4 ვარიანტი

1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ხშირი ჩივილი მაკროლიდების გამოყენების შემდეგ?
) გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
) კუჭ–ნაწლავის მხრივ
) ნევროლოგიური
) საშარდე
) სასუნთქი
2. ქვემოთ ჩამოთვლილი პენიცილინებიდან რომელი მიეკუთვნება ამინოპენიცილინებს?
A) მეტიცილინი
B) ამპიცილინი
C) პენიცილინი G
D) პენიცილინიV
E) კარბენცილინი
3. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი მიეკუთვნება ულტრახანმოკლე მოქმედების ბარბიტურის მჟავას ნაწარმს?
. ფენობარბიტალი
. დიაზეპამი
. ქლორდიაზეპოქსიდი
. თიოპენტალი
. ფლურაზეპამი
4. ჩვეულებრივ Gq ცილის გააქტივება ზრდის
. გუანილილ ციკლაზას აქტივობას
. ცGMP-ის აქტივობას
. ფოსფოლიპაზა C-ს აქტივობას
. ადენილილ ციკლაზას აქტივობას
5.რას უწოდებენ სამკურნალო საშუალების მოქმედებას, რომელიც მისი შეწოვის შემდეგ ვითარდება?
. რეზორბციული
) ადგილობრივი
. რეფლექტორული
. ტოქსიური
6.რას უჩვენებს განაწილების მოცულობა?
) ორგანიზმში სითხის რა მოცულობაში ნაწილდება თანაბრად ნივთიერება
) სითხის რა მოცულობაში უნდა განაწილდეს თანაბრად ნივთიერება, რომ მისი კონცენტრაცია ტოლი იყოს სისხლის პლაზმაში ნივთიერების კონცენტრაციისა
ითხის რა მოცულობაში უნდა განაწილდეს თანაბრად ნივთიერება, რომ მისი კონცენტრაცია ტოლი იყოს ქსოვილებში ნივთიერების კონცენტრაციისა
) ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
7. რომელი არ მიეკუთვნება მორფინის გვერდით ეფექტებს?
. სუნთქვის დათრგუნვა
. გულისრევა, ღებინება
. ფაღარათი
. ყაბზობა
აღვლის გამომტანი გზების გლუვი კუნთების სპაზმი
8.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნივთიერების პროდუქციისთვის არის აუცილებელი ფერმენტი(პარაამინობენზოის მჟავა) რომლის ინჰიბირებას იწვევს სულფონამიდები?
)მურეინი
)ნიაცინი
)ფოლიუმის მჟავა
)არაქიდონის მჟავა
)ფოსფოდიესთერაზა
9.რა არის აფინიტეტი?
. ნივთიერების უნარი შეუკავშირდეს სპეციფიურ რეცეპტორებს.
. ნივთიერების უნარი რეცეპტორთან ურთიერთმოქმედებისას გამოიწვიოს გარკვეული ეფექტი.
. ნივთიერების დოზა, რომელიც იწვევს მაქსიმალურ ეფექტს.
. ნივთიერების უნარი შეუკავშირდეს პლაზმის ცილებს
10.ქვემოთ ჩამოთვლილი პროცესებიდან რომელი არ ასახავს წამლის მემბრანაში განვლადობის მექანიზმს?
)ჰიდროლიზი
)ტრანსპორტი სპეციალური გადამტანების მეშვეობით
)პინოციტოზი და ენდოციტოზი
)დიფუზია წყალში
)დიფუზია ცხიმში
11.კუჭ ნაწლავის ტრაქტის როგორ გარემოში შეიწოვება უკეთ სუსტი ტუტე რეაქციის მქონე წამლები?
)მჟავე
)არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი
)ნეიტრალური
)ტუტე
12.რა ახასიათებს ორგანიზმში წამლის ინჰალაციური გზით შეყვანას?
)როგორც წესი ნელა იწვევს ეფექტს
)შეიცოვება აქტიური ტრანსპორტის გზით
)წამლი ღვიძლის გავლის შემდეგ ხვდება სისხლისმიმოქცევაში
)წამალი ღვიძლის ბარიერის გვერდის ავლით ხვდება სისხლის მიმოქცევაში
15.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი იწვევს კატექოლამინების გამოთავისუფლებას,თუმცა დიდი დოზებით იწვევს ადრენერგულ რეცეპტორებზე პირდაპირ ეფექტს?
)თირამინი
)მეტარამინოლი
)ამფეტამინი
)ეფედრინი
16.რა ეწოდებათ სამკურნალო საშუალებებს რომლებიც სპეციფიკურ რეცეპტორებთან ურთიერთმოქმედებისას ავლენენ აფინურობას და მაქსიმალურ შინაგან აქტივობას?
)აგონისტ-ანტაგონისტი
)ნაწილობრივი აგონისტი
)სრული აგონისტი
)ანტაგონისტი
17.კუნთში არ შეიძლება შევიყვანოთ
)ჰიპერტონული ხსნარი
)სუსპენზია
)იზოტონური ხსნარი
)ზეთხსნარები
18.რა უწოდებენ სამკურნალო საშუალების მოქმედებას რომელიც მისი შეწოვის შემდეგ ვითარდება?
