ედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში
{"name":"ედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში", "url":"https://www.quiz-maker.com/QPREVIEW","txt":"თქვენი სახელი და გვარი, თქვენს წინაშეა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს „თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მედიასთან“ მეხუთე თავის ციფრული ვერსია \"მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში\". მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მასალას და ცოდნის შესამოწმებლად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს. ელექტრონული რესურსი მომზადდა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და 8 რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება. სახელმძღვანელოს ბეჭდური ვერსიის ავტორები: ნინო ერემაშვილი, ლევან ახვლედიანი, დავით ლოსაბერიძე, თამარ რუხაძე. კონსულტანტი: ნინო გვარამაძე © Project Harmony, Inc., 2018 ციფრულ ვერსიაზე (მათ შორის, ტესტურ დავალებებზე) იმუშავა ლევან ახვლედიანმა. ციფრული ვერსია შეიქმნა 2021 წელს., მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში რა არის მედია და რისთვის გვჭირდება ის? მედიის მთავარი მოვალეობა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. ამ ინფორმაციაში, პირველ რიგში, სწორედ ისეთ ამბებს ვგულისხმობთ, რომელიც გვეხმარება, მეტი მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი ქვეყნის, ქალაქის, მუნიციპალიტეტისა და სოფლის მართვაში; ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება; დავიცვათ საკუთარი და სხვისი უფლებები; საარჩევნო ყუთებთან გავაკეთოთ სწორი და ინფორმირებული არჩევანი, რათა ის ადამიანები ავირჩიოთ, ვინც შემდგომში ისევ ჩვენ, ანუ მოქალაქეებს მოგვემსახურება; მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გვეხმარება ასევე, გამოვიყენოთ ჩვენი უფლება და აქტიურად ჩავერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. ამ უფლების გამოყენება კი მოქალაქეებს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში და მხოლოდ თავისუფალი მედიის დახმარებით შეუძლიათ. თავისუფალი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი საფუძველია. ხშირად სწორედ მედიის თავისუფლება განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს ამა თუ იმ ქვეყანაში. იქ, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი მედია, არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო. მედიამ უნდა მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება. მისი ფუნქცია ინფორმაციის მოპოვებაა, დამუშავება, გაანალიზება და გადმოცემა ყველასათვის გასაგებ ენაზე. თუმცა მედია ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ ჟურნალისტიკა და იმ მედია ტექნოლოგიებსაც გულისხმობს, რომელთა დახმარებით, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით ფართო აუდიტორიას სხვადასხვა სახის ინფორმაცია მიეწოდება. მასობრივი კომუნიკაციის ყველასათვის ნაცნობი საშუალებებია: ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები და ინტერნეტი. მედიის სამი ძირითადი ფუნქცია შეიძლება გამოვყოთ - ინფორმაციის გავრცელება, განათლება და გართობა. სამივე მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა საკუთარი საზოგადოებრივი მისიის შესრულება მედიას სწორედ თავისი უპირველესი დანიშნულების - ჟურნალისტური საქმიანობის - კეთილსინდისიერად შესრულებით შეუძლია. მედიას ხშირად „მეოთხე ხელისუფლებასაც\" უწოდებენ, რადგან მისი მთავარი მოვალეობა ხელისუფლების სამი შტოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება) მუდმივი კონტროლის გზით საზოგადოების სამსახურია. იგი შუამავალი უნდა იყოს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ ამავე დროს -საზოგადოების უშუალო მოკავშირე