებით უზრუნველყოფის პირობებს
არცერთი პასუხი არ არის სწორი
მაქსიმალური კრიტერიუმის თანახმად შემოსავლის საუკეთესო განაწილება:
ყველაზე მაღალი სარგებლიანობის მქონე ინდივიდის სარგებელს მაქსიმალურად ზრდის
ყველაზე მაღალი სარგებლიანობის მქონე ინდივიდის სარგებელს მინიმალურად ზრდის
ყველაზე დაბალი სარგებლიანობის მქონე ინდივიდის სარგებელს მაქსიმალურად ზრდის
ყველაზე დაბალი სარგებლიანობის მქონე ინდივიდის სარგებელს მინიმალურად ზრდის
დაზღვევა არის:
მიზნობრივი ფულადი ფონდების ფორმირებისა და გამოყენების გზით იურიდიული პირების ქონებრივი ინტერესების დაცვა
მიზნობრივი ფულადი ფონდების ფორმირებისა და გამოყენების გზით ფიზიკური პირების ქონებრივი ინტერესების დაცვა
რისკის ხარისხის შემცირების ძირითადი მეთოდი
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პასუხი სწორია
ასიმეტრიული ინფორმაციის არსებობასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა:
სადაზღვევო კომპანია ფლობს სრულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ
პოტენციურმა კლიენტმა კარგად იცის საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე სადაზღვევო კომპანიამ
ინდივიდის მიერ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა წარმოქმნის გარეგან ეფექტს
არცერთი პასუხი არ არის სწორი
პატერნალიზმი არის:
სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების მფარველობა
სახელმწიფოს მიერ კორპორაციების მფარველობა
კორპორაციების მიერ თავისი მუშაკების მფარველობა
ყველა პასუხი სწორია
სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა მოიცავს:
სამედიცინო მომსახურების იმ სახეების განსაზღვრას, რასაც მიიღებენ დაზღვეულები
ფასებს საბაზო პროგრამის სახეობების მიხედვით
სადაზღვევო შენატანის ოდენობას თითოეული გადამხდელისათვის ინდივიდუალურად
ყველა პასუხი სწორია
აშშ-ში პენსიაზე გასვლის შემდეგ საპენსიო საპენსიო სისტემის წევრებზე გაცემული დახმარების მოცულობაზე გავლენას ახდენს
ასაკი
ბოლო სამუშაო ადგილიდან მიღებული ხელფასის ოდენობა
წარსულში მათ მიერ განხორციელებული შენატანები
ოჯახში საპენსიო წევრთა რაოდენობა
დაზღვევის სფეროში ფინანსური რისკების მაღალი დონე დამოკიდებულია:
სტიქიურ მოვლენებზე
ეკონომიკურ ურთიერთობათა უმყარობაზე
სოციალურ-ეკონომიკურ ანომალიებზე
ყველა სწორია
ინსტიტუციურ ეკონომიკაში გამოიყენება:
შეზღუდული რაციონალურობის პრინციპი
სრული რაციონალურობის პრინციპი
ეკონომიკური აგენტების სრული ინფორმირებულობის პრინციპი
ინდივიდუალიზმის პრინციპი
ეკონომისტებს კონტროლირებადი ექსპერიმენტების ჩატარება:
ნებისმიერ დროს შეუძლიათ
ზოგადად არ შეუძლიათ
დაზღვევის სფეროში ფინანსური რისკების მაღალი დონე დამოკიდებულია:
დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაზე
ეკონომიკურ კრიზისზე
ინფლაციაზე
ყველა სწორია
სიტუაციას, როცა მომუშავე გაიაზრებს, რომ სახელმწიფო საპენსიო ფონდში შეტანილი კონტრიბუციის საფასურად იგი გარანტირებულ საპენსიო შემოსავალს მიიღებს და ამ იმედით აღარ გააკეთებს სხვა დამატებით დანაზოგს ეწოდება:
პენსიაზე გასვლის ეფექტი
მემკვიდრეობის ეფექტი
სიმდიდრის ჩანაცვლების ეფექტი
არცერთი პასუხი არ არის სწორი
პენსიონერებისა და მომუშავეების პროპორციული დამოკიდებულება არის:
დაქვემდებარებულობის განაკვეთი
შენაცვლების განაკვეთი
ჩანაცვლების კოეფიციენტი
ყველა სწორია
ჩილეს საპენსიო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტს:
ყველა მომუშავე ვალდებულია, თვიური შემოსავლის 10% განათავსოს ანგარიშზე, რომელიც გახსნილია მთავრობის მიერ აკრედიტირებულ ფინანსურ სერვის-ფირმაში
პენსიაზე გასვლის მომენტიდან პენსიის მიღება შესაძლოა როგორც თანდათანობით, ასევე ანუიტეტის ფორმით
ინდივიდი, რომელიც ჩართულია სისტემაში საკმარისი პერიოდის განმავლობაში, გარანტირებულ მინიმალურ პენსიას იღებს, რომელიც დაფინანსებულია მთლიანი შემოსავლიდან.
