6.1
	1.ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების თანახმად, ვალდებულება არის:
	ა) საწარმოს ეკონომკური რესურსების მიღების მიმდინარე მოვალეობა,რომელიც წარმოიქმნა წარსულში მომხდარი მოვალეობის შედეგად.
	ბ) საწარმოს ეკონომიკური რესურსების გადაცემის მიმდინარე მოვალეობა,რომელიც წარმოიქმნა წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად
	გ) საწარმოს ეკონომიკური რესურსების კონვერსიის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარმოიქმნა წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად
	დ) აქტივების შემცირება ან ვალდებულებების ზრდა, რაც იწვევს საკუთარი კაპიტალის შემცირებას, რომელიც წილობრივი მოთხოვნების მფლობელებზე გაცემულ განაწილებებთან არაა დაკავშირებული
2. ვალდებულებების ასაღიარებლად ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი კრიტერიუმები უნდა იყოს დაკმაყოფილებული:1)საწარმოს აქვს მოვალეობა 2)მოვალეობა არის ეკონომიკური რესურსის გადაცემა 3)	მოვალეობა არის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად არსებობს 4)ეკონომიკური რესურსების გადაცემა ითვალისწინებს მხოლოდ ფულადი სახსრების გადაცემას.სწორი პასუხია:
	ა) 1-ელი, მე-3, მე-4
	ბ) მე-2, მე-3
	გ) 1-ელი, მე-2, მე-3
	დ) 1-ელი, მე-2, მე-4
	3. ”ეკონომიკური სარგებლის შემცველი რესურსების გადინება“ გულისხმობს: 1)	ფულადი სახსრების გადახდას 2)	საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას 3)	სხვა მხარესთან ეკონომიკური რესურსების გაცვლის მოვალეობებს არახელსაყრელი პირობებით 4)	სესხის აღების მოვალეობას სწორი პასუხია:
	ა) 1-ელი, მე-2
	ბ) 1-ელი, მე-2, მე-3
	გ) მე-2, მე-4, მე-3
	დ) 1-ელი, მე-4, მე-3
	4.ვალდებულება მოკლევადიანია თუ:1)	მისის დაფარვა მოსალოდნელია ჩვეულებრივი საოპერაციო ციკლის განმავლობაში.2)	ძირითადად,გამოიყენება სავაჭრო დანიშნულებით.3)	უნდა  დაიფაროს საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ 12 თვის განმავლობაში 4)	საწარმოს არ გააჩნია ვალდებულების დაფარვის გადავადების უპირობო უფლება,საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ სულ მცირე 12 თვის განმავლობაში სწორი პასუხია:
	ა) 1-ელი,მე-2, მე-4
	ბ) 1-ელი, მე-2, მე-3
	გ) მე-2, მე-3, მე-4
	დ)1-ელი, მე-2, მე-3 ,მე-4
	5. ვალდებულებები,რომელიც შეადგენს საბრუნავი კაპიტალის ნაწილს და საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივ ციკლში გამოიყენება,იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი უნდა დაიფაროს ბალანსის შედგენის თარიღიდან 12 თვის შემდეგ,კლასიფიცირდება:
	ა) მოკლევადიან ვალდებულებად
	ბ) გადავადებულ ვალდებულებად
	გ) გრძელვადიან ვალდებულებად
	დ) პირობით ვალდებულებად
	6. კომპანიას ფინანსურ ანგრიშგებაში აღიარებული აქვს შემდეგი ვალდებულებები:1)	ორწლიანი საგარანტიო ვალდებულება 2)	სახელფასო ვალდებულება 3)	საგადასახადო ვალდებულება 4)	სამწლიანი სასესხო ვალდებულება.ჩამოთვლილთაგან მოკლევადიან ვალდებულებებს მიეკუთვნება:
	ა) 1-ელი, მე-2 და მე-4
	ბ) მე-2 და მე-3
	გ) მე-3 და მე-4
	დ) 1-ელი და მე-2
	7. შეფასების მიხედვით ვალდებულებები იყოფა:
	ა) ფაქტობრივ ვალდებულებად, ანარიცხებად და პირობით ვალდებულებებად
	ბ) ანარიცხებად და პირობით ვალდებულებებად 
	გ) ფაქტობრივ ვალდებულებად და ანარიცხებად 
	დ) ფაქტობრივ და პირობით ვალდებულებებად
8.მოკლევადიანი ვალდებულებები მოიცავს:1)	სავაჭრო ვალდებულებებს 2)	საგადასახადო ვალდებულებებს 3)	გრძელვადიანი ვალდებულებების მიმდინარე ნაწილს 4)	გაუნაწილებელ მოგებას 5)	ორწლიან გასანაღდებელ თამასუქებს სწორი პასუხია:
	ა)1-ელი, მე-3 და მე-4
	ბ) 1-ელი, მე-4, მე-5
	გ) 1-ელი, მე-2, მე-3
	დ) 1-ელი,მე-2,მე-3, მე-4
