სიქო 3
1. პრობლემის გადაჭრის რომელი სტრატეგიაა გამოყენებული მოცემულ მაგალითში: როდესაც სამსახურში თანამშრომლებს კომფლიქტი აქვთ, ჩვენ ვიხსენებთ სხვა, მსგავს სიტუაციას, და ვცდილობთ იგივე საშუალებები გამოვიყენოთ რაც წარმატებული იყო წარსულში
აშუალება-შედეგის ანალიზი (Means-End Analysis)
ნკუბაცია
კან მიმართული გადამუშავება (Working backward)
ნალოგიების გამოყენება
2. რას გულისხმობს დანაკარგის ავერსია (loss aversion)
A. როდესაც ადამიანი არასოდეს კარგავს ნივთებს
B. როდესაც ადამიანს არ ადარდებს ნივთების დაკარგვა
C. როდესაც ადამიანისთვის სულერთია დაკარგავს თუ არა რაიმეს
D. როდესაც ადამიანში უფრო ძლიერია უკმაყოფილების გრძნობა ნივთის დაკარგვისას, ვიდრე ტოლფასი ნივთის შეძენისას
3. სუპრალიმინალური სტიმული (supraliminal stimuli) არის...?
A. სტიმული, რომელიც აბსოლუტურ ზღურბლზე ქვევითაა
B. სტიმული, რომელიც აბსოლუტურ ზღურბლზე ზევითაა
C. სტიმული, რომლის აღქმაც ადამიანისთვის შეუძლებელია
D. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი
5. გეშტალტის რომელი პრინციპის მიხედვით ჯგუფდება ერთად საგნები ან მოვლენები რომლებიც ახლოს არიან ერთმანეთთან?
A. დასრულების (closure) პრინციპი
B. მსგავსების (similarity) პრინციპი
C. სიახლოვის (proximity) პრინციპი
D. სიმარიტივის (simplicity) პრინციპი
6. სტეფან პალმერმა გეშტალტის პრინციპებს, თავისი სამი დაჯგუფების პრინციპი დაამატა. ამ სამიდან რას გულისხმობს სინქრონულობის (synchrony) პრინციპი?
A. ჩვენს ტენდენციას შევავსოთ გამოტოვებული ინფორმაცია მოცემული საგნის აღქმისას
B. ჩვენ ტენდენციას ერთად დავაჯგუფოთ სტიმულები, რომლებიც დროში ერთმანეთს ემთხვევა
C. არცერთი
D. ჩვენს ტენდენციას მსგავსი ობიექტები ერთ ჯგუფად აღვიქვათ
7. როცა სტიმული ორაზროვანია, ან არ არის სრულად მოცემული და ჩვენ მაინც ვახერხებთ მის ამოცანას, ჩვენს მეხსიერებაზე და ცოდნაზე დაყრდნობით, ეს ხდება...?
A. შემთხვევით
B. დანაკარგის ავერსიით (loss aversion)
C. აღმავალი გადამუშავებით (Bottom-Up processing)
D. დაღმავალი გადამუშავებით (Top-down processing)
8. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპის კოდირებას აქვს ადგილი, როცა ინფორმაცია წარმოდგენილია შინაარსებით ანუ ზოგადი გამოცდილების სახით?
A. არცერთი
B. სემანტიკური კოდირება
C. აკუსტიკური კოდირება
D. ვიზუალური კოდირება
9. ინფრომაციის აღდგენა (retrieval) მოიცავს, როგორც გახსენებას (recall), ასევე ცნობას (recognize). ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია ცნობის მაგალითი?
A. როდესაც ცდისპირებს დაავალეს წინადადებების დასწავლის შემდეგ მაშინვე დასაძინებლად წასულიყვნენ
B. როდესაც ცდისპირებს წარუდგინეს წინადადება და თხოვეს ის დაესწავლა
C. როდესაც ცდისპირებს ადამიანთა სურათები წარუდგინეს და თხოვეს მიეთითებინათ ადამიანზე, რომელიც შემოსასვლელში შეხვდათ
D. როდესაც ცდისპირებს თხოვეს მოეყოლათ როდის ისწავლეს ველოსიპედის ტარება
10. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მეხსიერების მაგალითია იმის ცოდნა, თუ როგორ შევკრათ ფეხსაცმლის თასმა?
A. პროცედურული მეხსიერება
B. არცერთი
C. ეპიზოდური მეხსიერება
D. სემანტიკური მეხსიერება
11. ხანმოკლე მეხსიერების (short-term memory) მოცულობა 7 (პლიუს ან მინუს 2) ერთეულია. რა პროცესის საშუალებით შეგვიძლია, გრაკვეული ასოების ან სიტყვების დაჯგუფებით დავიმახსოვროთ შვიდზე მეტი ასო ან სიტყვა?
B. დანაწევრება (chunking)
C. პარეიდოლია (pareidolia)
D. შერჩევითი ყურადღება (selective attention)
12. ხანმოკლე მეხსიერების (short-term memory) ხანგრძლივობა 18 წამია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი კვლევით მივიდნენ მეცნიერები ამ დასკვნამდე?
A. ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივობის განსაზღვრა შეუძლებელია
B. ცდისპირების ორ ჯგუფს თხოვეს ასოების დამახსოვრება, შემდეგ ერთი გაუშვეს დასაძინებლად, მეორეს კი თხოვეს ყოველდღიურ ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. შემდეგ ორივე ჯგუფს ჩაუტარეს მეხსიერების ტესტი და შედეგები ერთმანეთს შეადარეს
C. ცდისპირებს წარუდგინეს ასოები, შემდეგ კი ყურადღების გადასატანად თხოვეს 100-დან 3-ის გამოკლებით დაეთვალათ. რამდენიმე წამის შემდეგ გააჩერეს და თხოვეს აღდგინათ ასოები. ექსპერიმენტის მანძილზე, ექსპერიმენტატორი ნელ-ნელა ცვლიდა თვლის დროს.
D. ცდისპირებს მოასმენინეს დიალოგი და თხოვეს მაშინვე აღედგინათ მოსმენილი ტექსტი. რამდენიმე საათის შემდეგ ისევ თხოვეს ტექსტის გახსენება და შედეგები შეადარეს.
13. სემანტიკურ რუკებში (semantic networks) ზოგიერთი ასოციაციები უფრო ძლიერია, ზოგიერთი შედარებითი სუსტი. რას განაპირობებს ეს სხვაობა?
A. ინფორმაციის გახსენების სურვილს
B. არცერთს
C. ინფორმაციის გახსენების სიჩქარეს
D. ინფორმაციის კოდირებას
14. რა პროცესი გულისხმობს გარკვეული ფსიქოლოგიური რესურსების ფოკუსირებას და მიმართვას აღქმის, მოქმედების და ფსიქიკური გამოცდილების გასაუმჯობესებლად?
A. ძილი
B. ტრანსდუქცია
C. მეხსიერება
D. ყურადღება
15. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელია სიგნალის შემჩნევის (Signal detection) მაგალითი?
A. როდესაც მაშველი აკვირდება სანაპიროს, იმ მიზნით რომ შენიშნოს თუკი მისი დახმარება დასჭირდებათ
B. როდესაც საჭმლის ჭამისას თან ტელევიზორს ვუყურებთ
C. როდესაც სუბსტანციის გავლენის ქვეშ ყოფნისას, ვცდილობთ კონკრეტული მოქმედების შესრულებას
D. როდესაც თან დავალებას ვწერთ და თან მუსიკას ვუსმენთ
16. ყურადღებაზე მოქმედი, რომელი ფაქტორის მაგალითია სიტუაცია, როდესაც დაღლილები ან სუბსტანციის ზემოქმედების ქვეშ ვართ?
A. აგზნება
B. დავალების სირთულე
C. უნარები
D. შფოთვა
17. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ცნობიერის ფუნქცია?
A. ძლიერი სტიმულაციისას მოადუნოს სხეული და აიძულოს მას დაიძინოს
B. დაგეგმოს და საღ აზრს დაუმორჩილოს ჩვენი იმპულსები
C. შეამციროს შემოსულ სტიმულთა ნაკადი და ყურადღების ფოკუსში მოაქციოს ჩვენთვის საინტერესო სტიმულები
D. შერჩევითად შეინახოს და პერცეპტულ დონეზე გადაამუშაოს საჭირო ინფორმაცია
18. ძილის რომელი დარღვევისას უჭირს ადამიანს ჩაძინება ან ძილის შენარჩუნება?
A. ძილის აპნოე (sleep apnea)
B. ინსომნია (insomnia)
C. ნარკოლეფსია (narcolepsy)
D. ძილში სიარული (somnambulism)
19. რისთვის იყენებენ ჰიპნოზს თანამედროვე ფსიქოლოგიაში?
A. გეშტალტის წესების დასასწავლად
B. ადამიანის ქცევების გასაკონტროლებლად
C. სოციალური ნორმების დასასწავლად
D. ფსიქოლოგიური ეფექტების (შიში, მოლოდინი) შემცირებით, ტკივილის შესამსუბუქებლად
20. რას შეისწავლის ფსიქოლოგია?
A. ფსიქიკურ პროცესებს
B. ქცევებს
C. ორივეს
D. არცერთს
21. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ფსიქოლოგიის რომელი მიმართულებაა ორიენტირებული ფსიქიკური დარღვევების და ამ დარღვევებთან გამკლავების გზების კვლევით?
A. კლინიკური ფსიქოლოგია
B. ბიჰევიორალური ფსიქოლოგია
C. კოგნიტური ფსიქოლოგია
D. სოციალური ფსიქოლოგია
22. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ფსიქოლოგიის რომელი მიმართულება სწავლობს სტადიებს, რომელსაც ადამიანი ზრდის პროცესში გადის?
A. სოციალური ფსიქოლოგია
B. განვითარების ფსიქოლოგია
C. ბიჰევიორალური ფსიქოლოგია
D. ორგანიზაციული ფსიქოლოგია
23. რა ჯგუფები შეიძლება გამოიყოს ექსპერიმენტულ კვლევაში?
A. ექსპერიმენტული და პლაცებო ჯგუფები
B. ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები
C. ექსპერიმენტული, საკონტროლო და პლაცებო ჯგუფები
D. საკონტროლო და პლაცებო ჯგუფები
24. კვლევის განმეორების შემთხვევაში იგივე მონაცემების მიღებას, ანუ მიღებული მონაცემების სტაბილურობას ჩვენ ვუწოდებთ?
A. ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთს
B. სტატისტიკურ მონაცემებს (Statistical data)
C. სტატისტიკურ ალბათობას (Statistical probability)
D. სტატისტიკურ სანდოობას (Statistical reliability)
25. რატომ არის უმჯობესი ბუნებრივი დაკვირვების გამოყენება?
A. უმჯობესია ბუნებრივი დაკვირვება არ გამოვიყენოთ
B. ბუნებრივი კვლევა დაბალბიუჯეტიანია
C. ჩართულმა ან ხელოვნურმა დაკვირვებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმ ქცევაზე, რომელსაც ვწავლობთ
D. ბუნებრივ კვლევას არ ჭირდება გამოცდილება
{"name":"სიქო 3", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"1. პრობლემის გადაჭრის რომელი სტრატეგიაა გამოყენებული მოცემულ მაგალითში: როდესაც სამსახურში თანამშრომლებს კომფლიქტი აქვთ, ჩვენ ვიხსენებთ სხვა, მსგავს სიტუაციას, და ვცდილობთ იგივე საშუალებები გამოვიყენოთ რაც წარმატებული იყო წარსულში, 2. რას გულისხმობს დანაკარგის ავერსია (loss aversion), 3. სუპრალიმინალური სტიმული (supraliminal stimuli) არის...?","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
13 Farben
19100
LMC Quiz :)
331620
Laser in dentistry
32134
Ultimate Frisbee Quiz
14756
Animal totem
5246
Hello
210
Aviation Academy Austria | C560 XL/XLS/XLS+
520
Wami Youths Quiz
11612
How to view Private Instagram 2020 no verification
210
World Geography Challenge
10510
Altavozchile - Política de privacidad. © Copyright Todos los derechos reservados. Provincialnoticias impactodiario
100
Would you date me? (Girls Only)
1160