ყველა პასუხი სწორია
სადაზღვევო სისტემის დაჯგუფებისას დაზღვევის ობიექტებს არ მიეკუთვნება:
პირადი დაზღვევა
ქონებრივი დაზღვევა
ვალდებულების დაზღვევა
პასუხისმგებლობის დაზღვევა
დანახარჯების დისკონტირება არის:
მომავალი ხარჯების დაყვანა ამჟამინდელი პერიოდის მნიშვნელობამდე
თანხის მომავალი ხარჯების დაყვანა წარსული პერიოდის მნიშვნელობამდე
თანხის დღევანდელი ხარჯების დაყვანა წარსული პერიოდის მნიშვნელობამდე
თანხის წარსული ხარჯების ეკვივალენტის დადგენა, რომელიც მომავალში უნდა გადაიხადონ
ნომინალური თანხა შეფასებულია:
მიმდინარე წლის ფასების მიხედვით
უკუგების წელს დაფიქსირებული ფასების მიხედვით
საბაზო წლის ფასების მიხედვით
საანგარიშო წლის მიხედვით
არასრულყოფილ ბაზარზე რეალიზებული საქონლის ფასი:
ძირითადად ასახავს სოციალურ ღირებულებას
ვერ ასახავს სოციალურ ღირებულებას
წარმოადგენს ალტერნატიული ღირებულების განსაზღვრის პირობას
არცერთი პასუხი არაა სწორი
უარყოფითი გარე ეფექტების რეგულირების ხერხებს არ მიეკუთვნება:
სტანდარტები
ქვოტირება
ჯარიმები
"კომპენსაციის" მექანიზმი
ქცევის როგორ ნორმებს უნდა ემორჩილებოდეს ეკონომიკური ადამიანი?
რაციონალური ქცევა
ალტრუიზმი
ანტილეგალიზმი
ნდობა
მეცნიერებას ალტერნატიული ეკონომიკური ფორმაციების შესახებ ეწოდება:
სიმდიდრის ეკონომიკა
კეთილდღეობის ეკონომიკა
ეფექტიანობის ეკონომიკა
სიღარიბის ეკონომიკა
რა მიზანს ემსახურება სახაზინო თამასუქების გამოშვება?
ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას
საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობის უზრუნველყოფა
ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებას
ფულის მასის გაზრდას
{"name":"საჯარო ფინანსები - შუალედური", "url":"https://www.quiz-maker.com/QSX41DQCG","txt":"სახელმწიფოს შესახებ მექანიკური თეორიის თანახმად, მთავრობა:, საბაზრო სისტემის ნაკლოვანებებს არ მიეკუთვნება:, აშშ-ში პირად შემოსავალსა და ხელფასზე დარიცხული გადასახადები:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}