დგილობრივი თვითმმართველობა - ისტორიული მიმოხილვა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება

ლექტრონული რესურსის გამოსაყენებლად გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი
თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ პირველი თავის ციფრული ვერსია „ადგილობრივი თვითმმართველობა - ისტორიული მიმოხილვა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება“
 
მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
 
ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.
 
სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ერემაშვილი, ლევან ახვლედიანი, დავით ლოსაბერიძე, თამარ რუხაძე.
კონსულტანტი: ნინო გვარამაძე
© Project Harmony, Inc., 2018
 
ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.
 
ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს.

რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა?

დემოკრატიული სახელმწიფო[1] წარმოუდგენელია ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის[2] გარეშე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებასთან ყველაზე უფრო ახლომდგომი ხელისუფლების დონეა. იგი, კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად მოქმედებს და არ წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების უშუალო გაგრძელებას ადგილებზე. მისი მეშვეობით ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრებნი თავად, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს. ადგილობრივი თვითმმართველობა, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ქვეყნის მართვას და საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი უფლებები დაიცვან, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას; ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ გარემოს ეხება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგნენ მოსახლეობასთან და მის ინტერესებს იცავდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობა, შეიძლება, განვიხილოთ როგორც ერთგვარი „ხელშეკრულება“ ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რომელშიც ორმხრივი უფლებები და მოვალეობებია განსაზღვრული.

თვითმმართველობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ხალხი და ხელისუფლება საკუთარ მოვალეობებსა და უფლებებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

თვითმმართველობის ისტორია

თვითმმართველობის ისტორია მრავალ საუკუნეს მოიცავს. ჯერ კიდევ ძველი შუმერისა[3] და შუამდინარეთის[4] სხვა ქალაქ-სახელმწიფოების მართვაში აქტიურად მონაწილეობდა სახალხო კრება, რომელშიც ყველა ზრდასრული მამაკაცი ერთიანდებოდა. სახალხო კრების თანხმობის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი არ წყდებოდა.

კლასიკური სახით დემოკრატიისა და თვითმმართველობის ნიმუში ძველ ბერძნულ პოლისებში[5] იყო წარმოდგენილი. დემოკრატიულობის ხარისხით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ათენი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი ცნობა შემოგვინახა ისტორიამ. ქალაქის მართვაში ყველა მოქალაქე (თავისუფალი ადამიანი) უშუალოდ იყო ჩართული. ეს იყო პირდაპირი დემოკრატიის[6] ყველაზე ნათელი მაგალითი. სწორედ ათენელთა მიერ შექმნილი დემოკრატიული მმართველობა დაედო საფუძვლად თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოთა მოწყობის სისტემას. ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს თვითმმართველობა წარმოადგენს.

თვითმმართველობის თანამედროვე გამოცდილება

დასავლეთის ქვეყნებში[7] თვითმმართველობის თანამედროვე სისტემებსა და სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობას საფუძველი შუა საუკუნეებში ეყრება და საბოლოოდ XIX საუკუნეში ყალიბდება. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ სახელმწიფოში ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთობის განსხვავებული მოდელები ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი მართვის სტრუქტურების ფორმირება ამ ქვეყნებში ადგილობრივი, ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების გავლენით მოხდა, რამაც საზოგადოებრივი მოდელებისა და მექანიზმების მრავალფეროვნება გამოიწვია - ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ფართო უფლებების მინიჭებით (მაქსიმალური დეცენტრალიზაცია[8]) დაწყებული, ნაკლებად დეცენტრალიზებული (შედარებით ცენტრალიზებული[9]) სისტემის არსებობით დამთავრებული. პირველს რიგი ანგლოსაქსური ქვეყნები[10] (აშშ, კანადა და ა.შ.) და შვეიცარია შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო მეორეს - საფრანგეთი.

ამგვარი მრავალფეროვნების მიუხედავად, დასავლეთის მმართველობითი სტრუქტურების განვითარებაში აშკარად შეიმჩნევა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი უფლების გადაცემის ტენდენცია. თვითმმართველობების ყოველდღიურ საქმიანობაში სახელმწიფო უშუალოდ არ ერევა. ამავე დროს იგი ინარჩუნებს ზედამხედველობის უფლებას, რათა რომელიმე თვითმმართველობის ქმედება საერთო-ეროვნულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ აღმოჩნდეს.