	9. საწარმომ შეიძინა 8 500 ლარის საქონელი 90-დღიანი უპროცენტო კრედიტით.გარიგებას ადგილი ჰქონდა ბიზნესის ჩვეულებრივ პირობებში.ამ პერიოდისთვის საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 12%-ია.საწარმო სავაჭრო ვალდებულებას თავდაპირველად აღიარებს:
	ა) 8 500
	ბ) 8 755
	გ) 7 590
	დ) 9 520
	10. რომელი გატარებით არ აისახება ვალდებულების წარმოქმნა:
	ა) დებეტი- 7420 იჯარის ხარჯები	კრედიტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან
	ბ) დებეტი- 2150 მანქანა -დანადგარები კრედიტ- 3190  სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები
	გ)დებეტი- 3120 მიღებული ავანსები	კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
	დ) დებეტი- 9210 მოგების გადახდის ხარჯი	კრედიტი- 3310  გადასახდელი მოგების გადასახადი
	11. კომპანიამ, რომელიც დღგს გადამხდელია, მომწოდებლისგან შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა ხის დამამუშავებელი დანადგარი 590 000 ლარად, მათ შორის დღგ 90 000 ლარია.რომელი გატარებით აისახება ვალდებულების წარმოქმნა:
	ა) დებეტი- 2150 მანქანა-დანადგარები 590 000 კრედიტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 590 000
	ბ) დებეტი- 2150 მანქანა-დანადგარები 500 000	დებეტი - 3340 გადასახდელი/ჩასათვლელი დღგ 90 000	კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 590 000
	გ) დებეტი- 3190 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები 590 000   კრედიტი- 2150 მანქანა-დანადგარები 500 000	კრედიტი- 3340 გადასახდელი/ჩასათვლელი დღგ 90 000
	დ) დებეტი- 2150 მანქანა-დანადგარები  500 000	დებეტი- 3340 გადასახდელი/ჩასათვლელი დღგ 90 000 კრედიტი- 3190 სხვა მოკლევადიანი ვალდებულებები 590 000
	12.საწარმოს ბალანსზე ერიცხება აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი 10 000 აშშ დოლარის ვალდებულება, რომელიც შეფასებულია 32 500 ლარად.საანგარიშგებო წლის 31 დეკემბერს საბოლოო კურსია 1$=3.30 ლარი.საანგარიშგებო წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში აისახება:
	ა) მოგება ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 500
	ბ) ზარალი ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 500
	გ) ზარალი ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 0
	დ) მოგება ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 0
	13.საწარმოს ბალანსზე ერიცხება ატივების მიწოდებით წარმოქმნილი 5 000 აშშ დოლარის ვალდებულებები, რომელიც შეფასებულია 16 000 ლარად, საანგარიშგებო წლის 31 დეკემბრის საბოლოო კურსია 1$=3.00ლ.	31 დეკემბერს მდგომარეობით ბალანსში ვალდებულებები აისახებ(ლარი):
	ა) 16 000
	ბ) 15 000
	გ) 31 000
	დ) 5 000
	14. საწარმომ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, უცხოელი მომწოდებლისგან, შემდგომი გადახდის პირობით შეიძინა 20 000 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი.თანხა გადახდილია მომდევნო წლის 20 იანვარს. ვალუტის კურსია: მიმდინარე წლის 15.11. 1$=2.90ლ	მიმდინარე წლის 31.12. 1$=3.00ლ	მომავალი წლის 20.01. 1$=2.95ლ	31 დეკემბრისათვის ვალდებულება კორექტირდება შემდეგი გატარებით:
	ა) დებეტი- 3110 ვალდებულებები მიწოდებიდან და მომსახურებიდან 58 000დებეტი- 8240 ზარალი ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 1 000კრედიტი- 1220 უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში 59 000
	ბ) დებეტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან დაა მომსახურებიდან 2 000კრედიტი- 8140 მოგება ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 2 000
	გ) დებეტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 59 000კრედიტი- 1220 უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში 59 000
	დ) დებეტი- 8220 ზარალი ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 2 000კრედიტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 2 000