და თანამოაზრე. მედიის საშუალებით მოქალაქეებამდე უამრავი ინფორმაცია მიდის, თუმცა ყველა მათგანი საზოგადოების მიერ „მეოთხე ხელისუფლებისათვის\" დაკისრებულ ფუნქციას როდი ასრულებს. ძალიან მრავალფეროვანია ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტ გამოცემები ან ტელეკომპანიები ავრცელებენ. ზოგიერთი მათგანი ჩვენს ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს მხოლოდ, მაგრამ არსებობს ისეთი ინფორმაციაც, რომელზეც ჩვენი უსაფრთხოებაა დამოკიდებული; ზოგიერთი კი, უბრალოდ, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვეხმარება: მაგ. როგორი ამინდი იქნება ხვალ, როგორი მდგომარეობაა გზებზე, სად შევიძინოთ ჩვენთვის საჭირო ნივთი და სხვ. მედიის განუყოფელი ნაწილია რეკლამაც - როგორც კომერციული ან პოლიტიკური, ისე სოციალური რეკლამა, რომელიც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენ უნდა იყოს მიმართული. სოციალურია რეკლამა, რომელიც, მაგალითად, გვიხსნის ავტომანქანის მართვისას უსაფრთხოების ღვედის აუცილებლობას, ანდა რეკლამა, რომელიც ძალადობის ან დისკრიმინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. https:\/\/www.youtube.com\/watch?v=b2OcKQ_mbiQ ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ კლიპი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ - „გაარტყი მას\" (Slap Her), რომელიც იტალიურ გამოცემას fanpage.it ეკუთვნის. კლიპი მოგვითხრობს თუ როგორ იქცევიან ბიჭები, როდესაც მათ სთხოვენ, გაარტყან გოგოს. მედია უძველესი დროიდან დღემდე მედიის ისტორია უძველესი დროიდან იწყება - ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ამბავს ერთმანეთს ზეპირად უყვებოდნენ, ანდა უძველესი ქალაქების მთავარ მოედნებზე შეკრებილ ხალხს ახალ ამბებს, მათთვის აუცილებელ და საჭირო ინფორმაციას აწვდიდნენ. ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა ინფორმაციის გავრცელების არაერთი ხერხი: იყვნენ ე.წ. მაცნეები, რომლებიც სხვადასხვა ცნობებს ხალმხრავალ ადგილებში კითხულობდნენ; ხელისუფლება პროვინციებში ინფორმაციის გასავრცელებლად პაპირუსის გრაგნილებს იყენებდა, ქალაქში კი სპეციალური კედლები არსებობდა, რომელზეც განცხადებებს წერდნენ. მსგავსი საშუალებებით სარგებლობდნენ ძველი ჩინეთის მმართველებიც, რომლებიც საკუთარ ბრძანებებსა და განცხადებებს ავრცელებდნენ ხალხში. ვენეციაში ადგილობრივი ხელისუფლება ხელნაწერ გაზეთს უშვებდა, თუმცა ყველა მათგანი მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებას ემსახურებოდა და, შესაბამისად, კლასიკური გაზეთის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. პირველი გაზეთი მე-17 საუკუნის დასაწყისში დაიბეჭდა გერმანულ ენაზე. სწორედ აქედან იწყება ბეჭდური პრესის ისტორია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ დიდი გზა გამოიარა (პირველი ქართული გაზეთი მე-19 საუკუნის დასაწყისში გამოიცა და მას თავიდან „საქართველოს გაზეთი\", შემდეგ კი „ქართული გაზეთი\" ერქვა). მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კი სათავეს იღებს რადიომაუწყებლობა, ხოლო ამავე საუკუნის 50-იანი წლებიდან - ტელევიზია, რომელიც მასობრივი კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საშუალებად რჩება დღემდე. მე-20 საუკუნის დასასრულს მედიისთვის გაიხსნა კიდევ ერთი სივრცე - ინტერნეტი. რაც უფრო ვითარდებოდა, მით უფრო იზრდებოდა მედიის გავლენა ხალხზე. ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი არსებობს - როდესაც მედიამ შეძლო, სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრზე, საკუთარი ქვეყნის მომავალზე და მთლიანად მედიის განვითარებაზე. ასეთივე მნიშვნელობა შეიძინა ქართულმა პრესამ მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში, როდესაც მაშინდელი საზოგადო მოღვაწეები პუბლიცისტური წერილებით ცდილობდნენ, მთელი რიგი ცვლილებების აუცილებლობაში დაერწმუნებინათ ხალხი. სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების წერილების შედეგად იცვლებოდა და ყალიბდებოდა იმდროინდელი საზოგადოების დამოკიდებულება განათლების ხელმისაწვდომობის საჭიროებისადმი. გაზეთ „ივერიაში\" გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილებში ილია ხშირად საუბრობდა სახალხო განათლების, მოზარდთა აღზრდის, მშობლიურ ენაზე სწავლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა აქტიური ჩართულობის საკითხებზე. აი, რას წერდა იგი 1886 წელს მასწავლებელთა შესახებ გამოქვეყნებულ წერილში: „ამ მხრით უფრო უარესს ყოფაში არიან ქალები მასწავლებელნი, ნამეტნავად თუ ბედს არ ურგუნებია მათთვის სახელმწიფო სასწავლებელში სადმე რაიმე თანამდებობა. ამათი ჯაფა, იმავე თავგაწირულობით და სიმძიმით დატვირთული, უფრო ნაკლებ პატივცემულია, უფრო ნაკლებ დაზღვეულია გასამრჯელოთი და სასყიდლითა. გარდა ამისა, რაც უნდა უკეთ მომზადებული იყოს, რაც უნდა თავ-გამომეტებული თავისის თანამდებობის აღსრულებისათვის, რაკი ქალია, იშვიათად უპირატესობა მიეცემა ხოლმე მამაკაცის წინაშე, როცა ორივენი ერთს დროს წარსდგებიან ადგილის საშოვნელად\". მაშინდელ მეფის რუსეთის საქართველოში ქვეყნისა და ხალხისათვის ამგვარ მნიშვნელოვან თემებზე, მძიმე პირობების მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას სწორედ ქართული პრესა ახერხებდა. განსაკუთრებით აქტიური იყო მედია პირველი რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921). ამ დროის პრესისა და კინოქრონიკისათვის თვალის ერთი გადავლებაც აჩვენებს, რამდენად კარგად შუქდებოდა მედიით (მ.შ. ცენტრალური მედიით) ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები და დეცენტრალიზაციის რეფორმა და რამდენად ფართო იყო წარმოდგენილი სადისკუსიო თემები. ყველა დროში ყველა ხელისუფლება ცდილობდა მედიის კონტროლს, რადგან მედიის კონტროლი თავისთავად ნიშნავდა საზოგადოების აზრისა და განწყობების საკუთარი ინტერესების შესაბამისად მართვასაც. მედიის ეთიკა და თვითრეგულირება ნებისმიერი მედიასაშუალება არის საწარმო, რომელიც მომხმარებლისთვის მუშაობს, თუმცა ჩვეულებრივი საწარმოსგან მას მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა განასხვავებს. ეს ნიშნავს, რომ მედიის მიზანი ვერ იქნება მხოლოდ შემოსავლის, მოგების მიღება, მისი ამოცანაა, ყველა მოქალაქეს ემსახუროს კარგად. რა სჭირდება მედიას იმისათვის, რომ კარგად ემსახუროს საზოგადოებას? რა თქმა უნდა, სჭირდება შემოსავალი და სჭირდება თავისუფლება. თუმცა ნიშნავს კი ეს თავისუფლება ყველაფრის უფლებას? რას არეგულირებს კანონი და რა რჩება კანონს მიღმა? საქართველოს კანონმდებლობა იცავს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას, უზრუნველყოფს მედიის თავისუფალ მუშაობას და ამავე დროს განსაზღვრავს მისი მუშაობის პირობებს, გადასახადებს და ზოგიერთ შემთხვევაში, საზოგადოებას მავნე ზეგავლენისაგან იცავს, მაგალითად: შეზღუდვებს უწესებს მედიას ალკოჰოლის, სიგარეტის ან იარაღის რეკლამირებისას. თუმცა ის, რაც მედიის სარედაქციო მუშაობას ეხება - რა და როგორ გააშუქონ და მიაწოდონ საზოგადოებას ჟურნალისტებმა, ეს კანონს მიღმაა. მსოფლიოს ყველა დემოკრატიული სახელმწიფო თანხმდება იმაზე, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ არ შეიძლება ის იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, რადგან აბსოლუტური თავისუფლება საზოგადოებისთვის საზიანო საქმიანობასაც შეიძლება გულისხმობდეს, მაგალითად: მოწოდებებს მკვლელობისა და ძალადობისკენ, ადამიანების დისკრიმინაციისა და დამცირებისკენ. ამავე დროს, არ შეიძლება მედია მივანდოთ სახელმწიფოს, ანუ არ შეიძლება ხელისუფლება აკონტროლებდეს და მართავდეს მედიას საკუთარი ინტერესების შესაბამისად. საკუთარი ინტერესებისათვის მედიას არც სხვადასხვა პოლიტიკური, ბიზნეს ან გარკვეული ჯგუფები უნდა იყენებდნენ როგორც, მაგალითად, საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა წლების განმავლობაში საკუთარი იდეოლოგიის გავრცელების იარაღად მას და, შესაბამისად, მედია არ იყო თავისუფალი. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ისმენდნენ და კითხულობდნენ არა რეალურ ახალ ამბებს, არამედ მხოლოდ იმ ინფორმაციას და ისეთი ფორმით, როგორც ეს ხელისუფლებას სურდა. მაშინ რა არის ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც მედიას შეუძლია იყოს თავისუფალი და, ამავე დროს, საკუთარი უზარმაზარი გავლენა ხალხის საზიანოდ არ გამოიყენოს? ამ პრობლემის გადაჭრის გზად მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები მიიჩნევა. პროფესიული და ეთიკური სტანდარტი მედიას ავალდებულებს, ჯეროვნად გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოებას აწვდის; საზოგადოებას უთხრას სიმართლე და არ გაავრცელოს სიცრუე; ერთმანეთისგან გამიჯნოს ფაქტი და მოსაზრება; დაიცვას ადამიანის უფლებები; ხელი არ შეუწყოს სხვადასხვა ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას; არ გამოიყენოს სიძულვილის ენა; არ შეიჭრას პიროვნების პირად ცხოვრებაში; უპირატესობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს; არ მიიღოს რაიმე მატერიალური ან სხვა სახის სარგებელი მის საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მიზნით; ერთმანეთში არ აურიოს სარედაქციო და სარეკლამო მასალები; იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი; დროულად შეასწოროს საკუთარი შეცდომა და სხვ. ეს არის წესები, რომელსაც თავად ჟურნალისტები ქმნიან და იცავენ და თავადვე აკონტროლებენ ამ სტანდარტების შესრულებას. ამაში კი მათ ისევ და ისევ საზოგადოება ეხმარება, საზოგადოება, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს მედიის შეცდომებს, მუდმივად მიუთითებს მას და ამ გზით ეხმარება ჟურნალისტებს, უკეთესები გახდნენ. ეს პროცესი, ანუ მედიის თვითრეგულირება არ გულისხმობს რაიმე სასჯელს ან სანქციას ჟურნალისტებისთვის, არამედ გულისხმობს დაშვებული შეცდომის გასწორებას, საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშის მოხდას და საკუთარი პროფესიონალიზმის ამაღლებას სამომავლოდ. ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ თუკი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა, რედაქტორმა, მთლიანად გამოცემამ ან მაუწყებელმა ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიული წესები დაარღვია? საქართველოში 2009 წლიდან არსებობს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი\", რომელიც მედიის მუშაობის პრინციპებს მოიცავს, თუმცა სავალდებულოა მხოლოდ მაუწყებლებისთვის. „ქცევის კოდექსი\" მაუწყებლებს მისი პრინციპების შესრულებასთან ერთად ავალდებულებს, შექმნან თვითრეგულირების ორგანოები, რომელიც კოდექსის პრინციპების დარღვევის შემთხვევებს განიხილავს. სწორედ თვითრეგულირების ორგანოში შეუძლია მოქალაქეს საჩივრის შეტანა, პროფესიული კოდექსის დარღვევის დადგენისა და ბოდიშის მოხდის, ან არაზუსტი ფაქტის შესწორების მოთხოვნით. მაგალითად, თუ რომელიმე ტელეკომპანიამ გადასცა სიუჟეტი ან გადაცემა, რომელშიც თქვენ შესახებ არაზუსტი ინფორმაცია, დამახინჯებული ფაქტი იყო მოთხრობილი, თქვენ უნდა მიმართოთ ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანოს სიუჟეტის\/გადაცემის ეთერში გასვლიდან ათი დღის ვადაში. ვის და როგორ შეუძლია შეიტანოს საჩივარი თვითრეგულირების ორგანოში, როგორ უნდა განიხილოს თვითრეგულირების კომისიამ ეს საჩივარი, რა ხდება, თუკი განმცხადებელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა - ამ პროცედურებს დეტალურად განსაზღვრავს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი\", რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.gncc.ge საკუთარი ქცევის კოდექსი აქვს ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც, რომელიც სავალდებულოა მისი თითოეული თანამშრომლისთვის და რომლის ნახვაც შესაძლებელია ვებგვერდზე www.gpb.ge საქართველოში პრესას მსგავსი ეროვნული კოდექსი არა აქვს, თუმცა ქვეყანაში არსებობს თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც ნებისმიერმა მოქალაქემ შეუძლია მიმართოს ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ. ამ ორგანიზაციას „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია\" ეწოდება. ქარტია ამავე დროს არის ჟურნალისტთა ეთიკური კოდექსი, რომელზე ხელმოწერაც საქართველოში მოქმედი ჟურნალისტებისთვის ნებაყოფლობითია. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას\" ჰყავს საბჭო, რომელიც ჟურნალისტებისაგან შედგება და რომლისთვის მიმართვაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, თუკი მიიჩნევს, რომ მედიამ ეთიკური სტანდარტები დაარღვია. საბჭო განიხილავს განცხადებას, სწავლობს სადავო ჟურნალისტურ პროდუქტს, ესაუბრება როგორც განმცხადებელს, ისე მოპასუხე ჟურნალისტს და მსჯელობის შედეგად გადაწყვეტილებას იღებს. გადაწყვეტილებაში განმარტებულია, დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა ქარტიის რომელიმე ის პრინციპი, რომელიც მას პროფესიული ეთიკის დაცვას ავალდებულებს (დამატებითი ინფორმაცია ქარტიის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.qartia.org.ge). თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ მედიამ მას განსაკუთრებული ზიანი მიაყენა და მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება სურს, მაშინ მან სასამართლოს უნდა მიმართოს. თვითრეგულირების სისტემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მსგავს ჯარიმებს არ ითვალისწინებს, თუმცა ჟურნალისტური შეცდომების გამოვლენა-აღიარების გარდა მას სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს: თუკი მედია თავად ვერ შეძლებს საკუთარი საქმიანობის რეგულირებას, ანუ თვითრეგულირებას, მაშინ უკმაყოფილო საზოგადოების მოთხოვნების შესასრულებლად, მისი რეგულირების სურვილი ხელისუფლებას გაუჩნდება. ხელისუფლების მხრიდან კი მედიის რეგულირება ნიშნავს მედიის ცენზურას, ანუ კონტროლს, რაც გამორიცხავს როგორც თავისუფალ მედიას, ისე დემოკრატიულ საზოგადოებას. ახალი ამბები როგორც ვთქვით, ინფორმაცია მრავალგვარია, თუმცა ინფორმაცია, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ხშირად ვიღებთ მედიიდან, ახალი ამბებია. ჩვენს გარშემო ყოველდღიურად და ყოველწუთიერად უამრავი ამბავი ხდება, თუმცა ყველა მათგანი როდი იქცევა სატელევიზიო ან საგაზეთო ახალ ამბად. როდესაც ახალი ამბების გამოშვებას ვუყურებთ, ვკითხულობთ გაზეთს ან სიახლეებს ვეძებთ ინტერნეტში, ვფიქრობთ, რა არის ის, რის მიხედვითაც ახალი ამბების ჟურნალისტები, რედაქტორები და პროდიუსერები არჩევენ სწორედ იმ ამბებს, რომელსაც მერე ჩვენ გვიყვებიან. რა არის ახალი ამბავი? სახელმძღვანელოებში შესაძლოა, სხვადასხვაგვარ განმარტებასაც შეხვდეთ, თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის რამდენიმე ნიშანი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ამბავს იმისათვის, რომ ის ჟურნალისტურ ახალ ამბად იქცეს. ტერმინი „ახალი ამბავი\" თავისთავად მიგვანიშნებს, რომ ის ახალი უნდა იყოს, თუმცა სიახლე ყოველთვის როდი ნიშნავს დროში სიახლეს. ზოგჯერ, ის შეიძლება იყოს ამბავი, რომელიც ახლახან მოხდა ან ამ მომენტში ხდება; ზოგჯერ - ამბავი, რომელიც მოხდა როდესღაც, თუმცა გრძელდება დღეს; ზოგჯერ კი - ამბავი, რომელიც, უბრალოდ, დღემდე არ ვიცოდით და ახლა შევიტყვეთ. მაგრამ მხოლოდ სიახლე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ამ ამბისგან სატელევიზიო თუ რადიო რეპორტაჟი ან სტატია მოვამზადოთ. ის განსხვავებული და გამორჩეულიც უნდა იყოს, რაც მის მიმართ ჩვენს ინტერესს