ამ მხრივ ევროპის ქვეყნები, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ დაწინაურებულნი არიან. ამის დასტურია დოკუმენტის - „ევროპული ქარტია[11] ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ - შექმნა, რომელსაც 1985 წელს სტრასბურგში მოეწერა ხელი. ქარტიაში ჩამოყალიბებულია თვითმმართველობის საქმიანობის გარანტიები და ამ პრინციპების გაზიარება ყველა ევროპული ქვეყნისთვის სავალდებულოა.

[1] დემოკრატია (ბერძ. ხალხის მმართველობა) - პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რომელიც დამყარებულია უმრავლესობის მმართველობაზე. დემოკრატიული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ მმართველობაზე.

[2] თვითმმართველობა - ევროპული ქარტიის თანახმად, არის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება და შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში მოაწესრიგოს და მართოს საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

[3] შუმერი - უძველესი ქვეყანა სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე.

[4] შუამდინარეთი - ტერიტორია მდ. ტიგროსსა და ევფრატს შორის, დღევანდელი ერაყი.

[5] პოლისი - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო.

[6] პირდაპირი დემოკრატია - დემოკრატიული მმართველობის ფორმა, როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა მოქალაქე თავად, უშუალოდაა ჩართული.

[7] დასავლეთის ქვეყნები - იგულისხმება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები.

[8] დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემა, როდესაც საჯარო ხელისუფლების რიგი ფუნქციების განხორციელების უფლება გადაეცემა თვითმმართველობის ორგანოებს.

[9] ცენტრალიზაცია - მმართველობის ერთ ცენტრში თავმოყრა - ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვის ხარჯზე.

[10] ანგლოსაქსური ქვეყნები - ინგლისურენოვანი ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვ.

[11] ქარტია - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება - დეკლარაციის სინონიმი.

ტესტური დავალებები
ტესტური დავალებების მიზანია, განვამტკიცოთ სახელმძღვანელოს ამ თავში მოცემული მასალის დამუშავების შედეგად მიღებული ცოდნა. სავარჯიშოების შესრულებისას აირჩიეთ ერთი სწორი პასუხი.
მნიშვნელოვანია, სავარჯიშოს შესრულების შემდეგ განხორციელდეს ტესტის შესრულების პროცვესში დაშვებული შეცდომების ანალიზი, ამისათვის საჭიროა დავასაბუთოთ, თუ რატომ აღმოჩნდა ესა თუ ის პასუხი სწორი ან არასწორი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი არგუმენტები ემყარებოდეს ობიექტურ მტკიცებულებებს, ამ შემთხვევაში კი ტესტურ დავალებებთან ერთად მოცემულ თეორიულ მასალას.
შეგახსენებთ, რომ ტესტური დავალებების ძირითადი დანიშნულებაა, უკეთ გავიაზროთ თეორიული მასალა და შევძლოთ მისი დაკავშირება რეალურ ცხოვრებასთან. ამდენად, ტესტის ავტორების მხრიდან სავარჯიშოებში გამიზნულად არის ჩადებული არასწორი ფორუმილირებები, რომლებიც შესაძლოა უფრო ცხოვრებისეული იყოს, მაგრამ არ იყოს თანხვედაში სამოქალაქო განათლების ღირებულებებთან.
 
1. ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა არის:
) ავტორიტარული სახელმწიფოს გამოხატულება
) მონარქიული მმართველობის გამოხატულება
) დემოკრატიული სახელმწიფოს გამოხატულება
2. დემოკრატიულია სახელმწიფო, თუ:
) ადგილობრივი თვითმმართველობა ძლიერი და ეფექტიანია
) ცენტრალური ხელისუფლება ითვალისწინებს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის დაკვეთას
) ადგილობრივი მაცხოვრებლები ემორჩილებიან ცენტრს
3. ადგილობრივი თვითმმართველობა:
) საზოგადოებასთან ყველაზე უფრო ახლომდგომი ხელისუფლების რგოლია
) კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად მოქმედებს და წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების უშუალო გაგრძელებას ადგილებზე
) დამოკიდებული უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მაგრამ ამავდროულად, ქალაქისა თუ სოფლის მაცხოვრებლების მეშვეობით, თავად უნდა აწესრიგებდეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს
4. ადგილობრივი თვითმმართველობა გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც:
) ადგილობრივ მონეტარულ პოლიტიკას ეხება
) უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ გარემოს ეხება
) სახელმწიფოს თავდაცვის სისტემებს ეხება
5. ადგილობრივი თვითმმართველობა, შეიძლება, განვიხილოთ როგორც ერთგვარი „ხელშეკრულება“ ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რომელშიც:
) ხალხს აქვს უფლებები, ხოლო ხელისუფლებას მოვალეობები
) ხელისუფლებას აქვს უფლებები, ხოლო ხალხს მოვალეობები
) უფლებები და მოვალეობები ორმხრივადაა განსაზღვრული
6. თვითმმართველობის ისტორიაში განსაკუთრებული დემოკრატიულობის ხარისხით გამოირჩეოდა ძველ ბერძნული ათენის პოლისი (ქალაქ-სახელმწიფო), რომლის მართვაში:
) ყველა მოქალაქე პირდაპირი დემოკრატიის ფორმით უშუალოდ იყო ჩართული
) ყველა ასაკოვანი მამაკაცი აქტიურად მონაწილეობდა სახალხო კრების საშუალებით
) ყველა მოქალაქე (თავისუფალი ადამიანი), პირდაპირი დემოკრატიის ფორმით, რჩეულების საშუალებით იყო ჩართული
7. დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი მართვის სტრუქტურები ადგილობრივი, ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა, ამან კი გამოიწვია:
) მხოლოდ ადგილობრივი თვითმმ.-ისთვის ფართო უფლებების მინიჭება
) ადგილობრივი თვითმმ.-ისთვის შეზღუდული უფლებების მინიჭება
) საზოგადოებრივი მართვის სტრუქტურების სხვადასხვა მოდელი, ადგილობრივი თვითმმ.-ისთვის ფართო უფლებების მინიჭებით დაწყებული, ნაკლებად დეცენტრალიზებული სისტემის არსებობით დამთავრებული
8. დასავლეთის მმართველობითი სტრუქტურების განვითარებაში შეიმჩნევა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის:
) სულ უფრო და უფრო ნაკლები უფლების გადაცემის ტენდენცია. ასეთ დროს სახელმწიფო ადგ. თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალოდ არ ერევა
)ზედამხედველობის უფლების შენარჩუნება, რათა რომელიმე თვით-მმართველობის ქმედება საერთო-ეროვნულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ აღმოჩნდეს
) სულ უფრო და უფრო მეტი უფლების გადაცემის ტენდენცია. ასეთ დროს სახელმწიფო თვითმმართველობების ყოველდღიურ საქმიანობაში უშუალოდ ერევა
{"name":"დგილობრივი თვითმმართველობა - ისტორიული მიმოხილვა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"ელექტრონული რესურსის გამოსაყენებლად გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი და გვარი, თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ პირველი თავის ციფრული ვერსია „ადგილობრივი თვითმმართველობა - ისტორიული მიმოხილვა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება“     მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.     ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება.     სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ერემაშვილი, ლევან ახვლედიანი, დავით ლოსაბერიძე, თამარ რუხაძე. კონსულტანტი: ნინო გვარამაძე © Project Harmony, Inc., 2018     ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ალუდა გოგლიჩიძემ.     ციფრული ვერსია შეიქმნა 2020 წელს., რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა? დემოკრატიული სახელმწიფო[1] წარმოუდგენელია ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის[2] გარეშე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებასთან ყველაზე უფრო ახლომდგომი ხელისუფლების დონეა. იგი, კანონმდებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად მოქმედებს და არ წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების უშუალო გაგრძელებას ადგილებზე. მისი მეშვეობით ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრებნი თავად, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს. ადგილობრივი თვითმმართველობა, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ქვეყნის მართვას და საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი უფლებები დაიცვან, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას; ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ გარემოს ეხება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგნენ მოსახლეობასთან და მის ინტერესებს იცავდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობა, შეიძლება, განვიხილოთ როგორც ერთგვარი „ხელშეკრულება“ ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რომელშიც ორმხრივი უფლებები და მოვალეობებია განსაზღვრული. თვითმმართველობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ხალხი და ხელისუფლება საკუთარ მოვალეობებსა და უფლებებს პასუხისმგებლობით ეკიდებიან.   