	15. საწარმომ ისარგებლა ვადამდელი ანგარიშსწორებისთვის შეთავაზებული ფასდათმობით და 6 000 ლარად შეფასებული საქონლის შეძენით წარმოქმნილი ვალდებულების დასაფარად გადაიხადა 5 820 ლარი.თანხის გადახდა და მიღებული ფასდათმობა აისახება(ლარი):
	ა) დებეტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 6 000 კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში  6 000
) დებეტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 6 000კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 5820 კრედიტი- 1610 საქონელი 180
) დებეტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 5 820კრედიტი- 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში 5 820
) დებეტი- 3110 ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან 5 820დებეტი- 8190 სხვა არასაოპერაციო შემოსავლები 180	კრედიტი-1210 ეროვნული ვალუტარეზიდენტ ბანკში 6 000 
16. თუ ხელშეკრულება გარკვეულ პერიოდში თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდისას ითვალისწინებს განსხვავებას შეძენის ფასსა და გადასახდელ თანხას შორის, მიიჩნევა, რომ ხელსეკრულება შეიცავს:
	ა) ფასდათმობას
	ბ) საქონლის დაბრუნების პირობას
	გ) ბონუსს
	დ) დაფინანსების მნიშვნელოვან კომპონენტს
	17.  თუ შესყიდვის ხელშეკრულება გარკვეულ პერიოდში თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდისას, ითვალისწინებს განსხვავებას ნორმალური საკრედიტო პირობებით შეძენის ფასსა და გადასახდელ თანხას შორის, ეს განსხვავება აღიარდება:
	ა) არასაოპერაციო შემოსავლად
	ბ) დაფინანსების პერიოდის საპროცენტო ხარჯად
	გ) არასაოპერაციო ხანჯად
	დ) ფასდათმობად
	18. მისაწოდებელი საქონლის ან გასაწევი მომსახურების ღირებულების წინასწარი მიღებით წარმოიქმნება:
	ა) შემოსავალი რეალიზაციიდან
	ბ) ვალდებულება მიღებული ავანსებით
	გ) სახელფასო ვალდებულება
	დ) ვალდებულება საქონლისა და მომსახურების მიწოდებით
	19. როდესაც საწარმო დამკვეთს(მყიდველს) გადასცემს საქონელს ან მომსახურებას, რომლის ღირებულება წინასწარ იყო ანაზღაურებული საწარმომ:
	ა) უნდა შეწყვიტოს მიღებული ავანსის აღიარება და ამონაგები აღიაროს
	ბ) უნდა შეწყვიტოს მიღებული ავანსის აღიარება
	გ) ამონაგები უნდა აღიაროს
	დ) უნდა შეწყვიტოს მიღებული ავანსის აღიარება და მოგება აღიაროს
	20. მიღებული სესხები კლასიფიცირდება, როგორც მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები, თუ უნდა დაიფაროს:
	ა) საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ 12 თვის განმავლობაში
	ბ) საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ 18 თვის განმავლობაში
	გ) საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ 24 თვის განმავლობაში
	დ) მიღებიდან 12 თვის განმავლობაში
	21. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები, აისახება აქტივის თვითღირებულებაში, თუ ის დაკავშირებულია:
	ა) გასაყიდად გამიზნული საქონლის შეძენასთან
	ბ) ადმინისტრაციულ ხარჯებთან 
	გ) საოპერაციო ციკლის დაფინანსებასთან
	დ) განსაკუთრებული აქტივის შეძენის,მშენებლობის ან წარმოების პროცესთან
	22. ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლებიც არ უკავშირდება განსაკუთრებული აქტივის შეძენის,მშენებლობის ან წარმოების პროცესს:
	ა) აღიარდება პერიოდის ხარჯად
	ბ) აისახება აქტივის თვითღირებულებაში 
	გ) აღიარდება მომავალი პერიოდის ხარჯად
	დ) აისახება მარაგის  თვითღირებულებაში
	23. საწაემომ 1 ოქტომბერს ბანკიდან აიღო ერთწლიანი სესხი 200 000 ლარი 18_%იანი განაკვეთით.ძირითდი თანხის დაბრუნების ვადაა მომდევნო წლის  1 ოქტომბერი.პროცენტის გადახდა მოხდება ძირითად თანხასთან ერთად.	მიმდინარე წლის 31დეკემბრის მდგომარეობით საწარმოს მოკლევადიანი ვალდებულებები იქნება:
	ა) 200 000
	ბ) 236 000
	გ) 209 000
	დ) 9 000
	24. მიმდინარე წლის 31 დეკემბრისთვის საწარმოს ბალანსზე ერიცხება მოკლევადიანი სესხი უცხოური ვალუტით 50 000 აშშ დოლარი, რომელიც შეფასებული იყო 170 000 ლარად.იმავე წლის 31 დეკემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან შეადგენდა 1$=3.10 ლ.	რომელი გატარებით აისახება სესხის დაფარვა:
	ა) დებეტი- 1220 უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში 15 000	კრედიტი- 8140 მოგება ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 15 000
	ბ) დებეტი- 3210 მოკლევადიანი სესხები 15 000	კრედიტი- 8140 მოგება ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 15 000
) დებეტი-8240 ზარალი ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 15 000კრედიტი-3210 მოკლევადიანი სესხები
) დებეტი-8240 ზარალი ვალუტის კურსთა შორის სხვაობიდან 15 000	კრედიტი- 1220 უცხოური ვალუტა რეზიდენტ ბანკში 15 000
 25. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მიღებული 5 000 ლარის სანაცვლოდ გაიცა ერთწლიანი, მარტივი თამასუქი.თამასუქის წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-ია. თამასუქის საპროცენტო სარგებლის გადახდა მოხდება  ძირითად თანხასთან ერთად. მიმდინარე წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში აისახება საპროცენტო ხარჯი:
	ა) 600
	ბ) 5 250
	გ) 0
	დ) 250
	26.როდესაც თამასუქის ნომინალური ღირებულება სესხად აღებულ თანხაზე მეტია, თამასუქის ნომინალურ ღირებულებასა( გასანაღდებელ თანხასა) და ფაქტობრივად სესხის სახით მიღებულ თანხას შორის სხვაობა აღიარდება:
	ა) სხვა ხარჯებად
	ბ) არასაოპერაციო შემოსავლებად
	გ) საპროცენტო ხარჯებად
	დ) არასაოპერაციო ზარალად
	27. ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადით წარმოქმნილი ვალდებულება აისახება გატარებით:
	ა) დებეტი- 3130 გადასახდელი ხელფასები	კრედიტი- 3320 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი
	ბ) დებეტი- 3320 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი	კრედიტი-1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
	გ) დებეტი-7120 პირდაპირი ხელფასი	კრედიტი-3320 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი
	დ) დებეტი-3320 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი	კრედიტი- 3130 გადასახდელი ხელფასები
{"name":"6.1", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1.ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლების თანახმად, ვალდებულება არის:, 2. ვალდებულებების ასაღიარებლად ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი კრიტერიუმები უნდა იყოს დაკმაყოფილებული:1)საწარმოს აქვს მოვალეობა 2)მოვალეობა არის ეკონომიკური რესურსის გადაცემა 3) მოვალეობა არის მიმდინარე მოვალეობა, რომელიც წარსულში მომხდარი მოვლენების შედეგად არსებობს 4)ეკონომიკური რესურსების გადაცემა ითვალისწინებს მხოლოდ ფულადი სახსრების გადაცემას.სწორი პასუხია:, 3. ”ეკონომიკური სარგებლის შემცველი რესურსების გადინება“ გულისხმობს: 1) ფულადი სახსრების გადახდას 2) საქონლის მიწოდებას ან მომსახურების გაწევას 3) სხვა მხარესთან ეკონომიკური რესურსების გაცვლის მოვალეობებს არახელსაყრელი პირობებით 4) სესხის აღების მოვალეობას სწორი პასუხია:","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
Oga
964843
Tu ce adolescent esti?
8457
210
Safety Rules
320
Is It Cheating If Questions? Take Our Partner Cheating
201018483
Drivers Ed Signs Test - Free Road Sign Practice
201021018
Correct Underlined Errors - Free Grammar Practice
201017531
Wolf Pack Name - Which One Fits Your Spirit?
201018483
What Type of Boy Am I? - Free Personality Results
201018569
Which Sailor Scout Are You? Free Personality
201018569
RPSGT Practice Exam - Free CPSGT Sleep Tech
201023366
Indian Political - Test Your Knowledge Online
201025290