)ადგილობრივი
)რეფლექტორული
)რეზორბციული
)ტოქსიური
19.რა ეწოდება სამკურნალო საშუალებების არასასურველ ეფექტს მათი თერაპიული დოზით გამოყენებისას?
)თერაპიული ეფექტი
)გვერდითი ეფექტი
)ტოქსიური ეფექტი
)ყველა ზემოთჩამოთვლილი
20.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ?
)ცელეკოქსიბი
)ასპირინი
)მიზოპროსტოლი
)ლატანოპროსტი
21.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ანტიქოლინესთერაზული საშუალება გამოიყენება გლაუკომის სამკურნალოდ
)ფიზოსტიგმინი
)ნეოსტიგმინი
)ედროფონიუმი
)პირიდოსტიგმინი
22.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი იწვევს მნიშვნელოვნად გამოხატულ ტაქიკარდიას?
)ტამსულოზინი
)ტერაზოზინი
)პრაზოზინი
)ფენტოლამინი
23.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს ატროპინის გამოყენების ჩვენებას;
)სიმპტომური ბრადიკარდია და ატრიოვენტრიკულური განტარებლობის ბლოკირება
)ანტიქოლინესთერაზული საშუალებებით გამოწვეული მწვავე მოწამვლა
)ბადურის გამოკვლევისთვის გუგების გაფართოება
)წინამდებარე ჯირკვლის ადენომა
24.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მუსკარინული და ნიკოტინური რეცეპტორების შერეული აგონისტი:
)ბეტანექოლი
)კარბაქოლი
)პილოკარპინი
)მეტაქოლინი
25.შეარჩიეთ სწორი პასუხი:
)ძირითად წამალთან შედარებით მის მეტაბოლიტებს ყოველთვის უფრო დაბალი აქტივობა ახასიათებთ
)ფარმაკოლოგიური ეფექტი წამლის მხოლოდ თავისუფალ ცილებთან შეუკავშირებელ ფრაქციას გააჩნია
)ნებისმიერი წამალი ექსკრეციის წინ გადის მეტაბოლიზმის პროცესს
)ნებისმიერი წამლის მეტაბოლიზმი ღვიძლში მიმდინარეობს
26.რას უჩვენებს განაწილების მოცულობა
)სითხის რა მოცულობაში უნდა განაწილდეს თანაბრად ნივთიერება რომ მისი კონცენტრაცია ტოლი იყოს სისხლის პლაზმაში ნივთიერების კონცენტრაციისა
)ორგანიზმში სითხის რა მოცულობაში ნაწილდება თანაბრად ნივთიერება
)სითხის რა მოცულობაში უნდა განაწილდეს თანაბრად ნივთიერება რომ მისი კონცენტრაცია ტოლი იყოს ქსოვილებში ნივთიერების კონცენტრაციისა
)ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
27.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არ არის სწორი წამლის ორგანიზმში მოხვედრის გზების შესახებ?
)წამლის სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრამდე მეტაბოლიზმი გამოიხატება ტერმინით პრესისტემური ელიმინაცია ანუ “ღვიძლში პირველი გასვლის ფენომენი
)წამლის ტრანსდერმალური შეყვანისას მისი შეწოვის პროცესი ხანგრძლივია თუმცა ორალურ გზასთან შედარებით პრესისტემური ელიმინაციის რისკი უფრო დააბალია
)ორალური პრეპარატებისაგან განსხვავებით ასთმის სამკურნალო ინჰალაციურ საშუალებებს მრავალი სისტემური გვერდითი ეფექტი ახასიათებთ
)ორალური გზით მიღებული წამლისაგან განსხვავებით კუნთში შეყვანილი წამალი სისხლში უფრო სწრაფად ხვდება
28.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი ბეტა ადრენრეცეპტორების ბლოკატორებისთვის?
)უარყოფითი ბათმოტროპული
)უარყოფითი ინოტროპული
)დადებითი დრომოტროპული
)უარყოფითი ქრონოტროპული
29.სამკურნალო საშუალებები რომლებსაც სისხლის ცილებთან მაღალი ბმის უნარი ახასიათებთ:
)უფრო ნელა გამოიყოფიან ორგანიზმიდან
)ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
)უფრო სწრაფად მეტაბოლიზდებიან
)უფრო სწრაფად გამოიყოფიან ორგანიზმიდან
30.სამკურნალო საშუალებების ძალაზე შეიძლება ვიმსჯელოთ:
)ტოქსიკური დოზით
)მაქსიმალური ეფექტის ოდენობით
)ყველა ზემოთჩამოთვლილი
)დოზით რომელიც აუცილებელია მაქსიმალური ეფექტის ნახევრის მისაღებად (ED50)
{"name":"4 ვარიანტი", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ხშირი ჩივილი მაკროლიდების გამოყენების შემდეგ?, 2. ქვემოთ ჩამოთვლილი პენიცილინებიდან რომელი მიეკუთვნება ამინოპენიცილინებს?, 3. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი მიეკუთვნება ულტრახანმოკლე მოქმედების ბარბიტურის მჟავას ნაწარმს?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
Powered by: Quiz Maker