თვითმმართველობის ისტორია თვითმმართველობის ისტორია მრავალ საუკუნეს მოიცავს. ჯერ კიდევ ძველი შუმერისა[3] და შუამდინარეთის[4] სხვა ქალაქ-სახელმწიფოების მართვაში აქტიურად მონაწილეობდა სახალხო კრება, რომელშიც ყველა ზრდასრული მამაკაცი ერთიანდებოდა. სახალხო კრების თანხმობის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი არ წყდებოდა. კლასიკური სახით დემოკრატიისა და თვითმმართველობის ნიმუში ძველ ბერძნულ პოლისებში[5] იყო წარმოდგენილი. დემოკრატიულობის ხარისხით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ათენი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი ცნობა შემოგვინახა ისტორიამ. ქალაქის მართვაში ყველა მოქალაქე (თავისუფალი ადამიანი) უშუალოდ იყო ჩართული. ეს იყო პირდაპირი დემოკრატიის[6] ყველაზე ნათელი მაგალითი. სწორედ ათენელთა მიერ შექმნილი დემოკრატიული მმართველობა დაედო საფუძვლად თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოთა მოწყობის სისტემას. ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს თვითმმართველობა წარმოადგენს.   თვითმმართველობის თანამედროვე გამოცდილება დასავლეთის ქვეყნებში[7] თვითმმართველობის თანამედროვე სისტემებსა და სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობას საფუძველი შუა საუკუნეებში ეყრება და საბოლოოდ XIX საუკუნეში ყალიბდება. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ სახელმწიფოში ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთობის განსხვავებული მოდელები ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი მართვის სტრუქტურების ფორმირება ამ ქვეყნებში ადგილობრივი, ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების გავლენით მოხდა, რამაც საზოგადოებრივი მოდელებისა და მექანიზმების მრავალფეროვნება გამოიწვია - ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ფართო უფლებების მინიჭებით (მაქსიმალური დეცენტრალიზაცია[8]) დაწყებული, ნაკლებად დეცენტრალიზებული (შედარებით ცენტრალიზებული[9]) სისტემის არსებობით დამთავრებული. პირველს რიგი ანგლოსაქსური ქვეყნები[10] (აშშ, კანადა და ა.შ.) და შვეიცარია შეიძლება მივაკუთვნოთ, ხოლო მეორეს - საფრანგეთი. ამგვარი მრავალფეროვნების მიუხედავად, დასავლეთის მმართველობითი სტრუქტურების განვითარებაში აშკარად შეიმჩნევა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სულ უფრო და უფრო მეტი უფლების გადაცემის ტენდენცია. თვითმმართველობების ყოველდღიურ საქმიანობაში სახელმწიფო უშუალოდ არ ერევა. ამავე დროს იგი ინარჩუნებს ზედამხედველობის უფლებას, რათა რომელიმე თვითმმართველობის ქმედება საერთო-ეროვნულ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში არ აღმოჩნდეს. ამ მხრივ ევროპის ქვეყნები, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად, საკმაოდ დაწინაურებულნი არიან. ამის დასტურია დოკუმენტის - „ევროპული ქარტია[11] ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ - შექმნა, რომელსაც 1985 წელს სტრასბურგში მოეწერა ხელი. ქარტიაში ჩამოყალიბებულია თვითმმართველობის საქმიანობის გარანტიები და ამ პრინციპების გაზიარება ყველა ევროპული ქვეყნისთვის სავალდებულოა.   [1] დემოკრატია (ბერძ. ხალხის მმართველობა) - პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რომელიც დამყარებულია უმრავლესობის მმართველობაზე. დემოკრატიული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ მმართველობაზე. [2] თვითმმართველობა - ევროპული ქარტიის თანახმად, არის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება და შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში მოაწესრიგოს და მართოს საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი საკუთარი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. [3] შუმერი - უძველესი ქვეყანა სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე. [4] შუამდინარეთი - ტერიტორია მდ. ტიგროსსა და ევფრატს შორის, დღევანდელი ერაყი.   [5] პოლისი - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო. [6] პირდაპირი დემოკრატია - დემოკრატიული მმართველობის ფორმა, როცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა მოქალაქე თავად, უშუალოდაა ჩართული. [7] დასავლეთის ქვეყნები - იგულისხმება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები. [8] დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემა, როდესაც საჯარო ხელისუფლების რიგი ფუნქციების განხორციელების უფლება გადაეცემა თვითმმართველობის ორგანოებს. [9] ცენტრალიზაცია - მმართველობის ერთ ცენტრში თავმოყრა - ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვის ხარჯზე. [10] ანგლოსაქსური ქვეყნები - ინგლისურენოვანი ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვ. [11] ქარტია - საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება - დეკლარაციის სინონიმი.","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker