ეუ 7 ვარიანტი ტესტები

1. რომელი დებულება არაა სწორი:
1) ტარიფი, ვაჭრობის პოლიტიკის უმარტივესი ინსტრუმენტი, იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული გადასახადია;
2) სპეციფიკური ტარიფებით გადაიხდება, როგორც იმპორტირებული საქონლის თოთეულ ერთეულზე ფიქსირებული გადასახადი;
3) ადვალორული ტარიფები კი არის გადასახადები, რომელიც გადაიხდება, როგორც იმპორტირებული საქონლის ფასის წილი;
4) ტარიფი საქონლის ფასზე არ მოქმედებს.
2. ჰექშერ-ოლინის ორფაქტორიანი ეკონომიკის მოდელს ზოგჯერ „2x2x2“ - საც უწოდებენ:
1) სამამულო და ორი უცხო ქვეყანას, რომლებიც აწარმოებენ ქსოვილს და საკვებ პროდუქტს;
2) ორი ქვეყანა, ორი სახეობის საქონელი, წარმოების ორი ფაქტორი;
3) სამამულო და უცხო ქვეყანას, რომლებსაც აქვთ ორი ფაქტორი: მიწა და კაპიტალი;
4) ორ ქვეყანას, რომლებსაც აქვთ ორ-ორი არამობილური ფაქტორი თითოეულს: კაპიტალი ქსოვილისთვის და მიწა საკვებისთვის.
3. რომელი დებულებაა სწორი - გამოიყენეთ ვაჭრობის პოლიტიკის შესახებ ცოდნა შემდეგი მოსაზრებების შესაფასებლად:
1) „ტარიფები პატარა ქვეყნის კეთილდღეობაზე უფრო უარყოფითად ზემოქმედებს, ვიდრე დიდი ქვეყნის კეთილდღეობაზე“;
2) „უმუშევრობის შემცირების საუკეთესო გზა იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების დაწესებაა“;
3) „სამუშაო ადგილები გადაედინება ჩინეთში იმიტომ, რომ იქ ხელფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. შედეგად, უნდა დავაწესოთ ტარიფები, რომელიც აშშ-ისა და ჩინეთის სახელფასო განაკვეთები სხვაობის ტოლი იქნება“;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
4. გრავიტაციის მოდელი განსაზღვრავს:
1) ქვეყნებს შორის საფინანსო გარიგებების მოცულობას;
2) ქვეყნების კონკურენტუნარიანობიას;
3) ქევყნებს შორის ვაჭრობის მოცულობას;
4) ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას.
5. მსოფლიოში საერთაშორისო ვაჭრობა იზრდება:
1) არაერთგვაროვანი და დიფერენცირებული პროდუქტების მოცულობის ზრდის შედეგად;
2) ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის საშუალებების განვითარების შედეგად;
3) ჭარბი პროდუქტის მოცულობის ზრდის შედეგად;
4) გავნითარებად ქვეყნებში წარმოების ეფექტიანობის ზრდის შედეგად.
6. შრომის პროდუქტიულობა და შეფარდებითი უპირატეობა: რიკარდოს მოდელი. რეალურ საერთაშორისო ეკონომიკაში უკიდურეს სპეციალიზაციას ხელს უშლის სამი მთავარი მიზეზი:
1) წარმოების ერთზე მეტი ფაქტორის არსებობა ამცირებს სპეციალიზაციის ტენდენციას;
2) ქვეყნები ზოგჯერ დარგებს უცხო კონკურენციისგან იცავენ;
3) საქონლისა და მომსახურების ტრანსპორტირება ძვირად ღირებულია: ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტირების დანახარჯი იმდენად მაღალია, რომ ზოგიერთ სექტორში ქვეყნებს თვითუზრუნველყოფისაკენ უბიძგებს;
4) ყველა პასუხი სწორია.

 

საქონელი

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი სამამულო ქვეყანაში

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი

უცხო ქვეყანაში

ვაშლი

2

20

მსხალი

4

22

ბანანი

6

30

მანგო

8

32

ფინიკი

12

36

7. სამამულო ქვეყანასა და უცხო ქვეყანაში საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯები მოცემულია ცხრილში. თუ სამამულო ქვეყანაში ხელფასის განაკვეთი 5-ჯერ მეტია მაშინ ბანანს აწარმოებს:
1) სამამულო ქვეყანა;
2) უცხო ქვეყანა;
3) ორივე ქვეყანა;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
8. ჰექშერ-ოლინის თეორის ხშირად უწოდებენ:
1) ლეონტიევის პარადოქსს;
2) წარმოების ფაქტორთა თანაფარდობის თეორიას;
3) საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის თეორიას;
4) საერთაშორისო ვაჭრობის თეორიას;
5) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
9. როცა ქვეყანა ახორციელებს ერთი და იგივე საქონლის ექსპორტსა და იმპორტს ეს წარმოადგენს:
1) არასრულყოფილი კონკურენციის მაგალითს;
2) შიდა დარგობრივი ვაჭრობის მაგალითს;
3) დარგთაშორისი ვაჭრობის მაგალითს;
4) სრულყოფილი კონკურენციის მაგალითს;
5) არც ერთი პასუხი არაა სწორი.

საქონელი

საქონელი ერთეულზე შრომითი დანახარკი სამამულო ქვეყანაში

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი უცხო ქვეყანაში

ვაშლი

1

10

მსხალი

5

40

ბანანი

3

12

მანგო

6

12

ფინიკი

12

9

10. სამამულო ქვეყანასა და უცხო ქვეყანაში საქონლის ერთეულზე შრომითი დანაარჯები მოცემულია ცხრილში . თუ სამამულო ქვეყანაში ხელფასისი განაკვეთი 3-ჯერ მეტია მაშინ სამამულო ქვეყანა აწარმოებს :
)ვაშლს,მსხალსა და ბანანს;
2)ვაშლს,მსხალსა და ბანანს და მანგოს;
3)მხოლოდ ფინიკს;
)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
{"name":"ეუ 7 ვარიანტი ტესტები", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. რომელი დებულება არაა სწორი:, 2. ჰექშერ-ოლინის ორფაქტორიანი ეკონომიკის მოდელს ზოგჯერ „2x2x2“ - საც უწოდებენ:, 3. რომელი დებულებაა სწორი - გამოიყენეთ ვაჭრობის პოლიტიკის შესახებ ცოდნა შემდეგი მოსაზრებების შესაფასებლად:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}

More Quizzes

Internet doesn't work for a single customer
1476
Homestuck Aspect Quiz
9414
Intellectual Property - What Do You Know?
1160
XPI 2019 II
4290
IFE Level 3 Certificate in Fire Science, Operations, Fire Safety and Management Unit 1: Fire Engineering Science 3. Heat and Temperature Assessment Criteria Knowledge, Understanding and Skills IFE Level 3 Certificate in Fire Science, Operations, Fire Safety and Management Unit 1: Fire Engineering Science 3. Heat and TemperatureAssessment Criteria Knowledge, Understanding and Skills3.4 Define and explain the terms used in the context of heat transfer • Specific heat • Change of state • Latent heat • Latent heat of vaporisation • The effect of change of pressure on the boiling point and latent heat • Latent heat of fusion • Cooling by evaporation 3.5 Describe and explain processes of heat transmission • Conduction • Convection • Radiation 3.6 Describe and explain the principles of thermal expansion • Solids o The coefficient of linear expansion o Nickel-iron alloy (Invar) o Expansion in metal structures o Thermostats o The coefficient of superficial and cubical expansion of solids • Liquids o Cubical expansion o The effect of expansion on density • Gases (Liquefaction) o Critical temperature and pressure o Liquefied gases in cylinders • Sublimation 3.7 Define the Gas Laws and undertake calculations involving them • Boyle’s Law • Charles’s Law • Law of Pressures • The General Gas Law
22110
Genital Piercings
8428
Unit 3
1580
Prefix/Suffix quiz
10597
Which bachelor should you marry in SoS:ToT?
520
Idea, Producto, Negocio
100
General Knowledge Challenge
12628
SingPass Knowledge Quiz
10511
Powered by: Quiz Maker