ეუ 5 ვარიანტი ტესტები

1. ტარიფი. ვაჭრობის პოლიტიკის შედეგები: შეჯამება. რომელი დებულება არ არის სწორი. ტარიფის შედეგად:
1) მწარმოებლის ნამეტი - იზრდება;
2) მომხმარების ნამეტი - იზრდება;
3) სახელმწიფო შემოსავალი - იზრდება;
4) საერთო ეროვნული კეთილდღეობა - გაურკვეველი (მცირდება პატარა ქვეყნისთვის)
2. რომელი დებულებაა სწორი:
1) აუცილებელი არ არის ვაჭრობა ყოველთვის შედარებითი უპირატესობის შედეგი იყოს;
2) მასშტაბის ეკონომია ქვეყნებს ასტიმულირებს, რათა დასპეციალიზდნენ და ივაჭრონ მაშინაც კი, როცა ქვეყნებს შორის, რესურსებისა და ტექნოლოგიების მხრივ, განსხვავებები არ არსებობს;
3) მასშტაბის ეკონომია, შეიძლება, იყოს საშინაო ან საგარეო;
4) ყველა პასუხი სწორია.
3. სადაც მასშტაბის ეკონომიაა:
1) დარგში დანახარჯების გაორმაგება გამოიწვევს დარგის პროდუქციის წარმოების გაორმაგებას;
2) დარგში დანახარჯების გაორმაგება გამოიწვევს დარგის პროდუქციის არა ორმაგად, არამედ უფრო მეტად ზრდას;
3) დარგში დანახარჯების გაორმაგება ვერ გამოიწვევს დარგის პროდუქციის უფრო მეტად ზრდას;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
4. საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი მსოფლიო გამოშვების წილის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია:
1) ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის ღირებულების შემცირებით;
2) ქვეყნებში ერთობლივი მოთხოვნის გაზრდით;
3) პარტნიორ ქვეყნებს შორის ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზებით;
4) ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობით.
5. ჰექშერ-ოლინის თეორიის შემოწმება განახორციელა:
1) ა.სმითმა;
2) დ.რიკარდომ;
3) ჯ.კეინსიმ;
4) ვ.ლევონტიევმა;
5) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
6. ჰექშერ-ოლინის მოდელის მიხედვით შედარებითი უპირატესობა განპირობებულია:
1) წარმოების სამივე ფაქტორის შეფარდებითი სიჭარბით;
2) წარმოების ტექნოლოგიის შეფარდებითი ინტენსივობით, რითაც წარმოების სხვადასხვა ფაქტორები გამოიყენება სხვადასხვდა საქონლის წარმოებაში;
3) იმ საქონლის ექსპორტის განხორციელებით, რომლის წარმოებაშიც ინტენსიურად გამოიყენება ამ ქვეყნის ჭარბი რესურსი;
4) სწორი პასუხი მოცემული არ არის.
.რომელი დებულებაა სწორი:
1) სხვა თანაბარ პირობებში, ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ღირებულება ამ ორი ქვეყნის მშპ-ის უკუპროპორციული და ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის პროპორციულია;
2) სხვა თანაბარ პირობებში, ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ღირებულება, როგორც ამ ორი ქვეყნის მშპ-ის პროპორციული და ასევე, ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის პროპორციულია;
3) სხვათანაბარ პირობებში, ნებისმიერი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ღირებულება ამ ორი ქვეყნის მშპ-ის პროპორციული და ამ ორ ქვეყანას შორის მანძილის უკუპროპორციულია;
4) არც ერთი პასუხი არაა სწორი.
8. რიკარდოს მოდელის მიხედვით რა იწვევს არსებული შეზღუდული მოცულობის რესურსების უფრო ეფექტიან განაწილებას?
1) ქვეყნები აუცილებლად ივაჭრებენ მხოლოდ იმ საქონლით, რომელთა წარმოებაშიც გააჩნიათ აბსოლუტური უპირატესობა;
2) მხოლოდ მასშტაბის ეკონომია;
3) ქვეყნები აწარმოებენ მხოლოდ იმ საქონელს, რომელშიც გააჩნიათ ყველაზე დაბალი ალტერნატიული ღირებულება;
4) ყოველი ქვეყანა შეეცდება აწარმოოს საქონლისა და მომსახურების ყველა ის სახეობა, რომლის დეფიციტსაც განიცდის.

 

საქონელი

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი სამამულო ქვეყანაში

საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯი

უცხო ქვეყანაში

ვაშლი

1

12

მსხალი

2

20

ბანანი

3

30

მანგო

4

6

ზეთისხილი

5

18

9. სამამულო ქვეყანასა და უცხო ქვეყანაში საქონლის ერთეულზე შრომითი დანახარჯები მოცემულია ცხრილში, თუ სამამულო ქვეყანაში ხელფასის განაკვეთი 6-ჯერ მეტი, ქვეყნები აწარმოებენ:
1) სამამულო ქვეყანა - ზეთისხილს და მანგოს; უცხო ქვეყანა - ვაშლს, მსხალს და ბანანს;
2) სამამულო ქვეყანა - ვაშლს მსხალს და ბანანს; უცხო ქვეყანა - მანგოს და ზეთისხილს;
3) სამამულო ქვეყანა - მსხალს ბანანს და მანგოს; უცხო ქვეყანა - ვაშლს და ზეთისხილს;
4) სამამულო ქვეყანა - ბანანს, მანგოს და ზეთისხილს; უცხო ქვეყანას - ვაშლს და მსხალს.
10. სამამულო ქვეყანაში იმპორტირებულ ფოლადზე ტარიფების გაუქმება ყველაზე მეტად ხელსაყრელი იქნება:
1) ფოლადის უცხოელი მომხმარებლებისთვის;
2) ფოლადის სამამულო მწარმოებლებისათვის;
3) ფოლადის სამამულო მომხმარებლებისათვის;
4) ფოლადის იმპორტიორებისასთვის.
{"name":"ეუ 5 ვარიანტი ტესტები", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. ტარიფი. ვაჭრობის პოლიტიკის შედეგები: შეჯამება. რომელი დებულება არ არის სწორი. ტარიფის შედეგად:, 2. რომელი დებულებაა სწორი:, 3. სადაც მასშტაბის ეკონომიაა:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker