იურიდიული სტატისტიკა I ვარიანტი
ერთობლიობის ერთეული იურიდიულ სტატისტიკაში შეიძლება იყოს:
ა) დანაშაული, დამნაშავე, დაზარალებული, მოსარჩელე, მოპასუხე და ა.შ.
ბ) პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულების დაწესებულებები და ა.შ.
გ) დანაშაული, დამნაშავე, პროკურატურა, განაჩენი, სასამართლო და ა.შ.
დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
იურიდიული სტატისტიკის კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს:
ა) სისხლის სამართალი;
ბ) სამოქალაქო სამართალი;
გ) ადმინისტრაციული სამართალი;
დ) ყველა
სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სტატისტიკა არის:
ა)იურიდიული სტატისტიკის დარგები;
ბ)იურიდიული სტატისტიკის სახეები;
გ)იურიდიული სტატისტიკის ქვეგანყოფილებები;
დ)იურიდიული სტატისტიკის რგოლები.
საქალაქო სასამართლოს მუშაკთა ხელფასის მონაცემთა მიხედვით გაანგარიშებულმა ვარიაციის კოეფიციენტმა შეადგინა 20%, ხოლო ხელფასიდან საშუალო კვადრატულმა გადახრამ – 6,8. საშუალო არითმეტიკული ტოლი იქნება:
ა)62.5;
ბ) 34;
გ)250
დ)96.5
თუ ქვეყნის მასშტაბით მსჯავრდებულები დაჯგუფებულია სქესისა და ასაკის მიხედვით, ასეთი დაჯგუფება არის:
ა) მარტივი დაჯგუფება;
ბ) ჯგუფური დაჯგუფება;
გ) კომბინაციური დაჯგუფება;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
სტატისტიკური ერთობლიობის ერთეულთა მომცველობის ხარისხის მიხედვით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაკვირვება შეიძლება იყოს:
ა) მთლიანი და არამთლიანი;
ბ) უწყვეტი და განმეორებითი;
გ) შერჩევითი და უშუალო;
დ) რეგისტრაციული და რეპრეზენტაციული.
სისხლის სამართლის სტატისტიკა მოიცავს:
ა) სისხლის სამართლის წარმოებისა და განაჩენის აღსრულების სტატისტიკას;
ბ) წინასწარი განჩინების, სისხლის სამართლის წარმოების, განაჩენის აღსრულების სტატისტიკას;
გ) წინასწარი გამოძიების, სისხლის სამართლის წარმოების, განაჩენის აღსრულების სტატისტიკას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
კრიმინოლოგიური სტატისტიკა შეისწავლის:
ა) დამნაშავეობის და მისი მიზეზების, დამნაშავის პიროვნების რაოდენობრივ დახასიათებას და პროფილაქტიკურ საქმიანობას;
ბ)დამნაშავეობის და მისი მიზეზების, დამნაშავის პიროვნების თვისებრივ დახასიათებას და პროფილაქტიკურ საქმიანობას;
გ)დამნაშავეობის და მისი მიზეზების, დამნაშავის პიროვნების რაოდენობრივ დახასიათებას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
დანაშაულის მსხვერპლებს ან დანაშაულისაგან დაზარალებულებს, მათ როლს დანაშაულის გენეზისში განსაზღვრავს:
ა) დანაშაულის სტატიტიკა;
ბ) კრიმინალური სტატისტიკა;
გ)ვიქტიმოლოგიური სტატისტიკა;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
ადმინისტრაციული სტატისტიკა აწარმოებს:
ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვას მათი სახეობების, მიყენებული ზარალის, ადმინისტრაციული სახდელების ხასიათის, ადმინისტრაციული იურისდიქციის ორგანოების, საქმეთა სამართალწარმოების მიხედვით;
ბ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვას მათი სახეობების, მიყენებული ზარალის, ადმინისტრაციული სახდელების ხასიათის, ადმინისტრაციული იურისდიქციის ორგანოების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიხედვით;
გ)ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვას მიყენებული ზარალის, ადმინისტრაციული სახდელების ხასიათის, ადმინისტრაციული იურის დიქციის ორგანოების, ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიხედვით;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
იურიდიულ სტატისტიკაში დანაშაულის კანონზომიერება ვლინდება:
ა)შინაგანი, მუდმივმომქმედი ფაქტორების გავლენით;
ბ)გარეგანი და მუდმივმომქმედი ფაქტორების გავლენით;
გ)შინაგანი, შემთხვევითი და დროებით მომქმედი ფაქტორების გავლენით;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
იურიდიულ სტატისტიკაში დანაშაულის კანონზომიერება ვლინდება:
ა)დაკვირვების მცირე რიცხვის პირობებში;
ბ)დაკვირვების საკმარისად დიდი რიცხვის პირობებში;
გ) დაკვირვების რიცხვს არ აქვს მნიშვნელობა;
დ)არცერთი პასუხი არაა სწორი
თუ 2021 წელს საქართველში ყოველ 100 მოძალადე მამაკაცზე მოდიოდა 20 მოძალადე ქალი, მაშინ ეს შეფარდებითი სიდიდე არის :
ა)კოორდინაციის;
ბ)გეგმის შესრულების;
გ)ინტენსივობის;
დ)სტრუქტურის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით 2019 წელს 2018 წელთან შედარებით სისხლის სამართლის დანაშაული ქვეყანაში 3%–ით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით – 10%–ით გაიზარდა. შეფარდებითი სიდიდის რომელ სახეს მიეკუთვნება და რომელი წესის მიხედვითაა გაანგარიშებული ეს მაჩვენებელი:
ა) დინამიკის – სამომეტო წესით;
ბ) დინამიკის – საბაზისო წესით;
გ)დინამიკის – ინტერვალური წესით;
დ)დინამიკის – ჯაჭვური წესით.
მოცემული ფორმულით გაიანგარიშება:
ა)შეწონილი ჰარმონიული საშუალო;
ბ)მარტივი ჰარმონიული საშუალო;
გ)ქრონოლოგიური საშუალო;
დ)მარტივი გეომეტრიული საშუალო.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებია:
ა) მსჯავრდებულის პირადი საქმე და სააღრიცხვო ბარათი მსჯავრდებულებზე, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მომხდელებზე, ამ დაწესებულებაში კვლავ შემოსულებზე და ა.შ.
ბ)მსჯავრდებულის პირადი საქმე;
გ)მსჯავრდებულის პირადი საქმე და მისი თავისუფლების აღკვეთის საშუალო ხანგრძლივობა;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
ჩამოთვლილი დაჯგუფების ნიშნებიდან თვისებრივია:
ა)სამართალდარღვევის სახეობა;
ბ)სამართალდამრღვევთა რაოდენობა;
გ) დანაშაულის ჩამდენ პირთა ასაკი;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
ჩამოთვლილი დაჯგუფებიდან სტრუქტურულია:
ა)დაჯგუფება, რომელიც ახასიათებს მსჯავრდებულთა შემადგენლობას სასჯელის ვადების მიხედვით;
ბ)დაჯგუფება, რომელიც ახასიათებს ქურდობის რიცხვის დამოკიდებულებას უმუშევრობის დონეზე;
გ)დაჯგუფება, რომელიც ახასიათებს მსჯავრდებულთა განაწილებას ასაკისა და მუშაობის სტაჟის მიხედვით;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქურდობაზე მსჯავრდებულების განაჩენით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადიდან მსჯავრდებულების პატიმრობის წლების გადახრის აბსოლუტური სიდიდეების საშუალო არითმეტიკული არის:
ა)საშუალო კვადრატული გადახრა;
ბ)დისპერსია;
გ)საშუალო წრფივი გადახრა;
დ)ვარიაციის დიაპაზონის საშუალო.
თუ იმერეთის რეგიონის მოსახლეობის რიცხვი 2021 წელს შეადგენდა 467 ათასს. ხოლო ქურდობის მუხლით გასამართლებული იყო 1200კაცი, მაშინ ინტენსივობის შეფარდებითი სიდიდე ყოველ 1000 კაცზე ტოლი იქნება:
ა)470, 3;
ბ)2,6;
გ)3,1;
დ)1,5.
2022 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 1 510 სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის მხარეთა შორის მონაწილეს წარმოადგენდა 912 მამაკაცი და 659 ქალი. კოორდინაციის შეფარდებითი სიდიდე ტოლია:
ა)0,6;
ბ)1,8;
გ)1,4;
დ) 2,0.
სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებლებაში (საავადმყოფოში) დასაქმებულთა ხელფასის მაქსიმალური სიდიდე 1800 ლარია, ხოლო მინიმალური 400, ხელფასის დიაპაზონი ტოლია:
ა)400;
ბ)1800;
გ)4.5;
დ)1400.
საქმის წინასწარი ძიების პროცესში არგუმენტირებული მტკიცებულების შემცირება იწვევს დანაშაულის მუხლის მიხედვით სასჯელის ვადის გადიდებას. კორელაციური კავშირის სახეობაა:
ა)პირდაპირი კავშირი;
ბ)ირიბი კავშირი;
გ)უკუკავშირი;
დ)სტაციონაური.
მოცემული ფორმულა არის:
ა)ჰიპერბოლური კორელაციის კოეფიციენტი;
ბ)კორელაციის არაწრფივი კოეფიციენტი;
გ)შერეული კორელაციის კოეფიციენტი;
დ)კორელაციის წრფივი კოეფიციენტი.
მოცემული ფორმულა არის:
ა)ჰარმონიული საშუალო;
ბ)ქრონოლოგიური საშუალო;
გ)სრიალა საშუალო;
დ)არცერთი მათგანი.
ეს ფორმულა არის:
ა)საშუალო წლიური მატების ტემპის გასაანგარიშებელი ფორმულა;
ბ)საშუალო წლიური ზრდის ტემპის გასაანგარიშებელი ფორმულა;
გ)საშუალო აბსოლუტური მატების ტემპის გასაანგარიშებელი ფორმულა;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
ამ ფორმულით გაიანგარიშება:
ა)საშუალო წლიური მატების ტემპი;
ბ)საშუალო წლიური ზრდის ტემპი;
გ)საშუალო აბსოლუტური მატება;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
ამ ფორმულით ხდება:
ა) მოსწორება საშუალო აბსოლუტური მატებით;
ბ)მოსწორება საშუალო წლიური ზრდის ტემპით;
გ)მოსწორება საშუალო წლიური მატების ტემპით;
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
დროითი (დინამიკური) მწკრივის ექსტრაპოლაცია არის:
ა)მწკრივის შიგნით არსებული უცნობი დონის გაანგარიშება
ბ)მწკრივის საწყისი და ბოლო დონეების გაანგარიშება
გ)მწკრივის საწყისი და ბოლო დონეების საშუალოს გაანგარიშება
დ)მწკრივის გარეთ არსებული უცნობი დონის გაანგარიშება
მოცემული ფორმულა არის:
ა)კორელაციის წრფივი კოეფიციენტი;
ბ)შერეული კორელაციის კოეფიციენტი;
გ)პარაბოლური კორელაციის კოეფიციენტი;
დ)არცერთი
კორელაციური კავშირის დროს მიზეზობრივი ფაქტორის ცვალებადობა :
ა)იწვევს საშედეგო მოვლენის ცვალებადობას ყოველთვის და ყველა პირობებში;
ბ)იწვევს საშედეგო მოვლენის ცვალებადობას ეკონომიკური განუსაზღვრელობის დროს;
გ)იწვევს საშედეგო მოვლენის ცვალებადობას დაკვირვების დიდი რიცხვის პირობებში;
