რასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები
{"name":"რასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენ წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ მეორე თემის ციფრული ვერსია „თანამშრომლობა. პარტნიორთა შერჩევის პრინციპები. თანამშრომლობის წესები. კონფლიქტი თანამშრომლობის დროს“.მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო გვარამაძე და ნინო მიწიშვილი. © Project Harmony, Inc., 2015ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ნინო გვარამაძემ.ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., ინფორმაცია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანებას. მასში გაერთიანებულები არიან საერთო ინტერესებისა და მიზნების მქონე ადამიანები. ეს არის მთავრობისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ზოგჯერ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება სხვა ქვეყნის მთავრობების მიერ. სულ მსოფლიოში 40000-მდე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ადგილობრივი მნიშვნელობის არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი კი უფრო მაღალია. არასამთავრობო ორგანიზაციების ტიპები შეიძლება განვასხვაოთ მიმართულებისა და თანამშრომლობის დონის მიხედვით. მიმართულების მიხედვით არსებობს: საქველმოქმედო, მომსახურებითი, საზოგადო ორგანიზაციები. თანამშრომლობის დონეების მიხედვით კი – თემზე დაფუძნებული, საქალაქო, ეროვნული, საერთაშორისო. გავეცნოთ რამდენიმე ორგანიზაციის საქმიანობას: 1. გაეროს ბავშვთა ფონდი – UNICEF (United Nations Children’s Fund). მისი წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს პროგრამებს ბავშვთა უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროებში. http:\/\/www.unicef.org\/georgia 2. გაეროს განვითარების პროგრამა – UNDP (United Nations Development Programme) არის გაეროს განვითარების ქსელი, რომელიც სხვადასხვა ერის მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. http:\/\/www.undp.org.ge თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს ამ ორგანიზაციის შემდეგი მიმართულებები: Environment& Energy – გაეროს განვითარების პროგრამა „გარემო და ენერგია” მოწოდებულია იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას წყლის რესურსები და გარემო დაბინძურებისაგან; აგრეთვე ხელი შეუწყოს საქართველოს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. Economic Development – გაეროს განვითარების პროგრამა „ეკონომიკური განვითარება” საქართველოს ეხმარება სტაბილური ეკონომიკური განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მასში დაბალშემოსავლიან ადამიანთა ჯგუფების ჩართვას. 3. Save the Children (გადავარჩინოთ ბავშვები) ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის დაუცველ ნაწილს – ქუჩის ბავშვებს, ქალებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს. მისი მუშაობა მიმართულია ჯანმრთელობის, განათლების და ქალებისა და ახალგაზრდების საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისაკენ. http:\/\/www.savethechildren.org 4. PH International საერთაშორისო ორგანიზაციაა. მისი მიზანია, შექმნას ძლიერი საზოგადოებები სამოქალაქო ლიდერობის განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების ხელშეწყობის გზით. http:\/\/www.ph-int.org 5. USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) – მრავალი წლის განმავლობაში USAID ეხმარება ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ სიღარიბეს და გაატარონ დემოკრატიული რეფორმები. იგი ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას ეკონომიკის ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და მმართველობის, ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების მიმართულებებით. http:\/\/www.usaid.gov 6. CENN – კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (Caucasus Environmental NGO Network) http:\/\/www.cenn.org თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ CENN-ის შემდეგი მიმართულებებით: • გენდერი და გარემო – ეს პროექტი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და იკვლევს, რამდენად წარმატებული და ეფექტიანია გენდერზე დაფუძნებული პროექტები და რა როლი აქვთ ქალებს ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მოხმარების საქმეში. • კლიმატის ცვლილება – ეს პროექტი მიზნად ისახავს, გაზარდოს სამხრეთ კავკასიის ხალხების ინფორმირებულობა ამ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემაზე, რომელიც დღეს ამ რეგიონისა და კაცობრიობის წინაშე დგას. • ბუნებრივი რესურსების დაცვა და მოხმარება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც გარემოსთვის, ისე საზოგადოებისათვის. ორგანიზაცია ცდილობს, კონსულტაცია გაუწიოს ამ საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს. 7. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მნიშვნელოვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომლის მრავალმხრივ საქმიანობაში სერიოზული ადგილი უკავია საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებათა დაცვას, დაცვის მექანიზმების განვითარებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. http:\/\/www.gyla.ge 8. საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საქართველოში; ასევე, დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ რეფორმებს და ახალგაზრდა ეკონომისტების პროფესიულ განვითარებას. http:\/\/www.economists.ge გთავაზობთ ინტერნეტ-მისამართებს, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ორგანიზაციების შესახებ საქართველოში: • არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ვებგვერდზე http:\/\/www.afba.ge • მენიუში ჯერ უნდა მოიძებნოს ბმულები და შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები. • საზოგადოებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები: http:\/\/www.yell.ge","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
Quiz
420
Star Wars Quiz (The hardest one you'll ever take)
1160
Which STD am I? (Quiz)
7415
National Reconciliation Week Quiz
1050
T-Shirt Color for Reunion
100
Structure of Government
420
Grade 6 Survey
241229
Lack of Education for Girls - UNICEF
320
Japanese Culture
11613
Do You Know Me?
320
Quel Notsenien es-tu ?
10558
Get to Know Me Quiz!
1168