გააღვივებს. თუმცა არც მხოლოდ სიახლე და განსხვავებულობა კმარა - ესა თუ ის ამბავი ჩვენთვის მნიშვნელოვანიც უნდა იყოს; დაბოლოს, ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი უნდა ეხებოდეს ადამიანებს. ახალი ამბების მთავარი კრიტერიუმი ჩვენ ვართ, მოქალაქეები. რაც უფრო მეტ ადამიანს შეეხება და რაც უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებაში შეიტანს რაიმე ცვლილებას ესა თუ ის ამბავი, მით უფრო დიდი და მასშტაბური ახალი ამბავი იქნება (მაგალითად: რიგგარეშე საპარლამენტო ან ადგილობრივი არჩევნები, სიახლეები ჯანდაცვის ან განათლების სისტემაში, ეროვნული ვალუტის მკვეთრი ცვლილება და სხვ.) ისიც უნდა ვთქვათ, რომ ახალ ამბებს ადგილმდებარეობის მიხედვითაც გამოვარჩევთ ხოლმე, სიახლოვის მიხედვით. რაც ჩვენთან ახლოს ხდება, ის უფრო მეტად გვაინტერესებს, თუმცა გეოგრაფიული საზღვრები ხშირად ძალიან პირობითია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენგან შორს მომხდარი სიახლე ჩვენც გვეხება. მაგალითად, 2014 წლის გაზაფხულზე უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა ებოლას ვირუსის ხელახალი აფეთქება (პირველად ეს საშიში ვირუსი 1976 წელს ასევე აფრიკის კონტინენტზე, კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლას მიმდებარედ გამოჩნდა. სახელიც ვირუსმა სწორედ ადგილმდებარეობის გამო მიიღო). სიახლე მნიშვნელოვანი და აქტუალური აღმოჩნდა საქართველოსთვისაც. ქართულმა მედიამ მყისიერად დაიწყო საზოგადოებისთვის ვირუსის, მისი სიმპტომების, შედეგების, საფრთხეების, ქვეყნის საზღვრებზე დაწესებული შემოწმების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. რას აკეთებენ ჟურნალისტები და რედაქტორები მას შემდეგ, რაც უამრავი ამბიდან, მათი აზრით, მნიშვნელოვანს გამოარჩევენ? ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს ახალი ამბავი თქვენამდე აუცილებლად მოვა. ვიდრე აუდიტორია სატელევიზიო რეპორტაჟს ან სტატიას იხილავს, მან საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიაროს: ყურადღებით და საგულდაგულოდ უნდა გადამოწმდეს ინფორმაცია, ფაქტები; გადამოწმდეს, ვინ არის ამ ინფორმაციის წყარო, რა ინტერესები აქვს მას, არის თუ არა ის სანდო, ხომ არ ცდილობს მედიის და შემდეგ უკვე მისი საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას? საჭიროა, ჟურნალისტმა მოიძიოს დამატებითი ინფორმაციაც, ხომ არ ჰქონდა ამბავს პრეისტორია, ხომ არ არის მასთან დაკავშირებული სხვა რაიმე ამბავი? მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფიქრი და მუშაობა იმაზე, თუ როგორი ფორმით დაიწეროს ან მომზადდეს ჟურნალისტური პროდუქტი (ეს იქნება სტატია, მოკლე ინფორმაცია, რეპორტაჟი; იქნება ეს პირდაპირი ჩართვა, ვიდეო ან რადიო სიუჟეტი თუ ინტერვიუ და სხვ.); ფორმის შერჩევის შემდეგ იქმნება სავარაუდო სცენარი, საჭირო რესპონდენტებისა და მათთვის დასასმელი შეკითხვების ნუსხა; ამის შემდეგ იგეგმება საორგანიზაციო ნაწილი და ჟურნალისტი გადის სამუშაოზე. ანალოგიური პროცესი ხელახლა იწყება რედაქციაში მისი დაბრუნების შემდეგ. ჟურნალისტი და რედაქტორი დაგეგმილ სცენარს კიდევ ერთხელ გადიან, აჯერებენ და აჯამებენ იმ ინფორმაციას და ვიზუალურ მასალას, რაც ჟურნალისტმა მოიპოვა, რის შემდეგაც ჟურნალისტი პროდუქტზე მუშაობას იწყებს. გამზადებული სიუჟეტი ან სტატია დაბეჭდვამდე ან ეთერში გასვლამდე საბოლოო შემოწმებას გადის და მხოლოდ ამის შემდეგ არის ის მზად აუდიტორიისთვის. ეს არის ძალიან მოკლე აღწერა იმ პროცესისა, რასაც ახალი ამბების ჟურნალისტები და რედაქტორები თითოეულ ახალ ამბავზე მუშაობისას ყოველდღიურად გადიან. ეს რთული პროცესია, თუმცა აუცილებელი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჯეროვნად გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდოს. არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანებს. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის\" მიხედვით, „ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა - ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია\". აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არის თემები, რომლებსაც არც სტანდარტულად გადამოწმება და არც რამდენიმე დღე მუშაობა ჰყოფნის. ასეთ თემებზე ჟურნალისტები კვირაობით ან თვეობით მუშაობენ, დეტალურად იძიებენ ისეთ ამბებს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და დაფარულია - ასეთ ჟურნალისტებს გამომძიებელი ჟურნალისტები ჰქვიათ. მედია ზოგჯერ არ არის ზუსტად ისეთი, როგორად ყოფნასაც მას პროფესიული და ეთიკური სტანდარტი ავალდებულებს. ხდება ისეც, რომ ჟურნალისტები და რედაქტორები პოლიტიკური ან სხვა ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცევიან, მათ ინტერესებს გამოხატავენ, საზოგადოებაზე ზემოქმედების შესაძლებლობით ბოროტად სარგებლობენ და პროპაგანდას ეწევიან. ასეთი მედია მიკერძოებული მედიაა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა მოეთხოვებათ ჟურნალისტებს, ვის სამსახურში უნდა იდგნენ ისინი და უდავო ჭეშმარიტებად ნუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც მედია მოგვითხრობს. ჟურნალისტების ნამუშევარს ჩვენც ჟურნალისტური თვალით უნდა შევხედოთ - მოვისმინოთ, გადავამოწმოთ და დასკვნები თავად გამოვიტანოთ. ჩვენს ნდობას მედიასაშუალება სწორედ მას შემდეგ მოიპოვებს, რაც დრო გვიჩვენებს, რომ ის კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ საქმესა და საზოგადოებას. საზოგადოებაზე ორიენტირებული მედია მედია იმ ამბებით საზრდოობს, რომელიც ჩვენ გვეხება და ჩვენს გარშემო ხდება. ხშირად ჟურნალისტები მოქალაქეებისგან იგებენ იმ ამბებს, რომელსაც მერე სატელევიზიოდ ან საგაზეთოდ ამზადებენ. ხშირად საზოგადოება და ჟურნალისტები ერთად მუშაობენ აუცილებელი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მოქალაქეს თავადაც შეუძლია საჯარო უწყებებიდან გამოითხოვოს მისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია და თუკი საჭიროდ ჩათვლის, მიაწოდოს მედიას. მოქალაქეს ასევე შეუძლია, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით შეატყობინოს მედიას ის ამბავი, რომელიც მას თავად აღელვებს, ან რომლის თვითმხილველიც გახდა. მაგალითად, თუ თქვენს სოფელში, ქალაქში ან, უბრალოდ, თემში მომზადდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, იგივე წერილი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ან მიიტანოთ ადგილობრივი მედიასაშუალების რედაქციაში და პეტიციაში გაცხადებული თხოვნის შესრულებაზე კონტროლი სთხოვოთ მათ. პროცესში ჟურნალისტების ჩართვით, თქვენ კონტროლის დამატებით მექანიზმს შეიძენთ. თანამედროვე ეპოქაში ადამიანი ხშირად თვითონაც ხდება მოქალაქე ჟურნალისტი და ქმნის ახალ ამბავს, წერს, იღებს და ინტერნეტის მეშვეობით ავრცელებს ან უკვე მზა მასალას აწვდის მედიასაშუალებას. ერთი სიტყვით, ჩვენ, მოქალაქეები, ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის წყაროც ვართ და ადრესატიც. ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით მედიას, ჟურნალისტები კი საპასუხოდ გვატყობინებენ ამბავს, რას აკეთებს ხელისუფლება ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად. დემოკრატიულ მმართველობას საზოგადოება სწორედ ამგვარად, მედიის დახმარებითა და ხელისუფლების კონტროლის გზით ახორციელებს. მედიას განსაკუთრებული როლი აქვს, როგორც სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარების საქმეშიც. სწორედ მედია ხდება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც ქვეყანაში საარჩევნო პერიოდი დგება. არჩევნების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტები მოიპოვებენ და საზოგადოებას აწვდიან. მედია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული ამა თუ იმ არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პროგრამებისა და მიზნების, ან საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; მედია ასევე უზრუნველყოფს დებატებს პოლიტიკურ და საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე, რაც, ერთი მხრივ, სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება ამომრჩეველს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას ქვეყანაში. არჩევნების გაშუქებისას განსაკუთრებულ მისიასთან ერთად მედიას დამატებითი ვალდებულებებიც უჩნდება - მან მაქსიმალურად თანაბრად და ობიექტურად უნდა დაანახოს საზოგადოებას პოლიტიკური პროცესი, არჩევნების მიმდინარეობა, კანდიდატებისა და მონაწილე პოლიტიკური პარტიების მიზნები. ამ მხრივ კერძო, კომერციულ არხებზე მეტი პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, რომელიც მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფინანსდება და საზოგადოების ყველა ფენაზეა ორიენტირებული. კერძო არხებისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტელევიზია არც რეკლამასა და შემოსავლების მიღებაზეა მიმართული, ამიტომაც ის ვალდებულია, საკუთარი გადაცემებით უპასუხოს ხალხის საჭიროებებს და არა რეკლამის შემკვეთთა, ან საზოგადოების ვიწრო ჯგუფის ინტერესებს. საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი 2004 წელს, „მაუწყებლობის შესახებ კანონის\" საფუძველზე შეიქმნა. ამ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი; ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან; არ ექვემდებარება არც ხელისუფლებას და არც რომელიმე საჯარო უწყებას; აუდიტორიას საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად აწვდის მრავალფეროვან გადაცემებს. 2004 წლამდე საქართველოში არსებობდა სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია, რომელმაც რადიო მაუწყებლობა 1925 წლიდან დაიწყო, სატელევიზიო მაუწყებლობა კი - 1956 წლიდან. 2004 წელს მის ბაზაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიქმნა, 2013 წლიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლობა ქვეყანაში სამი სატელევიზიო (პირველი არხი, მეორე არხი, აჭარის ტელევიზია) და სამი რადიო (საზოგადოებრივი რადიო 1 და საზოგადოებრივი რადიო 2, რადიო აჭარა) არხით ხორციელდება. თანამშრომლობა მედიასთან კონვენციის მე-12 მუხლში ვკითხულობთ: „ბავშვს შეუძლია თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ისეთ საკითხზე, რომელიც მას ეხება\"; მე-13 მუხლი ამბობს, რომ ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, საზღვრების არსებობის მიუხედავად, მოიძიოს, მიიღოს ან გადასცეს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან იდეა ზეპირი, წერილობითი თუ ბეჭდური ფორმით ბავშვის არჩევანისამებრ, თუ ეს ინფორმაცია არ არის მისთვის ან სხვისთვის საზიანო; კონვენციის მე-17 მუხლი კი უშუალოდ ინფორმაციის მიღებას ეხება: „სახელმწიფოები აღიარებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მნიშვნელოვან როლს და უზრუნველყოფენ ბავშვისათვის სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროებით გავრცელებული ინფორმაციისა და მასალების მისაწვდომობას\".","img":"https://www.quiz-maker.com/3012/images/ogquiz.png"}
More Quizzes
Rhianna's Favorites
630
Need a gift for someone? Take our quiz and see which pendant would best suit them!
630
Addition of Three-digit numbers with carrying D1CBT2 (Tklesson)
1050
Halo: The Master Chief - Quiz
520
Which Narnia Character Are You?
5227
Discover Me: A Fun Personal Quiz
10514
We willen polsen naar jullie activiteiten wensen.
520
What Is Your Gromerra House
12617
Which rat are you
10520
Quiz
520
Who is your BTS soulmate?
10541
Creative writing and the other forms of writing
10542