დ)არცერთი პასუხი არ არის სწორი
უმუშევრობის ზრდასა (x) და დანაშაულის ზრდას (y) შორის კორელაციური ურთიერთკავშირის სიმჭიდროვის ხარისხის ანუ კორელაციის წრფივი კოეფიციენტის გასაანგარიშებლად გვაქვს (იხილეთ სურათი): კორელაციის წრფივი კოეფიციენტი შეადგენს:
ა)0,74;
ბ)0,81;
გ)0,64;
დ)0,29
მოცემულია 2014-2021 წლების მიხედვით უზენაეს სასამართლოში განხილული სააპელაციო საქმეების რაოდენობის შემდეგი მონაცემები (ათასი.): 3; 4; 5; 6; 8; 7; 8; 11. სამწევრიანი სრიალა საშუალოთი მოსწორებული დინამიკური მწკრივის მესამე დონე იქნება:
ა)8.0;
ბ)6.3;
გ)6.8;
დ)5.0
გააკეთეთ ადმინისტრაციულ საქმეთა რაოდენობის პროგნოზი 2025 წლისათვის საშუალო აბსოლუტური მატების საფუძველზე. თუ მოცემული გვაქს დარეგისტრირებულ საქმეთა შემდეგი მონაცემები (ათასი)
ა)7
ბ)9
გ)12
დ)11.3
გამოთვალეთ ადმინისტრაციულ საქმეთა რაოდენობის საშუალო აბსოლუტური მატება, თუ მოცემული გვაქს დარეგისტრირებულ საქმეთა შემდეგი მონაცემები (ათასი)
ა)0,83;
ბ)0,71
გ)0,28;
დ)0,35
მოცემულია, რომ 2015 წლის პირველ იანვარს საქართველოში დაფიქსირდა 4 ათასი ავტოსაგზაო შეთხვევა , 2016 წლის პირველი იანვრისათვის მისი რიცხვი გახდა 4,2 ათასი, 2017 წლის პირველ იანვარს მათი რიცხვი იყო უკვე 5 ათასი, 2018 წლის პირველი იანვრისათვის 5,2 ათასი., 2019 წლის პირველ იანვარს კი 5,5 ათასი. 2015-2019 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების საშუალო რიცხვი ტოლია:
ა)5,2(გაიანგარიშება საშუალო არითმეტიკულით);
ბ)5,0 (გაიანგარიშება საშუალო ქრონოლოგიურით);
გ)4,8 (გაიანგარიშება საშუალო ქრონოლოგიურით)
დ)4,8(გაიანგარიშება საშუალო არითმეტიკულით).
ამოცანა - მოცემული გვაქს განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულთა სასჯელის ვადის შემდეგი მონაცემები (წელი). 2019 წელს ჯაჭვური მეთოდით გაანგარიშებული ზრდის ტემპი ტოლია:
ა)150%
ბ)200%;
გ)50%
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
ამოცანა - მოცემული გვაქს განაჩენის მიხედვით მსჯავრდებულთა სასჯელის ვადის შემდეგი მონაცემები (წელი) საშუალო წლიური ზრდის ტემპი იქნება:
ა)150%
ბ)200%;
გ)100.9%
დ)არც ერთი პასუხი არ არის სწორი.
საბაზისო მეთოდით ზრდის ტემპი გამოითვლება:
0%
0
ა)
0%
0
ბ)
0%
0
გ)
0%
0
დ)
ჯაჭვური მეთოდით ზრდის ტემპი გამოითვლება:
0%
0
ა)
0%
0
ბ)
0%
0
გ)
0%
0
{"name":"იურიდიული სტატისტიკა I ვარიანტი", "url":"https://www.quiz-maker.com/QXHMR5WBI","txt":"ერთობლიობის ერთეული იურიდიულ სტატისტიკაში შეიძლება იყოს:, იურიდიული სტატისტიკის კვლევის ობიექტი შეიძლება იყოს:, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის სტატისტიკა არის:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/CDN/85-4073108/image-2023-01-08-141055878.png?sz=1200-00000000001000005300"}